Faceამბები
კონფლიქტები
პოლიტიკა

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 19:40-ზე, მთვარე მორიელშია – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, სწავლის დასაწყებად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოებისთვის. კარგია პურის გამოცხობა. არ არის რეკომენდებული სერიოზული საქმეების და ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით მარტო. ადრე დაწყებული პროექტების მიტოვება. სიზარმაცე. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, მივლინების ან მომლოცველებისთვის. აგრეთვე ოჯახის შესაქმნელად.
საზოგადოება
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ეგვიპტეში ტურისტული ექსკურსიები შეჩერდა - საგარეო უწყება საქართველოს მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს
ეგვიპტეში ტურისტული ექსკურსიები შეჩერდა - საგარეო უწყება საქართველოს მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს

სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო უწყე­ბა ეგ­ვიპ­ტე­ში მყოფ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებს მო­უ­წო­დებს, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სიფრ­თხი­ლე გა­მო­ი­ჩი­ნონ. რო­გორც სა­მი­ნის­ტროს მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­შია ნათ­ქვა­მი, ეგ­ვიპ­ტის არაბ­თა რეს­პუბ­ლი­კა­ში შექ­მნილ ვი­თა­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, 14 აგ­ვის­ტოს, კა­ი­რო­სა და ქვეყ­ნის 14 რე­გი­ონ­ში გა­მო­ცხად­და სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბა. კო­მენ­დან­ტის სა­ა­თი მოქ­მე­დებს 19:00 სა­ა­თი­დან დი­ლის 06:00 სა­ა­თამ­დე. ქვეყ­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობს შე­ტა­კე­ბე­ბი ეგ­ვიპ­ტის სა­მარ­თალ­დამ­ცავ ორ­გა­ნო­ებ­სა და "მუს­ლი­მი ძმე­ბის" მომ­ხრე­ებს შო­რის, რა­საც მოჰ­ყვა მსხვერ­პლი.

უწყე­ბის გან­ცხა­დე­ბა­ში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ კა­ი­რო­ში, ალექ­სან­დრი­ა­სა და ეგ­ვიპ­ტის სხვა ქა­ლა­ქებ­ში მყოფ­მა სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებ­მა უნდა გა­მო­ი­ჩი­ნონ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სიფრ­თხი­ლე. გან­სა­კუთ­რე­ბით უნდა მო­ე­რი­დონ ეგ­ვიპ­ტის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გა­და­ად­გი­ლე­ბას, დე­მონ­სტრა­ცი­ებ­სა და მა­სობ­რი­ვი თავ­შეყ­რის ად­გი­ლებს.

სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებს, რომ­ლე­ბიც ამ­ჟა­მად და­სას­ვე­ნებ­ლად იმ­ყო­ფე­ბი­ან ეგ­ვიპ­ტის კუ­რორ­ტებ­ზე, მათ შო­რის ჰურ­გა­და­ში, მუდ­მი­ვი კონ­ტაქ­ტი უნდა ჰქონ­დეთ ტუ­რო­პე­რა­ტო­რებ­თან. ქარ­თველ­მა ტუ­რის­ტებ­მა არ უნდა და­ტო­ვონ ტუ­რის­ტუ­ლი და­სას­ვე­ნე­ბე­ლი ზო­ნე­ბის ტე­რი­ტო­რია.

ეგ­ვიპ­ტე­ში მყოფ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებს სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში შე­უძ­ლი­ათ და­უ­კავ­შირ­დნენ კა­ი­რო­ში სა­ქარ­თვე­ლოს სა­ელ­ჩოს, ცხელ ხაზ­ზე: +2010 110 888 44.

სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო მო­უ­წო­დებს სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებს, რომ­ლე­ბიც გეგ­მა­ვენ ეგ­ვიპ­ტის არაბ­თა რეს­პუბ­ლი­კა­ში გამ­გზავ­რე­ბას, თავი შე­ი­კა­ვონ მგზავ­რო­ბის­გან.

ამას­თან, შარმ-ელ-შე­იხ­ში ტუ­რის­ტუ­ლი ექ­სკურ­სი­ე­ბი დრო­ე­ბით შე­ჩერ­და, პო­ლი­ცია კი ჰურ­გა­და­ში მყოფ ტუ­რის­ტებს სას­ტუმ­რო­ებ­ში დარ­ჩე­ნის­კენ მო­უ­წო­დებს ეგ­ვიპ­ტის სხვა­დას­ხვა ქა­ლა­ქებ­ში არ­სე­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბის გამო. ამის შე­სა­ხებ ტუ­რის­ტუ­ლი სა­ა­გენ­ტო Travel Mole იუ­წყე­ბა.

"ბი­ბი­სის" ბოლო ინ­ფორ­მა­ცი­ით, ეგ­ვიპ­ტის დე­და­ქა­ლაქ ქა­ი­რო­ში მომ­ხდა­რი ძა­ლა­დობ­რი­ვი და­პი­რის­პი­რე­ბის შე­დე­გად, წუ­ხან­დე­ლი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი ამ დრო­ის­თვის 421 ადა­მი­ა­ნია და­ღუ­პუ­ლი.

ეგ­ვიპ­ტის დრო­ე­ბი­თი მთა­ვა­რო­ბის გან­ცხა­დე­ბით, და­ღუ­პულ­თა შო­რის 43 პო­ლი­ცი­ე­ლია, და­შა­ვე­ბუ­ლი კი 2 926 ადა­მი­ა­ნია.

ქა­ი­რო­ში და ეგ­ვიპ­ტის 14 რე­გი­ონ­ში სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბა და კო­მენ­დან­ტის სა­ა­თია გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი.

იხი­ლეთ ფო­ტო­გა­ლე­რეა

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

sponsored by ContentRoom

ეგვიპტეში ტურისტული ექსკურსიები შეჩერდა - საგარეო უწყება საქართველოს მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს

ეგვიპტეში ტურისტული ექსკურსიები შეჩერდა - საგარეო უწყება საქართველოს მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს

საქართველოს საგარეო უწყება ეგვიპტეში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს, განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინონ. როგორც სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, 14 აგვისტოს, კაიროსა და ქვეყნის 14 რეგიონში გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა. კომენდანტის საათი მოქმედებს 19:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე. ქვეყნის ტერიტორიაზე მიმდინარეობს შეტაკებები ეგვიპტის სამართალდამცავ ორგანოებსა და "მუსლიმი ძმების" მომხრეებს შორის, რასაც მოჰყვა მსხვერპლი.

უწყების განცხადებაში აღნიშნულია, რომ კაიროში, ალექსანდრიასა და ეგვიპტის სხვა ქალაქებში მყოფმა საქართველოს მოქალაქეებმა უნდა გამოიჩინონ განსაკუთრებული სიფრთხილე. განსაკუთრებით უნდა მოერიდონ ეგვიპტის ტერიტორიაზე გადაადგილებას, დემონსტრაციებსა და მასობრივი თავშეყრის ადგილებს.

საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც ამჟამად დასასვენებლად იმყოფებიან ეგვიპტის კურორტებზე, მათ შორის ჰურგადაში, მუდმივი კონტაქტი უნდა ჰქონდეთ ტუროპერატორებთან. ქართველმა ტურისტებმა არ უნდა დატოვონ ტურისტული დასასვენებელი ზონების ტერიტორია.

ეგვიპტეში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს საჭიროების შემთხვევაში შეუძლიათ დაუკავშირდნენ კაიროში საქართველოს საელჩოს, ცხელ ხაზზე: +2010 110 888 44.

საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც გეგმავენ ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში გამგზავრებას, თავი შეიკავონ მგზავრობისგან.

ამასთან, შარმ-ელ-შეიხში ტურისტული ექსკურსიები დროებით შეჩერდა, პოლიცია კი ჰურგადაში მყოფ ტურისტებს სასტუმროებში დარჩენისკენ მოუწოდებს ეგვიპტის სხვადასხვა ქალაქებში არსებული ვითარების გამო. ამის შესახებ ტურისტული სააგენტო Travel Mole იუწყება.

"ბიბისის" ბოლო ინფორმაციით, ეგვიპტის დედაქალაქ ქაიროში მომხდარი ძალადობრივი დაპირისპირების შედეგად, წუხანდელიდან მოყოლებული ამ დროისთვის 421 ადამიანია დაღუპული.

ეგვიპტის დროებითი მთავარობის განცხადებით, დაღუპულთა შორის 43 პოლიციელია, დაშავებული კი 2 926 ადამიანია.

ქაიროში და ეგვიპტის 14 რეგიონში საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათია გამოცხადებული.

იხილეთ ფოტოგალერეა

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია