სამართალი
მსოფლიო
საზოგადოება

2

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
სპორტი
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თამარ ჩერგოლეიშვილი - "რაც წინა 9 წლის განმავლობაში გაკეთდა, თვალსა და ხელს შუა გვენგრევა"
თამარ ჩერგოლეიშვილი - "რაც წინა 9 წლის განმავლობაში გაკეთდა, თვალსა და ხელს შუა გვენგრევა"

ჟურ­ნალ "ტა­ბუ­ლას" მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რი თა­მარ ჩერ­გო­ლე­იშ­ვი­ლი "ფე­ის­ბუ­ქის" სა­კუ­თარ გვერ­დზე ხე­ლი­სუფ­ლე­ბას "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" მიღ­წე­ვე­ბის ნგრე­ვა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებს. ამის სა­უ­კე­თე­სო მა­გა­ლი­თად ჩერ­გო­ლე­იშ­ვი­ლი იუს­ტი­ცი­ის სახ­ლე­ბის გა­უ­მარ­თავ მუ­შა­ო­ბას ასა­ხე­ლებს.

"სა­შინ­ლად გული მწყდე­ბა, რომ რაც წინა 9 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­კეთ­და და ის, რაც ჩვე­ნი trademark-ი უნდა გამ­ხდა­რი­ყო, თვალ­სა და ხელს შუა გვენგრე­ვა.

ამის სა­უ­კე­თე­სო მა­გა­ლი­თი იუს­ტი­ცი­ის სახ­ლია.

ჩემი მცი­რე­წლო­ვა­ნი შვი­ლის­თვის სას­წრა­ფოდ გა­მო­საც­ვლე­ლი გა­მიხ­და პას­პორ­ტი. სამ თვე­ზე ნაკ­ლე­ბი იყო დარ­ჩე­ნი­ლი ვა­დის ამო­წურ­ვამ­დე და სა­კონ­სუ­ლომ შენ­გე­ნის ვი­ზის­თვის ვერ მი­ი­ღო.

გუ­შინ მე და გიგა ვი­ყა­ვით ბა­თუმ­ში და თბი­ლის­ში ვბრუნ­დე­ბო­დით. ბავ­შვი იყო თბი­ლის­ში.

1) დავ­რე­კე იუს­ტი­ცი­ის სახ­ლში იმის გა­სარ­კვე­ვად დღეს დი­ლით 9 სა­ათ­ზე რომ მივ­სუ­ლი­ყა­ვი 12-მდე პას­პორ­ტს თუ გას­ცემ­დნენ. მი­თხრეს რომ სერ­ვერს შე­ფერ­ხე­ბა აქვს და შე­იძ­ლე­ბა ვერ მო­ხერ­ხდეს (1 სა­ათ­ში ამი­ღია ადრე).

2) ვი­კი­თხე რჩე­ვა, რა შე­იძ­ლე­ბო­და გა­მე­კე­თე­ბი­ნა. მი­თხრეს, რომ უნდა მივ­სუ­ლი­ყა­ვი ბა­თუ­მის იუს­ტი­ცი­ის სახ­ლში, იმის­თვის, რომ მშობ­ლებს მიგ­ვე­ცა თან­ხმო­ბა ჩემს დას მი­ეყ­ვა­ნა პას­პორტზე იმა­ვე დღეს და მე­ო­რე დღეს გას­ცემ­დნენ. რო­გორც გა­ირ­კვა, ბა­თუმ­ში გან­ცხა­დე­ბის გა­კე­თე­ბა და თბი­ლის­ში პას­პორ­ტის აღე­ბა აღარ შე­იძ­ლე­ბა. უარი მი­თხრეს.

3) კი­დევ ვი­კი­თხე რჩე­ვა, რა შე­იძ­ლე­ბო­და გა­მე­კე­თე­ბი­ნა. მი­თხრეს რომ სკა­ი­პით უნდა შე­მევ­სო გან­ცხა­დე­ბა ბა­თუ­მი­დან და მი­მე­ცა თან­ხმო­ბა, ჩემს დას ბავ­შვი თბი­ლის­ში მი­ეყ­ვა­ნა და მე­ო­რე დღეს პას­პორ­ტს ავი­ღებ­დი. დავ­რე­კე სკა­ი­პით, მი­თხრეს რომ შე­სა­ბა­მი­სი სერ­ვე­რი არ მუ­შა­ობს და ვერ შეძ­ლებ­დნენ მომ­სა­ხუ­რე­ბის გა­წე­ვას.

4) ისევ იტა­ლი­ის სა­ელ­ჩომ მიშ­ვე­ლა და სა­ბუ­თე­ბის მი­ღე­ბის ბოლო ვადა, დღეს 15:00 მდე გა­და­მი­წია. წა­მო­ვე­დი თბი­ლის­ში ძა­ლი­ან დამ­წუხ­რე­ბუ­ლი 5 სა­ა­თის დაგ­ვი­ა­ნე­ბით.

5) დღეს ავი­ღე პას­პორ­ტი და მეს­მო­და, რო­გორ აბ­რუ­ნე­ბენ იუს­ტი­ცი­ის სახ­ლის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი მო­ქა­ლა­ქე­ებს იმ მი­ზე­ზით, რომ ესა თუ ის პროგ­რა­მა არ მუ­შა­ობს.

ქ-ნო წუ­ლუ­კი­ა­ნო - პრო­კუ­რო­რად რომ არ ივარ­გეთ, გა­სა­გე­ბია. იუს­ტი­ცი­ის სახ­ლებს მა­ინც მი­ხე­დეთ. ეს საქ­მე ხომ გა­კე­თე­ბუ­ლი დაგ­ხვდათ. რა­ტომ ან­გრევთ?

"ძვირ­ფა­სო მთავ­რო­ბავ" - ხალ­ხმა თქვენ იმი­ტომ კი არ აგირ­ჩი­ათ, რომ "ანტი მიშა" სურ­და, იმი­ტომ აგირ­ჩი­ათ, რომ "უკე­თე­სი მიშა" უნ­დო­და. სხვა სი­ტყვე­ბით რომ ვთქვათ, გა­კე­თე­ბუ­ლის შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად, ცუ­დის გა­მო­სას­წო­რებ­ლად და ბევ­რი ახა­ლი და კარ­გი საქ­მის გა­სა­კე­თებ­ლად მი­ი­ღეთ მან­და­ტი.

თუმ­ცა, რა­ტომ მიკ­ვირს - კონ­კურ­სით არ­ჩე­უ­ლი ხალ­ხი, პო­ლი­ტი­კუ­რი ნიშ­ნით გა­ყა­რეთ სამ­სა­ხუ­რე­ბი­დან და პარ­ტი­უ­ლი აქ­ტი­ვი და­ა­საქ­მეთ, ისე რომ და­საქ­მე­ბულ­თა მხო­ლოდ 4 %-ს გა­ა­ტა­რეთ კონ­კურ­სი.

შე­დე­გი სა­ხე­ზეა. ნახ­ვამ­დის", - წერს ჩერ­გო­ლე­იშ­ვი­ლი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, კვლავ სტამბოლში შედგება

თამარ ჩერგოლეიშვილი - "რაც წინა 9 წლის განმავლობაში გაკეთდა, თვალსა და ხელს შუა გვენგრევა"

თამარ ჩერგოლეიშვილი - "რაც წინა 9 წლის განმავლობაში გაკეთდა, თვალსა და ხელს შუა გვენგრევა"

ჟურნალ "ტაბულას" მთავარი რედაქტორი თამარ ჩერგოლეიშვილი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ხელისუფლებას "ნაციონალური მოძრაობის" მიღწევების ნგრევაში ადანაშაულებს. ამის საუკეთესო მაგალითად ჩერგოლეიშვილი იუსტიციის სახლების გაუმართავ მუშაობას ასახელებს.

"საშინლად გული მწყდება, რომ რაც წინა 9 წლის განმავლობაში გაკეთდა და ის, რაც ჩვენი trademark-ი უნდა გამხდარიყო, თვალსა და ხელს შუა გვენგრევა.

ამის საუკეთესო მაგალითი იუსტიციის სახლია.

ჩემი მცირეწლოვანი შვილისთვის სასწრაფოდ გამოსაცვლელი გამიხდა პასპორტი. სამ თვეზე ნაკლები იყო დარჩენილი ვადის ამოწურვამდე და საკონსულომ შენგენის ვიზისთვის ვერ მიიღო.

გუშინ მე და გიგა ვიყავით ბათუმში და თბილისში ვბრუნდებოდით. ბავშვი იყო თბილისში.

1) დავრეკე იუსტიციის სახლში იმის გასარკვევად დღეს დილით 9 საათზე რომ მივსულიყავი 12-მდე პასპორტს თუ გასცემდნენ. მითხრეს რომ სერვერს შეფერხება აქვს და შეიძლება ვერ მოხერხდეს (1 საათში ამიღია ადრე).

2) ვიკითხე რჩევა, რა შეიძლებოდა გამეკეთებინა. მითხრეს, რომ უნდა მივსულიყავი ბათუმის იუსტიციის სახლში, იმისთვის, რომ მშობლებს მიგვეცა თანხმობა ჩემს დას მიეყვანა პასპორტზე იმავე დღეს და მეორე დღეს გასცემდნენ. როგორც გაირკვა, ბათუმში განცხადების გაკეთება და თბილისში პასპორტის აღება აღარ შეიძლება. უარი მითხრეს.

3) კიდევ ვიკითხე რჩევა, რა შეიძლებოდა გამეკეთებინა. მითხრეს რომ სკაიპით უნდა შემევსო განცხადება ბათუმიდან და მიმეცა თანხმობა, ჩემს დას ბავშვი თბილისში მიეყვანა და მეორე დღეს პასპორტს ავიღებდი. დავრეკე სკაიპით, მითხრეს რომ შესაბამისი სერვერი არ მუშაობს და ვერ შეძლებდნენ მომსახურების გაწევას.

4) ისევ იტალიის საელჩომ მიშველა და საბუთების მიღების ბოლო ვადა, დღეს 15:00 მდე გადამიწია. წამოვედი თბილისში ძალიან დამწუხრებული 5 საათის დაგვიანებით.

5) დღეს ავიღე პასპორტი და მესმოდა, როგორ აბრუნებენ იუსტიციის სახლის თანამშრომლები მოქალაქეებს იმ მიზეზით, რომ ესა თუ ის პროგრამა არ მუშაობს.

ქ-ნო წულუკიანო - პროკურორად რომ არ ივარგეთ, გასაგებია. იუსტიციის სახლებს მაინც მიხედეთ. ეს საქმე ხომ გაკეთებული დაგხვდათ. რატომ ანგრევთ?

"ძვირფასო მთავრობავ" - ხალხმა თქვენ იმიტომ კი არ აგირჩიათ, რომ "ანტი მიშა" სურდა, იმიტომ აგირჩიათ, რომ "უკეთესი მიშა" უნდოდა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, გაკეთებულის შესანარჩუნებლად, ცუდის გამოსასწორებლად და ბევრი ახალი და კარგი საქმის გასაკეთებლად მიიღეთ მანდატი.

თუმცა, რატომ მიკვირს - კონკურსით არჩეული ხალხი, პოლიტიკური ნიშნით გაყარეთ სამსახურებიდან და პარტიული აქტივი დაასაქმეთ, ისე რომ დასაქმებულთა მხოლოდ 4 %-ს გაატარეთ კონკურსი.

შედეგი სახეზეა. ნახვამდის", - წერს ჩერგოლეიშვილი.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს