”გურია ნიუსმა” ბაჩო ახალაიას სასამართლო საქმეზე მტკიცებულებები პროკურატურიდან გამოითხოვა.
წარმოდგენილი დოკუმენტაციიდან ირკვევა:
1. ახალაიას ბრძანებაში რეინჯერების პროგრამა საერთოდ არ არის ნახსენები.
2. იალღუჯაზე პროგრამას ახორციელებდნენ ინსტრუქტორები, რომლებიც იმ პერიოდისთვის დათხოვნილები იყვნენ შეიარაღებული ძალებიდან
3. პირები, რომლებიც თითქოს წვრთნის საბაბით აიყვანეს იალღუჯას პოლიგონზე, ასევე დათხოვნილები იყვნენ შსს-ს ორგანოებიდან.
რეინჯერების პროგრამასთან დაკავშირებით, "გურია ნიუსმა" საქართველოს მთავარ პროკურატურას კითხვებით მიმართა:
- ბაჩანა ახალაიას დაცვის მხარე აცხადებს, რომ წვრთნები ტარდებოდა რეინჯერების პროგრამით. შეესაბამება თუ არა ეს ფაქტი სინამდვილეს?
- ბაჩანა ახალაიას მიერ გაცემულ ბრძანებაში, რის საფუძველზეც აღნიშნული პირები აიყვანეს იალღუჯას პოლიგონზე, რეინჯერების საწვრთნელი პროგრამა საერთოდ არ არის ნახსენები.
- რას ითვალისწინებდა რეინჯერების პროგრამა და რომელი ბრძანებით იყო ის გათვალისწინებული?
- რეინჯერების კურსთან დაკავშირებით უნდა არსებობდეს სპეციალური პროგრამა, რომლის დამტკიცების გარეშე რეინჯერების საწვრთნელი კურსის ჩატარება დაუშვებელია. აქვე გაგიმარტავთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ისტორიაში არ ყოფილა შემთხვევა, რომ აღნიშნული კურსით განხორციელებულიყოს წვრთნა. აღნიშნული კურსი დანერგილია მხოლოდ თავდაცვის სამინისტროში.