სადაზღვევო კომპანია "უნისონს" ავტოდაზღვევაზე ახალი პირობები აქვს. როგორც კომპანიიდან გვაცნობეს, ავტომფლობელებს ეძლევათ შანსი ავტომობილი უპრეცედენტოდ დაბალ ფასად, ავტომანქანის ღირებულების მხოლოდ 3,5%-ად, ნულოვანი ფრანშიზით და ყველა სადაზღვევო რისკის გათვალისწინებით დააზღვიონ.
სადაზღვევო რისკები:
ავტომობილის დაზიანება ან სრული განადგურება გამოწვეული: ხანძრით, აფეთქებით, მეხის დაცემით, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევით, სტიქიური მოვლენებით, მიწისძვრისა და სეტყვის ჩათვლით; სხვადასხვა საგნის დაცემით, ქურდობით, ძარცვით, ყაჩაღობით, მესამე პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედებით, ვანდალიზმით.
სადაზღვევო ტარიფი: 3.5 %
ფრანშიზა: "0" - ნული
დამატებითი მომსახურება და ბენეფიტები:
დაზღვეული რისკების შედეგად დაზიანების შემთხვევაში, ევაკუატორის უფასო მომსახურეობა საქართველოს მასშტაბით;
24 საათიანი ავტოასისტანსი;
მძღოლისა და მგზავრების უბედური შემთხვევისაგან დაზღვევა (ლიმიტი - 5 000 აშშ დოლარი);
დაზღვეული ავტომანქანის ელექტრო დიაგნოსტიკა პროვაიდერ სერვის-ცენტრში, წელიწადში ერთხელ;
აქსესუარების დაზღვევა ერთჯერადად, 1 500 ლარის ფარგლებში;
10%-დან 20%-მდე ფასდაკლება "უნისონის" ნებისმიერი სადაზღვევო პროდუქტის შეძენისას;
აქცია ძალაშია 15 სქეტემბრამდე.
რა? სად? რა ფასად?
გაიგეთ "რადიო მარკეტში"
ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე
რადიო "პალიტრის" ეთერში - FM 103.9