პოლიტიკა
Faceამბები
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საქართველოსა და რუსეთს შორის საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლა განახლდა
საქართველოსა და რუსეთს შორის საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლა განახლდა

სა­ქარ­თვე­ლო­სა და რუ­სეთს შო­რის სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო მი­მოს­ვლა გა­ნახ­ლდა, - ამის შე­სა­ხებ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" სა­ქარ­თვე­ლოს ეკო­ნო­მი­კის სა­მი­ნის­ტრო­დან აც­ნო­ბეს.

უწყე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ღე­ბულ იქნა 6-7 აგ­ვის­ტოს მოს­კოვ­ში სა­ქარ­თვე­ლოს ეკო­ნო­მი­კი­სა და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის სა­მი­ნის­ტროს სახ­მე­ლე­თო ტრან­სპორ­ტის სა­ა­გენ­ტო­სა და რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის ტრან­სპორ­ტის სა­მი­ნის­ტროს წარ­მო­მად­გენ­ლებს შო­რის შეხ­ვედ­რა­ზე.

შეხ­ვედ­რას ეს­წრე­ბოდ­ნენ რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ა­ში შვე­ი­ცა­რი­ის კონ­ფე­დე­რა­ცი­ის სა­ელ­ჩოს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი.

სა­მი­ნის­ტროს გან­ცხა­დე­ბით, შეხ­ვედ­რის მი­ზანს წარ­მო­ად­გენ­და ქვეყ­ნებს შო­რის სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო სატ­ვირ­თო და სამ­გზავ­რო გა­და­ზიდ­ვე­ბის აღ­დგე­ნა არ­სე­ბუ­ლი მო­თხოვ­ნე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით.

შეხ­ვედ­რა­ზე მხა­რე­ებ­მა გა­ნი­ხი­ლეს 1994 წლის 3 თე­ბერ­ვალს ხელ­მო­წე­რი­ლი სა­ქარ­თვე­ლოს რეს­პუბ­ლი­კის მთავ­რო­ბას და რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის მთავ­რო­ბას შო­რის სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო მი­მოს­ვლის შე­თან­ხმე­ბით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი სა­კი­თხე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი.

"შეხ­ვედ­რა­ზე აღი­ნიშ­ნა, რომ სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო ტრან­სპორ­ტის სფე­რო­ში ქვეყ­ნე­ბის კომ­პე­ტენ­ტურ უწყე­ბებს შო­რის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი პრო­ცე­დუ­რე­ბის შე­ჩე­რე­ბის გამო, ორ ქვე­ყა­ნას შო­რის სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გა­და­ზიდ­ვე­ბით ძი­რი­თა­დად და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი არი­ან აზერ­ბა­ი­ჯა­ნის, თურ­ქე­თის და სომ­ხე­თის გა­დამ­ზი­და­ვე­ბი და ყუ­რა­დღე­ბა უნდა გა­მახ­ვილ­დეს ეროვ­ნუ­ლი გა­დამ­ზი­და­ვე­ბის აქ­ტი­ვი­ზა­ცი­ის მიზ­ნით, სა­თა­ნა­დო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა­ზე.

ქარ­თულ­მა მხა­რემ პრინ­ცი­პუ­ლად და­ა­ყე­ნა სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო მი­მოს­ვლის აღ­დგე­ნი­სათ­ვის ქარ­თვე­ლი მძღო­ლე­ბი­სათ­ვის სა­ვი­ზო რე­ჟი­მის გა­მარ­ტი­ვე­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბის სა­კი­თხი, რა­ზე­დაც მიღ­წე­უ­ლი იქნა რუ­სუ­ლი მხა­რის თან­ხმო­ბა სა­კი­თხის უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში და­დე­ბი­თად გა­და­წყვე­ტის თა­ო­ბა­ზე", - აცხა­დე­ბენ ეკო­ნო­მი­კის სა­მი­ნის­ტრო­ში.

მა­თი­ვე ცნო­ბით, მხა­რე­ებს შო­რის პირ­ველ ეტაპ­ზე გა­იც­ვა­ლა 500 ერ­თე­უ­ლი სატ­ვირ­თო გა­და­ზიდ­ვის ნე­ბარ­თვა 2013 წლი­სათ­ვის, რაც სა­შუ­ა­ლე­ბას მის­ცემს ქარ­თველ გა­დამ­ზიდ­ვე­ლებს გა­და­ზი­დონ ტვირ­თი რუ­სე­თის მი­მარ­თუ­ლე­ბით და მისი ტე­რი­ტო­რი­ის გავ­ლით. მოხ­და ასე­ვე შე­თან­ხმე­ბა მე­სა­მე ქვე­ყა­ნა­ში ტვირ­თის გა­და­ზიდ­ვის ნე­ბარ­თვე­ბის გაც­ვლის თა­ო­ბა­ზეც.

ეკო­ნო­მი­კის სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის შე­დე­გად, მიღ­წე­უ­ლი იქნა შე­თან­ხმე­ბა რე­გუ­ლა­რუ­ლი სა­ავ­ტო­ბუსო მი­მოს­ვლის აღ­დგე­ნის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლო­სა და რუ­სე­თის ქა­ლა­ქებს შო­რის, რაც შე­წყვე­ტი­ლი იყო 2006 წლი­დან.

სა­ქარ­თვე­ლოს ეკო­ნო­მი­კი­სა და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის სა­მი­ნის­ტროს სსიპ სახ­მე­ლე­თო ტრან­სპორ­ტის სა­ა­გენ­ტო მზად­ყოფ­ნას გა­მოთ­ქვამს, უზ­რუნ­ველ­ყოს ყვე­ლა და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი მე­წარ­მე რუ­სე­თის მი­მარ­თუ­ლე­ბით სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო მი­მოს­ვლი­სათ­ვის სა­ჭი­რო დო­კუ­მენ­ტა­ცი­ი­თა და ნე­ბარ­თვე­ბით.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

საქართველოსა და რუსეთს შორის საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლა განახლდა

საქართველოსა და რუსეთს შორის საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლა განახლდა

საქართველოსა და რუსეთს შორის საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლა განახლდა, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საქართველოს ეკონომიკის სამინისტროდან აცნობეს.

უწყების ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებულ იქნა 6-7 აგვისტოს მოსკოვში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოსა  და რუსეთის ფედერაციის ტრანსპორტის სამინისტროს წარმომადგენლებს შორის შეხვედრაზე.

შეხვედრას ესწრებოდნენ რუსეთის ფედერაციაში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს წარმომადგენლები.

სამინისტროს განცხადებით, შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა ქვეყნებს შორის საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო და სამგზავრო გადაზიდვების აღდგენა არსებული მოთხოვნების გათვალისწინებით.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს 1994 წლის 3 თებერვალს ხელმოწერილი საქართველოს რესპუბლიკის მთავრობას და რუსეთის ფედერაციის მთავრობას შორის საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის შეთანხმებით გათვალისწინებული საკითხების განხორციელების შესაძლებლობები.

"შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საავტომობილო ტრანსპორტის სფეროში ქვეყნების კომპეტენტურ უწყებებს შორის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროცედურების შეჩერების გამო, ორ ქვეყანას შორის საავტომობილო გადაზიდვებით ძირითადად დაკავებულები არიან აზერბაიჯანის, თურქეთის და სომხეთის გადამზიდავები და ყურადღება უნდა გამახვილდეს ეროვნული გადამზიდავების აქტივიზაციის მიზნით, სათანადო ღონისძიებების განხორციელების აუცილებლობაზე.

ქართულმა მხარემ პრინციპულად დააყენა საავტომობილო მიმოსვლის აღდგენისათვის ქართველი მძღოლებისათვის სავიზო რეჟიმის გამარტივების აუცილებლობის საკითხი, რაზედაც მიღწეული იქნა რუსული მხარის თანხმობა საკითხის უახლოეს მომავალში დადებითად გადაწყვეტის თაობაზე", - აცხადებენ ეკონომიკის სამინისტროში.

მათივე ცნობით, მხარეებს შორის პირველ ეტაპზე გაიცვალა 500 ერთეული სატვირთო გადაზიდვის ნებართვა 2013 წლისათვის, რაც საშუალებას მისცემს ქართველ გადამზიდველებს გადაზიდონ ტვირთი რუსეთის მიმართულებით და მისი ტერიტორიის გავლით. მოხდა ასევე შეთანხმება მესამე ქვეყანაში ტვირთის გადაზიდვის ნებართვების გაცვლის თაობაზეც.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, მოლაპარაკებების შედეგად, მიღწეული იქნა შეთანხმება რეგულარული საავტობუსო მიმოსვლის აღდგენის შესახებ საქართველოსა და რუსეთის ქალაქებს შორის, რაც შეწყვეტილი იყო 2006 წლიდან.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო მზადყოფნას გამოთქვამს, უზრუნველყოს ყველა დაინტერესებული საქართველოში რეგისტრირებული მეწარმე რუსეთის მიმართულებით საავტომობილო მიმოსვლისათვის საჭირო დოკუმენტაციითა და ნებართვებით.

"ინტერპრესნიუსი"

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ