პოლიტიკა
მსოფლიო

29

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 09:28-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 15:49-ზე – ყველაფრის მიღწევა შეიძლება, თუ კრეატიული ხართ და მიზნის მიღწევას ცდილობთ. უნდა დაიცვათ თქვენი პრინციპები და აქტიურად გამოხატოთ თქვენი ემოციები და გრძნობები. გადაიხადეთ ვალები. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. განახორციელეთ ნებისმიერი რადიკალური ცვლილება – ავეჯის გადაწყობიდან ბიზნესის კონცეფციის შეცვლამდე. არ არის რეკომენდებული ფინანსური საქმეების წარმართვა. ახალი საქმეების დაწყება. კარგია ტაძრებისა და მონასტრების მონახულება. კარგია სამზარეულოს დასუფთავება, საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეკეთება, დაუთოება.
სამართალი
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სალომე ღვინიაშვილი - ”მანდ უფრო მეტი პანიკაა, ვიდრე ჰურგადაში”
სალომე ღვინიაშვილი - ”მანდ უფრო მეტი პანიკაა, ვიდრე ჰურგადაში”

მოკ­ლედ, ამ ზა­ფხულს რე­ვო­ლუ­ცი­ურ ეგ­ვიპ­ტეს არა­ერ­თი ქარ­თვე­ლი ეწ­ვია. ასე რომ, იქ მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნებს ტუ­რის­ტე­ბი სუ­ლაც არ და­უბ­რკო­ლე­ბია და დღემ­დე არა­ერ­თი ქარ­თვე­ლი რჩე­ბა ეგ­ვიპ­ტის კუ­რორ­ტებ­ზე.

რო­გორც ცნო­ბი­ლი გახ­და, ჰურ­გა­და­ში სამი შვი­ლით, მე­გო­ბარ ნუცა შამ­ლი­ა­ძეს­თან ერ­თად მო­დე­ლი სა­ლო­მე ღვი­ნი­აშ­ვი­ლიც იმ­ყო­ფე­ბა. მას მერე, რაც მოვ­ლე­ნე­ბი უკი­დუ­რე­სად და­ი­ძა­ბა, სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ ტურ­სა­ა­გენ­ტო­ებს თხოვ­ნით მი­მარ­თა, რომ ეგ­ვიპ­ტის მი­მარ­თუ­ლე­ბით შე­ე­წყვი­ტათ მარ­შრუ­ტე­ბი.

იმის გა­სარ­კვე­ვად, თუ რო­გორ გრძნო­ბენ ქარ­თვე­ლი დამ­სვე­ნებ­ლე­ბი ჰურ­გა­და­ში თავს, "ამ­ბე­ბი.გე" სა­ლო­მე­სა და მის მე­გო­ბარ ნუ­ცას და­უ­კავ­შირ­და.

სა­ლო­მე ღვი­ნი­აშ­ვი­ლი:

- აქ, სა­დაც ჩვენ ვიმ­ყო­ფე­ბით, სა­გან­გა­შო არა­ფე­რი ხდე­ბა, სიმ­შვი­დეა, უბ­რა­ლოდ, გვე­უ­ბე­ნე­ბი­ან, რომ არ დავ­ტო­ვოთ სას­ტუმ­როს ტე­რი­ტო­რია და გა­რეთ არ გა­ვი­დეთ, რა­საც ვით­ვა­ლის­წი­ნებთ.

- ზუ­რას გა­რე­შე ის­ვე­ნებთ?

- ზუ­რამ მხო­ლოდ 2 დღით მო­ა­ხერ­ხა აქ ჩა­მოს­ვლა და ჩვე­ნი მო­ნა­ხუ­ლე­ბა. მერე სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რებს ყა­ზა­ხეთ­ში თა­მა­ში ჰქონ­და და წა­ვი­და. ახლა თურ­ქეთ­შია და 17 აგ­ვის­ტოს, აქე­დან ჩვენც მას­თან გა­ვემ­გზავ­რე­ბით. ისე, რა­ტომ­ღაც მგო­ნია, რომ მანდ უფრო მეტი პა­ნი­კაა, ვიდ­რე ჰურ­გა­და­ში. მარ­თლა არა­ნა­ი­რი საფრ­თხე არ იგ­რძნო­ბა, სი­წყნა­რეა, ნე­ტა­ვი, გა­ნა­ხათ, რო­გორ ის­ვე­ნებს აქ ხალ­ხი, უცხო­ე­ლი ტუ­რის­ტე­ბი, თუმ­ცა ტე­ლე­ვი­ზი­ით გად­მოს­ცე­მენ იმ ამ­ბე­ბის შე­სა­ხებ, რაც კა­ი­რო­ში ხდე­ბა.

ნუცა შა­მი­ლა­ძე:

- 3 აგ­ვის­ტოს ჩა­მო­ვე­დით. მეც ბავ­შვე­ბით ვარ და 17-ში უნდა გა­ვემ­გზავ­როთ აქე­დან.

ტე­რი­ტო­რი­ი­დან არ გავ­დი­ვართ, რად­გა­ნაც ამას მუდ­მი­ვად გვე­უბ­ნე­ბი­ან სას­ტუმ­რო­ში.

იმე­დია, ჩა­მო­ვაღ­წევთ სა­ქარ­თვე­ლო­ში და აე­რო­პორ­ტე­ბი არ და­ი­ხუ­რე­ბა. ეგ რომ მოხ­დეს, მარ­თლა გა­ვაფ­რენ, რად­გან აქა­უ­რო­ბა დი­დად არ მო­მე­წო­ნა. გე­მოვ­ნე­ბა­ზე არ და­ვო­ბენ, მაგ­რამ მე­ო­რედ აქ ჩემი ფეხი აღარ იქ­ნე­ბა. ამა­თი არც საჭ­მე­ლი მო­მე­წო­ნა და არც სერ­ვი­სი.

- ად­გი­ლობ­რი­ვი არ­ხე­ბი რა ინ­ფორ­მა­ცი­ას გად­მოს­ცე­მენ კა­ი­რო­ში მიმ­დი­ნა­რე ამ­ბე­ბის შე­სა­ხებ?

- გვე­უბ­ნე­ბი­ან, რომ მხო­ლოდ ჩვე­ნი არ­ხე­ბი აჩ­ვე­ნე­ბენ და გად­მოს­ცე­მენ ზუსტ ინ­ფორ­მა­ცი­ას და მათ უყუ­რე­თო. ვუ­ყუ­რებთ, მაგ­რამ ენა არ გვეს­მის და ვე­რა­ფერს ვი­გებთ. ისე, ძა­ლი­ან ბევ­რი ტუ­რის­ტია ჰურ­გა­და­ში და კი­დევ ჩა­მო­დი­ან უცხო­ე­ლე­ბი... რა მოს­წონთ, არ ვიცი. აქ დას­ვე­ნე­ბას, ბა­თუმ­ში ჩას­ვლა ჯობ­და. ნორ­მა­ლურ კერ­ძებს მა­ინც შე­ჭამ­და კაცი...

- სა­ლო­მე, შენც არ მო­გე­წო­ნა ჰურ­გა­და?

- მეც პირ­ვე­ლად ვარ აქ და დიდი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა არც ჩემ­ზე არ მო­ახ­დი­ნა აქა­უ­რო­ბამ.

- ისე, აქამ­დე, ვინც წელს ეგ­ვიპ­ტი­დან ჩა­მო­სუ­ლი ქარ­თვე­ლი დამ­სვე­ნე­ბე­ლი ჩავ­წე­რე, ასე­თი უკ­მა­ყო­ფი­ლო არა­ვინ შემ­ხვედ­რია...

- ნამ­დვი­ლად მიკ­ვირს მათი, რა მოს­წონთ. აუ­ზე­ბი და მზე? დიდი არა­ფე­რია. ერ­თა­დერ­თი წი­თე­ლი ზღვა და თევ­ზე­ბი კი მო­მე­წო­ნა. ისე­თი სი­ლა­მა­ზეა, თავი მულ­ტფილმში მე­გო­ნა.

ლალი ფა­ცია

სპე­ცი­ა­ლუ­რად "ამ­ბე­ბი.გე"-სთვის

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ირანის შეტევის შედეგად ისრაელის 6 კვლევითი ლაბორატორია განადგურდა და 9 დაზიანდა

სალომე ღვინიაშვილი - ”მანდ უფრო მეტი პანიკაა, ვიდრე ჰურგადაში”

სალომე ღვინიაშვილი - ”მანდ უფრო მეტი პანიკაა, ვიდრე ჰურგადაში”

მოკლედ, ამ ზაფხულს რევოლუციურ ეგვიპტეს არაერთი ქართველი ეწვია. ასე რომ, იქ მიმდინარე მოვლენებს ტურისტები სულაც არ დაუბრკოლებია და დღემდე არაერთი ქართველი რჩება ეგვიპტის კურორტებზე.

როგორც ცნობილი გახდა, ჰურგადაში სამი შვილით, მეგობარ ნუცა შამლიაძესთან ერთად მოდელი სალომე ღვინიაშვილიც იმყოფება. მას მერე, რაც მოვლენები უკიდურესად დაიძაბა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ტურსააგენტოებს თხოვნით მიმართა, რომ ეგვიპტის მიმართულებით შეეწყვიტათ მარშრუტები.

იმის გასარკვევად, თუ როგორ გრძნობენ ქართველი დამსვენებლები ჰურგადაში თავს, "ამბები.გე" სალომესა და მის მეგობარ ნუცას დაუკავშირდა.

სალომე ღვინიაშვილი:

- აქ, სადაც ჩვენ ვიმყოფებით, საგანგაშო არაფერი ხდება, სიმშვიდეა, უბრალოდ, გვეუბენებიან, რომ არ დავტოვოთ სასტუმროს ტერიტორია და გარეთ არ გავიდეთ, რასაც ვითვალისწინებთ.

- ზურას გარეშე ისვენებთ?

- ზურამ მხოლოდ 2 დღით მოახერხა აქ ჩამოსვლა და ჩვენი მონახულება. მერე საქართველოს ნაკრებს ყაზახეთში თამაში ჰქონდა და წავიდა. ახლა თურქეთშია და 17 აგვისტოს, აქედან ჩვენც მასთან გავემგზავრებით. ისე, რატომღაც მგონია, რომ მანდ უფრო მეტი პანიკაა, ვიდრე ჰურგადაში. მართლა არანაირი საფრთხე არ იგრძნობა, სიწყნარეა, ნეტავი, განახათ, როგორ ისვენებს აქ ხალხი, უცხოელი ტურისტები, თუმცა ტელევიზიით გადმოსცემენ იმ ამბების შესახებ, რაც კაიროში ხდება.

ნუცა შამილაძე:

- 3 აგვისტოს ჩამოვედით. მეც ბავშვებით ვარ და 17-ში უნდა გავემგზავროთ აქედან.

ტერიტორიიდან არ გავდივართ, რადგანაც ამას მუდმივად გვეუბნებიან სასტუმროში.

იმედია, ჩამოვაღწევთ საქართველოში და აეროპორტები არ დაიხურება. ეგ რომ მოხდეს, მართლა გავაფრენ, რადგან აქაურობა დიდად არ მომეწონა. გემოვნებაზე არ დავობენ, მაგრამ მეორედ აქ ჩემი ფეხი აღარ იქნება. ამათი არც საჭმელი მომეწონა და არც სერვისი.

- ადგილობრივი არხები რა ინფორმაციას გადმოსცემენ კაიროში მიმდინარე ამბების შესახებ?

- გვეუბნებიან, რომ მხოლოდ ჩვენი არხები აჩვენებენ და გადმოსცემენ ზუსტ ინფორმაციას და მათ უყურეთო. ვუყურებთ, მაგრამ ენა არ გვესმის და ვერაფერს ვიგებთ. ისე, ძალიან ბევრი ტურისტია ჰურგადაში და კიდევ ჩამოდიან უცხოელები... რა მოსწონთ, არ ვიცი. აქ დასვენებას, ბათუმში ჩასვლა ჯობდა. ნორმალურ კერძებს მაინც შეჭამდა კაცი...

- სალომე, შენც არ მოგეწონა ჰურგადა?

- მეც პირველად ვარ აქ და დიდი შთაბეჭდილება არც ჩემზე არ მოახდინა აქაურობამ.

- ისე, აქამდე, ვინც წელს ეგვიპტიდან ჩამოსული ქართველი დამსვენებელი ჩავწერე, ასეთი უკმაყოფილო არავინ შემხვედრია...

- ნამდვილად მიკვირს მათი, რა მოსწონთ. აუზები და მზე? დიდი არაფერია. ერთადერთი წითელი ზღვა და თევზები კი მომეწონა. ისეთი სილამაზეა, თავი მულტფილმში მეგონა.

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია