პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
სამხედრო
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თამაზ თამაზაშვილის საქმეზე დაკავებულ ყოფილ პოლიციელებს აღმკვეთი ღონისძიება შეუმსუბუქდებათ
თამაზ თამაზაშვილის საქმეზე დაკავებულ ყოფილ პოლიციელებს აღმკვეთი ღონისძიება შეუმსუბუქდებათ

გე­ნე­რალ თა­მაზ თა­მა­ზაშ­ვი­ლის საქ­მე­ზე და­კა­ვე­ბულ ყო­ფილ პო­ლი­ცი­ე­ლებს, გა­მო­ძი­ე­ბას­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, აღ­მკვე­თი ღო­ნის­ძი­ე­ბა შე­უმ­სუ­ბუქ­დე­ბათ, - ამის შე­სა­ხებ მთა­ვარ პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე პრო­კუ­რორ­მა კოკა კა­ცი­ტა­ძემ გა­ნა­ცხა­და, რო­მელ­მაც თა­მა­ზაშ­ვი­ლის საქ­მის გა­მო­ძი­ე­ბის შე­დე­გე­ბი წა­რად­გი­ნა.

კა­ცი­ტა­ძის გან­ცხა­დე­ბით, მთა­ვარ­მა პრო­კუ­რა­ტუ­რამ და­ას­რუ­ლა გა­მო­ძი­ე­ბა გე­ნე­რალ თა­მაზ თა­მა­ზაშ­ვი­ლის გან­ზრახ უკა­ნო­ნო და­კა­ვე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბულ სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე, რა­საც, მი­სი­ვე თქმით, მნიშ­ვნე­ლოვ­ნად შე­უ­წყო ხელი და­ნა­შა­უ­ლის მო­ნა­წი­ლე­ე­ბის, მათ შო­რის, მისი უშუ­ა­ლო აღმსრუ­ლებ­ლე­ბის, პა­ტიმ­რო­ბა­ში მყო­ფი თბი­ლი­სის პო­ლი­ცი­ის ყო­ფი­ლი თა­ნამ­შრომ­ლე­ბის - გივი კრავ­ჩენ­კოს, გრი­გოლ კვი­ნი­კა­ძის, ზაზა ჭა­ი­ას, ვლა­დი­მერ გამ­რე­კე­ლაშ­ვი­ლის, გოჩა ჩი­ტა­ი­ას და გოჩა ბა­ღათ­რიშ­ვი­ლის სა­გა­მო­ძი­ე­ბო ორ­გა­ნო­ებ­თან აქ­ტი­ურ­მა თა­ნამ­შრომ­ლო­ბამ.

"შე­სა­ბა­მი­სად, და­ნა­შა­უ­ლის სრუ­ლად გახ­სნის სა­ჯა­რო ინ­ტე­რე­სი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მი­ღე­ბუ­ლია გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, და­სა­ხე­ლე­ბუ­ლი პი­რე­ბის მი­მართ უფრო მსუ­ბუ­ქი აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის შე­სა­ხებ", - აღ­ნიშ­ნა პრო­კუ­რორ­მა.

მი­სი­ვე თქმით, ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის აღი­ა­რე­ბი­თი ჩვე­ნე­ბე­ბი­სა და მათი ქმე­დი­თი დახ­მა­რე­ბით შეკ­რე­ბი­ლი სხვა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე და­დას­ტუ­რე­ბუ­ლია, რომ 2011 წლის ოქ­ტომ­ბერ­ში, თა­მაზ თა­მა­ზაშ­ვი­ლის და­კა­ვე­ბა გან­ხორ­ცი­ელ­და პო­ლი­ტი­კუ­რი მო­ტი­ვით, კა­ხე­თის რე­გი­ონ­ში მისი ელექ­ტო­რა­ლუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის გა­ნე­იტ­რა­ლე­ბი­სა და ზო­გა­დად, იმ­დრო­ინ­დე­ლი ოპო­ზი­ცი­უ­რი მოძ­რა­ო­ბის დის­კრე­დი­ტა­ცი­ი­სა და და­ში­ნე­ბის მიზ­ნით.

"დად­გე­ნი­ლია, რომ ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის და­ვა­ლე­ბით, თა­მაზ თა­მა­ზაშ­ვი­ლი­სათ­ვის და­ნა­შა­უ­ლის დაბ­რა­ლე­ბის მიზ­ნით, ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­სა და საბ­რძო­ლო მა­სა­ლე­ბის "ჩა­დე­ბის" ოპე­რა­ცი­ის ორ­გა­ნი­ზე­ბა­სა და ინ­ფორ­მა­ცი­ულ უზ­რუნ­ველ­ყო­ფა­ში, მათ შო­რის, მისი სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უბ­რე­ბის უკა­ნო­ნო მი­ყუ­რა­დე­ბა­ში ჩარ­თუ­ლი იყ­ვნენ ამ­ჟა­მად ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი: ქ.თბი­ლი­სის პო­ლი­ცი­ის მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი უფ­რო­სი, გი­ორ­გი ხი­ზა­ნიშ­ვი­ლი, ირაკ­ლი ქო­პი­ლაშ­ვი­ლი, აგ­რეთ­ვე, კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი უსაფრ­თო­ე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის კა­ხე­თის რე­გი­ო­ნა­ლუ­რი და­ნა­ყო­ფის უფ­რო­სი, ზუ­რაბ ლა­ლი­აშ­ვი­ლი", - გა­ნა­ცხა­და კოკა კა­ცი­ტა­ძემ.

პორ­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, "ფალ­სი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე გა­სა­მარ­თლე­ბუ­ლი თა­მაზ თა­მა­ზაშ­ვი­ლი სას­ჯელს იხ­დი­და 1 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში. იგი პა­ტიმ­რო­ბი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლდა 2012 წლის ოქ­ტომ­ბერ­ში".

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

თამაზ თამაზაშვილის საქმეზე დაკავებულ ყოფილ პოლიციელებს აღმკვეთი ღონისძიება შეუმსუბუქდებათ

თამაზ თამაზაშვილის საქმეზე დაკავებულ ყოფილ პოლიციელებს აღმკვეთი ღონისძიება შეუმსუბუქდებათ

გენერალ თამაზ თამაზაშვილის საქმეზე დაკავებულ ყოფილ პოლიციელებს, გამოძიებასთან თანამშრომლობის საფუძველზე, აღმკვეთი ღონისძიება შეუმსუბუქდებათ, - ამის შესახებ მთავარ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე პროკურორმა კოკა კაციტაძემ განაცხადა, რომელმაც თამაზაშვილის საქმის გამოძიების შედეგები წარადგინა.

კაციტაძის განცხადებით, მთავარმა პროკურატურამ დაასრულა გამოძიება გენერალ თამაზ თამაზაშვილის განზრახ უკანონო დაკავებასთან დაკავშირებულ სისხლის სამართლის საქმეზე, რასაც, მისივე თქმით, მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი დანაშაულის მონაწილეების, მათ შორის, მისი უშუალო აღმსრულებლების, პატიმრობაში მყოფი თბილისის პოლიციის ყოფილი თანამშრომლების - გივი კრავჩენკოს, გრიგოლ კვინიკაძის, ზაზა ჭაიას, ვლადიმერ გამრეკელაშვილის, გოჩა ჩიტაიას და გოჩა ბაღათრიშვილის საგამოძიებო ორგანოებთან აქტიურმა თანამშრომლობამ.

"შესაბამისად, დანაშაულის სრულად გახსნის საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, მიღებულია გადაწყვეტილება, დასახელებული პირების მიმართ უფრო მსუბუქი აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შესახებ", - აღნიშნა პროკურორმა.

მისივე თქმით, ბრალდებულების აღიარებითი ჩვენებებისა და მათი ქმედითი დახმარებით შეკრებილი სხვა მტკიცებულებების საფუძველზე დადასტურებულია, რომ 2011 წლის ოქტომბერში, თამაზ თამაზაშვილის დაკავება განხორციელდა პოლიტიკური მოტივით, კახეთის რეგიონში მისი ელექტორალური შესაძლებლობების განეიტრალებისა და ზოგადად, იმდროინდელი ოპოზიციური მოძრაობის დისკრედიტაციისა და დაშინების მიზნით.

"დადგენილია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობის დავალებით, თამაზ თამაზაშვილისათვის დანაშაულის დაბრალების მიზნით, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალების "ჩადების" ოპერაციის ორგანიზებასა და ინფორმაციულ უზრუნველყოფაში, მათ შორის, მისი სატელეფონო საუბრების უკანონო მიყურადებაში ჩართული იყვნენ ამჟამად ბრალდებულები: ქ.თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველოს ყოფილი უფროსი, გიორგი ხიზანიშვილი, ირაკლი ქოპილაშვილი, აგრეთვე, კონსტიტუციური უსაფრთოების დეპარტამენტის კახეთის რეგიონალური დანაყოფის უფროსი, ზურაბ ლალიაშვილი", - განაცხადა კოკა კაციტაძემ.

პორკურატურის ინფორმაციით, "ფალსიფიცირებული მტკიცებულებების საფუძველზე გასამართლებული თამაზ თამაზაშვილი სასჯელს იხდიდა 1 წლის განმავლობაში. იგი პატიმრობიდან გათავისუფლდა 2012 წლის ოქტომბერში".

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ