მსახიობმა კრისტენ სტიუარტმა უნივერსიტეტში ჩაბარება გადაწყვიტა. გოგონა ბავშვობიდან ფილმებში მონაწილეობს და სამუშაოს გამო სკოლის მიტოვებაც კი მოუწია. მაგრამ ახლა, კრისტენი დარწმუნებულია, რომ სწავლა უნდა გააგრძელოს.
მსახიობი კალიფორნიის პრესტიჟულ უნივერსიტეტ UCLA-ში ინგლისური ლიტერატურის ფაკულტეტზე აბარებს.
კრისტენის ახლობლების თქმით, მსახიობს კითხვა უყვარს და ერთი სული აქვს მეცადინეობას როდის შეუდგება. "იოლი არ იქნება, რადგან სწავლას ბევრი დრო სჭირდება. მაგრამ, როდესაც უნივერსიტეტს დაამთავრებს, შეუძლია ნებისმიერი საქმე აკეთოს",- ამბობენ მსახიობის მეგობრები.
კრისტენი სწავლას სერიოზულად უდგება. ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ ნანობს სკოლა რომ ვერ დაამთავრა. მასწავლებლებმა კი გადაღებების გამო მასთან ინდივიდუალურ მუშაობაზე უარი თქვეს. "მაშინ კინოზე ვიყავი ორიენტირებული, სწავლა კი პრობლემა გახდა. მათ დამატებითი მეცადინეობების ჩატარება არ ისურვეს, ასე რომ, სკოლის მიტოვება მომიწია. მასწავლებლებმა მიღალატეს. მცხვენია ამის გამო. ბავშვობაში სერიოზული ამბიციები მქონდა, მაგრამ წარმოდგენაც არ მქონდა, რომ სკოლის მიტოვება მომიწევდა", - ამბობს მსახიობი.
მომზადებულია Daily Mail-ის მიხედვით.