სოციალურად დაუცველთა ბაზაში ქუთაისელი "მილიონერიც" აღმოჩნდა

სოციალურად დაუცველთა ბაზაში ქუთაისელი "მილიონერიც" აღმოჩნდა

სოციალურად დაუცველთა ბაზაში ქუთაისელი "მილიონერიც" აღმოჩნდა, რომელიც სახელმწიფოსგან ფინანსურ დახმარებას იღებდა. როგორც ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელმა ნოე ქინქლაძემ განაცხადა, მიმდინარე წლის აგვისტოს თვეში სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ შემოსავლების სამსახურიდან გამოთხოვნილი იქნა ინდმეწარმეების 2012 წლის შემოსავლების (ბრუნვის) შესახებ ინფორმაცია, რომელიც შედარებულ იქნა საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახების ბაზასთან, რის შემდეგადაც გაირკვა, რომ საარსებო შემწეობის მიმღები აღმოჩნდა 1402 პირი, სულ 1300 ოჯახი, რომლებიც ამავე 2012 წელს ეწეოდნენ სამეწარმეო საქმიანობას და მათი წლიური ბრუნვის მაჩვენებელი აღემატება იმ მინიმუმს, რაც წესით უნდა ჰქონდეს სოციალურად დაუცველებს.

ინფორმაციის თანახმად, ერთი ინდმეწარმის წლიური ბრუნვა ერთ მილიონ ლარზე მეტს აღემატებოდა; 4 ინდმეწარმის ფულადი ბრუნვა 500 000-დან 1 მილიონამდე ლარს შეადგენდა; სამი ინდმეწარმეს - 300 000 და 500 000 ლარამდე ჰქონდა, 4 ინდმეწარმეს - 250 000-დან 300 000 ლარამდე ბრუნვა; 7 ინდმეწარმეს - 200 000-დან 250 000 ლარამდე ბრუნვა; 4 ინდმეწარმეს წელიწადში 100 000-დან 200 000 ლარამდე ბრუნვა ჰქონდა, 88 ინდმეწარმეს - 50 000-დან 100 000 ლარამდე ბრუნვა და 1275 ინდმეწარმეს- წელიწადში 50 000 ლარამდე ბრუნვა ჰქონდა.

როგორც პრესკონფერენციაზე ნოე ქინქლაძემ განაცხადა, ზემოაღნიშნულ ოჯახებს და ინდმეწარმეებს აგვისტოს თვიდან შეუჩერდებათ საარსებო შემწეობის გაცემა და უახლოეს პერიოდში განხორციელდება ამ ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ხელახალი გადამოწმება.

დახმარების შეუჩერებლობის შემთხვევაში აღნიშნულ ბენეფიციარებზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან აგვისტოს თვეში არამიზნობრივად 304 274 ლარი დაიხარჯებოდა.

"აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ 2012 წელს ამ ოჯახებზე ბიუჯეტიდან სააარსებო შემწეობის სახით უკვე გაიცა 1 167 356 ლარი. მსგავსი გადამოწმებები სოციალური მომსახურების სააგენტოსა და შემოსავლების სამსახურს შორის გასულ წლებში არ მომხდარა და აღნიშნული პროცესი 2012 წლიდან დაიწყო. რაც შეეხება აღნიშნულ დარღვევებს მის გამოსაკვლევად შესაბამისი ორგანოები დაკავდებიან", – განაცხადა "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას ნოე ქინქლაძემ.

სოციალური მომსახურების სააგენტოსა და შემოსავლების სამსახურს შორის 2013 წლის იანვრიდან დაიწყო ინტენსიური თანამშრომლობა, რის საფუძველზეც, სააგენტოს ყოველთვიურად მოეწოდება ინფორმაცია, როგორც ფიზიკური პირების შემოსავლების, აგრეთვე ინდმეწარმეების ყოველწლიური ბრუნვის შესახებ.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია