მსოფლიო
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო
პოლიტიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ორხევში სასტიკად მოკლული 20 წლის ბიჭის ბოლო დღე - "თურმე, ყელის გამოსაჭრელად გადახვია ხელი ჩემს შვილს"
ორხევში სასტიკად მოკლული 20 წლის ბიჭის ბოლო დღე - "თურმე, ყელის გამოსაჭრელად გადახვია ხელი ჩემს შვილს"

აგ­ვის­ტოს თვე და­სა­წყის­ში­ვე კრი­მი­ნა­ლუ­რი ფაქ­ტე­ბის სი­უხ­ვით გა­მო­ირ­ჩა. მათ შო­რის უმ­ძი­მე­სი თბი­ლის­ში, ორ­ხე­ვის და­სახ­ლე­ბა­ში 20 წლის ახალ­გაზ­რდის სიკ­ვდი­ლია, - მას ყელი და­ნით გა­მოჭ­რეს. რად­გა­ნაც ინ­ფორ­მა­ცია არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რი (მომ­ხდა­რის შე­სა­ხებ თავ­და­პირ­ვე­ლად, შსს-ს არ გა­ნუ­ცხა­დე­ბია) წყა­რო­სა­გან შე­ვი­ტყვე, ჩემ­თვის უც­ნობ და­სახ­ლე­ბა­ში ძალ­ზე და­ეჭ­ვე­ბუ­ლი გა­ვე­მარ­თე, - აღ­ნიშ­ნუ­ლი სი­მარ­თლეც რომ ყო­ფი­ლი­ყო, მი­სა­მარ­თის გა­რე­შე რამ­დე­ნი­მე­ა­თა­სი­ან და­სახ­ლე­ბა­ში მოკ­ლუ­ლის ოჯა­ხის ნახ­ვის იმე­დი ნაკ­ლე­ბად მქონ­და. ჩემ­და გა­საკ­ვი­რად, მათი მო­ძებ­ნა ძალ­ზე ად­ვი­ლი აღ­მოჩ­ნდა. ამის მი­ზე­ზი და­ნა­შა­უ­ლის სი­სას­ტი­კე და მსხვერ­პლის უდა­ნა­შა­უ­ლო­ბა აღ­მოჩ­ნდა. კი­თხვა­ზე, - იყო თუ არა თა­ვად მოკ­ლუ­ლი ნიკა ორ­ვე­ლაშ­ვი­ლი რა­ი­მე და­ნა­შა­ულ­ში შემ­ჩნე­უ­ლი, ყვე­ლამ თით­ქმის ერ­თნა­ი­რი პა­სუ­ხი გამ­ცა: "უბან­ში ვე­რა­ვის იპო­ვი, ვინც იტყვის, ნი­კამ მა­წყე­ნი­ნაო".

...კერ­ძო და­სახ­ლე­ბა­ში ორ­ვე­ლაშ­ვი­ლე­ბის ოჯა­ხის კარი ღია, მაგ­რამ სა­მა­რი­სე­ბუ­რი სი­ჩუ­მით სავ­სე დამ­ხვდა, - იქვე დაბ­მულ ძაღლსაც კი არ შე­მო­უ­ყე­ფია. ხან­გრძლი­ვი კა­კუ­ნის შემ­დეგ მოკ­ლუ­ლის დე­დამ, ნონა ორ­ვე­ლაშ­ვილ­მა გა­მო­ი­ხე­და და სახ­ლის­კენ წა­მი­ძღვა. როცა ვუ­თხა­რი, რა­ტომ მი­ვე­დი, კი­სერ­ზე და­კი­დე­ბულ შავ მე­და­ლი­ონს მოჰ­კი­და ხელი, - წმინ­და ნი­კო­ლო­ზის ხა­ტია, ჩემ­მა შვილ­მა და­მი­ტო­ვაო:

- სა­ნამ მოკ­ლავ­დნენ, ორი დღით ადრე თა­ნამ­შრო­მელ გო­გო­ნას­თვის და­უ­რე­კავს, - წამო, სა­მე­ბა­ში წა­ვი­დე­თო. იმ გო­გო­ნამ მი­თხრა, - ყვე­ლა ხა­ტის წინ ჩერ­დე­ბო­და და ლო­ცუ­ლობ­დაო. გა­მოს­ვლი­სას ეს მე­და­ლი­ო­ნი უყი­დია და მა­ჩუ­ქა. ალ­ბათ, გული ცუდს უგ­რძნობ­და ჩემს უბე­დურ შვილს, იმი­ტო­მაც მო­ი­ლო­ცა ყვე­ლა ხატი.

- ვიდ­რე თქვენ­თან მო­ვი­დო­დი, და­სახ­ლე­ბა­ში თქვე­ნი შვი­ლის შე­სა­ხებ მხო­ლოდ კარ­გი მი­თხრეს. იქ­ნებ თქვენ ის მი­თხრათ, შარ­ში რო­გორ გა­ეხ­ვია?

- 20 წლის ბიჭი დი­ლი­დან სა­ღა­მომ­დე მუ­შა­ობ­და და ამ ფუ­ლით მთელ ოჯახს გვეხ­მა­რე­ბო­და, თქვენც ხე­დავთ, დალ­ხი­ნე­ბუ­ლე­ბი არ ვართ. სამი შვი­ლი მყავს, მარ­ტო ჩემი მე­უღ­ლე მუ­შა­ობ­და და რაც ფული შე­მოგ­ვდი­ო­და, უფ­როს გო­გო­ნას სწავ­ლა­ში ვიხ­დი­დით. ნი­კას, სა­წყალს კი უნ­დო­და სწავ­ლა, მაგ­რამ მისი სწავ­ლის ფული აღარ გვრჩე­ბო­და. ამი­ტომ სკო­ლა და­ამ­თავ­რა თუ არა, მა­შინ­ვე და­ი­წყო მუ­შა­ო­ბა, - მო­გეხ­მა­რე­ბით, ჩემი და რომ და­ამ­თავ­რებს, მე მო­ვემ­ზა­დე­ბი და სა­მე­დი­ცი­ნო­ზე ჩა­ვა­ბა­რე­ბო, - ექი­მო­ბა უნ­დო­და. დი­ლის 8 სა­ათ­ზე მი­დი­ო­და სამ­სა­ხურ­ში. აქვე ორ­ხევ­ში მუ­შა­ობ­და, მუ­ყა­ოს ყუ­თებს აკე­თებ­და. სა­მუ­შა­ო­დან სა­ღა­მოს 7 სა­ათ­ზე ბრუნ­დე­ბო­და. პირ­ვე­ლად ისე იღ­ლე­ბო­და, შინ მი­სა­ვა­თე­ბუ­ლი და ამო­თხუპ­ნუ­ლი მო­დი­ო­და, სულ ვფიქ­რობ­დი, ხვალ უკვე აღარ წავა სა­მუ­შა­ო­ზე-მეთ­ქი, მაგ­რამ ღა­ლა­ტი არ იცო­და, - არაო, უნდა აუ­ცი­ლებ­ლად ვი­მუ­შაო, მა­მას ფულს ვერ გა­მო­ვარ­თმევ, ისე­დაც არ გვყოფ­ნი­სო! ზოგ­ჯერ კვი­რა­ო­ბი­თაც მუ­შა­ობ­და. ბოლო დღე­ებ­ში კი სა­ერ­თოდ არ გა­სუ­ლა გა­რეთ, - ჩუ­ტყვა­ვი­ლა შეხ­ვდა და შვე­ბუ­ლე­ბაც აიღო, სულ სახ­ლში ტრი­ა­ლებ­და. იმ შავ დღეს რამ გა­იყ­ვა­ნა სახ­ლი­დან, არ ვიცი, რამ დამ­ღუ­პა...

იხი­ლეთ ინ­ტერ­ვი­უს სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა

ორხევში სასტიკად მოკლული 20 წლის ბიჭის ბოლო დღე - "თურმე, ყელის გამოსაჭრელად გადახვია ხელი ჩემს შვილს"

ორხევში სასტიკად მოკლული 20 წლის ბიჭის ბოლო დღე - "თურმე, ყელის გამოსაჭრელად გადახვია ხელი ჩემს შვილს"

აგვისტოს თვე დასაწყისშივე კრიმინალური ფაქტების სიუხვით გამოირჩა. მათ შორის უმძიმესი თბილისში, ორხევის დასახლებაში 20 წლის ახალგაზრდის სიკვდილია, - მას ყელი დანით გამოჭრეს. რადგანაც ინფორმაცია არაოფიციალური (მომხდარის შესახებ თავდაპირველად, შსს-ს არ განუცხადებია) წყაროსაგან შევიტყვე, ჩემთვის უცნობ დასახლებაში ძალზე დაეჭვებული გავემართე, - აღნიშნული სიმართლეც რომ ყოფილიყო, მისამართის გარეშე რამდენიმეათასიან დასახლებაში მოკლულის ოჯახის ნახვის იმედი ნაკლებად მქონდა. ჩემდა გასაკვირად, მათი მოძებნა ძალზე ადვილი აღმოჩნდა. ამის მიზეზი დანაშაულის სისასტიკე და მსხვერპლის უდანაშაულობა აღმოჩნდა. კითხვაზე, - იყო თუ არა თავად მოკლული ნიკა ორველაშვილი რაიმე დანაშაულში შემჩნეული, ყველამ თითქმის ერთნაირი პასუხი გამცა: "უბანში ვერავის იპოვი, ვინც იტყვის, ნიკამ მაწყენინაო".

...კერძო დასახლებაში ორველაშვილების ოჯახის კარი ღია, მაგრამ სამარისებური სიჩუმით სავსე დამხვდა, - იქვე დაბმულ ძაღლსაც კი არ შემოუყეფია. ხანგრძლივი კაკუნის შემდეგ მოკლულის დედამ, ნონა ორველაშვილმა გამოიხედა და სახლისკენ წამიძღვა. როცა ვუთხარი, რატომ მივედი, კისერზე დაკიდებულ შავ მედალიონს მოჰკიდა ხელი, - წმინდა ნიკოლოზის ხატია, ჩემმა შვილმა დამიტოვაო:

- სანამ მოკლავდნენ, ორი დღით ადრე თანამშრომელ გოგონასთვის დაურეკავს, - წამო, სამებაში წავიდეთო. იმ გოგონამ მითხრა, - ყველა ხატის წინ ჩერდებოდა და ლოცულობდაო. გამოსვლისას ეს მედალიონი უყიდია და მაჩუქა. ალბათ, გული ცუდს უგრძნობდა ჩემს უბედურ შვილს, იმიტომაც მოილოცა ყველა ხატი.

- ვიდრე თქვენთან მოვიდოდი, დასახლებაში თქვენი შვილის შესახებ მხოლოდ კარგი მითხრეს. იქნებ თქვენ ის მითხრათ, შარში როგორ გაეხვია?

- 20 წლის ბიჭი დილიდან საღამომდე მუშაობდა და ამ ფულით მთელ ოჯახს გვეხმარებოდა, თქვენც ხედავთ, დალხინებულები არ ვართ. სამი შვილი მყავს, მარტო ჩემი მეუღლე მუშაობდა და რაც ფული შემოგვდიოდა, უფროს გოგონას სწავლაში ვიხდიდით. ნიკას, საწყალს კი უნდოდა სწავლა, მაგრამ მისი სწავლის ფული აღარ გვრჩებოდა. ამიტომ სკოლა დაამთავრა თუ არა, მაშინვე დაიწყო მუშაობა, - მოგეხმარებით, ჩემი და რომ დაამთავრებს, მე მოვემზადები და სამედიცინოზე ჩავაბარებო, - ექიმობა უნდოდა. დილის 8 საათზე მიდიოდა სამსახურში. აქვე ორხევში მუშაობდა, მუყაოს ყუთებს აკეთებდა. სამუშაოდან საღამოს 7 საათზე ბრუნდებოდა. პირველად ისე იღლებოდა, შინ მისავათებული და ამოთხუპნული მოდიოდა, სულ ვფიქრობდი, ხვალ უკვე აღარ წავა სამუშაოზე-მეთქი, მაგრამ ღალატი არ იცოდა, - არაო, უნდა აუცილებლად ვიმუშაო, მამას ფულს ვერ გამოვართმევ, ისედაც არ გვყოფნისო! ზოგჯერ კვირაობითაც მუშაობდა. ბოლო დღეებში კი საერთოდ არ გასულა გარეთ, - ჩუტყვავილა შეხვდა და შვებულებაც აიღო, სულ სახლში ტრიალებდა. იმ შავ დღეს რამ გაიყვანა სახლიდან, არ ვიცი, რამ დამღუპა...

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ