სალომე გოგიაშვილის ცხოვრებაში სიახლეა. ყოფილი ტელეწამყვანი მესამე ქმრისგან, ვახო ნიკოლაიშვილისგან შვილს ელოდება. როგორც სალომესთვის, ასევე ვახოსთვის ეს რიგით მესამე, მაგრამ პირველი საერთო შვილი იქნება.
როგორც ჩვენმა რესპონდენტმა გვითხრა, მთელი ოჯახი გახარებულია ამ სასიამოვნო სიახლით და ძირითადად მომავალი დედის განებივრებაზე არიან ორიენტირებული. სალომეს ამ ახალი ამბის შესახებ რამდენიმე კითხვა დავუსვით:
სალომე:
- სამი თვის ორსული ვარ, გოგოს ველოდებით. ჩემი ქმარი ძალიან ბედნიერია, ორი ბიჭი ჰყავს, გოგო უნდოდა და მე ვაჩუქებ, ყველაზე დიდი ოცნება ამისრულეო - მეუბნება.
- სახელი შერჩეული ხომ არ გაქვთ?
- კი, ჩემი დედიკოს სახელს, თიკოს დავარქმევთ.