Faceამბები
საზოგადოება

26

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 03:56-ზე, მთვარე 21:22-დან ტყუპში იქნება – საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. ამ დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. ძილის წინ მიიღეთ გამწმენდი შხაპი. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
EBRD ქართულ საბანკო სექტორში არსებულ ვითარებას დადებითად აფასებს
EBRD ქართულ საბანკო სექტორში არსებულ ვითარებას დადებითად აფასებს

EBRD ქარ­თულ სა­ბან­კო სექ­ტორ­ში არ­სე­ბულ ვი­თა­რე­ბას და­დე­ბი­თად აფა­სებს. "ფორბსის" ქარ­თუ­ლი გა­მო­ცე­მის­თვის მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში, ევ­რო­პის რე­კონ­სტრუქ­ცი­ი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის ბან­კის (EBRD) პრე­ზი­დენ­ტი სერ სუმა ჩაკ­რა­ბარ­ტი ამ­ბობს, რომ ქარ­თულ სა­ბან­კო სექ­ტორს მიზ­ნის მიღ­წე­ვა­ში EBRD-იც და­ეხ­მა­რა. EBRD-ს პრე­ზი­დენ­ტის გან­მარ­ტე­ბით, იმა­ში, რომ ქარ­თუ­ლი სა­ბან­კო სის­ტე­მა გა­მარ­თუ­ლად ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს, სებ-საც დიდი წვლი­ლი მი­უ­ძღვის, რად­გა­ნაც ის ფო­კუ­სი­რე­ბუ­ლია მაკ­რო­ე­კო­ნო­მი­კურ ფარ­გლებ­ში ფა­სე­ბის სტა­ბი­ლუ­რო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა­ზე.

"ძა­ლი­ან ბევრ ქვე­ყა­ნა­ში ჯერ კი­დევ იბ­რძვი­ან სა­ბან­კო სექ­ტო­რის სტა­ბი­ლუ­რო­ბის­თვის და მისი შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის­თვის. ქარ­თუ­ლი რე­ა­ლო­ბა ამ მხრივ კი ერთ-ერთი სა­უ­კე­თე­სოა. რაც ჩემი ამ ვი­ზი­ტის დროს მი­ნა­ხავს, ერთ ძა­ლი­ან მარ­ტივ სტა­ტის­ტი­კას მო­გიყ­ვანთ: ვა­და­გა­და­ცი­ლე­ბუ­ლი სეს­ხე­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში 9,5 %-ია, მა­შინ რო­დე­საც სამ­ხრეთ და აღ­მო­სავ­ლეთ ევ­რო­პა­ში ეს მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი 20 %-ს შე­ად­გენს, რაც ამ ბან­კებს სე­რი­ო­ზულ პრობ­ლე­მებს უქ­მნის. სა­ქარ­თვე­ლო ნამ­დვი­ლად უკე­თეს პო­ზი­ცი­ა­შია და ამი­ტომ მი­ი­ღეთ ჩემი დიდი კომ­პლი­მენ­ტი. თუმ­ცა ად­გი­ლობ­რი­ვი სა­ბან­კო სექ­ტო­რის სტა­ბი­ლუ­რო­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა EBRD-საც აქვს მი­ღე­ბუ­ლი - ამ პრო­ცეს­ში ჩვენც აქ­ტი­უ­რად ვი­ყა­ვით ჩარ­თუ­ლი. და­ვა­მა­ტებ­დი, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ბან­კი ფო­კუ­სი­რე­ბუ­ლია მაკ­რო­ე­კო­ნო­მი­კურ ფარ­გლებ­ში ფა­სე­ბის სტა­ბი­ლუ­რო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა­ზე და ის ამ მხრივ ძა­ლი­ან კარგ საქ­მეს აკე­თებს", - აცხა­დებს EBRD-ის პრე­ზი­დენ­ტი.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ EBRD-ის პრე­ზი­დენ­ტი სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნულ ბანკს 17 ივ­ლისს სტუმ­რობ­და და ეროვ­ნუ­ლი ბან­კის პრე­ზი­დენ­ტთან, გი­ორ­გი ქა­და­გი­ძეს­თან შეხ­ვედ­რი­სას ქარ­თულ სა­ბან­კო სექ­ტორ­ში არ­სე­ბულ ვი­თა­რე­ბას და მიმ­დი­ნა­რე ეკო­ნო­მი­კურ რე­ფორ­მებს გა­ეც­ნო.

"ხაზ­გას­მით მინ­და აღ­ვნიშ­ნო, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ბან­კის თა­ნამ­შრომ­ლო­ბა EBRD-თან არ არის ახა­ლი. ჩვენ ძა­ლი­ან ხან­გრძლი­ვი და სტრა­ტე­გი­უ­ლი პარტნი­ო­რო­ბა გვა­კავ­ში­რებს. გარ­და ამი­სა, დღეს აქ­ტუ­ა­ლუ­რი თემა და ჩვე­ნი ერთ-ერთი პრი­ო­რი­ტე­ტია ლა­რი­ზა­ცია. ჩვენ რამ­დე­ნი­მე თვეა ვმუ­შა­ობთ და უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში, და­ახ­ლო­ე­ბით ორ-სამ თვე­ში EBRD გა­მო­უშ­ვებს პირ­ველ ლა­რით დე­ნო­მი­ნი­რე­ბულ კორ­პო­რა­ტი­ულ ობ­ლი­გა­ცი­ას ად­გი­ლობ­რივ ბა­ზარ­ზე. ეს იქ­ნე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში პირ­ვე­ლი ფა­სი­ა­ნი ქა­ღალ­დი გა­მოშ­ვე­ბუ­ლი ეროვ­ნუ­ლი ვა­ლუ­ტით სა­ერ­თა­შო­რი­სო ფი­ნან­სუ­რი ინ­სტი­ტუ­ტე­ბის მიერ. ჩვენ ვი­მე­დოვ­ნებთ, რომ ამის შემ­დგომ იგი­ვე ტენ­დენ­ცია გაგ­რძელ­დე­ბა არა მარ­ტო სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ფი­ნან­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის მხრი­დან, არა­მედ ქარ­თუ­ლი ბან­კე­ბი­სა და მძლავ­რი კომ­პა­ნი­ე­ბის მხრი­დან, რაც სა­ბო­ლო ჯამ­ში ხელს შე­უ­წყობს კა­პი­ტა­ლის ბაზ­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას.

რა? სად? რა ფა­სად?

გა­ი­გეთ "რა­დიო მარ­კეტ­ში"

ყო­ველ სა­მუ­შაო დღეს 10:50 და 11:50 სა­ათ­ზე

რა­დიო "პა­ლიტ­რის" ეთერ­ში - FM 103.9

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

EBRD ქართულ საბანკო სექტორში არსებულ ვითარებას დადებითად აფასებს

EBRD ქართულ საბანკო სექტორში არსებულ ვითარებას დადებითად აფასებს

EBRD ქართულ საბანკო სექტორში არსებულ ვითარებას დადებითად აფასებს. "ფორბსის" ქართული გამოცემისთვის მიცემულ ინტერვიუში, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) პრეზიდენტი სერ სუმა ჩაკრაბარტი ამბობს, რომ ქართულ საბანკო სექტორს მიზნის მიღწევაში EBRD-იც დაეხმარა. EBRD-ს პრეზიდენტის განმარტებით, იმაში, რომ ქართული საბანკო სისტემა გამართულად ფუნქციონირებს, სებ-საც დიდი წვლილი მიუძღვის, რადგანაც ის ფოკუსირებულია მაკროეკონომიკურ ფარგლებში ფასების სტაბილურობის შენარჩუნებაზე.

"ძალიან ბევრ ქვეყანაში ჯერ კიდევ იბრძვიან საბანკო სექტორის სტაბილურობისთვის და მისი შენარჩუნებისთვის. ქართული რეალობა ამ მხრივ კი ერთ-ერთი საუკეთესოა. რაც ჩემი ამ ვიზიტის დროს მინახავს, ერთ ძალიან მარტივ სტატისტიკას მოგიყვანთ: ვადაგადაცილებული სესხების მაჩვენებელი საქართველოში 9,5 %-ია, მაშინ როდესაც სამხრეთ და აღმოსავლეთ ევროპაში ეს მაჩვენებელი 20 %-ს შეადგენს, რაც ამ ბანკებს სერიოზულ პრობლემებს უქმნის. საქართველო ნამდვილად უკეთეს პოზიციაშია და ამიტომ მიიღეთ ჩემი დიდი კომპლიმენტი. თუმცა ადგილობრივი საბანკო სექტორის სტაბილურობაში მონაწილეობა EBRD-საც აქვს მიღებული - ამ პროცესში ჩვენც აქტიურად ვიყავით ჩართული. დავამატებდი, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი ფოკუსირებულია მაკროეკონომიკურ ფარგლებში ფასების სტაბილურობის შენარჩუნებაზე და ის ამ მხრივ ძალიან კარგ საქმეს აკეთებს", - აცხადებს EBRD-ის პრეზიდენტი.

შეგახსენებთ, რომ EBRD-ის პრეზიდენტი საქართველოს ეროვნულ ბანკს 17 ივლისს სტუმრობდა და ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან, გიორგი ქადაგიძესთან შეხვედრისას ქართულ საბანკო სექტორში არსებულ ვითარებას და მიმდინარე ეკონომიკურ რეფორმებს გაეცნო.

"ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის თანამშრომლობა EBRD-თან არ არის ახალი. ჩვენ ძალიან ხანგრძლივი და სტრატეგიული პარტნიორობა გვაკავშირებს. გარდა ამისა, დღეს აქტუალური თემა და ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია ლარიზაცია. ჩვენ რამდენიმე თვეა ვმუშაობთ და უახლოეს მომავალში, დაახლოებით ორ-სამ თვეში EBRD გამოუშვებს პირველ ლარით დენომინირებულ კორპორატიულ ობლიგაციას ადგილობრივ ბაზარზე. ეს იქნება საქართველოში პირველი ფასიანი ქაღალდი გამოშვებული ეროვნული ვალუტით საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების მიერ. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ამის შემდგომ იგივე ტენდენცია გაგრძელდება არა მარტო საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების მხრიდან, არამედ ქართული ბანკებისა და მძლავრი კომპანიების მხრიდან, რაც საბოლო ჯამში ხელს შეუწყობს კაპიტალის ბაზრების განვითარებას.

რა? სად? რა ფასად?

გაიგეთ ”რადიო მარკეტში”

ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე

რადიო ”პალიტრის” ეთერში - FM 103.9

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ