საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საოსკარედ" კინოცენტრში ჯერ მხოლოდ ერთმა ქართველმა რეჟისორმა შეიტანა განაცხადი
"საოსკარედ" კინოცენტრში ჯერ მხოლოდ ერთმა ქართველმა რეჟისორმა შეიტანა განაცხადი

ამე­რი­კის კი­ნო­ა­კა­დე­მი­ამ, სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნულ კო­ნო­ცენ­ტრს პრე­მია "ოს­კა­რის" ნო­მი­ნა­ცი­ა­ზე წარ­სად­გე­ნად კან­დი­და­ტი ფილ­მის და­სა­ხე­ლე­ბა შეს­თა­ვა­ზა. ფილ­მის ავ­ტო­რე­ბის მიერ გა­ნა­ცხა­დე­ბის შე­ტა­ნა 20 აგ­ვის­ტომ­დე უნდა დას­რულ­დეს. ქარ­თუ­ლი პრო­დუქ­ცია, რო­მელ­საც "ოს­კა­რი 2013" ნო­მი­ნან­ტად და­ა­სა­ხე­ლე­ბენ, რამ­დე­ნი­მე მო­თხოვ­ნას უნდა აკ­მა­ყო­ფი­ლებ­დეს: ფილ­მი ქარ­თულ კი­ნო­თე­ატ­რებ­ში ერთი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში უწყვე­ტად უნდა იყოს ნაჩ­ვე­ნე­ბი. პრე­მი­ე­რამ­დე არ უნდა გა­მოჩ­ნდეს ტელე და ინ­ტერ­ტენ­სივ­რცე­ში და შე­მოქ­მე­დე­ბი­თი კო­ლექ­ტი­ვის უდი­დეს ნა­წილს, სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი უნდა შე­ად­გენ­დნენ.

დათო ვა­შა­ძე, კი­ნე­მა­ტოგ­რა­ფი­ის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ი­სა და დის­ტრი­ბუ­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სი:

- სა­ქარ­თვე­ლოს კი­ნო­თე­ატ­რებ­მა უკვე მოგ­ვა­წო­დეს ფილ­მე­ბის ვრცე­ლი სია, მაგ­რამ ჯერ­ჯე­რო­ბით მხო­ლოდ ერ­თმა რე­ჟი­სორ­მა შე­მო­ი­ტა­ნა გა­ნა­ცხა­დი, 2 - ფიქ­რობს, თუმ­ცა 20 აგ­ვის­ტომ­დე კი­დევ არის ვადა და სხვებ­საც ვე­ლით. სა­ვა­რა­უ­დოდ, 6-7 ფილ­მი დაგ­როვ­დე­ბა, რო­გორც დო­კუ­მენ­ტუ­რი, ისე მხატ­ვრუ­ლი, რო­მელ­თა შო­რი­საც სა­უ­კე­თე­სოს აირ­ჩე­ვენ. ამ ეტაპ­ზე მეტს ვე­რა­ფერს გე­ტყვით. ისე, მო­მა­ვალ წელს, ამ დრო­ის­თვის მეტი გა­ნა­ცხა­დი იქ­ნე­ბა შე­მო­ტა­ნი­ლი, რად­გა­ნაც ვიცი, რომ რამ­დე­ნი­მე რე­ჟი­სო­რი უკვე ას­რუ­ლებს თა­ვის მე­ო­რე ფილმზე მუ­შა­ო­ბას.

რო­გორც გა­ირ­კვა, ფილმ-ნო­მი­ნანტს 17 წევ­რის­გან და­კომ­პლექ­ტე­ბუ­ლი ჟი­უ­რი გა­მო­ავ­ლენს. სპე­ცი­ა­ლი­ტებს მი­აჩ­ნი­ათ, რომ რამ­დე­ნი­მე ნა­მუ­შე­ვარს მარ­თლაც აქვს "ოს­კა­რის" მი­ღე­ბის შან­სი.

ლალი ფა­ცია

სპე­ცი­ა­ლუ­რად ambebi.ge-სთვის

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მიზეზით იბარებენ ხელმეორედ საგამოძიებო კომისიაზე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და როგორია მხარეთა პოზიციები

"საოსკარედ" კინოცენტრში ჯერ მხოლოდ ერთმა ქართველმა რეჟისორმა შეიტანა განაცხადი

"საოსკარედ" კინოცენტრში ჯერ მხოლოდ ერთმა ქართველმა რეჟისორმა შეიტანა განაცხადი

ამერიკის კინოაკადემიამ, საქართველოს ეროვნულ კონოცენტრს პრემია "ოსკარის" ნომინაციაზე წარსადგენად კანდიდატი ფილმის დასახელება შესთავაზა. ფილმის ავტორების მიერ განაცხადების შეტანა 20 აგვისტომდე უნდა დასრულდეს. ქართული პროდუქცია, რომელსაც "ოსკარი 2013" ნომინანტად დაასახელებენ, რამდენიმე მოთხოვნას უნდა აკმაყოფილებდეს: ფილმი ქართულ კინოთეატრებში ერთი კვირის განმავლობაში უწყვეტად უნდა იყოს ნაჩვენები. პრემიერამდე არ უნდა გამოჩნდეს ტელე და ინტერტენსივრცეში და შემოქმედებითი კოლექტივის უდიდეს ნაწილს, საქართველოს მოქალაქეები უნდა შეადგენდნენ.

დათო ვაშაძე, კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის ექსპლუატაციისა და დისტრიბუციის დეპარტამენტის უფროსი:

- საქართველოს კინოთეატრებმა უკვე მოგვაწოდეს ფილმების ვრცელი სია, მაგრამ ჯერჯერობით მხოლოდ ერთმა რეჟისორმა შემოიტანა განაცხადი, 2 - ფიქრობს, თუმცა 20 აგვისტომდე კიდევ არის ვადა და სხვებსაც ველით. სავარაუდოდ, 6-7 ფილმი დაგროვდება, როგორც დოკუმენტური, ისე მხატვრული, რომელთა შორისაც საუკეთესოს აირჩევენ. ამ ეტაპზე მეტს ვერაფერს გეტყვით. ისე, მომავალ წელს, ამ დროისთვის მეტი განაცხადი იქნება შემოტანილი, რადგანაც ვიცი, რომ რამდენიმე რეჟისორი უკვე ასრულებს თავის მეორე ფილმზე მუშაობას.

როგორც გაირკვა, ფილმ-ნომინანტს 17 წევრისგან დაკომპლექტებული ჟიური გამოავლენს. სპეციალიტებს მიაჩნიათ, რომ რამდენიმე ნამუშევარს მართლაც აქვს "ოსკარის" მიღების შანსი.

ლალი ფაცია

სპეციალურად ambebi.ge-სთვის

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება