კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
კონფლიქტები

15

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 01:02-ზე – ფრთხილად იყავით სიტყვებთან და ქმედებებთან, იოლია კონფლიქტური სიტუაციის პროვოცირება. დღე მშვიდად გაატარე, მაგრამ არა მარტოობაში. ყურადღებით შეამოწმეთ ყველა ინფორმაცია. სერიოზული საქმეები გადადე. გაასუფთავეთ თქვენი სამუშაო ადგილი არასაჭირო ნივთებისგან. არ არის რეკომენდებული ხელშეკრულებების გაფორმება, ახალ სამსახურში გადასვლა. დაუფიქრებლად მოქმედება, მთვრალ ადამიანებთან ურთიერთობა, უცნობ ადამიანებთან კონტაქტი. მიიღეთ მარტივი საკვები და დაიცავით დიეტა. ორგანიზმის გადატვირთვამ შეიძლება გამოიწვიოს უსიამოვნო შედეგები.
პოლიტიკა
მოზაიკა
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სრულიად საქართველოს აპლოდისმენტების მთავარსარდალი
სრულიად საქართველოს აპლოდისმენტების მთავარსარდალი

პრო­ფე­სი­ით ის­ტო­რი­კო­სია, ერთი პე­რი­ო­დი ლექ­ცი­ებ­საც კი­თხუ­ლობ­და, მაგ­რამ ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბამ გა­იც­ნო, რო­გორც იუ­მო­რის­ტი. ახლა "GDS"-ის პრო­დი­უ­სინ­გის ჯგუფ­შია. შე­საძ­ლოა, ახა­ლი სე­ზო­ნი­დან გა­და­ცე­მის წამ­ყვა­ნიც გახ­დეს. უყ­ვარს პო­ლი­ტი­კუ­რი, ის­ტო­რი­უ­ლი და ბი­ოგ­რა­ფი­უ­ლი ჟან­რე­ბის ლი­ტე­რა­ტუ­რა. "ერუ­დი­ტის" სტუ­მა­რი დათო გო­გიშ­ვი­ლი გახ­ლავთ.

პრე­ამ­ბუ­ლის მა­გი­ერ

- ამ­ჟა­მად "მზე­ებ­ზე" ვმუ­შა­ობ. ეს გა­და­ცე­მა ხალ­ხის სიყ­ვა­რულს თან­და­თან იხ­ვეჭს. ვცდი­ლობთ, ქარ­თულ რე­ა­ლო­ბას მო­ვარ­გოთ. ყვე­ლა­ნი ბევ­რს ვმუ­შა­ობთ. პა­რა­ლე­ლუ­რად ვგეგ­მავთ ახალ გა­და­ცე­მებს. ყვე­ლა­ფერს ნელ-ნელა გა­ი­გებთ. როცა პირ­ვე­ლად ამ ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში მო­ვე­დი, ამ­ბობ­დნენ, რომ შე­საძ­ლოა, იუ­მო­რის­ტულ-პო­ლი­ტი­კუ­რი გა­და­ცე­მა წა­მეყ­ვა­ნა. სა­ვა­რა­უ­დოდ, ეს იდეა ახალ სე­ზონ­ში გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა. გა­და­ცე­მის სა­ხე­ლიც კი მო­ფიქ­რე­ბუ­ლი გვაქვს, - "სან­დო­მი­ა­ნი და­ვი­თი". წამ­ყვა­ნი უნდა იყოს სან­დო­მი­ა­ნი, უწყი­ნა­რი და ამა­ვე დროს, ზუს­ტად უნდა "არ­ტყამ­დეს წერ­ტილ­ში".

- გა­და­ცე­მა ისე­თი იქ­ნე­ბა, რო­გო­რიც ვა­სი­კო ოდიშ­ვი­ლის "ყო­ველ­დღი­უ­რი აბე­ბია"?

- ვა­სი­კოს გა­და­ცე­მა სტუ­დი­უ­რია, ჩვენ გარე ჩა­წე­რე­ბიც გვექ­ნე­ბა. ხალ­ხს გა­ვე­სა­უბ­რე­ბით. გვინ­და, რაც შე­იძ­ლე­ბა მეტი მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბა შევ­მა­ტოთ. აქ­ცენ­ტე­ბი გა­კეთ­დე­ბა პო­ლი­ტი­კის, სპორ­ტის, შო­უ­ბიზ­ნე­სის მთა­ვარ ნი­უ­სებ­ზე. გვინ­და, გა­და­ცე­მა ზო­მი­ე­რად ირო­ნი­უ­ლი და სარ­კას­ტუ­ლი იყოს.

- წარ­მა­ტე­ბას გი­სურ­ვებ! სა­ნამ შენ­თვის გან­კუთ­ვნილ კი­თხვარ­ზე გა­და­ვალთ, მი­თხა­რი, რო­გო­რი მკი­თხვე­ლი ხარ?

- ადრე უფრო აქ­ტი­უ­რი მკი­თხვე­ლი ვი­ყა­ვი, ვიდ­რე - დღეს. სამ­სა­ხურ­ში ძა­ლი­ან დატ­ვირ­თუ­ლი გრა­ფი­კი გვაქვს. ჩემი ინ­ფორ­მა­ცი­ის ძი­რი­თა­დი წყა­რო ინ­ტერ­ნე­ტია.

- ბო­ლოს რა წა­ი­კი­თხე?

- რუსი გე­ნერ­ლის, იგორ ბუ­ნი­ჩის მო­გო­ნე­ბე­ბი ჩეჩ­ნე­თის ომზე. პო­ლი­ტი­კუ­რი, ის­ტო­რი­უ­ლი, ბი­ოგ­რა­ფი­უ­ლი ჟან­რე­ბი ძა­ლი­ან მი­ზი­დავს. სტუ­დენ­ტო­ბის წლებ­ში, გე­ნერ­ლე­ბის, მარშლე­ბის მო­გო­ნე­ბებს ვკი­თხუ­ლობ­დი.

- რო­მელ ლი­ტე­რა­ტუ­რულ პერ­სო­ნაჟ­თან იმე­გობ­რებ­დი?

- კონ­სტან­ტი­ნე გამ­სა­ხურ­დი­ას "დი­დოს­ტა­ტის მარ­ჯვე­ნა­დან" ფარსმან სპარსთან ვი­მე­გობ­რებ­დი.

- რით გი­ზი­დავს?

- და­დე­ბი­თი გმი­რი საყ­ვა­რე­ლი რა­ტომ არის, ყვე­ლას­თვის გა­სა­გე­ბია. მგო­ნია, რომ ფარსმან სპარ­სი "მო­წო­დე­ბით" ბო­რო­ტი არ უნდა ყო­ფი­ლი­ყო. გა­რე­მო­ე­ბებ­მა გა­ნა­პი­რო­ბა გამ­ხდა­რი­ყო ისე­თი, რო­გო­რიც ამ ნა­წარ­მო­ებ­შია. ამ გა­რე­მო­ე­ბე­ბის შეს­წავ­ლის დიდი ინ­ტე­რე­სი მაქვს. ზო­გა­დად "სტე­რი­ლუ­რი" ადა­მი­ა­ნე­ბი ნაკ­ლე­ბად მი­ზი­და­ვენ. მათ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა სა­ინ­ტე­რე­სო არ არის. არ მიყ­ვარს პი­როვ­ნე­ბა, რო­მე­ლიც თა­მა­შობს. ჩემ­თვის ადა­მი­ა­ნის შე­ფა­სე­ბის მთა­ვა­რი კრი­ტე­რი­უ­მი გულ­წრფე­ლო­ბაა. ნიღ­ბი­ა­ნი ადა­მი­ა­ნე­ბი არ მიყ­ვარს.

- ეს ნა­წარ­მი აბ­რე­შუ­მის წვრი­ლი ძა­ფე­ბით ნა­წილ-ნა­წილ იქ­სო­ვე­ბო­და, მისი მოქ­სო­ვის ტექ­ნო­ლო­გია ერ­თმა პა­რი­ზელ­მა მკე­რავ­მა XVI სა­უ­კუ­ნის და­სა­წყის­ში შექ­მნა და შე­სა­ბა­მი­სად, ნა­წარ­მიც მის სა­ხელს ატა­რებს. და­ა­სა­ხე­ლე, ვინ იყო ეს ადა­მი­ა­ნი?

- ნარ­მა, არა?

- ცდე­ბი.

- გო­ბე­ლე­ნი ხომ არ იყო?

- გა­მო­ი­ცა­ნი. სა­უ­დის არა­ბეთ­ში რა ღირს ნავ­თობ­ზე ძვი­რი?

- წყა­ლი.

- ერთხელ ჰი­პოკ­რა­ტეს ჰკი­თხეს: მარ­თა­ლია, რომ გე­ნი­ა­ლუ­რო­ბა და­ა­ვა­დე­ბა­აო? - დიახ, - უპა­სუ­ხა მან, - ეს იშ­ვი­ა­თი და­ა­ვა­დე­ბაა და სამ­წუ­ხა­როდ არ არის... და­ას­რუ­ლე მისი სი­ტყვე­ბი.

- ...გა­დამ­დე­ბი.

- არ­სე­ბობს მთა ტონ­გა, რო­მე­ლიც მცი­რე­დით პა­ტა­რაა ევე­რესტზე, მაგ­რამ მას ვერ ვხე­დავთ. რა­ტომ?

- შე­იძ­ლე­ბა, ჰი­მა­ლა­ის მთებ­ში ისეთ ად­გილ­ზეა, სხვა მთე­ბი ეფა­რე­ბა, ხომ?

- ეს მწვერ­ვა­ლი ჰი­მა­ლა­ის მთებ­ში არ მდე­ბა­რე­ობს.

- ვერ გი­პა­სუ­ხებ.

- ის წყნარ ოკე­ა­ნე­შია.

- მარ­თლა? სა­ინ­ტე­რე­სოა, და­ვი­მახ­სოვ­რებ.

- ერთხელ კომ­პო­ზი­ტორ­მა ჯუ­ზე­პე ვერ­დიმ გა­ნა­ცხა­და, - ეს მუ­სი­კის გა­ნუ­ყო­ფე­ლი ნა­წი­ლი­აო და მისი პარ­ტი­ტუ­რა­ში ჩა­წე­რაც კი მო­ი­თხო­ვა. რა­ზეა სა­უ­ბა­რი?

- არ ვიცი, ადა­მი­ა­ნის ქმე­დე­ბას გუ­ლის­ხმობ­და?

- დიახ. მას ადა­მი­ა­ნე­ბი მო­წო­ნე­ბის ნიშ­ნად აკე­თე­ბენ.

- მივ­ხვდი, აპ­ლო­დის­მენ­ტებ­ზეა ლა­პა­რა­კი. "რუს­თა­ვი 2"-ში, იუ­მო­რის­ტუ­ლი გა­და­ცე­მე­ბის ჩა­წე­რი­სას, რე­ჟი­სო­რის ასის­ტენ­ტი ვი­ყა­ვი, დარ­ბა­ზის გა­ხუ­რე­ბა მე­ვა­ლე­ბო­და. ერთხელ ხუმ­რო­ბით ვთქვი, სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს აპ­ლო­დის­მენ­ტე­ბის მთა­ვარ­სარ­და­ლი ვარ-მეთ­ქი. ეს ნათ­ქვა­მი ერთ კაცს გა­უ­გო­ნია. შემ­დე­გი გა­და­ცე­მის ჩა­წე­რი­სას, ყურ­ში მი­თხრეს, - "იმან" თქვა, სა­ქარ­თვე­ლოს ერთი მთა­ვარ­სარ­და­ლი ჰყავს და ამ სი­ტყვის ხუმ­რო­ბით თქმაც კი არ შე­იძ­ლე­ბაო.

- მა­მამ და­უ­რე­კა ქა­ლიშ­ვილს და სთხო­ვა, მივ­ლი­ნე­ბა­ში მივ­დი­ვარ და სა­ჭი­რო ნივ­თე­ბი მი­ყი­დეო. მი­უ­თი­თა, ფული კონ­ვერ­ტში დევს, კონ­ვერ­ტი სა­წე­რი მა­გი­დის უჯ­რა­შია, რა­ო­დე­ნო­ბაც ზედ აწე­რი­აო. ქა­ლიშ­ვილ­მა აიღო კონ­ვერ­ტი და და­ი­ნა­ხა, მას­ზე 98 ეწე­რა. და­უთ­ვლე­ლად წა­ი­ღო მა­ღა­ზი­ა­ში. ნა­ვაჭრ­მა 90 ლარი შე­ად­გი­ნა. გო­გო­ნა ფიქ­რობ­და, რომ 8 ლარი დარ­ჩე­ბო­და, მაგ­რამ 4 ლარი და­აკ­ლდა. რო­გორ?

- ვერ ვხვდე­ბი.

- მას კონ­ვერ­ტი ხელ­ში უკუღ­მა ეჭი­რა, თან­ხა 98 კი არა, 86 ლარი იყო.

- ავჩ­ქარ­დი, თო­რემ გა­მო­ვიც­ნობ­დი.

- და­ას­რუ­ლე ნო­დარ დუმ­ბა­ძის ცნო­ბი­ლი გა­მო­ნათ­ქვა­მი: "სამ­შობ­ლო უფრო მე­ტად გა­ჭირ­ვე­ბა და ტკი­ვი­ლია, ვიდ­რე..."

- "...ვიდ­რე დალ­ხი­ნე­ბა და დღე­სას­წა­უ­ლი". ერთხელ ნო­დარ დუმ­ბა­ძე და ჯან­სუღ ჩარ­კვი­ა­ნი გუ­რი­ა­ში, სო­ფელ ხი­დის­თავ­ში მი­დი­ოდ­ნენ. ბა­ტონ ჯან­სუღს უთ­ქვამს, გუ­რუ­ლებს არ­ცთუ ისე კარ­გი იუ­მო­რი გაქვთ, ბევ­რი რამ გაზ­ვი­ა­დე­ბუ­ლი­აო. ჩო­ხა­ტა­ურ­ში მან­ქა­ნა ხი­ლის სა­ყიდ­ლად გა­უ­ჩე­რე­ბი­ათ. ჯან­სუღს გუ­რუ­ლი გლე­ხის­თვის უთ­ქვამს, ისე­თი ხილი შე­მირ­ჩიე, ზედ თაგ­ვი არ იყოს გა­დარ­ბე­ნი­ლიო. ეს გლე­ხი წა­სუ­ლა და რამ­დე­ნი­მე წუთ­ში უკან კა­ტით ხელ­ში დაბ­რუ­ნე­ბუ­ლა. მა­გის­თა­ნა, ბა­ტო­ნო, აგერ მყავს, თაგ­ვს ჯერ არ გა­და­ურ­ბე­ნი­აო.

- მე-17 სა­უ­კუ­ნე­ში რო­მე­ლია ისე­თი წელი, თავ­და­ყი­რა რომ და­ა­ყე­ნო, მა­ინც იგი­ვე დარ­ჩე­ბა.

- ე.ი. წინ იქ­ნე­ბა 16 და მერე (ფიქ­რობს) 19 ანუ 1619.

- სწო­რი პა­სუ­ხი არ არის.

- რო­გორ არ არის?! (პა­უ­ზის შემ­დეგ) ციფ­რე­ბი ამე­რია? 1691 წელი უნდა მეთ­ქვა.

- "ლა­მა­ზი გა­რეგ­ნო­ბა მუნ­ჯი რე­კო­მენ­და­ცი­აა" - ვინ არის ამ სი­ტყვე­ბის ავ­ტო­რი?

- არ ვიცი.

- ბალ­ზა­კი. ამ სი­თხეს ჰი­პოკ­რა­ტე სხვა­დას­ხვა და­ა­ვა­დე­ბის დროს სამ­კურ­ნა­ლოდ იყე­ნებ­და.

- ღვი­ნო.

- ალ­კოჰოლ­თან რო­გო­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა გაქვს?

- "კო­ა­ბი­ტა­ცი­ა­ში შევ­დი­ვარ". სას­მე­ლე­ბი­დან უპი­რა­ტე­სო­ბას ღვი­ნოს ვა­ნი­ჭებ. თა­მა­დო­ბაც კარ­გად გა­მომ­დის, ქორ­წი­ლის სუფ­რებ­ზე მი­თა­მა­დია.

- ძველ გა­ლებს ჰქონ­დათ ასე­თი მკაც­რი წესი: ომის და­წყე­ბის წინ, ყვე­ლა მა­მა­კა­ცი ვალ­დე­ბუ­ლი იყო, შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ყრი­ლო­ბა­ზე გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი­ყო. ერთ-ერთ მათ­განს სიკ­ვდი­ლით სჯიდ­ნენ. რა ნიშ­ნით ირ­ჩევ­დნენ მას?

- სჯიდ­ნენ მას, რო­მე­ლიც სუს­ტი იყო.

- ცდე­ბი, სჯიდ­ნენ მას, რო­მე­ლიც ბოლო მი­ვი­დო­და. წე­ლი­წა­დის 12 თვი­დან რო­მელ 2 თვეს და­ერ­ქვა სა­ხე­ლი რო­მის იმ­პე­რა­ტორ­თა პა­ტივ­სა­ცე­მად?

- ივ­ლისს და აგ­ვის­ტოს.

- იმ­პე­რა­ტო­რე­ბიც და­ა­სა­ხე­ლე.

- გა­ი­უს იუ­ლი­უს კე­ი­სა­რი და ოქ­ტა­ვი­ა­ნე ავ­გუს­ტუ­სი.

- ბოლო პე­რი­ოდ­ში ეგ­ვიპ­ტის პი­რა­მი­დებს ტუ­რის­ტე­ბის­გან დიდი საფრ­თხე და­ე­მუქ­რა. დამ­თვა­ლი­ე­რებ­ლე­ბის უმე­ტე­სო­ბა ცდი­ლობს, სახ­ლში პი­რა­მი­დის პა­ტა­რა ნა­ტე­ხი წა­ი­ღოს. რა მო­ი­მოქ­მე­და ეგ­ვიპ­ტის მთავ­რო­ბამ ამის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ?

- ზუს­ტად არ ვიცი, შე­იძ­ლე­ბა, გა­და­სა­ხა­დი და­ა­წე­სა.

- სატ­ვირ­თო მან­ქა­ნე­ბით მი­აქვთ ქვის ღორ­ღი და პი­რა­მი­დებ­ზე ყრი­ან. სა­ქარ­თვე­ლოს რო­მელ რა­ი­ონ­შია თავ­მოყ­რი­ლი ის­ტო­რი­უ­ლი ძეგ­ლე­ბი: წუღ­რუ­ღა­შე­ნი, ქვე­შის ციხე და ორ­ბე­ლი­ან­თა კა­რის ეკ­ლე­სია?

- ბოლ­ნის­ში.

- 7 სა­ოც­რე­ბი­დან ერთ-ერთი - არ­ტე­მი­დეს ტა­ძა­რი ამ ადა­მი­ან­მა დაწ­ვა, მთელ ქვე­ყა­ნა­ზე სა­ხე­ლი რომ გა­ეთ­ქვა, მაგ­რამ კა­ნო­ნის ძა­ლით, ვინც მის სა­ხელს ახ­სე­ნებ­და, სიკ­ვდი­ლით სჯიდ­ნენ. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, მისი სა­ხე­ლი ის­ტო­რი­ამ მა­ინც შე­მოგ­ვი­ნა­ხა. და­ა­სა­ხე­ლე იგი.

- ჰე­როს­ტრა­ტე.

- ნამ­დვი­ლად ასეა. ამ ქან­და­კე­ბის სი­მაღ­ლე 92,99 მეტ­რია. იგი პა­რიზ­ში 1882 წელს, მო­ქან­და­კე ფრე­დე­რიკ ბარ­ტოლდმა და­ამ­ზა­და, მაგ­რამ დღეს სხვა ქვე­ყა­ნა­ში დგას. რო­მელ ქან­და­კე­ბა­ზეა ლა­პა­რა­კი?

- რო­მელ ქვე­ყა­ნა­ში დგას?

- ამე­რი­კა­ში.

- თა­ვი­სუფ­ლე­ბის ქან­და­კე­ბა­ზე, რო­მე­ლიც ფრან­გებ­მა ამე­რი­კე­ლებს აჩუ­ქეს.

- და­ბო­ლოს, და­ას­რუ­ლე რე­მარ­კის ცნო­ბი­ლი გა­მო­ნათ­ქვა­მი: "ადა­მი­ა­ნი ვე­რას­დროს გა­მო­იწ­რთო­ბა. უბ­რა­ლოდ, შე­უძ­ლია ბევრ..."

- ვერ და­ვას­რუ­ლებ.

- "...შე­უძ­ლია, ბევრ რა­მეს მი­ეჩ­ვი­ოს".

მო­ამ­ზა­და თა­მუ­ნა კვი­ნი­კა­ძემ

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები

სრულიად საქართველოს აპლოდისმენტების მთავარსარდალი

სრულიად საქართველოს აპლოდისმენტების მთავარსარდალი

პროფესიით ისტორიკოსია, ერთი პერიოდი ლექციებსაც კითხულობდა, მაგრამ ფართო საზოგადოებამ გაიცნო, როგორც იუმორისტი. ახლა "GDS"-ის პროდიუსინგის ჯგუფშია. შესაძლოა, ახალი სეზონიდან გადაცემის წამყვანიც გახდეს. უყვარს პოლიტიკური, ისტორიული და ბიოგრაფიული ჟანრების ლიტერატურა. "ერუდიტის" სტუმარი დათო გოგიშვილი გახლავთ.

პრეამბულის მაგიერ

- ამჟამად "მზეებზე" ვმუშაობ. ეს გადაცემა ხალხის სიყვარულს თანდათან იხვეჭს. ვცდილობთ, ქართულ რეალობას მოვარგოთ. ყველანი ბევრს ვმუშაობთ. პარალელურად ვგეგმავთ ახალ გადაცემებს. ყველაფერს ნელ-ნელა გაიგებთ. როცა პირველად ამ ტელევიზიაში მოვედი, ამბობდნენ, რომ შესაძლოა, იუმორისტულ-პოლიტიკური გადაცემა წამეყვანა. სავარაუდოდ, ეს იდეა ახალ სეზონში განხორციელდება. გადაცემის სახელიც კი მოფიქრებული გვაქვს, - "სანდომიანი დავითი". წამყვანი უნდა იყოს სანდომიანი, უწყინარი და ამავე დროს, ზუსტად უნდა "არტყამდეს წერტილში".

- გადაცემა ისეთი იქნება, როგორიც ვასიკო ოდიშვილის "ყოველდღიური აბებია"?

- ვასიკოს გადაცემა სტუდიურია, ჩვენ გარე ჩაწერებიც გვექნება. ხალხს გავესაუბრებით. გვინდა, რაც შეიძლება მეტი მრავალფეროვნება შევმატოთ. აქცენტები გაკეთდება პოლიტიკის, სპორტის, შოუბიზნესის მთავარ ნიუსებზე. გვინდა, გადაცემა ზომიერად ირონიული და სარკასტული იყოს.

- წარმატებას გისურვებ! სანამ შენთვის განკუთვნილ კითხვარზე გადავალთ, მითხარი, როგორი მკითხველი ხარ?

- ადრე უფრო აქტიური მკითხველი ვიყავი, ვიდრე - დღეს. სამსახურში ძალიან დატვირთული გრაფიკი გვაქვს. ჩემი ინფორმაციის ძირითადი წყარო ინტერნეტია.

- ბოლოს რა წაიკითხე?

- რუსი გენერლის, იგორ ბუნიჩის მოგონებები ჩეჩნეთის ომზე. პოლიტიკური, ისტორიული, ბიოგრაფიული ჟანრები ძალიან მიზიდავს. სტუდენტობის წლებში, გენერლების, მარშლების მოგონებებს ვკითხულობდი.

- რომელ ლიტერატურულ პერსონაჟთან იმეგობრებდი?

- კონსტანტინე გამსახურდიას "დიდოსტატის მარჯვენადან" ფარსმან სპარსთან ვიმეგობრებდი.

- რით გიზიდავს?

- დადებითი გმირი საყვარელი რატომ არის, ყველასთვის გასაგებია. მგონია, რომ ფარსმან სპარსი "მოწოდებით" ბოროტი არ უნდა ყოფილიყო. გარემოებებმა განაპირობა გამხდარიყო ისეთი, როგორიც ამ ნაწარმოებშია. ამ გარემოებების შესწავლის დიდი ინტერესი მაქვს. ზოგადად "სტერილური" ადამიანები ნაკლებად მიზიდავენ. მათთან ურთიერთობა საინტერესო არ არის. არ მიყვარს პიროვნება, რომელიც თამაშობს. ჩემთვის ადამიანის შეფასების მთავარი კრიტერიუმი გულწრფელობაა. ნიღბიანი ადამიანები არ მიყვარს.

- ეს ნაწარმი აბრეშუმის წვრილი ძაფებით ნაწილ-ნაწილ იქსოვებოდა, მისი მოქსოვის ტექნოლოგია ერთმა პარიზელმა მკერავმა XVI საუკუნის დასაწყისში შექმნა და შესაბამისად, ნაწარმიც მის სახელს ატარებს. დაასახელე, ვინ იყო ეს ადამიანი?

- ნარმა, არა?

- ცდები.

- გობელენი ხომ არ იყო?

- გამოიცანი. საუდის არაბეთში რა ღირს ნავთობზე ძვირი?

- წყალი.

- ერთხელ ჰიპოკრატეს ჰკითხეს: მართალია, რომ გენიალურობა დაავადებააო? - დიახ, - უპასუხა მან, - ეს იშვიათი დაავადებაა და სამწუხაროდ არ არის... დაასრულე მისი სიტყვები.

- ...გადამდები.

- არსებობს მთა ტონგა, რომელიც მცირედით პატარაა ევერესტზე, მაგრამ მას ვერ ვხედავთ. რატომ?

- შეიძლება, ჰიმალაის მთებში ისეთ ადგილზეა, სხვა მთები ეფარება, ხომ?

- ეს მწვერვალი ჰიმალაის მთებში არ მდებარეობს.

- ვერ გიპასუხებ.

- ის წყნარ ოკეანეშია.

- მართლა? საინტერესოა, დავიმახსოვრებ.

- ერთხელ კომპოზიტორმა ჯუზეპე ვერდიმ განაცხადა, - ეს მუსიკის განუყოფელი ნაწილიაო და მისი პარტიტურაში ჩაწერაც კი მოითხოვა. რაზეა საუბარი?

- არ ვიცი, ადამიანის ქმედებას გულისხმობდა?

- დიახ. მას ადამიანები მოწონების ნიშნად აკეთებენ.

- მივხვდი, აპლოდისმენტებზეა ლაპარაკი. "რუსთავი 2"-ში, იუმორისტული გადაცემების ჩაწერისას, რეჟისორის ასისტენტი ვიყავი, დარბაზის გახურება მევალებოდა. ერთხელ ხუმრობით ვთქვი, სრულიად საქართველოს აპლოდისმენტების მთავარსარდალი ვარ-მეთქი. ეს ნათქვამი ერთ კაცს გაუგონია. შემდეგი გადაცემის ჩაწერისას, ყურში მითხრეს, - "იმან" თქვა, საქართველოს ერთი მთავარსარდალი ჰყავს და ამ სიტყვის ხუმრობით თქმაც კი არ შეიძლებაო.

- მამამ დაურეკა ქალიშვილს და სთხოვა, მივლინებაში მივდივარ და საჭირო ნივთები მიყიდეო. მიუთითა, ფული კონვერტში დევს, კონვერტი საწერი მაგიდის უჯრაშია, რაოდენობაც ზედ აწერიაო. ქალიშვილმა აიღო კონვერტი და დაინახა, მასზე 98 ეწერა. დაუთვლელად წაიღო მაღაზიაში. ნავაჭრმა 90 ლარი შეადგინა. გოგონა ფიქრობდა, რომ 8 ლარი დარჩებოდა, მაგრამ 4 ლარი დააკლდა. როგორ?

- ვერ ვხვდები.

- მას კონვერტი ხელში უკუღმა ეჭირა, თანხა 98 კი არა, 86 ლარი იყო.

- ავჩქარდი, თორემ გამოვიცნობდი.

- დაასრულე ნოდარ დუმბაძის ცნობილი გამონათქვამი: "სამშობლო უფრო მეტად გაჭირვება და ტკივილია, ვიდრე..."

- "...ვიდრე დალხინება და დღესასწაული". ერთხელ ნოდარ დუმბაძე და ჯანსუღ ჩარკვიანი გურიაში, სოფელ ხიდისთავში მიდიოდნენ. ბატონ ჯანსუღს უთქვამს, გურულებს არცთუ ისე კარგი იუმორი გაქვთ, ბევრი რამ გაზვიადებულიაო. ჩოხატაურში მანქანა ხილის საყიდლად გაუჩერებიათ. ჯანსუღს გურული გლეხისთვის უთქვამს, ისეთი ხილი შემირჩიე, ზედ თაგვი არ იყოს გადარბენილიო. ეს გლეხი წასულა და რამდენიმე წუთში უკან კატით ხელში დაბრუნებულა. მაგისთანა, ბატონო, აგერ მყავს, თაგვს ჯერ არ გადაურბენიაო.

- მე-17 საუკუნეში რომელია ისეთი წელი, თავდაყირა რომ დააყენო, მაინც იგივე დარჩება.

- ე.ი. წინ იქნება 16 და მერე (ფიქრობს) 19 ანუ 1619.

- სწორი პასუხი არ არის.

- როგორ არ არის?! (პაუზის შემდეგ) ციფრები ამერია? 1691 წელი უნდა მეთქვა.

- "ლამაზი გარეგნობა მუნჯი რეკომენდაციაა" - ვინ არის ამ სიტყვების ავტორი?

- არ ვიცი.

- ბალზაკი. ამ სითხეს ჰიპოკრატე სხვადასხვა დაავადების დროს სამკურნალოდ იყენებდა.

- ღვინო.

- ალკოჰოლთან როგორი დამოკიდებულება გაქვს?

- "კოაბიტაციაში შევდივარ". სასმელებიდან უპირატესობას ღვინოს ვანიჭებ. თამადობაც კარგად გამომდის, ქორწილის სუფრებზე მითამადია.

- ძველ გალებს ჰქონდათ ასეთი მკაცრი წესი: ომის დაწყების წინ, ყველა მამაკაცი ვალდებული იყო, შეიარაღებულ ყრილობაზე გამოცხადებულიყო. ერთ-ერთ მათგანს სიკვდილით სჯიდნენ. რა ნიშნით ირჩევდნენ მას?

- სჯიდნენ მას, რომელიც სუსტი იყო.

- ცდები, სჯიდნენ მას, რომელიც ბოლო მივიდოდა. წელიწადის 12 თვიდან რომელ 2 თვეს დაერქვა სახელი რომის იმპერატორთა პატივსაცემად?

- ივლისს და აგვისტოს.

- იმპერატორებიც დაასახელე.

- გაიუს იულიუს კეისარი და ოქტავიანე ავგუსტუსი.

- ბოლო პერიოდში ეგვიპტის პირამიდებს ტურისტებისგან დიდი საფრთხე დაემუქრა. დამთვალიერებლების უმეტესობა ცდილობს, სახლში პირამიდის პატარა ნატეხი წაიღოს. რა მოიმოქმედა ეგვიპტის მთავრობამ ამის საწინააღმდეგოდ?

- ზუსტად არ ვიცი, შეიძლება, გადასახადი დააწესა.

- სატვირთო მანქანებით მიაქვთ ქვის ღორღი და პირამიდებზე ყრიან. საქართველოს რომელ რაიონშია თავმოყრილი ისტორიული ძეგლები: წუღრუღაშენი, ქვეშის ციხე და ორბელიანთა კარის ეკლესია?

- ბოლნისში.

- 7 საოცრებიდან ერთ-ერთი - არტემიდეს ტაძარი ამ ადამიანმა დაწვა, მთელ ქვეყანაზე სახელი რომ გაეთქვა, მაგრამ კანონის ძალით, ვინც მის სახელს ახსენებდა, სიკვდილით სჯიდნენ. მიუხედავად ამისა, მისი სახელი ისტორიამ მაინც შემოგვინახა. დაასახელე იგი.

- ჰეროსტრატე.

- ნამდვილად ასეა. ამ ქანდაკების სიმაღლე 92,99 მეტრია. იგი პარიზში 1882 წელს, მოქანდაკე ფრედერიკ ბარტოლდმა დაამზადა, მაგრამ დღეს სხვა ქვეყანაში დგას. რომელ ქანდაკებაზეა ლაპარაკი?

- რომელ ქვეყანაში დგას?

- ამერიკაში.

- თავისუფლების ქანდაკებაზე, რომელიც ფრანგებმა ამერიკელებს აჩუქეს.

- დაბოლოს, დაასრულე რემარკის ცნობილი გამონათქვამი: "ადამიანი ვერასდროს გამოიწრთობა. უბრალოდ, შეუძლია ბევრ..."

- ვერ დავასრულებ.

- "...შეუძლია, ბევრ რამეს მიეჩვიოს".

მოამზადა თამუნა კვინიკაძემ

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები