საზოგადოება
პოლიტიკა
Faceამბები

15

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 23:45-ზე, მთვარე თევზებშია – კარგია: ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოუფრთხილდით ღვიძლს. კარგია სისხლის გაწმენდა. რეკომენდებულია აბაზანები, ნებისმიერი გამწმენდი პროცედურა. ივარჯიშეთ, იყავით სუფთა ჰაერზე.
მსოფლიო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა ურთიერთობა ჰქონდა ზალიკო ბერგერს ჯაბა იოსელიანთან
რა ურთიერთობა ჰქონდა ზალიკო ბერგერს ჯაბა იოსელიანთან

ზა­ლი­კო ბერ­გე­რის "ფე­ის­ბუ­ქის" გვერ­დზე იმ­დე­ნი სა­ინ­ტე­რე­სო და ის­ტო­რი­უ­ლი ფოტო აღ­მო­ვა­ჩი­ნე, გა­მი­ჭირ­და კი­დეც ერ­თის ამორ­ჩე­ვა ამ რუბ­რი­კის­თვის, ამი­ტომ დი­ზა­ი­ნერს რამ­დე­ნი­მე ფო­ტოს ის­ტო­რი­ის მო­ყო­ლა ვთხო­ვეთ.

- ზა­ლი­კო, შენს "ფე­ის­ბუ­ქის" გვე­რდზე მაკა ასა­თი­ან­თან ერ­თად გა­და­ღე­ბუ­ლი ფოტო აღ­მო­ვა­ჩი­ნე, დიდი ხნის წინ უნდა იყოს გა­და­ღე­ბუ­ლი...

- და­ახ­ლო­ე­ბით 12 წლის წინ. კლუბ "ტრო­პი­კა­ნა­შია" გა­და­ღე­ბუ­ლი, ვა­კის პარკთან იყო ეს კლუ­ბი, ახლა აღარ არ­სე­ბობს. ამ დღეს მაკა ასა­თი­ა­ნის ჩვე­ნე­ბა იყო "სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის" დიდ პა­ვი­ლი­ონ­ში, მა­შინ­დე­ლი "პირ­ვე­ლი არ­ხის" უკან. ჩვე­ნე­ბას მუ­სი­კა­ლუ­რად ცო­ცხა­ლი ორ­კესტრი აფორ­მებ­და დათო ოძე­ლაშ­ვი­ლის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით. მა­შინ ჩაც­მას დიდ ყუ­რა­დღე­ბას ვაქ­ცევ­დით და დიდ­ხანს ვემ­ზა­დე­ბო­დით ჩვე­ნე­ბა­ზე წა­სას­ვლე­ლად, დღე­სას­წა­უ­ლი იყო ჩვენ­თვის. სა­კუ­თა­რი კო­ლექ­ცი­ი­დან ბი­სე­რე­ბი­თა და თვლე­ბით გა­ფორ­მე­ბუ­ლი ჯინ­სი ამო­ვარ­ჩიე. პე­რან­გი, რო­მე­ლიც მაც­ვია, ბესო რაზ­მა­ძემ დაჭ­რა და გა­ა­ფორ­მა სპე­ცი­ა­ლუ­რად ჩემ­თვის (იცი­ნის). ჩვე­ნე­ბა გრან­დი­ო­ზუ­ლი გა­მო­ვი­და. სა­ღა­მოს კლუბ "ტრო­პი­კა­ნა­ში" გა­და­ვი­ნაც­ვლეთ მა­კას მე­გობ­რებ­მა, ბო­მონდმა და ჟურ­ნა­ლის­ტებ­მა. სპე­ცი­ა­ლუ­რად ამ დღის­თვის სტუმ­რად იყო ჩა­მო­სუ­ლი სო­მე­ხი მო­დე­ლი­ე­რი ნანა კა­ზა­რი. ძა­ლი­ან კარ­გად მახ­სენ­დე­ბა ეს დღეს თა­ვი­სი "ტუსოვ­კით" დი­ლამ­დე. მა­შინ ასე­თი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი დღე­ვან­დელ მო­დის კვი­რე­უ­ლებ­ზე უკეთ ტარ­დე­ბო­და.

- მა­შინ უკვე მო­დე­ლი­ე­რი იყა­ვი?

- კი, ხომ გი­თხა­რი, ჩემი კო­ლექ­ცი­ი­დან ამო­ვარ­ჩიე ჯინ­სი, გარ­და თვლე­ბი­სა და ბრჭყვი­ა­ლა ფირ­ფი­ტე­ბი­სა, ბეწ­ვით იყო გა­ფორ­მე­ბუ­ლი. დათო გო­მარ­თელ­მა ეს ჯინ­სი რომ ნახა, თა­ვი­სი "არ­მა­ნის" ჯინ­სი მო­მი­ტა­ნა, სა­კონ­ცერ­ტოდ მეც ასე გა­მი­ფორ­მეო (იცი­ნის).

- დღეს რომ მაგ ჯინ­სით გახ­ვი­დე ქა­ლაქ­ში, წარ­მო­გიდ­გე­ნია რა მოხ­დე­ბა?

- (იცი­ნის) არა­და, რა უც­ნა­უ­რია, რამ­დე­ნი წელი გა­ვი­და, თით­ქოს უფრო გახ­სნი­ლი და თა­ვი­სუ­ფა­ლი გახ­და სა­ზო­გა­დო­ე­ბა. მა­შინ უფრო უც­ნა­უ­რი არ უნდა ყო­ფი­ლი­ყო, ნა­ხევ­რად ჩაბ­ნე­ლე­ბულ ქა­ლაქ­ში?

- მა­კას­თან დიდი ხნის მე­გობ­რო­ბა გა­კავ­ში­რებს ალ­ბათ...

- ჰო, მაკა ყო­ველ­თვის ულა­მა­ზე­სი და გე­მოვ­ნე­ბი­ა­ნი იყო. ყვე­ლას­გან გა­მო­ირ­ჩე­ო­და თბი­ლის­ში. მისი ჩვე­ნე­ბე­ბი ნამ­დვი­ლი ზე­ი­მი იყო თა­ვი­სი "ავ­თერ­ფარ­თე­ბით".

- ერ­თნა­ი­რი ვარ­ცხნი­ლო­ბე­ბი რომ გაქვთ ამ ფო­ტო­ზე, ეს დამ­თხვე­ვაა თუ?

- ნამ­დვი­ლად დამ­თხვე­ვაა. არც ვი­ცო­დი, მა­კას მოკ­ლედ რომ ჰქონ­და თმა შეჭ­რი­ლი. ამ ჩვე­ნე­ბის­თვის შე­ვი­ჭე­რი მეც. ეს ის დროა, ფი­რებს რომ ამ­ჟღავ­ნებ­დნენ ფო­ტოგ­რა­ფე­ბი (იცი­ნის).

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
აშშ უკრაინისთვის გაგზავნის Patriot -ის სარაკეტო კომპლექსებს, რომელთა ღირებულებსაც ევროკავშირი აანაზღაურებს - რა გეგმა აქვს აშშ-ის პრეზიდენტს?

რა ურთიერთობა ჰქონდა ზალიკო ბერგერს ჯაბა იოსელიანთან

რა ურთიერთობა ჰქონდა ზალიკო ბერგერს ჯაბა იოსელიანთან

ზალიკო ბერგერის "ფეისბუქის" გვერდზე იმდენი საინტერესო და ისტორიული ფოტო აღმოვაჩინე, გამიჭირდა კიდეც ერთის ამორჩევა ამ რუბრიკისთვის, ამიტომ დიზაინერს რამდენიმე ფოტოს ისტორიის მოყოლა ვთხოვეთ.

- ზალიკო, შენს "ფეისბუქის" გვე­რდზე მაკა ასათიანთან ერთად გადაღებული ფოტო აღმოვაჩინე, დიდი ხნის წინ უნდა იყოს გადაღებული...

- დაახლოებით 12 წლის წინ. კლუბ "ტროპიკანაშია" გადაღებული, ვაკის პარკთან იყო ეს კლუბი, ახლა აღარ არსებობს. ამ დღეს მაკა ასათიანის ჩვენება იყო "საზოგადოებრივი მაუწყებლის" დიდ პავილიონში, მაშინდელი "პირველი არხის" უკან. ჩვენებას მუსიკალურად ცოცხალი ორკესტრი აფორმებდა დათო ოძელაშვილის ხელმძღვანელობით. მაშინ ჩაცმას დიდ ყურადღებას ვაქცევდით და დიდხანს ვემზადებოდით ჩვენებაზე წასასვლელად, დღესასწაული იყო ჩვენთვის. საკუთარი კოლექციიდან ბისერებითა და თვლებით გაფორმებული ჯინსი ამოვარჩიე. პერანგი, რომელიც მაცვია, ბესო რაზმაძემ დაჭრა და გააფორმა სპეციალურად ჩემთვის (იცინის). ჩვენება გრანდიოზული გამოვიდა. საღამოს კლუბ "ტროპიკანაში" გადავინაცვლეთ მაკას მეგობრებმა, ბომონდმა და ჟურნალისტებმა. სპეციალურად ამ დღისთვის სტუმრად იყო ჩამოსული სომეხი მოდელიერი ნანა კაზარი. ძალიან კარგად მახსენდება ეს დღეს თავისი "ტუსოვკით" დილამდე. მაშინ ასეთი ღონისძიებები დღევანდელ მოდის კვირეულებზე უკეთ ტარდებოდა.

- მაშინ უკვე მოდელიერი იყავი?

- კი, ხომ გითხარი, ჩემი კოლექციიდან ამოვარჩიე ჯინსი, გარდა თვლებისა და ბრჭყვიალა ფირფიტებისა, ბეწვით იყო გაფორმებული. დათო გომართელმა ეს ჯინსი რომ ნახა, თავისი "არმანის" ჯინსი მომიტანა, საკონცერტოდ მეც ასე გამიფორმეო (იცინის).

- დღეს რომ მაგ ჯინსით გახვიდე ქალაქში, წარმოგიდგენია რა მოხდება?

- (იცინის) არადა, რა უცნაურია, რამდენი წელი გავიდა, თითქოს უფრო გახსნილი და თავისუფალი გახდა საზოგადოება. მაშინ უფრო უცნაური არ უნდა ყოფილიყო, ნახევრად ჩაბნელებულ ქალაქში?

- მაკასთან დიდი ხნის მეგობრობა გაკავშირებს ალბათ...

- ჰო, მაკა ყოველთვის ულამაზესი და გემოვნებიანი იყო. ყველასგან გამოირჩეოდა თბილისში. მისი ჩვენებები ნამდვილი ზეიმი იყო თავისი "ავთერფართებით".

- ერთნაირი ვარცხნილობები რომ გაქვთ ამ ფოტოზე, ეს დამთხვევაა თუ?

- ნამდვილად დამთხვევაა. არც ვიცოდი, მაკას მოკლედ რომ ჰქონდა თმა შეჭრილი. ამ ჩვენებისთვის შევიჭერი მეც. ეს ის დროა, ფირებს რომ ამჟღავნებდნენ ფოტოგრაფები (იცინის).

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება