პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

3

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მერვე დღე დაიწყება 13:13-ზე, მთვარე ქალწულშია – დღეს დაწყებული და დაგეგმილი ყველაფერი გაცილებით ნელა მიმდინარეობს, ვიდრე ჩვენ გვსურს. შესაძლებელია მოვლენების მოულოდნელი შემობრუნება, კონფლიქტები და საგანგებო სიტუაციები. რეკომენდებულია კრეატიული მიდგომები ძველი პროექტების განსახორციელებლად. მოაგვარეთ მხოლოდ მცირე ფინანსური საკითხები. მოძებნეთ ახალი პარტნიორები. ინდივიდუალურად იმუშავეთ. შეზღუდეთ კოლექტიური მუშაობა. შეგიძლიათ დაიცვათ მარხვა, შესაფერისია მსუბუქი საკვები, მარცვლეული და თევზი. ალკოჰოლი და ნიკოტინი უკუნაჩვენებია.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჯანსუღ ჩარკვიანი - "ბიჭო, მიშა, შეიძლება პუტინმა "გაგაფარჩაკა", მაგრამ ამაზე საქვეყნოდ კი არ უნდა იყვირო!"
ჯანსუღ ჩარკვიანი - "ბიჭო, მიშა, შეიძლება პუტინმა "გაგაფარჩაკა", მაგრამ ამაზე საქვეყნოდ კი არ უნდა იყვირო!"

ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის სამ­ხედ­რო სა­ზღვაო ძა­ლე­ბის ხო­მალ­დზე პრე­ზი­დენ­ტის - მი­ხელ სა­ა­კაშ­ვი­ლის სი­ტყვით გა­მოს­ვლას პო­ე­ტი ჯან­სუღ ჩარ­კვი­ა­ნიც გა­მო­ეხ­მა­უ­რა.

- რაც რუ­სეთ­მა ჩვენ­თან ჩა­ი­დი­ნა დიდი უბე­დუ­რე­ბაა, აფხა­ზეთ­თან და­კავ­ში­რე­ბით იქ­ნე­ბა ეს თუ ოსეთ­თან... მთა­ვა­რი კი ამ შემ­თხვე­ვა­ში სულ სხვა რა­მეა: რო­დე­საც მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი ბრძან­დე­ბი და გნე­ბავს შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნო ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს, მა­შინ ასე არ უნდა ელა­პა­რა­კო - უნდა და­ი­წყო იმის აღი­ა­რე­ბით, რომ შენ რომ გზე­ბი გა­იყ­ვა­ნე, ჯარი რომ შექ­მე­ნი და აა­ღორ­ძი­ნე, დღეს რომ პო­ლი­ცია გყავს, ეს ყვე­ლა­ფე­რი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის დამ­სა­ხუ­რე­ბით მოხ­და. ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი უხ­დი­და ყვე­ლას ფულს, ვინც კი სა­ხელ­მწი­ფო­ში მუ­შა­ობ­და. მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლო, თუ ნა­მუ­სი გაქვს, მოდი რა, სა­ჯა­როდ ასე ელა­პა­რა­კე ბი­ძი­ნას! ბი­ძი­ნას კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­და პრე­ზი­დენ­ტთან, ეგო­ნა ახალ­გაზ­რდო­ბა მო­დი­ო­და და სამ­შობ­ლოს აუყ­ვა­ვებ­და, მაგ­რამ რო­გორც კი ამ­დე­ნი უბე­დუ­რე­ბა შე­ა­ტყო, უთხრა, წადი შენი დე­დაც ვა­ტი­რეო... ახლა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს უნდა თქვას, მე ვარ ამ ქვე­ყა­ნა­ზე და ვინ არის სხვაო, მაგ­რამ ბი­ძი­ნას­თან რომ ფეხი არ ჩა­უ­ვა "პა­ტივ­ცე­მულ" პრე­ზი­დენტს, ამას ლა­პა­რა­კი რა­ღად უნდა? ამიხ­სე­ნით, სა­ა­კაშ­ვილს სა­ი­დან უნდა ჰქო­ნო­და იმ­დე­ნი ფული, ორი თვითმფრი­ნა­ვი ეყი­და და მი­ლი­ო­ნე­ბი გა­და­ე­ხა­და?!.. ამას პა­ტი­ო­სა­ნი პრე­ზი­დენ­ტი ვერ შეძ­ლებ­და და არც იკად­რებ­და. წა­ვი­დეს თა­ვის თავს მი­ხე­დოს, კი­დევ იმას ბე­დავს, რომ სხვას შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნოს...

იხი­ლეთ ინ­ტერ­ვი­უს სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, კვლავ სტამბოლში შედგება

ჯანსუღ ჩარკვიანი - "ბიჭო, მიშა, შეიძლება პუტინმა "გაგაფარჩაკა", მაგრამ ამაზე საქვეყნოდ კი არ უნდა იყვირო!"

ჯანსუღ ჩარკვიანი - "ბიჭო, მიშა, შეიძლება პუტინმა "გაგაფარჩაკა", მაგრამ ამაზე საქვეყნოდ კი არ უნდა იყვირო!"

ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო საზღვაო ძალების ხომალდზე პრეზიდენტის - მიხელ სააკაშვილის სიტყვით გამოსვლას პოეტი ჯანსუღ ჩარკვიანიც გამოეხმაურა.

- რაც რუსეთმა ჩვენთან ჩაიდინა დიდი უბედურებაა, აფხაზეთთან დაკავშირებით იქნება ეს თუ ოსეთთან... მთავარი კი ამ შემთხვევაში სულ სხვა რამეა: როდესაც მიხეილ სააკაშვილი ბრძანდები და გნებავს შეურაცხყოფა მიაყენო ბიძინა ივანიშვილს, მაშინ ასე არ უნდა ელაპარაკო - უნდა დაიწყო იმის აღიარებით, რომ შენ რომ გზები გაიყვანე, ჯარი რომ შექმენი და ააღორძინე, დღეს რომ პოლიცია გყავს, ეს ყველაფერი ბიძინა ივანიშვილის დამსახურებით მოხდა. ბიძინა ივანიშვილი უხდიდა ყველას ფულს, ვინც კი სახელმწიფოში მუშაობდა. მიხეილ სააკაშვილო, თუ ნამუსი გაქვს, მოდი რა, საჯაროდ ასე ელაპარაკე ბიძინას! ბიძინას კარგი ურთიერთობა ჰქონდა პრეზიდენტთან, ეგონა ახალგაზრდობა მოდიოდა და სამშობლოს აუყვავებდა, მაგრამ როგორც კი ამდენი უბედურება შეატყო, უთხრა, წადი შენი დედაც ვატირეო... ახლა მიხეილ სააკაშვილს უნდა თქვას, მე ვარ ამ ქვეყანაზე და ვინ არის სხვაო, მაგრამ ბიძინასთან რომ ფეხი არ ჩაუვა "პატივცემულ" პრეზიდენტს, ამას ლაპარაკი რაღად უნდა? ამიხსენით, სააკაშვილს საიდან უნდა ჰქონოდა იმდენი ფული, ორი თვითმფრინავი ეყიდა და მილიონები გადაეხადა?!.. ამას პატიოსანი პრეზიდენტი ვერ შეძლებდა და არც იკადრებდა. წავიდეს თავის თავს მიხედოს, კიდევ იმას ბედავს, რომ სხვას შეურაცხყოფა მიაყენოს...

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს