მსოფლიო
კონფლიქტები
სამართალი

25

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 05:27-ზე, მთვარე ლომშია – რეკომენდებულია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. მოგზაურობა, მივლინებები. რაც უფრო მარტივი და მსუბუქი იქნება დღეს საკვები, მით უკეთესია. არ არის მიზანშეწონილი ალკოჰოლისა და ხორცის მოხმარება. სასურველია ეს დღე ნაცნობ გარემოში გაატაროთ. კარგია პაემნის მოწყობა და საყვარელი ადამიანისთვის საჩუქრის მირთმევა.
პოლიტიკა
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
17 აგვისტოდან ნადირობის სეზონი იხსნება
17 აგვისტოდან ნადირობის სეზონი იხსნება

17 აგ­ვის­ტო­დან ნა­დი­რო­ბის სე­ზო­ნი იხ­სნე­ბა. ამის შე­სა­ხებ გა­რე­მოს დაც­ვი­სა და ბუ­ნებ­რი­ვი რე­სურ­სე­ბის სა­მი­ნის­ტროს ოფი­ცი­ა­ლურ ვებგ­ვერ­დზეა აღ­ნიშ­ნუ­ლი. სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ნა­დი­რო­ბის სე­ზო­ნი გან­სა­ზღვრუ­ლია ყო­ვე­ლი წლის აგ­ვის­ტოს მე­სა­მე შა­ბა­თი­დან მომ­დევ­ნო წლის პირ­ველ მარ­ტამ­დე, ხოლო ცალ­კე­ულ სა­ხე­ო­ბებ­ზე ვა­დე­ბი მი­ნის­ტრის ბრძა­ნე­ბით დგინ­დე­ბა.

აგ­ვის­ტოს მე­სა­მე შა­ბა­თი­დან - მომ­დევ­ნო წლის 15 თე­ბერ­ვლამ­დე ნა­დი­რო­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია შემ­დეგ გა­დამფრენ ფრინ­ვე­ლებ­ზე: მწყერ­ზე, გა­რე­ულ მტრედ­ზე, ჩი­ბუ­ხა­ზე, ჩვე­უ­ლებ­რივ გვრიტ­ზე, ქე­დან­ზე, გვი­ძინ­ზე (გუ­ლი­ო­ზე).

15 ოქ­ტომ­ბრი­დან 15 დე­კემ­ბრამ­დე ტყის ქა­თამ­ზე; 1 ნო­ემ­ბრი­დან 1 მარ­ტამ­დე წყალმცუ­რავ ფრინ­ვე­ლებ­ზე: რუხი ბატი, რუხი იხვი, ჭიკ­ვა­რა, გა­რე­უ­ლი იხვი, იხ­ვინ­ჯა, ფარ­თო­ცხვი­რა, იხვი და მე­ლო­ტა.

ნა­დი­რო­ბი­სათ­ვის დაშ­ვე­ბუ­ლი გა­დამფრე­ნი ფრინ­ვე­ლე­ბის დღი­უ­რი ლი­მი­ტე­ბი სხვა­დას­ხვაა. მწყე­რი - 20 ცალი; გა­რე­უ­ლი მტრე­დი - 10 ცალი; ჩი­ბუ­ხა - 5 ცალი; ჩვე­უ­ლებ­რი­ვი გვრი­ტი - 10 ცალი; ქე­და­ნი - 10 ცალი; გვინ­ძი (გუ­ლიო) - 10 ცალი; ტყის ქა­თა­მი - 7 ცალი; წყალმცუ­რა­ვე­ბი - (რუხი ბატი, რუხი იხვი, ჭიკ­ვა­რა, გა­რე­უ­ლი იხვი, თეთრშუბ­ლა იხვი, იხ­ვინ­ჯა, ფარ­თო­ცხვი­რა იხვი, მე­ლო­ტა) - სა­ერ­თო რა­ო­დე­ნო­ბა 8 ცალი.

გა­დამფრენ ფრინ­ვე­ლებ­ზე ნა­დი­რო­ბი­სათ­ვის სა­ჭი­როა დო­კუ­მენ­ტა­ცია. კერ­ძოდ, "ბუ­ნებ­რი­ვი რე­სურ­სე­ბით სარ­გებ­ლო­ბი­სათ­ვის მო­საკ­რებ­ლე­ბის შე­სა­ხებ" სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნო­ნით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი მო­საკ­რებ­ლის გა­დახ­დის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი ქვი­თა­რი (დე­და­ნი), რომ­ლის ღი­რე­ბუ­ლე­ბა ანუ გა­რე­მო­დან გა­დამფრე­ნი ფრინ­ვე­ლე­ბის ამო­ღე­ბა­ზე მო­საკ­რებ­ლის ოდე­ნო­ბა სა­ნა­დი­რო სე­ზონ­ზე 10 ლარს შე­ად­გენს. ასე­ვე, სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მიერ გა­ცე­მუ­ლი შე­სა­ბა­მი­სი სა­ნა­დი­რო თო­ფის შე­ნახ­ვი­სა და ტა­რე­ბის უფ­ლე­ბის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი დო­კუ­მენ­ტი.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება წლიურ ჭრილში გაძვირდა, ხოლო კვარტალურად ფასები შემცირებულია

17 აგვისტოდან ნადირობის სეზონი იხსნება

17 აგვისტოდან ნადირობის სეზონი იხსნება

17 აგვისტოდან ნადირობის სეზონი იხსნება. ამის შესახებ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზეა აღნიშნული. სამინისტროს ინფორმაციით, ნადირობის სეზონი განსაზღვრულია ყოველი წლის აგვისტოს მესამე შაბათიდან მომდევნო წლის პირველ მარტამდე, ხოლო ცალკეულ სახეობებზე ვადები მინისტრის ბრძანებით დგინდება.

აგვისტოს მესამე შაბათიდან - მომდევნო წლის 15 თებერვლამდე ნადირობა შესაძლებელია შემდეგ გადამფრენ ფრინველებზე: მწყერზე, გარეულ მტრედზე, ჩიბუხაზე, ჩვეულებრივ გვრიტზე, ქედანზე, გვიძინზე (გულიოზე).

15 ოქტომბრიდან 15 დეკემბრამდე ტყის ქათამზე; 1 ნოემბრიდან 1 მარტამდე წყალმცურავ ფრინველებზე: რუხი ბატი, რუხი იხვი, ჭიკვარა, გარეული იხვი, იხვინჯა, ფართოცხვირა, იხვი და მელოტა.

ნადირობისათვის დაშვებული გადამფრენი ფრინველების დღიური ლიმიტები სხვადასხვაა. მწყერი - 20 ცალი; გარეული მტრედი - 10 ცალი; ჩიბუხა - 5 ცალი; ჩვეულებრივი გვრიტი - 10 ცალი; ქედანი - 10 ცალი; გვინძი (გულიო) - 10 ცალი; ტყის ქათამი - 7 ცალი; წყალმცურავები - (რუხი ბატი, რუხი იხვი, ჭიკვარა, გარეული იხვი, თეთრშუბლა იხვი, იხვინჯა, ფართოცხვირა იხვი, მელოტა) - საერთო რაოდენობა 8 ცალი.

გადამფრენ ფრინველებზე ნადირობისათვის საჭიროა დოკუმენტაცია. კერძოდ, "ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი (დედანი), რომლის ღირებულება ანუ გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე მოსაკრებლის ოდენობა სანადირო სეზონზე 10 ლარს შეადგენს. ასევე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გაცემული შესაბამისი სანადირო თოფის შენახვისა და ტარების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია