პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სპორტი
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გია ხუხაშვილი - პოლიტიკიდან მაქსიმალურად მოკლე ვადაში, შეიძლება შემოდგომამდეც წავიდე
გია ხუხაშვილი - პოლიტიკიდან მაქსიმალურად მოკლე ვადაში, შეიძლება შემოდგომამდეც წავიდე

გია ხუ­ხაშ­ვი­ლის გა­და­ცე­მა "მთა­ვა­რი ფაქ­ტო­რი", რო­მე­ლიც ტე­ლე­კომ­პა­ნია "იმედ­ზე" გა­დი­ო­და, შე­ჩერ­და. რო­გორც თა­ვად გია ხუ­ხაშ­ვი­ლი ამ­ბობს, ამის მი­ზე­ზი კონ­ტრაქ­ტის დას­რუ­ლე­ბაა. გა­და­ცე­მის შე­ჩე­რე­ბის მი­ზე­ზებ­სა და სა­მო­მავ­ლო გეგ­მებ­ზე "ამ­ბე­ბი.გე" გია ხუ­ხაშ­ვილს ესა­უბ­რა.

- ეს სა­ქარ­თვე­ლოს გან­ვი­თა­რე­ბის კვლე­ვი­თი ინ­სტი­ტუ­ტი­სა და "იმე­დის" ერ­თობ­ლი­ვი 4 თვი­ა­ნი პრო­ექ­ტი იყო. მე ინ­სტი­ტუ­ტის გამ­გე­ო­ბის თავ­მჯდო­მა­რე ვარ და ამ პრო­ექ­ტში ინ­სტი­ტუ­ტის მხრი­დან ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დი. ტე­ლე­კომ­პა­ნი­ა­სა და ინ­სტი­ტუტს შო­რის კონ­ტრაქ­ტი სე­ზო­ნის ბო­ლომ­დე იყო და­დე­ბუ­ლი. პრო­ექ­ტი დას­რულ­და და გა­და­ცე­მაც შე­ჩერ­და. ასე ხდე­ბა ხოლ­მე. ჩვენ სხვა გა­და­ცე­მა­ზე ვფიქ­რობთ, ანა­ლო­გი­ურ­ზე, თუმ­ცა სხვა ფორ­მა­ტით. როცა მზად ვიქ­ნე­ბით, ახა­ლი გა­და­ცე­მა ეთერ­ში მა­შინ გავა.

- რა ფორ­მა­ტის გა­და­ცე­მის გა­კე­თე­ბას გეგ­მავთ?

- ფორ­მატს, ალ­ბათ, შევ­ცვლით, რად­გან ეს არ იყო სტან­დარ­ტუ­ლი სა­ტე­ლე­ვი­ზიო გა­და­ცე­მა. ტე­ლე­ვი­ზი­ას თა­ვი­სი სტან­დარ­ტე­ბი აქვს და ახლა ვფიქ­რობთ, რა ფორ­მით უნდა გაგ­რძელ­დეს გა­და­ცე­მა, რომ ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი მო­თხოვ­ნი­ლე­ბე­ბის გარ­და, ტე­ლე­ვი­ზი­ის კო­მერ­ცი­უ­ლი მო­თხოვ­ნე­ბიც იყოს დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბუ­ლი. თუ ასე­თი ფორ­მა­ტი მო­ვი­ფიქ­რეთ, ახალ გა­და­ცე­მას გა­ვა­კე­თებთ.

- თქვე­ნი შე­ფა­სე­ბით, რამ­დე­ნად წარ­მა­ტე­ბუ­ლი იყო "მთა­ვა­რი ფაქ­ტო­რი"?

- ჩემი აზ­რით, პრო­ექ­ტმა მი­ზანს მი­აღ­წია, თუმ­ცა გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რომ ეს სტან­დარ­ტუ­ლი სა­ტე­ლე­ვი­ზიო პრო­ექ­ტი არ იყო, კო­მერ­ცი­უ­ლი მხა­რე ძა­ლი­ან სუს­ტი იყო. ტე­ლე­ვი­ზი­ას თა­ვი­სი კო­მერ­ცი­უ­ლი მხა­რე აქვს და პრო­ექ­ტის სი­სუს­ტეც სწო­რედ ეს იყო.

- პრო­ექ­ტის შე­ჩე­რე­ბა პო­ლი­ტი­კურ­მა პრო­ცე­სებ­მა ხომ არ გა­ნა­პი­რო­ბა?

- ეს ფაქ­ტო­რიც, რა თქმა უნდა, ხელს უშ­ლი­და პრო­ექ­ტის წარ­მა­ტე­ბას. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მე არ ვი­ყა­ვი ამ გა­და­ცე­მის წამ­ყვა­ნი, ძი­რი­თა­დად აქ­ცენ­ტე­ბი მა­ინც ჩემ­ზე კეთ­დე­ბო­და. მა­შინ, რო­დე­საც მე სა­ბო­ლო­ოდ ჩა­მოვ­შორ­დე­ბი პო­ლი­ტი­კურ პრო­ცესს, მექ­ნე­ბა სა­შუ­ა­ლე­ბა, უფრო აქ­ტი­უ­რი ვიყო ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით. ეს საქ­მე მიყ­ვარს.

- ანუ ახა­ლი პრო­ექ­ტის და­წყე­ბას პო­ლი­ტი­კი­დან წას­ვლის შემ­დეგ აპი­რებთ?

- რა თქმა უნდა, პო­ლი­ტი­კი­დან წას­ვლის შემ­დეგ. აღარ მინ­და ჩემი დღე­ვან­დე­ლი სტა­ტუ­სი გა­მა­ღი­ზი­ა­ნე­ბე­ლი იყოს არა სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის, არა­მედ მისი ერთი სეგ­მენ­ტის­თვის, რო­მე­ლიც ცდი­ლობს, ყვე­ლა­ფერ­ში ცუდი და­ი­ნა­ხოს.

პირ­ვე­ლი ოქ­ტომ­ბრი­დან პო­ლი­ტი­კი­დან წას­ვლას ვცდი­ლობ, მაგ­რამ სამ­წუ­ხა­როდ, შეს­ვლა ად­ვი­ლია, გას­ვლა - ბევ­რად უფრო რთუ­ლი. ვფიქ­რობ, უახ­ლოს პე­რი­ოდ­ში ამ ნა­ბიჯს გა­დავ­დგამ.

პო­ლი­ტი­კი­დან წას­ვლა ბუ­ნებ­რი­ვი უნდა იყოს, ხე­ლოვ­ნურ გას­ვლას აზრი არ აქვს. ადრე დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი, ამას ად­ვი­ლად შევ­ძლებ­დი, თუმ­ცა ად­ვი­ლი არ აღ­მოჩ­ნდა. პო­ლი­ტი­კი­დან მაქ­სი­მა­ლუ­რად მოკ­ლე ვა­და­ში, შე­იძ­ლე­ბა შე­მოდ­გო­მამ­დეც წა­ვი­დე.

მინ­დია აფ­ცი­ა­უ­რი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

გია ხუხაშვილი - პოლიტიკიდან მაქსიმალურად მოკლე ვადაში, შეიძლება შემოდგომამდეც წავიდე

გია ხუხაშვილი - პოლიტიკიდან მაქსიმალურად მოკლე ვადაში, შეიძლება შემოდგომამდეც წავიდე

გია ხუხაშვილის გადაცემა "მთავარი ფაქტორი", რომელიც ტელეკომპანია ”იმედზე” გადიოდა, შეჩერდა. როგორც თავად გია ხუხაშვილი ამბობს, ამის მიზეზი კონტრაქტის დასრულებაა. გადაცემის შეჩერების მიზეზებსა და სამომავლო გეგმებზე "ამბები.გე" გია ხუხაშვილს ესაუბრა.

- ეს საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტისა და "იმედის" ერთობლივი 4 თვიანი პროექტი იყო. მე ინსტიტუტის გამგეობის თავმჯდომარე ვარ და ამ პროექტში ინსტიტუტის მხრიდან ვმონაწილეობდი. ტელეკომპანიასა და ინსტიტუტს შორის კონტრაქტი სეზონის ბოლომდე იყო დადებული. პროექტი დასრულდა და გადაცემაც შეჩერდა. ასე ხდება ხოლმე. ჩვენ სხვა გადაცემაზე ვფიქრობთ, ანალოგიურზე, თუმცა სხვა ფორმატით. როცა მზად ვიქნებით, ახალი გადაცემა ეთერში მაშინ გავა.

- რა ფორმატის გადაცემის გაკეთებას გეგმავთ?

- ფორმატს, ალბათ, შევცვლით, რადგან ეს არ იყო სტანდარტული სატელევიზიო გადაცემა. ტელევიზიას თავისი სტანდარტები აქვს და ახლა ვფიქრობთ, რა ფორმით უნდა გაგრძელდეს გადაცემა, რომ ინტელექტუალური მოთხოვნილებების გარდა, ტელევიზიის კომერციული მოთხოვნებიც იყოს დაკმაყოფილებული. თუ ასეთი ფორმატი მოვიფიქრეთ, ახალ გადაცემას გავაკეთებთ.

- თქვენი შეფასებით, რამდენად წარმატებული იყო "მთავარი ფაქტორი"?

- ჩემი აზრით, პროექტმა მიზანს მიაღწია, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ ეს სტანდარტული სატელევიზიო პროექტი არ იყო, კომერციული მხარე ძალიან სუსტი იყო. ტელევიზიას თავისი კომერციული მხარე აქვს და პროექტის სისუსტეც სწორედ ეს იყო.

- პროექტის შეჩერება პოლიტიკურმა პროცესებმა ხომ არ განაპირობა?

- ეს ფაქტორიც, რა თქმა უნდა, ხელს უშლიდა პროექტის წარმატებას. მიუხედავად იმისა, რომ მე არ ვიყავი ამ გადაცემის წამყვანი, ძირითადად აქცენტები მაინც ჩემზე კეთდებოდა. მაშინ, როდესაც მე საბოლოოდ ჩამოვშორდები პოლიტიკურ პროცესს, მექნება საშუალება, უფრო აქტიური ვიყო ამ მიმართულებით. ეს საქმე მიყვარს.

- ანუ ახალი პროექტის დაწყებას პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ აპირებთ?

- რა თქმა უნდა, პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ. აღარ მინდა ჩემი დღევანდელი სტატუსი გამაღიზიანებელი იყოს არა საზოგადოებისთვის, არამედ მისი ერთი სეგმენტისთვის, რომელიც ცდილობს, ყველაფერში ცუდი დაინახოს.

პირველი ოქტომბრიდან პოლიტიკიდან წასვლას ვცდილობ, მაგრამ სამწუხაროდ, შესვლა ადვილია, გასვლა - ბევრად უფრო რთული. ვფიქრობ, უახლოს პერიოდში ამ ნაბიჯს გადავდგამ.

პოლიტიკიდან წასვლა ბუნებრივი უნდა იყოს, ხელოვნურ გასვლას აზრი არ აქვს. ადრე დარწმუნებული ვიყავი, ამას ადვილად შევძლებდი, თუმცა ადვილი არ აღმოჩნდა. პოლიტიკიდან მაქსიმალურად მოკლე ვადაში, შეიძლება შემოდგომამდეც წავიდე.

მინდია აფციაური

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა