სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გიორგი მარგველაშვილი - მე მაქვს ქართველი ერის პოლიტიკური სიბრძნის იმედი
გიორგი მარგველაშვილი - მე მაქვს ქართველი ერის პოლიტიკური სიბრძნის იმედი

27 ოქ­ტომ­ბერს კო­ჰა­ბი­ტა­ცია მთავ­რდე­ბა და ქვე­ყა­ნას არ ეყო­ლე­ბა პრე­ზი­დენ­ტი, რო­მე­ლის მი­ზა­ნია ქვეყ­ნის დის­კრე­დი­ტა­ცია, სა­სა­მარ­თლო­ში ჩა­რე­ვა და აბ­სურ­დუ­ლი ვე­ტო­ე­ბი. ამის შე­სა­ხებ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" საპ­რე­ზი­დენ­ტო კან­დი­დატ­მა, გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა დღეს ნო­ქა­ლა­ქევ­ში პრე­მი­ე­რის წარ­დგე­ნის შემ­დეგ გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, ნო­ქა­ლა­ქე­ვი არის სიმ­ბო­ლო, სა­ი­და­ნაც რე­ა­ლუ­რად სა­ქარ­თვე­ლო იწყე­ბა.

"აქე­დან და­ი­წყო სა­ქარ­თვე­ლოს მშე­ნებ­ლო­ბა, რო­დე­საც ქუჯი ერის­თავ­მა თან­ხმო­ბის ხელი გა­უ­წო­და ფარ­ნა­ვაზს, სწო­რედ ამით შე­იქ­მნა ის ქვე­ყა­ნა, რო­მელ­საც ჩვენ ვაგ­რძე­ლებთ და გა­ვაგ­რძე­ლებთ სა­უ­კუ­ნე­ე­ბი. რო­დე­საც ასეთ მი­წა­ზე დგა­ხარ შე­უძ­ლე­ბე­ლია არ იგ­რძნო შენი ვალ­დე­ბუ­ლე­ბა, რომ შენც ბევ­რი გაქვს გა­სა­კე­თე­ბე­ლი", - აღ­ნიშ­ნა მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, დიდი ტვირ­თია, რო­დე­საც ქვეყ­ნის მთა­ვა­რი პო­ლი­ტი­კუ­რი ძალა გა­სა­ხე­ლებს პრე­ზი­დენ­ტო­ბის კან­დი­და­ტად.

"მად­ლო­ბა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს და კო­ა­ლი­ცი­ას ასე­თი დიდი ნდო­ბის­თვის, ამ ვალ­დე­ბუ­ლე­ბას ბო­ლომ­დე გა­ვა­ტა­რებ და ვიბ­რძო­ლებთ თი­თო­ე­უ­ლი ხმის­თვის და გა­ვი­მარ­ჯვებ არ­ჩევ­ნებ­ში. მე მაქვს იმე­დი ქარ­თვე­ლი ერის პო­ლი­ტი­კუ­რი სიბ­რძნის, მე მაქვს მა­გა­ლი­თი ამი­სა. ერთი წლის წინ ჩვენ­მა პო­ლი­ტი­კურ­მა გუნ­დმა ქარ­თველ ერ­თან ერ­თად მშვი­დო­ბი­ა­ნად შეც­ვა­ლა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა და ჩვენ რე­ა­ლუ­რად შევ­ქმე­ნით ახა­ლი ტი­პის გარ­დაქ­მნე­ბი და ახა­ლი ტი­პის მთავ­რო­ბა. ამან შეც­ვა­ლა ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­სა და ხალ­ხის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა. ეს მთავ­რო­ბა არის ხალ­ხი, რო­მე­ლიც ემ­სა­ხუ­რე­ბა თი­თო­ე­ულ მო­ქა­ლა­ქეს", - გა­ნა­ცხა­და "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" პრე­ზი­დენ­ტო­ბის კან­დი­დატ­მა.

მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, ცხრა თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ბევ­რი ფერ­მე­რის ნაკ­ვე­თი იქნა მი­ხე­დი­ლი, მათ მი­ე­ცათ 500 ლა­რი­ა­ნი ვა­უ­ჩე­რი.

"თქვე­ნი შვი­ლე­ბი რომ მივ­ლენ სკო­ლა­ში, მათ დახ­ვდე­ბათ წიგ­ნე­ბი. ყვე­ლა სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქალ­ქე არის და­ზღვე­უ­ლი, მე­დია არის თა­ვი­სუ­ფა­ლი, ეს არის და­სა­წყი­სი ცვლი­ლე­ბე­ბი­სა და რე­ფორ­მე­ბის, ჩვენ ამა­ზე არ ვჩერ­დე­ბით და სე­რი­ო­ზუ­ლი მიზ­ნე­ბი გვაქვს გან­სა­ხორ­ცი­ე­ლე­ბე­ლი", - აცხა­დებს მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი.

პრე­ზი­დენ­ტო­ბის კან­დი­და­ტი პი­რო­ბას დებს, რომ სა­ქარ­თვე­ლო იქ­ნე­ბა პო­ლი­ტი­კუ­რად სტა­ბი­ლუ­რი და ეკო­ნო­მი­კუ­რად გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი ქვე­ყა­ნა.

"ეს არის ქვა­კუ­თხე­დი სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბი­სა. ევ­რო­პის­კენ სწრაფ­ვა, დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი, ეს არის ქარ­თვე­ლი ერის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა და ჩვენ ამ კურ­სის ერ­თგუ­ლი ვრჩე­ბით. ის კლი­შე, თით­ქოს არ შე­იძ­ლე­ბა ევ­რო­პის­კენ წას­ვლა, თუ რუ­სეთ­თან არ არის და­ძა­ბუ­ლო­ბა, ეს კლი­შე შევ­ცვა­ლეთ. რუ­სეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის ნორ­მა­ლი­ზა­ცია და­ვი­წყეთ. ეს გაგ­რძელ­დე­ბა მო­მა­ვალ­ში. სა­ქარ­თვე­ლოს სჭირ­დე­ბა სტა­ბი­ლუ­რი და მდგრა­დი პო­ლი­ტი­კა", - აღ­ნიშ­ნავს მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი.

მი­სი­ვე გან­ცხა­დე­ბით, "ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ" შარ­შან ქვე­ყა­ნას აა­ცი­ლა და­პი­რის­პი­რე­ბა და ქვეყ­ნის გან­ვი­თა­რე­ბა აუ­ცი­ლებ­ლად გაგ­რძელ­დე­ბა.

"27 ოქ­ტომ­ბერს კო­ჰა­ბი­ტა­ცია მთავ­რდე­ბა და ქვე­ყა­ნას არ ეყო­ლე­ბა პრე­ზი­დენ­ტი, რომ­ლის მი­ზა­ნია ქვეყ­ნის დის­კრე­დი­ტა­ცია, სა­სა­მარ­თლო­ში ჩა­რე­ვა, აბ­სურ­დუ­ლი ვე­ტო­ე­ბი. ეს მთავ­რდე­ბა 27 ოქ­ტომ­ბერს თქვე­თან ერ­თად და თქვე­ნი მეშ­ვე­ო­ბით. ამ­დე­ნად მე ვიქ­ნე­ბი პრე­ზი­დენ­ტი, რო­მე­ლიც ჩარ­თუ­ლი იქ­ნე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბა­ში და სა­ზო­გა­დო­ე­ბის პულსზე ეჭი­რე­ბა ხელი", - აცხა­დებს "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" საპ­რე­ზი­დენ­ტო კან­დი­და­ტი.

მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის სა­არ­ჩევ­ნო შტაბს და­ვით სა­გა­ნე­ლი­ძე უხელ­მძღვა­ნე­ლებს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"

გიორგი მარგველაშვილი - მე მაქვს ქართველი ერის პოლიტიკური სიბრძნის იმედი

გიორგი მარგველაშვილი - მე მაქვს ქართველი ერის პოლიტიკური სიბრძნის იმედი

27 ოქტომბერს კოჰაბიტაცია მთავრდება და ქვეყანას არ ეყოლება პრეზიდენტი, რომელის მიზანია ქვეყნის დისკრედიტაცია, სასამართლოში ჩარევა და აბსურდული ვეტოები. ამის შესახებ "ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატმა, გიორგი მარგველაშვილმა დღეს ნოქალაქევში პრემიერის წარდგენის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ნოქალაქევი არის სიმბოლო, საიდანაც რეალურად საქართველო იწყება.

"აქედან დაიწყო საქართველოს მშენებლობა, როდესაც ქუჯი ერისთავმა თანხმობის ხელი გაუწოდა ფარნავაზს, სწორედ ამით შეიქმნა ის ქვეყანა, რომელსაც ჩვენ ვაგრძელებთ და გავაგრძელებთ საუკუნეები. როდესაც ასეთ მიწაზე დგახარ შეუძლებელია არ იგრძნო შენი ვალდებულება, რომ შენც ბევრი გაქვს გასაკეთებელი", - აღნიშნა მარგველაშვილმა.

მისივე თქმით, დიდი ტვირთია, როდესაც ქვეყნის მთავარი პოლიტიკური ძალა გასახელებს პრეზიდენტობის კანდიდატად.

"მადლობა ბიძინა ივანიშვილს და კოალიციას ასეთი დიდი ნდობისთვის, ამ ვალდებულებას ბოლომდე გავატარებ და ვიბრძოლებთ თითოეული ხმისთვის და გავიმარჯვებ არჩევნებში. მე მაქვს იმედი ქართველი ერის პოლიტიკური სიბრძნის, მე მაქვს მაგალითი ამისა. ერთი წლის წინ ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა ქართველ ერთან ერთად მშვიდობიანად შეცვალა ხელისუფლება და ჩვენ რეალურად შევქმენით ახალი ტიპის გარდაქმნები და ახალი ტიპის მთავრობა. ამან შეცვალა ხელისუფლებისა და ხალხის დამოკიდებულება. ეს მთავრობა არის ხალხი, რომელიც ემსახურება თითოეულ მოქალაქეს", - განაცხადა "ქართული ოცნების" პრეზიდენტობის კანდიდატმა.

მისივე განმარტებით, ცხრა თვის განმავლობაში ბევრი ფერმერის ნაკვეთი იქნა მიხედილი, მათ მიეცათ 500 ლარიანი ვაუჩერი.

"თქვენი შვილები რომ მივლენ სკოლაში, მათ დახვდებათ წიგნები. ყველა საქართველოს მოქალქე არის დაზღვეული, მედია არის თავისუფალი, ეს არის დასაწყისი ცვლილებებისა და რეფორმების, ჩვენ ამაზე არ ვჩერდებით და სერიოზული მიზნები გვაქვს განსახორციელებელი", - აცხადებს მარგველაშვილი.

პრეზიდენტობის კანდიდატი პირობას დებს, რომ საქართველო იქნება პოლიტიკურად სტაბილური და ეკონომიკურად განვითარებული ქვეყანა.

"ეს არის ქვაკუთხედი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა. ევროპისკენ სწრაფვა, დემოკრატიული ღირებულებები, ეს არის ქართველი ერის გადაწყვეტილება და ჩვენ ამ კურსის ერთგული ვრჩებით. ის კლიშე, თითქოს არ შეიძლება ევროპისკენ წასვლა, თუ რუსეთთან არ არის დაძაბულობა, ეს კლიშე შევცვალეთ. რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზაცია დავიწყეთ. ეს გაგრძელდება მომავალში. საქართველოს სჭირდება სტაბილური და მდგრადი პოლიტიკა", - აღნიშნავს მარგველაშვილი.

მისივე განცხადებით, "ქართულმა ოცნებამ" შარშან ქვეყანას ააცილა დაპირისპირება და ქვეყნის განვითარება აუცილებლად გაგრძელდება.

"27 ოქტომბერს კოჰაბიტაცია მთავრდება და ქვეყანას არ ეყოლება პრეზიდენტი, რომლის მიზანია ქვეყნის დისკრედიტაცია, სასამართლოში ჩარევა, აბსურდული ვეტოები. ეს მთავრდება 27 ოქტომბერს თქვეთან ერთად და თქვენი მეშვეობით. ამდენად მე ვიქნები პრეზიდენტი, რომელიც ჩართული იქნება საზოგადოებასთან თანამშრომლობაში და საზოგადოების პულსზე ეჭირება ხელი", - აცხადებს "ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატი.

მისივე ინფორმაციით, გიორგი მარგველაშვილის საარჩევნო შტაბს დავით საგანელიძე უხელმძღვანელებს.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"