პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

18

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე, მთვარე მორიელშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
საზოგადოება
წიგნები
კონფლიქტები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გამოცხადებული ავიაკატასტროფის ქრონიკა?!
გამოცხადებული ავიაკატასტროფის ქრონიკა?!

ქარ­თუ­ლი ავი­ა­კომ­პა­ნია "აირ­ზე­ნა" ქვეყ­ნის სა­ა­ვი­ა­ციო პო­ლი­ტი­კას უგუ­ნურს უწო­დებს და ვა­რა­უ­დობს, რომ ტექ­ნი­კუ­რი გა­უ­მარ­თა­ო­ბის გამო სა­ა­ვი­ა­ციო კა­ტას­ტრო­ფე­ბის საფრ­თხე ძა­ლი­ან იზ­რდე­ბა. "აირ­ზე­ნას" ინ­ფორ­მა­ცი­ით, უცხო­ურ ავი­ა­კომ­პა­ნი­ებ­თან და­დე­ბუ­ლი კა­ბა­ლუ­რი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბე­ბის შე­დე­გად სა­ქარ­თვე­ლო ყო­ველ­წლი­უ­რად უზარ­მა­ზარ თან­ხას კარ­გავს. იმის გამო, რომ სა­ა­კაშ­ვი­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ბიზ­ნე­სის ყვე­ლა სფე­როს მსგავ­სად, ავი­ა­ცი­ა­შიც სა­ეჭ­ვოდ (სა­კუ­თა­რი ინ­ტე­რე­სე­ბის გამო) თან­ხმდე­ბო­და მხო­ლოდ ინ­ვეს­ტო­რის­თვის მომ­გე­ბი­ან ხელ­შეკ­რუ­ლე­ბებს, გა­უ­მარ­თლე­ბე­ლი სა­გა­და­სა­ხა­დო შე­ღა­ვა­თე­ბის გამო ქვეყ­ნი­დან და­უ­ბეგ­რა­ვად გა­ე­დი­ნე­ბა ასე­უ­ლო­ბით მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი. ბი­უ­ჯეტ­ში კი თით­ქმის არა­ფე­რი შე­დის და სა­ხელ­მწი­ფო მო­გე­ბას ვერ ნა­ხუ­ლობს. კომ­პა­ნი­ის მფლო­ბე­ლის - თა­მაზ გა­ი­აშ­ვი­ლის თქმით, ავი­ა­ბიზ­ნეს­ში წი­ლე­ბი­სა და მო­გე­ბა-წა­გე­ბის სა­კი­თხებ­ზე სა­გან­გა­შო ასაფ­რენ-და­საფ­რე­ნი ბი­ლი­კე­ბის პრობ­ლე­მაა, რა­მაც, შე­საძ­ლოა, ყო­ველ წუთს ნე­ბის­მი­ე­რი კომ­პა­ნი­ის თვითმფრი­ნა­ვის ტრა­გე­დია გა­მო­იწ­ვი­ოს. "კვი­რის პა­ლიტ­რა" "აირ­ზე­ნას" გე­ნე­რა­ლურ დი­რექ­ტორს, იასე ზა­უ­ტაშ­ვილს ესა­უბ­რა.

- ორ ათე­ულ წელ­ზე მე­ტია, არა­ფე­რი შეც­ვლი­ლა, ასაფ­რენ-და­საფ­რე­ნი ზოლი უსაფრ­თხო­ე­ბის სტან­დარ­ტებს არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა. 25 წლის წინ მისი მშე­ნებ­ლო­ბა 150-ტო­ნი­ან თვითმფრი­ნა­ვებ­ზე იყო გათ­ვლი­ლი, ბოლო 10 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში კი ბი­ლიკ­ზე სხდე­ბო­და თვითმფრი­ნა­ვე­ბი, რო­მელ­თა მასა 300 ტო­ნას აღე­მა­ტე­ბა. იმის გამო, რომ ასაფ­რენ-და­საფ­რენ ზოლს ბოლო 25 წლის მან­ძილ­ზე კა­პი­ტა­ლუ­რი რე­მონ­ტი არ ჩას­ტა­რე­ბია და ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ის ვა­დაც ორ­ჯერ აღე­მა­ტე­ბა და­საშ­ვებ ნორ­მას, ზოლი სა­სიკ­ვდი­ლო გზას ჰგავს. არ მინ­და, ვთქვა, რა მოხ­დე­ბა, თუ პრობ­ლე­მა სას­წრა­ფოდ არ მოგ­ვარ­და. ზოლ­ზე ფი­ლე­ბია ამოყ­რი­ლი, მიმ­დე­ბა­რე, ას­ფალ­ტის­საფ­რი­ან ტე­რი­ტო­რი­ა­ზე კი მუდ­მი­ვად კენ­ჭე­ბი ყრია. ალ­ბათ, ბავ­შვმაც კი იცის, რა მოჰ­ყვე­ბა ამ კენ­ჭე­ბის თვითმფრი­ნა­ვის ძრა­ვა­ში ან სხვა სა­ხი­ფა­თო ნა­წილ­ში მოხ­ვედ­რას. არც ერთი კომ­პა­ნია არ არის და­ცუ­ლი მო­სა­ლოდ­ნე­ლი კა­ტას­ტრო­ფის­გან.

- ამ პრობ­ლე­მებ­ზე სხვა, უცხო­უ­რი ავი­ა­კომ­პა­ნი­ე­ბი არა­ფერს ამ­ბო­ბენ?

- ჯერ­ჯე­რო­ბით მათ­თვის ეს სა­შიშ­რო­ე­ბა თვალ­ში სა­ცე­მი არ არის, სა­მა­გი­ე­როდ, "აირ­ზე­ნა", რო­მე­ლიც სა­ბა­ზი­სო ავი­ა­კომ­პა­ნი­აა, კარ­გად იც­ნობს ყვე­ლა პრობ­ლე­მას. უცხო­უ­რი კომ­პა­ნი­ე­ბი ბა­ზარ­ზე რომ შე­მო­დი­ან, ენ­დო­ბი­ან აე­რო­პორ­ტი­სა და შე­სა­ბა­მი­სი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის წარ­დგე­ნილ დო­კუ­მენტს, რომ­ლის მი­ხედ­ვით ტექ­ნი­კუ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის ნორ­მე­ბი და­ცუ­ლია. ჯერ­ჯე­რო­ბით ბედი სწყა­ლობთ, მაგ­რამ კოკა ყო­ველ­თვის მო­ი­ტანს წყალს?

თბი­ლი­სის აე­რო­პორ­ტი არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტებს - თვითმფრი­ნა­ვე­ბის სად­გო­მე­ბი დან­გრე­უ­ლი და გა­უ­ნა­თე­ბე­ლია. აე­რო­პორ­ტში თვითმფრი­ნა­ვით მოძ­რა­ო­ბი­სას იქ­მნე­ბა შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა, თით­ქოს სოფ­ლის ორ­ღო­ბე­ში და­დი­ხარ. რაც შე­ე­ხე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ნა­ვი­გა­ცი­ას, კვლავ მო­უგ­ვა­რე­ბე­ლია ღა­მის ფრე­ნის პრობ­ლე­მა და ადა­მი­ან­თა სი­ცო­ცხლეც საფრ­თხე­შია. ღა­მით ადა­მი­ა­ნის გო­ნე­ბა მო­დუ­ნე­ბუ­ლია, დის­პეტ­ჩე­რი ან სხვა ვინ­მე, შე­საძ­ლოა, გა­ი­თი­შოს და სა­ბე­დის­წე­რო შეც­დო­მა და­უშ­ვას. ღა­მის ფრე­ნა წლე­ბის წინ უნდა შე­წყვე­ტი­ლი­ყო, მაგ­რამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ უცხო­უ­რი ავი­ა­კომ­პა­ნი­ე­ბის სა­სარ­გებ­ლო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო, რო­მელ­საც ნა­ვი­გა­ცი­ის სა­ა­გენ­ტო ვერ შეც­ვლის - ისევ ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ უნდა შეც­ვა­ლოს. ღა­მით ევ­რო­პის აე­რო­პორ­ტე­ბი და­კე­ტი­ლია. თვითმფრი­ნა­ვე­ბი დგას და ვერ მუ­შა­ობს. თუ ზო­გა­დად და მით უფრო, ღა­მით, ფრე­ნა მო­ი­მა­ტებს, რის­კიც გა­იზ­რდე­ბა. ჩვე­ნი სა­ერ­თა­შო­რი­სო აე­რო­პორ­ტი არ არის ისე­თი გამ­ტა­რო­ბის, რომ 24-სა­ა­თი­ა­ნი რე­ჟი­მით მუ­შა­ო­ბა სჭირ­დე­ბო­დეს, დი­ლის შვი­დი­დან ღა­მის 12 სა­ა­თამ­დე მუ­შა­ო­ბა სავ­სე­ბით საკ­მა­რი­სია.

იხი­ლეთ ინ­ტერ­ვი­უს სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ავტოსაგზაო შემთხვევა სამგორში - თვითმხილველების ინფორმაციით, ავტომანქანა ველოსიპედით მოძრავ მოქალაქეს დაეჯახა.

გამოცხადებული ავიაკატასტროფის ქრონიკა?!

გამოცხადებული ავიაკატასტროფის ქრონიკა?!

ქართული ავიაკომპანია "აირზენა" ქვეყნის საავიაციო პოლიტიკას უგუნურს უწოდებს და ვარაუდობს, რომ ტექნიკური გაუმართაობის გამო საავიაციო კატასტროფების საფრთხე ძალიან იზრდება. "აირზენას" ინფორმაციით, უცხოურ ავიაკომპანიებთან დადებული კაბალური ხელშეკრულებების შედეგად საქართველო ყოველწლიურად უზარმაზარ თანხას კარგავს. იმის გამო, რომ სააკაშვილის ხელისუფლება ბიზნესის ყველა სფეროს მსგავსად, ავიაციაშიც საეჭვოდ (საკუთარი ინტერესების გამო) თანხმდებოდა მხოლოდ ინვესტორისთვის მომგებიან ხელშეკრულებებს, გაუმართლებელი საგადასახადო შეღავათების გამო ქვეყნიდან დაუბეგრავად გაედინება ასეულობით მილიონი დოლარი. ბიუჯეტში კი თითქმის არაფერი შედის და სახელმწიფო მოგებას ვერ ნახულობს. კომპანიის მფლობელის - თამაზ გაიაშვილის თქმით, ავიაბიზნესში წილებისა და მოგება-წაგების საკითხებზე საგანგაშო ასაფრენ-დასაფრენი ბილიკების პრობლემაა, რამაც, შესაძლოა, ყოველ წუთს ნებისმიერი კომპანიის თვითმფრინავის ტრაგედია გამოიწვიოს. "კვირის პალიტრა" "აირზენას" გენერალურ დირექტორს, იასე ზაუტაშვილს ესაუბრა.

- ორ ათეულ წელზე მეტია, არაფერი შეცვლილა, ასაფრენ-დასაფრენი ზოლი უსაფრთხოების სტანდარტებს არ შეესაბამება. 25 წლის წინ მისი მშენებლობა 150-ტონიან თვითმფრინავებზე იყო გათვლილი, ბოლო 10 წლის განმავლობაში კი ბილიკზე სხდებოდა თვითმფრინავები, რომელთა მასა 300 ტონას აღემატება. იმის გამო, რომ ასაფრენ-დასაფრენ ზოლს ბოლო 25 წლის მანძილზე კაპიტალური რემონტი არ ჩასტარებია და ექსპლუატაციის ვადაც ორჯერ აღემატება დასაშვებ ნორმას, ზოლი სასიკვდილო გზას ჰგავს. არ მინდა, ვთქვა, რა მოხდება, თუ პრობლემა სასწრაფოდ არ მოგვარდა. ზოლზე ფილებია ამოყრილი, მიმდებარე, ასფალტისსაფრიან ტერიტორიაზე კი მუდმივად კენჭები ყრია. ალბათ, ბავშვმაც კი იცის, რა მოჰყვება ამ კენჭების თვითმფრინავის ძრავაში ან სხვა სახიფათო ნაწილში მოხვედრას. არც ერთი კომპანია არ არის დაცული მოსალოდნელი კატასტროფისგან.

- ამ პრობლემებზე სხვა, უცხოური ავიაკომპანიები არაფერს ამბობენ?

- ჯერჯერობით მათთვის ეს საშიშროება თვალში საცემი არ არის, სამაგიეროდ, "აირზენა", რომელიც საბაზისო ავიაკომპანიაა, კარგად იცნობს ყველა პრობლემას. უცხოური კომპანიები ბაზარზე რომ შემოდიან, ენდობიან აეროპორტისა და შესაბამისი ორგანიზაციების წარდგენილ დოკუმენტს, რომლის მიხედვით ტექნიკური უსაფრთხოების ნორმები დაცულია. ჯერჯერობით ბედი სწყალობთ, მაგრამ კოკა ყოველთვის მოიტანს წყალს?

თბილისის აეროპორტი არ შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს - თვითმფრინავების სადგომები დანგრეული და გაუნათებელია. აეროპორტში თვითმფრინავით მოძრაობისას იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს სოფლის ორღობეში დადიხარ. რაც შეეხება საქართველოს ნავიგაციას, კვლავ მოუგვარებელია ღამის ფრენის პრობლემა და ადამიანთა სიცოცხლეც საფრთხეშია. ღამით ადამიანის გონება მოდუნებულია, დისპეტჩერი ან სხვა ვინმე, შესაძლოა, გაითიშოს და საბედისწერო შეცდომა დაუშვას. ღამის ფრენა წლების წინ უნდა შეწყვეტილიყო, მაგრამ ხელისუფლებამ უცხოური ავიაკომპანიების სასარგებლო გადაწყვეტილება მიიღო, რომელსაც ნავიგაციის სააგენტო ვერ შეცვლის - ისევ ხელისუფლებამ უნდა შეცვალოს. ღამით ევროპის აეროპორტები დაკეტილია. თვითმფრინავები დგას და ვერ მუშაობს. თუ ზოგადად და მით უფრო, ღამით, ფრენა მოიმატებს, რისკიც გაიზრდება. ჩვენი საერთაშორისო აეროპორტი არ არის ისეთი გამტარობის, რომ 24-საათიანი რეჟიმით მუშაობა სჭირდებოდეს, დილის შვიდიდან ღამის 12 საათამდე მუშაობა სავსებით საკმარისია.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია