ზურაბ ხარატიშვილი - პოლიტიკაში წასვლის შესახებ პრემიერს ვესაუბრე

ზურაბ ხარატიშვილი - პოლიტიკაში წასვლის შესახებ პრემიერს ვესაუბრე

ცენტრალურ საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ზურაბ ხარატიშვილის მიერ თანამდებობის დატოვების შესახებ ინფორმაცია პრემიერისა და პრეზიდენტისთვის ცნობილი იყო. ამის შესახებ ცესკოს ყოფილმა თავმჯდომარემ ზურაბ ხარატიშვილმა დღეს ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ბოლო თვენახევრის პერიოდში შეხვდა როგორც პრემიერ-მინისტრს, ასევე პრეზიდენტს, პარლამენტის თავმჯდომარეს და სხვა პოლიტიკური ძალების ლიდერებს და თანამდებობიდან წასვლის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

"თვენახევრის პერიოდში მე შევხვდი პრემიერს, პრეზიდენტის, პარლამენტის თავმჯდომარეს. მათ ჩემი სურვილი წასვლის შესახებ გავაცანი. მათთვის ეს მოულოდნელი არ იყო და ცნობილი იყო. მთავრი დისკომფორტი რაც იქმნება ახალი თავმჯდომარეა, რომლის კანდიდატურაზე შეთანხმება მოუწევს წამყვან პოლიტიკურ ძალებს", - აცხადებს ხარატიშვილი.

ზურაბ ხარატიშვილის თქმით, პირადი საუბრისას პრეზიდენტი და პრემიერი მასთან აცხადებდნენ, რომ უმჯობესი იქნებოდა თანამდებობა არ დაეტოვებინა.

"რაც შეეხება ჩემს პოლიტიკაში წასვლას, ამის შესახებ პრემიერს ვესაუბრე, თუმცა არ მახსოვს ამ თემაზე ვესაუბრე თუ არა პრეზიდენტს", - განაცხადა ხარატიშვილმა.

რაც შეეხება იმ საკითხს, თუ ვინ შეიძლება იყოს ცესკოს მომავალი თავმჯდომარე, ხარატიშვილი აცხადებს, რომ ამასთან დაკავშირებით მას პრეზიდენტთან არ უსაუბრია.

იხილეთ ვიდეო

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა