პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბიძინა ივანიშვილი - საქართველოში დაიმსხვრევა სტერეოტიპი, როდესაც ქვეყნის პრეზიდენტი ზე-კაცია
ბიძინა ივანიშვილი - საქართველოში დაიმსხვრევა სტერეოტიპი, როდესაც ქვეყნის პრეზიდენტი ზე-კაცია

სა­ქარ­თვე­ლო­ში და­იმ­სხვრე­ვა სტე­რე­ო­ტი­პი, რო­დე­საც ქვეყ­ნის პრე­ზი­დენ­ტი ზე-კა­ცია, რო­მე­ლიც ყვე­ლა­ფერს ჩვენს მა­გივ­რად გა­და­წყვეტს, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა ნო­ქა­ლა­ქევ­ში, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" საპ­რე­ზი­დენ­ტო კან­დი­და­ტის, გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ის გახ­სნი­სას გა­ნა­ცხა­და. მისი თქმით, გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი იქ­ნე­ბა ყვე­ლას პრე­ზი­დენ­ტი.

"ისევ სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ის რე­ჟიმ­ში ვხვდე­ბით ერ­თმა­ნეთს, ისევ გა­მარ­ჯვე­ბის­თვის ვემ­ზა­დე­ბით. ჩვე­ნი შეხ­ვედ­რის­თვის შე­ვარ­ჩი­ეთ ეს ის­ტო­რი­უ­ლი ად­გი­ლი, სა­ი­და­ნაც სა­ქარ­თვე­ლოს გამ­თლი­ა­ნე­ბა და­ი­წყო. ქარ­თულ სა­ზო­გა­დო­ე­ბას, ჩვენს ამომ­რჩე­ველს კი­დევ ერთხელ მინ­და წარ­ვუდ­გი­ნო "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" საპ­რე­ზი­დე­ნო კან­დი­და­ტი, გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბის ღირ­სე­უ­ლი წარ­მო­მად­გე­ნე­ლია და ევ­რო­პუ­ლი ყა­ი­დის ლი­დე­რია. ვარ­ღვევთ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში დამ­კვიდ­რე­ბულ სტე­რე­ო­ტიპს, რომ ქვეყ­ნის პრე­ზი­დენ­ტი ზე-კა­ცია, რო­მე­ლიც ყვე­ლა­ფერს ჩვენს მა­გივ­რად გა­და­წყვეტს. ევ­რო­პა­ში ეს ასე არ არის. უნდა და­ვამ­სხვრი­ოთ ეს მა­ხინ­ჯი სტე­რე­ო­ტი­პი. ქვეყ­ნის პრე­ზი­დენ­ტად უნდა ავირ­ჩი­ოთ ნამ­დვი­ლად ევ­რო­პუ­ლად მო­აზ­როვ­ნე ადა­მი­ა­ნი, რაც და­ამ­თავ­რებს სა­ქარ­თვე­ლო­ში ერთი კა­ცის ჭკუ­ა­ზე ქვეყ­ნის მარ­თვას, ერთი კა­ცის იმე­დად ყოფ­ნას და ყვე­ლას და­ა­ნა­ხებს, რომ ჩვენც შეგ­ვიძ­ლია დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი პრინ­ცი­პე­ბით აზ­როვ­ნე­ბა და სა­ხელ­მწი­ფოს შე­ნე­ბა", - გა­ნა­ცხა­და ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი არას­დროს გა­მო­კი­დე­ბია თა­ნამ­დე­ბო­ბას.

"ის ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბის წევ­რია. ის ერთ-ერთი ჩვენ­გა­ნია, რო­მელ­საც მომ­დევ­ნო 5 წლით ავირ­ჩევთ და ხალ­ხის სამ­სა­ხურ­ში ჩა­ვა­ყე­ნებთ. ის არას­დროს გა­მო­კი­დე­ბია თა­ნამ­დე­ბო­ბას და მას მა­ღა­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის გა­რე­შეც ღირ­სე­უ­ლი ად­გი­ლი უჭი­რავს ჩვენ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში. გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი არის ჩვე­ნი თა­ნა­გუნ­დე­ლი და გა­მორ­ჩე­უ­ლი ადა­მი­ნი, რო­მელ­საც არას­დროს უღა­ლა­ტია პი­როვ­ნუ­ლი თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის. ის არ ერი­დე­ბა თა­მამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს და გა­ბე­დუ­ლი კა­ცია. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ის ახ­ლოს იყო პო­ლი­ტი­კას­თან, ვე­რა­ვინ დას­წა­მებს, რომ პო­ლი­ტი­კუ­რი ინ­ტრი­გე­ბის მო­ნა­წი­ლე იყო. ის არც ერთი პარ­ტი­ის წევ­რი არ არის. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ ის ყვე­ლას ინ­ტე­რე­სე­ბის დამ­ცვე­ლი იქ­ნე­ბა. ყვე­ლას პრე­ზი­დენ­ტი იქ­ნე­ბა ჩვე­ნი გი­ორ­გი", - აღ­ნიშ­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, კვლავ სტამბოლში შედგება

ბიძინა ივანიშვილი - საქართველოში დაიმსხვრევა სტერეოტიპი, როდესაც ქვეყნის პრეზიდენტი ზე-კაცია

ბიძინა ივანიშვილი - საქართველოში დაიმსხვრევა სტერეოტიპი, როდესაც ქვეყნის პრეზიდენტი ზე-კაცია

საქართველოში დაიმსხვრევა სტერეოტიპი, როდესაც ქვეყნის პრეზიდენტი ზე-კაცია, რომელიც ყველაფერს ჩვენს მაგივრად გადაწყვეტს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა ნოქალაქევში, "ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატის, გიორგი მარგველაშვილის წინასაარჩევნო კამპანიის გახსნისას განაცხადა. მისი თქმით, გიორგი მარგველაშვილი იქნება ყველას პრეზიდენტი.

"ისევ საარჩევნო კამპანიის რეჟიმში ვხვდებით ერთმანეთს, ისევ გამარჯვებისთვის ვემზადებით. ჩვენი შეხვედრისთვის შევარჩიეთ ეს ისტორიული ადგილი, საიდანაც საქართველოს გამთლიანება დაიწყო. ქართულ საზოგადოებას, ჩვენს ამომრჩეველს კიდევ ერთხელ მინდა წარვუდგინო "ქართული ოცნების" საპრეზიდენო კანდიდატი, გიორგი მარგველაშვილი, რომელიც ჩვენი საზოგადოების ღირსეული წარმომადგენელია და ევროპული ყაიდის ლიდერია. ვარღვევთ წლების განმავლობაში ჩვენს ქვეყანაში დამკვიდრებულ სტერეოტიპს, რომ ქვეყნის პრეზიდენტი ზე-კაცია, რომელიც ყველაფერს ჩვენს მაგივრად გადაწყვეტს. ევროპაში ეს ასე არ არის. უნდა დავამსხვრიოთ ეს მახინჯი სტერეოტიპი. ქვეყნის პრეზიდენტად უნდა ავირჩიოთ ნამდვილად ევროპულად მოაზროვნე ადამიანი, რაც დაამთავრებს საქართველოში ერთი კაცის ჭკუაზე ქვეყნის მართვას, ერთი კაცის იმედად ყოფნას და ყველას დაანახებს, რომ ჩვენც შეგვიძლია დემოკრატიული პრინციპებით აზროვნება და სახელმწიფოს შენება", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

მისივე თქმით, გიორგი მარგველაშვილი არასდროს გამოკიდებია თანამდებობას.

"ის ჩვენი საზოგადოების წევრია. ის ერთ-ერთი ჩვენგანია, რომელსაც მომდევნო 5 წლით ავირჩევთ და ხალხის სამსახურში ჩავაყენებთ. ის არასდროს გამოკიდებია თანამდებობას და მას მაღალი თანამდებობის გარეშეც ღირსეული ადგილი უჭირავს ჩვენ საზოგადოებაში. გიორგი მარგველაშვილი არის ჩვენი თანაგუნდელი და გამორჩეული ადამინი, რომელსაც არასდროს უღალატია პიროვნული თავისუფლებისთვის. ის არ ერიდება თამამ გადაწყვეტილებებს და გაბედული კაცია. მიუხედავად იმისა, რომ ის ახლოს იყო პოლიტიკასთან, ვერავინ დასწამებს, რომ პოლიტიკური ინტრიგების მონაწილე იყო. ის არც ერთი პარტიის წევრი არ არის. დარწმუნებული ვარ, რომ ის ყველას ინტერესების დამცველი იქნება. ყველას პრეზიდენტი იქნება ჩვენი გიორგი", - აღნიშნა ივანიშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა