მსოფლიო
სამართალი
მოზაიკა

23

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 02:18-ზე, მთვარე ტყუპში გადავა 06:57-ზე – რეკომენდებულია საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. არ დალიოთ ალკოჰოლი. მოერიდეთ ხორცის კერძებს. კარგი დღეა რომანტიკული პაემნისთვის. ასევე ხელსაყრელი პერიოდია ჩხუბისა და კონფლიქტის შემდეგ შერიგებისთვის.
სამხედრო
პოლიტიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შინდლერის დოკუმენტები აუქციონზე გაიყიდა
შინდლერის დოკუმენტები აუქციონზე გაიყიდა

ოს­კარ შინდლე­რის დო­კუ­მენ­ტე­ბი აუქ­ცი­ონ­ზე 122 ათას დო­ლა­რად გა­ი­ყი­და. ამის შე­სა­ხებ Associated Press-ი წერს.

დო­კუ­მენ­ტებს შო­რის იყო 1944 წლის 22 აგ­ვის­ტო­თი და­თა­რი­ღე­ბუ­ლი შინდლე­რის წე­რი­ლი. წე­რილ­ში მე­წარ­მე მისი სა­წარ­მოს პო­ლო­ნე­თი­დან ჩე­ხოს­ლო­ვა­კი­ა­ში გა­და­ტა­ნის ნე­ბარ­თვას იძ­ლე­ვა. მი­იჩ­ნე­ვა, რომ სწო­რედ ამ ცვი­ლე­ბის წყა­ლო­ბით გა­დარ­ჩნენ სა­წარ­მო­ში მო­მუ­შა­ვე პო­ლო­ნე­ლი ებ­რა­ე­ლე­ბი.

მე­ო­რე ლო­ტად გა­ი­ყი­და შინდლე­რის ორი რვე­უ­ლი, რო­მელ­შიც ახა­ლი სა­წარ­მოს მშე­ნებ­ლო­ბის მო­ნა­ხა­ზე­ბი იყო. ეს დო­კუ­მენ­ტე­ბი 1943 წლით თა­რიღ­დე­ბა. ორი­ვე ლოტი იყი­და ერ­თმა პი­როვ­ნე­ბამ, რო­მელ­მაც ინ­კოგ­ნი­ტოდ დარ­ჩე­ნა ისურ­ვა.

მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის დროს შინდლერ­მა გა­მო­ი­ყე­ნა თა­ვი­სი მდგო­მა­რე­ო­ბა და 1000-ზე მეტი ებ­რა­ე­ლი სა­კონ­ცენ­ტრა­ციო ბა­ნაკს გა­და­არ­ჩი­ნა. ის მო­ე­ლა­პა­რა­კა სა­კონ­ცენ­ტრა­ციო ბა­ნა­კე­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას, რათა და­პა­ტიმ­რე­ბულ ებ­რა­ელ­თა ნა­წი­ლი მის სა­წარ­მო­ში სა­მუ­შა­ოდ გა­და­ეყ­ვა­ნათ. შინდლერ­მა ჩა­მო­წე­რა იმ პირ­თა სია, რომ­ლე­ბიც თით­ქოს­და სა­კუ­თარ ქარ­ხა­ნა­ში სა­მუ­შა­ოდ სჭირ­დე­ბო­და. შე­დე­გად, სი­ა­ში მოხ­ვედ­რი­ლი ებ­რა­ე­ლე­ბი სიკ­ვდილს გა­და­ურჩნენ. მე­წარ­მის ის­ტო­რია უფრო მე­ტად ცნო­ბი­ლი მას შემ­დეგ გახ­და, რაც სტი­ვენ სპილ­ბერ­გმა გა­და­ი­ღო ფილ­მი "შინდლე­რის სია".

მომ­ზა­დე­ბუ­ლია Associated Press - ის მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

შინდლერის დოკუმენტები აუქციონზე გაიყიდა

შინდლერის დოკუმენტები აუქციონზე გაიყიდა

ოსკარ შინდლერის დოკუმენტები აუქციონზე 122 ათას დოლარად  გაიყიდა. ამის შესახებ Associated Press-ი წერს.  

დოკუმენტებს შორის იყო 1944 წლის 22 აგვისტოთი დათარიღებული შინდლერის წერილი. წერილში მეწარმე მისი საწარმოს პოლონეთიდან ჩეხოსლოვაკიაში გადატანის ნებართვას იძლევა. მიიჩნევა, რომ სწორედ ამ ცვილების წყალობით გადარჩნენ საწარმოში მომუშავე პოლონელი ებრაელები.

მეორე ლოტად გაიყიდა შინდლერის ორი რვეული, რომელშიც ახალი საწარმოს მშენებლობის მონახაზები  იყო. ეს დოკუმენტები 1943 წლით თარიღდება. ორივე ლოტი იყიდა ერთმა პიროვნებამ, რომელმაც ინკოგნიტოდ დარჩენა ისურვა.

მეორე მსოფლიო ომის დროს შინდლერმა გამოიყენა თავისი მდგომარეობა და 1000-ზე მეტი ებრაელი საკონცენტრაციო ბანაკს გადაარჩინა. ის მოელაპარაკა საკონცენტრაციო ბანაკების ადმინისტრაციას, რათა დაპატიმრებულ ებრაელთა ნაწილი მის საწარმოში სამუშაოდ გადაეყვანათ. შინდლერმა ჩამოწერა იმ პირთა სია, რომლებიც თითქოსდა საკუთარ ქარხანაში სამუშაოდ სჭირდებოდა. შედეგად, სიაში მოხვედრილი ებრაელები სიკვდილს გადაურჩნენ. მეწარმის ისტორია უფრო მეტად ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც სტივენ სპილბერგმა გადაიღო ფილმი ”შინდლერის სია”.

მომზადებულია Associated Press - ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს