ქართველი რეჟისორის, ალექსანდრე კვატაშიძის ფილმმა ჩეჩნეთის ომზე - See You in Chechnya, ლოკარნოს საერთაშორისო კინოფესტივალზე პრიზი მიიღო. ფილმმა ჯილდო Open Doors პროგრამის ფარგლებში აიღო. ამის შესახებ გამოცემა Screen Daily-ი წერს. დოკუმენტური ფილმი ჩეჩნეთის ომის დროს ცხელ წერტილებში მომუშავე სამხედრო კორესპონდენტებს ეძღვნებათ. ჯილდოს სახით რეჟისორმა 22 600 დოლარი მიიღო.
კინოფესტივალის სპეციალური განყოფილება Open Doors წელს 10 დან 13 აგვისტომდე მიმდინარეობდა და სამხრეთ კავკასიის ქვეყნების ფილმებს ეძღვნებოდა. სექცია ორ ნაწილად იყო გაყოფილი. პირველი ნაწილის ფარგლებში აჩვენეს 22 სურათი საქართველოდან, აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან. მეორე ნაწილი კი იყო Co-Production Lab, სადაც 12 პროექტი ცდილობდა მოეპოვებინა დაფინანსება და პარტნიორები. ამ ნაწილში რეჟისორებს და პროდუსერებს საშუალება ჰქონდათ შეხვედროდნენ პოტენციურ სპონსორებს.
ალექსანდრე კვატაშიძის ფილმის გარდა, ფულადი ჯილდო მიიღო კიდევ ორმა ქართველმა რეჟისორმა - ნინო გოგუამ ფილმისთვის " Madonna" და რუსუდან პირველმა ფილმისთვის "Sleeping Lessons" . ასევე, ჯილდო ერგო სომეხ რეჟისორს ოქსანა მირზოიანს ფილმ Abysm-ისთვის.
ლოკარნოს საერთაშორისო კინოფესტივალი კანის, ბერლინის და ვენეციის კინოფესტივალების მსგავსად ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟულია. 2012 წელს საკონკურსო პროგრამის მთავარი პრიზი - ოქროს ლეოპარდი მიიღო ჟან კლოდ ბრისოს ფილმმა - La Fille De Nulle Part.
მომზადებულია screendaily.com-ის მიხედვით.