პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

2

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
The Washington Times მიხეილ სააკაშვილის სიტყვით გამოსვლაზე ელჩის რეაქციას გამოეხმაურა
The Washington Times მიხეილ სააკაშვილის სიტყვით გამოსვლაზე ელჩის რეაქციას გამოეხმაურა

"სა­სა­ცი­ლო არა­ფე­რია", - ამ სა­თა­უ­რით ეხ­მა­უ­რე­ბა ამე­რი­კუ­ლი გა­მო­ცე­მა The Washington Times-ის ჟურ­ნა­ლის­ტი ჯე­იმს მო­რი­სო­ნი აშშ-ის ელ­ჩის, რი­ჩარდ ნორ­ლან­დის რე­აქ­ცი­ას მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ხო­მალდ Bulkeley-ზე სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას.

რო­გორც სტა­ტი­ის ავ­ტო­რი აღ­ნიშ­ნავს, სა­ქარ­თვე­ლო­ში აშშ-ის მოქ­მე­დი ელჩი გა­მოც­დი­ლი დიპ­ლო­მა­ტია, რო­მე­ლიც ისეთ სა­ხი­ფა­თო ფორ­პოს­ტებ­ზე მუ­შა­ობ­და, რო­გო­რიც არის ავ­ღა­ნე­თი და არ­ქტი­კა.

"რი­ჩარდ ნორ­ლან­დი თეთრ სახ­ლში ეროვ­ნუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის საბ­ჭოს წევ­რად და ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი ომის კო­ლე­ჯის მე­თა­უ­რის მო­ად­გი­ლე­დაც მსა­ხუ­რობ­და. თუმ­ცა, მისი უნა­რე­ბი ჩაფ­ლავ­და, როცა გა­სულ კვი­რას, ამე­რი­კულ ხო­მალ­დზე ვი­ზი­ტის დროს სა­ქარ­თვე­ლოს მწვა­ვედ და­პი­რის­პი­რე­ბუ­ლი მე­ტო­ქე­ე­ბის სი­ტყვი­ე­რი შე­კა­მა­თე­ბის დამ­შვი­დე­ბას შე­ე­ცა­და.

"პრე­ზი­დენტ სა­ა­კაშ­ვილ­სა და პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს შო­რის სი­ტყვი­ერ­მა შე­კა­მა­თე­ბამ მწვა­ვე მე­დი­ა­გა­მოხ­მა­უ­რე­ბა ჰპო­ვა, სა­დაც ასე­ვე აღ­ნიშ­ნუ­ლი იყო, რომ რი­ჩარდ ნორ­ლან­დი იცი­ნო­და, როცა ლი­დე­რე­ბი ერ­თმა­ნეთს თავს ეს­ხმოდ­ნენ", - აღ­ნიშ­ნავს მო­რი­სო­ნი.

სტა­ტი­ა­ში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ ამ ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით მოგ­ვი­ა­ნე­ბით აშშ-ის სა­ელ­ჩომ გან­მარ­ტე­ბა გა­ა­კე­თა, სა­დაც ნათ­ქვა­მი იყო - აშშ-ის ელჩი იმა­ზე იცი­ნო­და, რომ მისი ძა­ლიხსმე­ვა, სა­ზე­ი­მო ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე პრო­ტო­კო­ლი და­ეც­ვა, არა­ე­ფექ­ტუ­რი გა­მოდ­გა.

რო­გორც სტა­ტი­ის ავ­ტო­რი წერს, აშშ-ის სა­ელ­ჩოს ამ გან­ცხა­დე­ბით სა­ელ­ჩომ აღი­ა­რა, რომ რი­ჩარდ ნორ­ლან­დმა ვერ შეძ­ლო და­პი­რის­პი­რე­ბუ­ლი ქარ­თვე­ლე­ბის შე­ჩე­რე­ბა, რაც დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი საქ­მი­ა­ნო­ბის რუ­ტი­ნა იყო, რო­მელ­საც სა­ქარ­თვე­ლოს მი­მართ აშშ-ის სო­ლი­და­რო­ბა უნდა ეჩ­ვე­ნე­ბა.

"ამ სო­ლი­და­რო­ბას კი რუ­სე­თის მხრი­დან დღე­საც, 2008 წლის ომი­დან ხუთი წლის შემ­დე­გაც ემუქ­რე­ბა საფრ­თხე", - წერს ჯე­იმს მო­რი­სო­ნი.

გა­ზეთ წერს, რომ ამე­რი­კულ ხო­მალდ Bulkeley-ზე პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა პრე­ზი­დენტს უთხრა, რომ 2008 წლის აგ­ვის­ტოს ომში დამ­ნა­შა­ვე და პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი სა­ქარ­თვე­ლო კი არა, თა­ვად პრე­ზი­დენ­ტია. რა­ზეც პრე­ზი­დენ­ტი სა­ა­კაშ­ვი­ლი შე­ე­ცა­და პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი რუ­სე­თის მა­რი­ო­ნე­ტად წარ­მო­ე­ჩი­ნა.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია The Washington Times-ის მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, კვლავ სტამბოლში შედგება

The Washington Times მიხეილ სააკაშვილის სიტყვით გამოსვლაზე ელჩის რეაქციას გამოეხმაურა

The Washington Times მიხეილ სააკაშვილის სიტყვით გამოსვლაზე ელჩის რეაქციას გამოეხმაურა

"სასაცილო არაფერია", - ამ სათაურით ეხმაურება ამერიკული გამოცემა The Washington Times-ის ჟურნალისტი ჯეიმს მორისონი აშშ-ის ელჩის, რიჩარდ ნორლანდის რეაქციას მიხეილ სააკაშვილის ხომალდ Bulkeley-ზე სიტყვით გამოსვლისას.

როგორც სტატიის ავტორი აღნიშნავს, საქართველოში აშშ-ის მოქმედი ელჩი გამოცდილი დიპლომატია, რომელიც ისეთ სახიფათო ფორპოსტებზე მუშაობდა, როგორიც არის ავღანეთი და არქტიკა.

"რიჩარდ ნორლანდი თეთრ სახლში ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს წევრად და ნაციონალური ომის კოლეჯის მეთაურის მოადგილედაც მსახურობდა. თუმცა, მისი უნარები ჩაფლავდა, როცა გასულ კვირას, ამერიკულ ხომალდზე ვიზიტის დროს საქართველოს მწვავედ დაპირისპირებული მეტოქეების სიტყვიერი შეკამათების დამშვიდებას შეეცადა.

"პრეზიდენტ სააკაშვილსა და პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს შორის სიტყვიერმა შეკამათებამ მწვავე მედიაგამოხმაურება ჰპოვა, სადაც ასევე აღნიშნული იყო, რომ რიჩარდ ნორლანდი იცინოდა, როცა ლიდერები ერთმანეთს თავს ესხმოდნენ", - აღნიშნავს მორისონი.

სტატიაში აღნიშნულია, რომ ამ ფაქტთან დაკავშირებით მოგვიანებით აშშ-ის საელჩომ განმარტება გააკეთა, სადაც ნათქვამი იყო - აშშ-ის ელჩი იმაზე იცინოდა, რომ მისი ძალიხსმევა, საზეიმო ღონისძიებაზე პროტოკოლი დაეცვა, არაეფექტური გამოდგა.

როგორც სტატიის ავტორი წერს, აშშ-ის საელჩოს ამ განცხადებით საელჩომ აღიარა, რომ რიჩარდ ნორლანდმა ვერ შეძლო დაპირისპირებული ქართველების შეჩერება, რაც დიპლომატიური საქმიანობის რუტინა იყო, რომელსაც საქართველოს მიმართ აშშ-ის სოლიდარობა უნდა ეჩვენება.

"ამ სოლიდარობას კი რუსეთის მხრიდან  დღესაც, 2008 წლის ომიდან ხუთი წლის შემდეგაც ემუქრება საფრთხე", - წერს ჯეიმს მორისონი.

გაზეთ წერს, რომ ამერიკულ ხომალდ Bulkeley-ზე პრემიერ-მინისტრმა პრეზიდენტს უთხრა, რომ 2008 წლის აგვისტოს ომში დამნაშავე და პასუხისმგებელი საქართველო კი არა, თავად პრეზიდენტია. რაზეც პრეზიდენტი სააკაშვილი შეეცადა პრემიერ-მინისტრი რუსეთის მარიონეტად წარმოეჩინა.

მომზადებულია The Washington Times-ის მიხედვით.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა