მსოფლიო

7

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 20:04-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 02:05-ზე – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, ახალი სასწავლო ციკლების დასაყენებლად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოების დღე. კარგია პურის გამოცხობა. შეიტანეთ კორექტირება ბიზნესში და გააფართოვეთ გავლენის სფეროები. ხელი მოაწერე ხელშეკრულებებს. კარგია თანამშრომლების დაქირავება, საჯარო ღონისძიებების ჩატარება. მიიღეთ ახალი ინფორმაცია, გაიუმჯობესეთ განათლება. იმუშავეთ გუნდში და განიხილეთ აქტუალური საკითხები კოლეგების ან თანამოაზრეების გარემოცვაში. აქტიური ორგანოებია: თეძოები, ვენები, საჯდომის ნერვი. ფაფა, ბოსტნეული და ხილი შეუცვლელია.
სპორტი
სამხედრო
პოლიტიკა
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ათენში ინტერპოლის მიერ ძებნილი დავით ჩხიტუნიძე დააკავეს
ათენში ინტერპოლის მიერ ძებნილი დავით ჩხიტუნიძე დააკავეს

ათენ­ში ინ­ტერ­პო­ლის მიერ ძებ­ნი­ლი და­ვით ჩხი­ტუ­ნი­ძე და­ა­კა­ვეს. სა­ბერ­ძნეთ­ში, ქა­ლაქ ათენ­ში, გუ­შინ, თბი­ლი­სის ინ­ტერ­პო­ლის მო­თხოვ­ნის სა­ფუძ­ველ­ზე, თურ­ქე­თის რეს­პუბ­ლი­კა­ში გაფ­რე­ნის მცდე­ლო­ბის დროს, ათე­ნის აე­რო­პორ­ტში სა­ქარ­თვე­ლო­ში ინ­ტერ­პო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრა­ლუ­რი ბი­უ­როს მიერ წი­თე­ლი ცირ­კუ­ლა­რით ძებ­ნი­ლი, 1974 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი და­ვით ჩხი­ტუ­ნი­ძე და­ა­კა­ვეს.

შს სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­ვით ჩხი­ტუ­ნი­ძეს ბრა­ლად ედე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 333-ე მუხ­ლის 1-ლი ნა­წი­ლით (ორ ეპი­ზო­დად) და ამა­ვე მუხ­ლის მე-3 ნა­წი­ლის "ა" ქვე­პუნ­ქტე­ბით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლე­ბის ჩა­დე­ნა, რაც გუ­ლის­ხმობს სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის გა­და­მე­ტე­ბას.

და­ვით ჩხი­ტუ­ნი­ძემ, ეკა­ვა რა იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს გე­ნე­რა­ლუ­რი ინ­სპექ­ცი­ის უფ­რო­სის მო­ად­გი­ლის თა­ნამ­დე­ბო­ბა, უკა­ნო­ნოდ მომ­ზა­დე­ბუ­ლი დო­კუ­მენ­ტა­ცი­ის სა­ფუძ­ველ­ზე არა­ერ­თხელ მო­ახ­დი­ნა სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბი­დან მსჯავ­რდე­ბუ­ლი გე­რონ­ტი ალა­ნი­ას რამ­დე­ნი­მე დღით უკა­ნო­ნო გა­მოყ­ვა­ნა, ხოლო 2008 წლის 11 აგ­ვის­ტოს დ.ჩხი­ტუ­ნი­ძემ დო­კუ­მენ­ტე­ბის გა­რე­შე, სი­ტყვი­ე­რი ბრძა­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის N10 და­წე­სე­ბუ­ლე­ბი­დან 14 დღის ვა­დით უკა­ნო­ნოდ გა­მო­იყ­ვა­ნა ოთხი მსჯავ­რდე­ბუ­ლი: გე­რონ­ტი ალა­ნია, ალექ­სან­დრე ღა­ჭა­ვა, მი­ხე­ილ ბი­ბი­ლუ­რი­ძე და ავ­თან­დილ აფ­ცი­ა­უ­რი, რომ­ლე­ბიც სას­ჯელს იხ­დიდ­ნენ სან­დრო გირ­გვლი­ა­ნის მკვლე­ლო­ბის საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით.

და­ვით ჩხი­ტუ­ნი­ძის მი­მართ თბი­ლი­სის ინ­ტერ­პო­ლის მო­თხოვ­ნის სა­ფუძ­ველ­ზე ინ­ტერ­პო­ლის გე­ნე­რა­ლურ­მა სამ­დივ­ნომ მიმ­დი­ნა­რე წლის 9 აგ­ვის­ტოს გა­მო­ა­ცხა­და სა­ერ­თა­შო­რი­სო ძებ­ნა წი­თე­ლი ცირ­კუ­ლა­რით.

მიმ­დი­ნა­რე წლის 14 აგ­ვის­ტოს და­კა­ვე­ბულს შე­ე­ფარ­და წინა სა­ექ­სტრა­დი­ციო პა­ტიმ­რო­ბა და მის მი­მართ ამ­ჟა­მად მიმ­დი­ნა­რე­ობს კა­ნო­ნით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი პრო­ცე­დუ­რე­ბი.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?

ათენში ინტერპოლის მიერ ძებნილი დავით ჩხიტუნიძე დააკავეს

ათენში ინტერპოლის მიერ ძებნილი დავით ჩხიტუნიძე დააკავეს

ათენში ინტერპოლის მიერ ძებნილი დავით ჩხიტუნიძე დააკავეს. საბერძნეთში, ქალაქ ათენში, გუშინ, თბილისის ინტერპოლის მოთხოვნის საფუძველზე, თურქეთის რესპუბლიკაში გაფრენის მცდელობის დროს, ათენის აეროპორტში საქართველოში ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი, 1974 წელს დაბადებული დავით ჩხიტუნიძე დააკავეს.

შს სამინისტროს ინფორმაციით, დავით ჩხიტუნიძეს ბრალად ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ორ ეპიზოდად) და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა, რაც გულისხმობს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას.

დავით ჩხიტუნიძემ, ეკავა რა იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილის თანამდებობა, უკანონოდ მომზადებული დოკუმენტაციის საფუძველზე არაერთხელ მოახდინა სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან მსჯავრდებული გერონტი ალანიას რამდენიმე დღით უკანონო გამოყვანა, ხოლო 2008 წლის 11 აგვისტოს დ.ჩხიტუნიძემ დოკუმენტების გარეშე, სიტყვიერი ბრძანების საფუძველზე, სასჯელაღსრულების N10 დაწესებულებიდან 14 დღის ვადით უკანონოდ გამოიყვანა ოთხი მსჯავრდებული: გერონტი ალანია, ალექსანდრე ღაჭავა, მიხეილ ბიბილურიძე და ავთანდილ აფციაური, რომლებიც სასჯელს იხდიდნენ სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით.

დავით ჩხიტუნიძის მიმართ თბილისის ინტერპოლის მოთხოვნის საფუძველზე ინტერპოლის გენერალურმა სამდივნომ მიმდინარე წლის 9 აგვისტოს გამოაცხადა საერთაშორისო ძებნა წითელი ცირკულარით.

მიმდინარე წლის 14 აგვისტოს დაკავებულს შეეფარდა წინა საექსტრადიციო პატიმრობა და მის მიმართ ამჟამად მიმდინარეობს კანონით გათვალისწინებული პროცედურები.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ