თელავის მუნიციპალიტეტის გამგებლად რამდენიმე დღის წინ დანიშნულმა გივი მეტრეველმა, ადგილობრივი ბიუჯეტის სახსრებით 27 700 ლარიანი "ტოიოტას" მარკის მანქანა იყიდა. ამ დრომდე თელავის გამგებელს ML -ის მარკის ავტომანქანა ემსახურებოდა, რომელიც მეტრეველმა თელავის სახანძრო-სამაშველო სამსახურს გადასცა. ამჟამად, ამ მანქანით გამგებლის ნათესავი, სამაშველო სამსახურის უფროსის მოადგილე ბექა ჟურული სარგებლობს.