პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

27

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 06:24-ზე, მთვარე ლომში გადავა 10:09-ზე – ენერგიული დღეა. მოქმედების დროა, ხელსაყრელია ფიზიკური დატვირთვა. მოერიდეთ აგრესიის ნებისმიერ გამოვლინებას. გამოიჩინეთ მონდომება და გამძლეობა. არ არის რეკომენდებული ფინანსური საკითხების მოგვარება, შესაძლებელია ფულადი დანაკარგები. აქტიური ორგანოებია გული, სისხლის მიმოქცევის სისტემა, არტერიები, ზურგი, დიაფრაგმა. ცილები და ხილი კარგად შეიწოვება. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა.
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სანდრო კაკულიას თავგადასავლები, უმისამართოდ ხეტიალი და დიდი სისუსტე
სანდრო კაკულიას თავგადასავლები, უმისამართოდ ხეტიალი და დიდი სისუსტე

"მო­უ­ლოდ­ნე­ლო­ბე­ბი და სპონ­ტა­ნუ­რო­ბა მიყ­ვარს. გეგ­მი­თა და გათ­ვლი­ლი ნა­ბი­ჯე­ბით ცხოვ­რე­ბა არ შე­მიძ­ლია", - ამ­ბობს სან­დრო კა­კუ­ლია (სან­დრექ­სა, სე­რი­ა­ლი­დან "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბი"). მარ­ტო მოგ­ზა­უ­რო­ბა და უმი­სა­მარ­თოდ ხე­ტი­ა­ლი მისი ცხოვ­რე­ბის წე­სია. მი­აჩ­ნია, რომ ქა­ლაქ­გა­რეთ ბევ­რად თბი­ლი და სტუ­მარ­თმოყ­ვა­რე ხალ­ხი ცხოვ­რობს. უც­ნობ ადა­მი­ა­ნებ­თან მი­დის, კარ­ზე აკა­კუ­ნებს და ეკი­თხე­ბა: - შე­იძ­ლე­ბა, თქვენ­თან ღამე გა­ვა­თიო?

- სა­ხე­ლი და გვა­რი.

- სან­დრო კა­კუ­ლია.

- და­ბა­დე­ბის თა­რი­ღი.

- 1985 წლის 24 თე­ბერ­ვა­ლი.

- ბავ­შვო­ბა­ში მინ­დო­და გა­მოვ­სუ­ლი­ყა­ვი...

- ...ექი­მი. ვგიჟ­დე­ბო­დი, ექი­მო­ბა ისე ძა­ლი­ან მინ­დო­და. სა­ნა­თე­სა­ვო­ში ბევ­რი მე­დი­კო­სი მყავს. ვიცი, ჩემ­გა­ნაც ძა­ლი­ან კარ­გი ექი­მი დად­გე­ბო­და. მე­დი­კა­მენ­ტებ­ში ახ­ლაც კარ­გად ვერ­კვე­ვი, ანო­ტა­ცი­ე­ბი ვიცი. სულ ანა­ლი­ზებს ვი­ღებ, გა­მოკ­ვლე­ვებს ვი­ტა­რებ, ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე ვზრუ­ნავ. ინ­ტერ­ნეტ­ში სა­მეც­ნი­ე­რო ლი­ტე­რა­ტუ­რას ვკი­თხუ­ლობ. ინ­ფორ­მა­ცი­ას ვი­ღებ ახალ და­ა­ვა­დე­ბებ­ზე, მის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბელ სიმპტო­მებ­ზე...

- ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ...

- ...ვარ­სე­ბობ, მაქვს სა­შუ­ა­ლე­ბა, განვვი­თარ­დე.

- როცა მარ­ტო ვარ...

- ....თავს ყვე­ლა­ზე კომ­ფორ­ტუ­ლად მა­შინ ვგრძნობ. მარ­ტო­ო­ბა მიყ­ვარს. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ არა­ერთ საქ­მე­ში ვარ ჩარ­თუ­ლი, ეს ყო­ველ­დღი­უ­რი ყო­ფი­თო­ბა მკლავს. როცა მარ­ტო ვარ, სა­კუ­თარ თავ­თან მარ­ტო ვრჩე­ბი. ვალ­დე­ბუ­ლე­ბებს ვი­ვი­წყებ.

- მარ­ტო სა­მოგ­ზა­უ­რო­დაც...

- ...ხში­რად წავ­სულ­ვარ. ამას წე­ლი­წად­ში ერთხელ მა­ინც ვა­კე­თებ. გუდა-ნა­ბადს ავიკ­რავ და მივ­დი­ვარ, ოღონდ სახ­ლი­დან გას­ვლი­სას არ ვიცი, სად მივ­დი­ვარ. ცოტა ხნის წინ, გუ­რი­ა­ში ვი­ყა­ვი. სრუ­ლი­ად უც­ნობ ადა­მი­ა­ნებ­თან მივ­დი­ვარ, კარ­ზე ვა­კა­კუ­ნებ და ვე­უბ­ნე­ბი: - შე­იძ­ლე­ბა, თქვენ­თან ღამე გა­ვა­თიო? იცი, ეს რა მა­გა­რი შეგ­რძნე­ბაა? რომ არ შე­ე­შინ­დეთ, ვუხ­სნი, რომ ტუ­რის­ტი ვარ. ქა­ლა­ქის გა­რეთ ბევ­რად გულ­წრფე­ლი და თბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი ცხოვ­რო­ბენ. აქ ვინ­მეს რომ მი­ად­გე და კარ­ზე და­უ­კა­კუ­ნო, შე­იძ­ლე­ბა არც კი გა­გი­ღოს. იქ ყვე­ლა სით­ბოს გახ­ვედ­რებს. ქარ­თუ­ლი სტუ­მარ­თმოყ­ვა­რე­ო­ბა ქა­ლაქ­ში სა­ერ­თოდ გამ­ქრა­ლია, სოფ­ლებ­ში ჯერ კი­დევ არ­სე­ბობს. მერე იმ უც­ნობ ადა­მი­ა­ნებს ვუ­მე­გობ­რდე­ბი. სა­ინ­ტე­რე­სო ამ­ბებს მიყ­ვე­ბი­ან, ხა­ლა­სი გული აქვთ. მას შემ­დეგ, რაც სე­რი­ალ­ში გა­მოვ­ჩნდი, ასე უმი­სა­მარ­თოდ აღარ მი­ხე­ტი­ა­ლია. ალ­ბათ ახლა ყვე­ლა მიც­ნობს.

- ერთხელ ასე­თი მოგ­ზა­უ­რო­ბი­სას...

- ...თავს უც­ნა­უ­რი რა­ღაც გა­დამ­ხდა. მა­შინ მე და ნუცა და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი არ ვი­ყა­ვით, მაგ­რამ ერ­თმა­ნე­თი გვიყ­ვარ­და. ერთ სა­ღა­მოს შინ ვა­ცი­ლებ­დი. ნუ­ცას ვთხო­ვე, სად­მე წა­ვი­დეთ-მეთ­ქი. სად წა­ვი­დე­თო? "მარ­შრუტ­კე­ბის" გა­ჩე­რე­ბა­ზე მი­ვი­დეთ და პირ­ვე­ლი რო­მე­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბი­თაც გავა, იქ წა­ვი­დეთ-მეთ­ქი. ჩვე­ნი დი­ა­ლო­გი ტაქ­სის მძღოლს ეს­მო­და. მას გია ერ­ქვა. შე­მოგ­ვთა­ვა­ზა, კა­ხეთ­ში ზედა მა­ჩხა­ან­ში სახ­ლი მაქვს, სა­დაც ჩემი მო­ხუ­ცი მშობ­ლე­ბი ცხოვ­რო­ბენ და თუ გინ­დათ, იქ წა­დით, გა­უ­ხარ­დე­ბა­თო. იმ სა­ღა­მოს უკვე ძა­ლი­ან გვი­ა­ნი იყო. მე­ო­რე დღეს მე და ნუცა მა­ჩხა­ა­ნის "მარ­შრუტ­კით" კა­ხეთ­ში წა­ვე­დით. გიას სახ­ლსაც ად­ვი­ლად მი­ვა­გე­ნით. კარ­ზე და­ვა­კა­კუ­ნეთ, - გა­მარ­ჯო­ბა!!! ჩვენ გიას მე­გობ­რე­ბი ვართ! - გა­ვე­ცა­ნით მა­ჩხა­ა­ნე­ლებს. დო­კუ­მენ­ტურ ფილ­მებ­ზე ვგიჟ­დე­ბი, პა­ტა­რა ეპი­ზო­დებს სულ ვი­ღებ. მა­ჩხა­ან­ში კა­მე­რაც მქონ­და წა­ღე­ბუ­ლი, შტა­ტი­ვიც და რა­ტომ­ღაც მო­ვი­ტყუ­ეთ, - დო­კუ­მენ­ტა­ლის­ტე­ბი ვართ და ფილ­მი უნდა გა­და­ვი­ღოთ-მეთ­ქი. მთე­ლი მა­ჩხა­ა­ნი ფეხ­ზე დად­გა, გამ­გე­ბელ­თან მიგ­ვიყ­ვა­ნეს, მას­თან ინ­ტერ­ვიუ ჩავ­წე­რეთ. მან­ქა­ნა გა­მოგ­ვიყ­ვეს, სად აღარ გვა­ტა­რეს. ერთი ძვე­ლი მიკრო­ფო­ნის­მაგ­ვა­რი რა­ღაც მქონ­და და ინ­ტერ­ვი­უ­ებს ისე ვწერ­დით. მინ­და, მა­შინ­დე­ლი ტყუ­ი­ლის­თვის ყვე­ლას ბო­დი­ში მო­ვუ­ხა­დო. მთა­ვარ ამ­ბამ­დე ჯერ არ მივ­სულ­ვარ. მე და ნუცა მა­ჩხა­ან­ში ისე წა­ვე­დით, არა­ვის­თვის გვით­ქვამს. მას­თან სახ­ლში იცოდ­ნენ, რომ ბა­კუ­რი­ან­ში იყო. ნუ­ცას ტე­ლე­ფო­ნი ჩვენს მას­პინ­ძელ ოჯახ­ში დარ­ჩა. თურ­მე დე­და­მი­სი ურე­კავს ერთხელ, ორ­ჯერ, ათ­ჯერ... ჩვენ ამ დროს სუფ­რა გაგ­ვი­შა­ლეს და ვქე­ი­ფობთ. მოკ­ლედ, ამ ტე­ლე­ფო­ნის ზარ­მა ოჯა­ხის უფ­რო­სი შე­ა­წუ­ხა და ერთხე­ლაც რომ და­რე­კა, უპა­სუ­ხა. გა­ვი­ყი­დეთ, რომ მა­ჩხა­ან­ში ვი­ყა­ვით. ნუ­ცას ოჯახს ეგო­ნა, რომ ის გა­ტა­ცე­ბუ­ლი მყავ­და და პა­ნი­კა ატყდა. მი­რე­კავ­დნენ, ახ­ლა­ვე სახ­ლში და­აბ­რუ­ნეო. ნუ­ცას დე­დას მთე­ლი სა­მე­გობ­რო შე­უკ­რე­ბია, რუ­კა­ზე ეძებ­დნენ, სად იყო მა­ჩხა­ა­ნი, რომ ნუ­ცას­თვის ჩა­მო­ე­კი­თხათ.

- თვი­სე­ბა, რო­მე­ლიც ჩემ­ში ყვე­ლა­ზე მე­ტად მომ­წონს...

- ...ვა­ღი­ა­რებ სხვა ადა­მი­ა­ნის თა­ვი­სუფ­ლე­ბას. არა­ვის ვკი­ცხავ. ვინც რო­გო­რია, ისეთს ვი­ღებ.

- თვი­სე­ბა, რო­მე­ლიც არ მომ­წონს და ვცდი­ლობ, გა­მო­ვას­წო­რო...

- ...ზარ­მა­ცი ვარ. ზოგ­ჯერ ვცდი­ლობ, პრობ­ლე­მებს და­ვე­მა­ლო.

- ჩემს წარ­მა­ტე­ბა­ში ყვე­ლა­ზე დიდი წვლი­ლი მი­უ­ძღვის...

- ...ჩემს ოჯახს. ახლა ვხვდე­ბი, მათ ჩემ­თვის რამ­დე­ნი რამ გა­ა­კე­თეს.

- ძი­ლის წინ ყო­ველ­თვის...

- ...ვბა­ნა­ობ. ისე ვე­რაფ­რით და­ვი­ძი­ნებ და ვფიქ­რობ.

- წო­ნას­წო­რო­ბი­დან ჩემი გა­მოყ­ვა­ნა შე­უძ­ლია...

- ...უზ­რდე­ლო­ბას. ვფეთ­ქდე­ბი და რას ვა­კე­თებ, აღარ ვიცი. ამ დროს სა­ჭი­როა, ის ადა­მი­ა­ნი, ვინც მაბ­რა­ზებს, ხე­ლი­დან ვინ­მემ გა­მომ­გლი­ჯოს.

- მე­ზა­რე­ბა...

- ...გა­და­სა­ხა­დე­ბის გა­დახ­და, ნაგ­ვის გა­დაყ­რა, და­ლა­გე­ბა.

- მე ვარ შე­უმ­დგა­რი...

- ...ფი­ლო­სო­ფო­სი ან სა­სუ­ლი­ე­რო პირი.

- დათ­მო­ბა შე­მიძ­ლია, თუ...

- ...ვიცი, რომ სა­მო­მავ­ლოდ ჩემ­თვის ამას დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა ექ­ნე­ბა.

- ამ წუთ­ში ძა­ლი­ან მინ­და ვიყო...

- ...უცხო­ეთ­ში, ნე­პალ­ში, კატ­მან­დუ­ში. სექ­ტემ­ბერ­ში წას­ვლას ვა­პი­რებ, ჩემი თა­ვის აღ­მო­ჩე­ნა მინ­და. შე­იძ­ლე­ბა მარ­ტოც წა­ვი­დე.

- დღემ­დე ვე­რაფ­რით ვის­წავ­ლე...

- ...რომ არ შე­იძ­ლე­ბა, ყვე­ლა ადა­მი­ანს ვენ­დო. იმედ­გაც­რუ­ე­ბა ხში­რად მქო­ნია და ეს მძი­მედ გა­და­მაქვს. თა­ვად ძა­ლი­ან ერ­თგუ­ლი ვარ. თუ შე­ვამ­ჩნიე, მე­ო­რე ადა­მი­ა­ნი შეგ­ნე­ბუ­ლად ცდი­ლობს, რა­ღაც მატ­კი­ნოს, ვერ ვპა­ტი­ობ. შე­მიძ­ლია, წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ნა­შე­ნე­ბი ურ­თი­ერ­თო­ბა ერთი ხე­ლის მოს­მით და­ვან­გრიო.

- დაშ­ვე­ბულ შეც­დო­მებს...

- ...აღარ ვი­მე­ო­რებ.

- ცრუ­მორ­წმუ­ნე არ ვარ, მაგ­რამ...

- ...მჯე­რა, რომ შემ­თხვე­ვით არა­ფე­რი ხდე­ბა. ხან­და­ხან, როცა ვინ­მეს­თან ვრე­კავ და და­კა­ვე­ბაა, ვფიქ­რობ, ეტყო­ბა, არ არის სა­ჭი­რო რომ და­ვე­ლა­პა­რა­კო-მეთ­ქი და მას­თან და­კავ­ში­რე­ბას ხელ­მე­ო­რედ აღარც კი ვცდი.

- როცა მო­მა­ვალ­ზე ვფიქ­რობ...

- ...ჩემი ფიქ­რე­ბი 40 წლამ­დე მი­დის, მერე ვე­ღა­რა­ფერს ვხე­დავ. ვიცი, მა­ნამ­დე ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იქ­ნე­ბა.

- ვნა­ნობ, რომ...

- ...ბევ­რი რამ არ ვის­წავ­ლე და უცხო­ეთ­ში სას­წავ­ლებ­ლად არ წა­ვე­დი.

- არა­ვის­თან ვსა­უბ­რობ...

- ...იმ­დე­ნად გახ­სნი­ლი ადა­მი­ა­ნი ვარ, ყვე­ლას­თან ყვე­ლა­ფერ­ზე ვსა­უბ­რობ, ინ­ტი­მუ­რი დე­ტა­ლე­ბის გარ­და.

- სიყ­ვა­რუ­ლი ეს...

- ...არის კოშ­მა­რუ­ლი გრძნო­ბა. ნამ­დვი­ლი სიყ­ვა­რუ­ლი ის არის, როცა შენს თავს ვერ აკონ­ტრო­ლებ. ამ დროს ძა­ლი­ან ვი­ტან­ჯე­ბი. სიყ­ვა­რუ­ლი კონ­ტროლ­და­კარ­გუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბაა. აზ­რზე თან­და­თან მო­დი­ხარ. სა­კუ­თარ თავ­ზე კონ­ტრო­ლი 4 წელი მა­ინც მქონ­და და­კარ­გუ­ლი.

- როცა შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ვარ...

- ...არე­უ­ლი ვარ, გონ­ზე არა ვარ. ახლა რომ ისე­თი მდგო­მა­რე­ო­ბა მქო­ნო­და, რო­გო­რიც ნუ­ცას გაც­ნო­ბი­დან და­ქორ­წი­ნე­ბამ­დე, სა­ერ­თოდ ვერ ვი­მუ­შა­ვებ­დი, ვე­რა­ფერს გა­ვა­კე­თებ­დი.

- ჩემი ყვე­ლა­ზე დიდი სი­სუს­ტე...

- ...უნე­ბის­ყო­ფო­ბაა.

- ყო­ველ­თვის შე­უძ­ლია კარგ ხა­სი­ათ­ზე და­მა­ყე­ნოს...

- ...გემ­რი­ელ საჭ­მელს და კარგ ფილ­მს. გან­სა­კუთ­რე­ბით ტკბი­ლე­უ­ლი და ხილი მიყ­ვარს. სა­სუსნავ­ზე უარს არას­დროს ვამ­ბობ.

- რის­კზე...

- ...ხში­რად წავ­სულ­ვარ და მო­მა­ვალ­შიც არა­ერ­თხელ გავ­რის­კავ, რად­გან თავ­შე­კა­ვე­ბას ასე სჯო­ბია. მე ხომ მო­უ­ლოდ­ნე­ლო­ბე­ბი და სპონ­ტა­ნუ­რო­ბა მიყ­ვარს. გეგ­მი­თა და გათ­ვლი­ლი ნა­ბი­ჯე­ბით ცხოვ­რე­ბა არ შე­მიძ­ლია.

- როცა სა­ჯა­როდ მა­ქე­ბენ...

- ...ძა­ლი­ან მი­ხა­რია და ბედ­ნი­ე­რი ვარ. არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა, სა­ქე­ბარ სი­ტყვებს ვინ­მე პი­რა­დად მე­უბ­ნე­ბა თუ ამას სა­ჯა­როდ აკე­თებს.

- მე­ში­ნია...

- ...მძი­მე და­ა­ვა­დე­ბე­ბის და სიკ­ვდი­ლის.

- არ მჩვე­ვია...

- ...სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ჩემი პრობ­ლე­მის თავს მოხ­ვე­ვა. ცუდ გან­წყო­ბა­ზეც არა­ერ­თხელ ვყო­ფილ­ვარ, მაგ­რამ ეს ვე­რა­ვის შე­უმ­ჩნე­ვია. პრობ­ლე­მებს ყო­ველ­თვის ჩემ­თვის ვი­ტო­ვებ.

- ხში­რად მსაყ­ვე­დუ­რო­ბენ...

- ...ჩემი ჰი­პე­რაქ­ტი­უ­რო­ბის გამო. ვე­ღარ მიძ­ლე­ბენ, მთხო­ვენ, გა­ჩერ­დიო.

- ვუფრ­თხილ­დე­ბი...

- ...ჩემს პი­როვ­ნე­ბა­სა და სა­ხელს სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში.

- არ მრცხვე­ნია...

- ...ჩემი არც ერთი თვი­სე­ბის.

- როცა მამა გავ­ხდი და ჩემი შვი­ლი პირ­ვე­ლად და­ვი­ნა­ხე...

- ...ნორ­მა­ლუ­რად ვერც კი გა­ვაც­ნო­ბი­ე­რე, ჩემს თავს რა ხდე­ბო­და. ვერ აღ­ვიქ­ვამ­დი, 6 თვე ვერც კი ვურ­თი­ერ­თობ­დი. სა­ნამ აზ­რი­ა­ნი თვა­ლე­ბით არ გა­მომ­ხე­და, მა­ნამ­დე ვერ აღ­ვიქ­ვი, რომ მამა ვი­ყა­ვი. დღეს ძა­ლი­ან კარ­გი მამა ვარ. ეს იმას არ ნიშ­ნავს, რომ შვილ­თან აუ­ცი­ლე­ბე­ლია, 24 სა­ა­თი გა­ა­ტა­რო. მინ­და, ისე­თი გოგო გა­ი­ზარ­დოს, რო­გო­რიც მე მომ­წონს.

- ძა­ლი­ან ბევ­რი ფული რომ მქონ­დეს...

- ...ერთ ძა­ლი­ან დიდ სახ­ლს ავა­შე­ნებ­დი მო­ხუ­ცე­ბის­თვის. მერე ბევ­რს ვი­მოგ­ზა­უ­რებ­დი. ჩემი გე­მე­ბი და იახ­ტე­ბი მე­ყო­ლე­ბო­და.

- რამ­დე­ნიც უნდა გა­და­მი­ხა­დონ...

- ...ადა­მი­ანს არ მოვ­კლავ.

- ცხოვ­რე­ბას ვი­ლა­მა­ზებ...

- ...ფიქ­რე­ბით წარ­სულ­სა და მო­მა­ვალ­ზე.

- ცხოვ­რე­ბას თა­ვი­დან რომ ვი­წყებ­დე...

- ...ბევრ რა­მეს შევ­ცვლი­დი. ამ წუთ­ში, ძა­ლი­ან ბევრ საქ­მეს ვარ მო­დე­ბუ­ლი. ერთი მი­მარ­თუ­ლე­ბით ვი­მუ­შა­ვებ­დი და იმ სფე­რო­ში ძლი­ე­რი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი ვიქ­ნე­ბო­დი.

- და­რი­გე­ბა, რო­მე­ლიც არას­დროს და­მა­ვი­წყდე­ბა...

- ქარ­თულ-ამე­რი­კულ სკო­ლა­ში ვსწავ­ლობ­დი და იქ ერ­თმა ამე­რი­კელ­მა მას­წავ­ლე­ბელ­მა გვი­თხრა, - ყო­ვე­ლი დღე თა­ვის თავ­ზე თვი­თონ იზ­რუ­ნებ­სო. ეს სი­ტყვე­ბი და­ვი­წყე­ბუ­ლი მქონ­და, არ ვიცი, 10 წლის მერე რა­ტომ გა­მახ­სენ­და.

- და­ბო­ლოს, გე­ტყვით, რომ..

- ...ყვე­ლა გა­მოც­დი­ლე­ბა კარ­გი გა­მოც­დი­ლე­ბაა. ცუდი გა­მოც­დი­ლე­ბა არ არ­სე­ბობს. ცხოვ­რე­ბა იმ­დე­ნად ხან­მოკ­ლეა, ყვე­ლა­ფე­რი უნდა სცა­დო და გა­რის­კო, რომ მერე რა­ღა­ცებ­ზე გული არ დაგ­წყდეს.

თა­მუ­ნა კვი­ნი­კა­ძე

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

სანდრო კაკულიას თავგადასავლები, უმისამართოდ ხეტიალი და დიდი სისუსტე

სანდრო კაკულიას თავგადასავლები, უმისამართოდ ხეტიალი და დიდი სისუსტე

"მოულოდნელობები და სპონტანურობა მიყვარს. გეგმითა და გათვლილი ნაბიჯებით ცხოვრება არ შემიძლია", - ამბობს სანდრო კაკულია (სანდრექსა, სერიალიდან "ჩემი ცოლის დაქალები"). მარტო მოგზაურობა და უმისამართოდ ხეტიალი მისი ცხოვრების წესია. მიაჩნია, რომ ქალაქგარეთ ბევრად თბილი და სტუმართმოყვარე ხალხი ცხოვრობს. უცნობ ადამიანებთან მიდის, კარზე აკაკუნებს და ეკითხება: - შეიძლება, თქვენთან ღამე გავათიო?

- სახელი და გვარი.

- სანდრო კაკულია.

- დაბადების თარიღი.

- 1985 წლის 24 თებერვალი.

- ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი...

- ...ექიმი. ვგიჟდებოდი, ექიმობა ისე ძალიან მინდოდა. სანათესავოში ბევრი მედიკოსი მყავს. ვიცი, ჩემგანაც ძალიან კარგი ექიმი დადგებოდა. მედიკამენტებში ახლაც კარგად ვერკვევი, ანოტაციები ვიცი. სულ ანალიზებს ვიღებ, გამოკვლევებს ვიტარებ, ჯანმრთელობაზე ვზრუნავ. ინტერნეტში სამეცნიერო ლიტერატურას ვკითხულობ. ინფორმაციას ვიღებ ახალ დაავადებებზე, მისთვის დამახასიათებელ სიმპტომებზე...

- ბედნიერი ვარ, რომ...

- ...ვარსებობ, მაქვს საშუალება, განვვითარდე.

- როცა მარტო ვარ...

- ....თავს ყველაზე კომფორტულად მაშინ ვგრძნობ. მარტოობა მიყვარს. მიუხედავად იმისა, რომ არაერთ საქმეში ვარ ჩართული, ეს ყოველდღიური ყოფითობა მკლავს. როცა მარტო ვარ, საკუთარ თავთან მარტო ვრჩები. ვალდებულებებს ვივიწყებ.

- მარტო სამოგზაუროდაც...

- ...ხშირად წავსულვარ. ამას წელიწადში ერთხელ მაინც ვაკეთებ. გუდა-ნაბადს ავიკრავ და მივდივარ, ოღონდ სახლიდან გასვლისას არ ვიცი, სად მივდივარ. ცოტა ხნის წინ, გურიაში ვიყავი. სრულიად უცნობ ადამიანებთან მივდივარ, კარზე ვაკაკუნებ და ვეუბნები: - შეიძლება, თქვენთან ღამე გავათიო? იცი, ეს რა მაგარი შეგრძნებაა? რომ არ შეეშინდეთ, ვუხსნი, რომ ტურისტი ვარ. ქალაქის გარეთ ბევრად გულწრფელი და თბილი ადამიანები ცხოვრობენ. აქ ვინმეს რომ მიადგე და კარზე დაუკაკუნო, შეიძლება არც კი გაგიღოს. იქ ყველა სითბოს გახვედრებს. ქართული სტუმართმოყვარეობა ქალაქში საერთოდ გამქრალია, სოფლებში ჯერ კიდევ არსებობს. მერე იმ უცნობ ადამიანებს ვუმეგობრდები. საინტერესო ამბებს მიყვებიან, ხალასი გული აქვთ. მას შემდეგ, რაც სერიალში გამოვჩნდი, ასე უმისამართოდ აღარ მიხეტიალია. ალბათ ახლა ყველა მიცნობს.

- ერთხელ ასეთი მოგზაურობისას...

- ...თავს უცნაური რაღაც გადამხდა. მაშინ მე და ნუცა დაქორწინებული არ ვიყავით, მაგრამ ერთმანეთი გვიყვარდა. ერთ საღამოს შინ ვაცილებდი. ნუცას ვთხოვე, სადმე წავიდეთ-მეთქი. სად წავიდეთო? "მარშრუტკების" გაჩერებაზე მივიდეთ და პირველი რომელი მიმართულებითაც გავა, იქ წავიდეთ-მეთქი. ჩვენი დიალოგი ტაქსის მძღოლს ესმოდა. მას გია ერქვა. შემოგვთავაზა, კახეთში ზედა მაჩხაანში სახლი მაქვს, სადაც ჩემი მოხუცი მშობლები ცხოვრობენ და თუ გინდათ, იქ წადით, გაუხარდებათო. იმ საღამოს უკვე ძალიან გვიანი იყო. მეორე დღეს მე და ნუცა მაჩხაანის "მარშრუტკით" კახეთში წავედით. გიას სახლსაც ადვილად მივაგენით. კარზე დავაკაკუნეთ, - გამარჯობა!!! ჩვენ გიას მეგობრები ვართ! - გავეცანით მაჩხაანელებს. დოკუმენტურ ფილმებზე ვგიჟდები, პატარა ეპიზოდებს სულ ვიღებ. მაჩხაანში კამერაც მქონდა წაღებული, შტატივიც და რატომღაც მოვიტყუეთ, - დოკუმენტალისტები ვართ და ფილმი უნდა გადავიღოთ-მეთქი. მთელი მაჩხაანი ფეხზე დადგა, გამგებელთან მიგვიყვანეს, მასთან ინტერვიუ ჩავწერეთ. მანქანა გამოგვიყვეს, სად აღარ გვატარეს. ერთი ძველი მიკროფონისმაგვარი რაღაც მქონდა და ინტერვიუებს ისე ვწერდით. მინდა, მაშინდელი ტყუილისთვის ყველას ბოდიში მოვუხადო. მთავარ ამბამდე ჯერ არ მივსულვარ. მე და ნუცა მაჩხაანში ისე წავედით, არავისთვის გვითქვამს. მასთან სახლში იცოდნენ, რომ ბაკურიანში იყო. ნუცას ტელეფონი ჩვენს მასპინძელ ოჯახში დარჩა. თურმე დედამისი ურეკავს ერთხელ, ორჯერ, ათჯერ... ჩვენ ამ დროს სუფრა გაგვიშალეს და ვქეიფობთ. მოკლედ, ამ ტელეფონის ზარმა ოჯახის უფროსი შეაწუხა და ერთხელაც რომ დარეკა, უპასუხა. გავიყიდეთ, რომ მაჩხაანში ვიყავით. ნუცას ოჯახს ეგონა, რომ ის გატაცებული მყავდა და პანიკა ატყდა. მირეკავდნენ, ახლავე სახლში დააბრუნეო. ნუცას დედას მთელი სამეგობრო შეუკრებია, რუკაზე ეძებდნენ, სად იყო მაჩხაანი, რომ ნუცასთვის ჩამოეკითხათ.

- თვისება, რომელიც ჩემში ყველაზე მეტად მომწონს...

- ...ვაღიარებ სხვა ადამიანის თავისუფლებას. არავის ვკიცხავ. ვინც როგორია, ისეთს ვიღებ.

- თვისება, რომელიც არ მომწონს და ვცდილობ, გამოვასწორო...

- ...ზარმაცი ვარ. ზოგჯერ ვცდილობ, პრობლემებს დავემალო.

- ჩემს წარმატებაში ყველაზე დიდი წვლილი მიუძღვის...

- ...ჩემს ოჯახს. ახლა ვხვდები, მათ ჩემთვის რამდენი რამ გააკეთეს.

- ძილის წინ ყოველთვის...

- ...ვბანაობ. ისე ვერაფრით დავიძინებ და ვფიქრობ.

- წონასწორობიდან ჩემი გამოყვანა შეუძლია...

- ...უზრდელობას. ვფეთქდები და რას ვაკეთებ, აღარ ვიცი. ამ დროს საჭიროა, ის ადამიანი, ვინც მაბრაზებს, ხელიდან ვინმემ გამომგლიჯოს.

- მეზარება...

- ...გადასახადების გადახდა, ნაგვის გადაყრა, დალაგება.

- მე ვარ შეუმდგარი...

- ...ფილოსოფოსი ან სასულიერო პირი.

- დათმობა შემიძლია, თუ...

- ...ვიცი, რომ სამომავლოდ ჩემთვის ამას დიდი მნიშვნელობა ექნება.

- ამ წუთში ძალიან მინდა ვიყო...

- ...უცხოეთში, ნეპალში, კატმანდუში. სექტემბერში წასვლას ვაპირებ, ჩემი თავის აღმოჩენა მინდა. შეიძლება მარტოც წავიდე.

- დღემდე ვერაფრით ვისწავლე...

- ...რომ არ შეიძლება, ყველა ადამიანს ვენდო. იმედგაცრუება ხშირად მქონია და ეს მძიმედ გადამაქვს. თავად ძალიან ერთგული ვარ. თუ შევამჩნიე, მეორე ადამიანი შეგნებულად ცდილობს, რაღაც მატკინოს, ვერ ვპატიობ. შემიძლია, წლების განმავლობაში ნაშენები ურთიერთობა ერთი ხელის მოსმით დავანგრიო.

- დაშვებულ შეცდომებს...

- ...აღარ ვიმეორებ.

- ცრუმორწმუნე არ ვარ, მაგრამ...

- ...მჯერა, რომ შემთხვევით არაფერი ხდება. ხანდახან, როცა ვინმესთან ვრეკავ და დაკავებაა, ვფიქრობ, ეტყობა, არ არის საჭირო რომ დაველაპარაკო-მეთქი და მასთან დაკავშირებას ხელმეორედ აღარც კი ვცდი.

- როცა მომავალზე ვფიქრობ...

- ...ჩემი ფიქრები 40 წლამდე მიდის, მერე ვეღარაფერს ვხედავ. ვიცი, მანამდე ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი კარგად იქნება.

- ვნანობ, რომ...

- ...ბევრი რამ არ ვისწავლე და უცხოეთში სასწავლებლად არ წავედი.

- არავისთან ვსაუბრობ...

- ...იმდენად გახსნილი ადამიანი ვარ, ყველასთან ყველაფერზე ვსაუბრობ, ინტიმური დეტალების გარდა.

- სიყვარული ეს...

- ...არის კოშმარული გრძნობა. ნამდვილი სიყვარული ის არის, როცა შენს თავს ვერ აკონტროლებ. ამ დროს ძალიან ვიტანჯები. სიყვარული კონტროლდაკარგული მდგომარეობაა. აზრზე თანდათან მოდიხარ. საკუთარ თავზე კონტროლი 4 წელი მაინც მქონდა დაკარგული.

- როცა შეყვარებული ვარ...

- ...არეული ვარ, გონზე არა ვარ. ახლა რომ ისეთი მდგომარეობა მქონოდა, როგორიც ნუცას გაცნობიდან დაქორწინებამდე, საერთოდ ვერ ვიმუშავებდი, ვერაფერს გავაკეთებდი.

- ჩემი ყველაზე დიდი სისუსტე...

- ...უნებისყოფობაა.

- ყოველთვის შეუძლია კარგ ხასიათზე დამაყენოს...

- ...გემრიელ საჭმელს და კარგ ფილმს. განსაკუთრებით ტკბილეული და ხილი მიყვარს. სასუსნავზე უარს არასდროს ვამბობ.

- რისკზე...

- ...ხშირად წავსულვარ და მომავალშიც არაერთხელ გავრისკავ, რადგან თავშეკავებას ასე სჯობია. მე ხომ მოულოდნელობები და სპონტანურობა მიყვარს. გეგმითა და გათვლილი ნაბიჯებით ცხოვრება არ შემიძლია.

- როცა საჯაროდ მაქებენ...

- ...ძალიან მიხარია და ბედნიერი ვარ. არ აქვს მნიშვნელობა, საქებარ სიტყვებს ვინმე პირადად მეუბნება თუ ამას საჯაროდ აკეთებს.

- მეშინია...

- ...მძიმე დაავადებების და სიკვდილის.

- არ მჩვევია...

- ...საზოგადოებისთვის ჩემი პრობლემის თავს მოხვევა. ცუდ განწყობაზეც არაერთხელ ვყოფილვარ, მაგრამ ეს ვერავის შეუმჩნევია. პრობლემებს ყოველთვის ჩემთვის ვიტოვებ.

- ხშირად მსაყვედურობენ...

- ...ჩემი ჰიპერაქტიურობის გამო. ვეღარ მიძლებენ, მთხოვენ, გაჩერდიო.

- ვუფრთხილდები...

- ...ჩემს პიროვნებასა და სახელს საზოგადოებაში.

- არ მრცხვენია...

- ...ჩემი არც ერთი თვისების.

- როცა მამა გავხდი და ჩემი შვილი პირველად დავინახე...

- ...ნორმალურად ვერც კი გავაცნობიერე, ჩემს თავს რა ხდებოდა. ვერ აღვიქვამდი, 6 თვე ვერც კი ვურთიერთობდი. სანამ აზრიანი თვალებით არ გამომხედა, მანამდე ვერ აღვიქვი, რომ მამა ვიყავი. დღეს ძალიან კარგი მამა ვარ. ეს იმას არ ნიშნავს, რომ შვილთან აუცილებელია, 24 საათი გაატარო. მინდა, ისეთი გოგო გაიზარდოს, როგორიც მე მომწონს.

- ძალიან ბევრი ფული რომ მქონდეს...

- ...ერთ ძალიან დიდ სახლს ავაშენებდი მოხუცებისთვის. მერე ბევრს ვიმოგზაურებდი. ჩემი გემები და იახტები მეყოლებოდა.

- რამდენიც უნდა გადამიხადონ...

- ...ადამიანს არ მოვკლავ.

- ცხოვრებას ვილამაზებ...

- ...ფიქრებით წარსულსა და მომავალზე.

- ცხოვრებას თავიდან რომ ვიწყებდე...

- ...ბევრ რამეს შევცვლიდი. ამ წუთში, ძალიან ბევრ საქმეს ვარ მოდებული. ერთი მიმართულებით ვიმუშავებდი და იმ სფეროში ძლიერი პროფესიონალი ვიქნებოდი.

- დარიგება, რომელიც არასდროს დამავიწყდება...

- ქართულ-ამერიკულ სკოლაში ვსწავლობდი და იქ ერთმა ამერიკელმა მასწავლებელმა გვითხრა, - ყოველი დღე თავის თავზე თვითონ იზრუნებსო. ეს სიტყვები დავიწყებული მქონდა, არ ვიცი, 10 წლის მერე რატომ გამახსენდა.

- დაბოლოს, გეტყვით, რომ..

- ...ყველა გამოცდილება კარგი გამოცდილებაა. ცუდი გამოცდილება არ არსებობს. ცხოვრება იმდენად ხანმოკლეა, ყველაფერი უნდა სცადო და გარისკო, რომ მერე რაღაცებზე გული არ დაგწყდეს.

თამუნა კვინიკაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება