პოლიტიკა
მეცნიერება

25

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:52-ზე, მთვარე კირჩხიბშია – რეკომენდებულია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. კარგია მოგზაურობა, მივლინებები. პირი და კბილები აქტიურია. კარგია ვარჯიშის დაწყება. რაც უფრო მარტივი და მსუბუქი იქნება დღეს საკვები, მით უკეთესია. არ არის მიზანშეწონილი ალკოჰოლისა და ხორცის მოხმარება. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია პაემნის მოწყობა და საყვარელი ადამიანისთვის საჩუქრის მირთმევა.
მსოფლიო
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შსს-მ აჭარაში ტრეფიკინგის ოთხი ფაქტი გამოავლინა
შსს-მ აჭარაში ტრეფიკინგის ოთხი ფაქტი გამოავლინა

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ აჭა­რა­ში ტრე­ფი­კინ­გის ოთხი ფაქ­ტი გა­მო­ავ­ლი­ნა. სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, აჭა­რის მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს დე­ტექ­ტი­ვე­ბის სამ­მარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის შე­დე­გად, უზ­ბე­კე­თის მო­ქა­ლა­ქე, 1984 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ნარ­გიზ­ბე­გიმ რახ­მა­ნო­ვას მიერ აჭა­რა­ში ჩა­დე­ნი­ლი ტრე­ფი­კინ­გის ოთხი ფაქ­ტი გა­მო­ავ­ლი­ნეს. მას აღ­ნიშ­ნულ და­ნა­შა­ულ­ზე ბრა­ლი და­უს­წრებ­ლად უკვე წა­უ­ყე­ნეს.

მას ბრა­ლი ედე­ბა 22 მა­ისს სო­ფელ ბე­შუმ­თან მოკ­ლუ­ლი უზ­ბე­კე­თის მო­ქა­ლა­ქის, რა­ი­ხონ კ-ს მკვლე­ლო­ბის დაკ­ვე­თა­შიც. ნარ­გიზ­ბე­გიმ რახ­მა­ნო­ვამ სა­ქარ­თვე­ლო 31 მა­ისს და­ტო­ვა.

გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­მო­ძი­ე­ბამ და­ად­გი­ნა, რომ ნარ­გიზ­ბე­გიმ რახ­მა­ნო­ვა სა­ქარ­თვე­ლო­ში 2012 წელს ჩა­მო­ვი­და. მან 2012-2013 წლებ­ში ბა­თუმ­ში უზ­ბე­კე­თის 5 მო­ქა­ლა­ქე, მათ შო­რის მოკ­ლუ­ლი რა­ი­ხონ კ, პროს­ტი­ტუ­ცი­ა­ში მო­ტყუ­ე­ბით და იძუ­ლე­ბით ჩა­ა­ბა. უზ­ბე­კე­თი­დან ჩა­მო­სულ ქალ­ბა­ტო­ნებს ის პი­რა­დო­ბის და­მა­დას­ტუ­რე­ბელ დო­კუ­მენ­ტა­ცი­ას არ­თმევ­და და ბა­თუ­მის სას­ტუმ­რო­ებ­სა და ღა­მის კლუ­ბებ­ში ამუ­შა­ვებ­და.

გა­მო­ძი­ე­ბა და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბა­ში ჩა­დე­ნი­ლი გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის და ტრე­ფი­კინ­გის ფაქ­ტზე მიმ­დი­ნა­რე­ობს.

ნარ­გიზ­ბე­გიმ რახ­მა­ნო­ვას მიერ ჩა­დე­ნილ და­ნა­შა­უ­ლებ­თან და­კავ­ში­რე­ბით უზ­ბეკ სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­თან აქ­ტი­უ­რი თა­ნამ­შრომ­ლო­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რატომ გაგიჟდა მსოფლიო labubu-ს თოჯინებზე?

შსს-მ აჭარაში ტრეფიკინგის ოთხი ფაქტი გამოავლინა

შსს-მ აჭარაში ტრეფიკინგის ოთხი ფაქტი გამოავლინა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ აჭარაში ტრეფიკინგის ოთხი ფაქტი გამოავლინა. სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, უზბეკეთის მოქალაქე, 1984 წელს დაბადებული ნარგიზბეგიმ რახმანოვას მიერ აჭარაში ჩადენილი ტრეფიკინგის ოთხი ფაქტი გამოავლინეს. მას აღნიშნულ დანაშაულზე ბრალი დაუსწრებლად უკვე წაუყენეს.

მას ბრალი ედება 22 მაისს სოფელ ბეშუმთან მოკლული უზბეკეთის მოქალაქის, რაიხონ კ-ს მკვლელობის დაკვეთაშიც. ნარგიზბეგიმ რახმანოვამ საქართველო 31 მაისს დატოვა.

გამოძიების ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ნარგიზბეგიმ რახმანოვა საქართველოში 2012 წელს ჩამოვიდა. მან 2012-2013 წლებში ბათუმში უზბეკეთის 5 მოქალაქე, მათ შორის მოკლული რაიხონ კ, პროსტიტუციაში მოტყუებით და იძულებით ჩააბა. უზბეკეთიდან ჩამოსულ ქალბატონებს ის პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტაციას ართმევდა და ბათუმის სასტუმროებსა და ღამის კლუბებში ამუშავებდა.

გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის და ტრეფიკინგის ფაქტზე მიმდინარეობს.

ნარგიზბეგიმ რახმანოვას მიერ ჩადენილ დანაშაულებთან დაკავშირებით უზბეკ სამართალდამცველებთან აქტიური თანამშრომლობა მიმდინარეობს.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ