Faceამბები
სამართალი
პოლიტიკა

25

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე კუროშია – დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მოსკოვი და თეირანი ახალი ატომური ელექტროსადგურს აშენებას გეგმავენ
მოსკოვი და თეირანი ახალი ატომური ელექტროსადგურს აშენებას გეგმავენ

თე­ი­რა­ნი და მოს­კო­ვი უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში ხელს მო­ა­წე­რენ შე­თან­ხმე­ბას ირან­ში ახა­ლი ატო­მუ­რი ელექტრო­სად­გუ­რის მშე­ნებ­ლო­ბის შე­სა­ხებ. ამის შე­სა­ხებ ჟურ­ნა­ლის­ტებს ირა­ნის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა ალი აკბარ სა­ლეჰ­მა გა­ნუ­ცხა­და. დო­კუ­მენ­ტის ში­ნა­არსზე და ხელ­მო­წე­რის სა­ვა­რა­უ­დო თა­რიღ­ზე ინ­ფორ­მა­ცია არ ვრცელ­დე­ბა. ამ სა­კი­თხზე, რუ­სუ­ლი მხა­რე ჯერ­ჯე­რო­ბით კო­მენ­ტარს არ აკე­თებს.

რუ­სე­თის სა­ხელ­მწი­ფო დუ­მის სპი­კერ­მა, სერ­გეი ნა­რიშ­კინ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ რუ­სე­თი და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლია ირან­თან სა­მო­მავ­ლო ბირ­თვუ­ლი თა­ნამ­შრომ­ლო­ბით. ნა­რიშ­კი­ნის თქმით, ბუ­შე­რის ატო­მუ­რი სად­გუ­რის ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ა­ში გაშ­ვე­ბის შემ­დეგ, ეს თა­ნამ­შრომ­ლო­ბა არ დას­რულ­დე­ბა.

ბუ­შე­რის ატო­მუ­რი ელექტრო­სად­გუ­რის მშე­ნებ­ლო­ბა 1975 წელს და­სავ­ლეთ გერ­მა­ნელ­მა სპე­ცი­ა­ლის­ტებ­მა და­ი­წყეს. თუმ­ცა, 4 წლის შემ­დეგ სად­გუ­რის მშე­ნებ­ლო­ბა ის­ლა­მუ­რი რეს­პუბ­ლი­კის წი­ნა­აღ­მდეგ და­წე­სე­ბუ­ლი აშშ-ის სან­ქცი­ე­ბის გამო შე­წყდა. ატო­მურ სად­გურ­ზე მუ­შა­ო­ბა 1995 წელს გა­ნახ­ლდა. ამას­თან, გერ­მა­ნე­ლე­ბის ნაც­ვლად მის მშე­ნებ­ლო­ბა­ში რუ­სე­ბი ჩა­ერ­თვნენ.

სა­მუ­შა­ო­ე­ბის ძი­რი­თა­დი ნა­წი­ლი 2010 წელს დას­რულ­და, ხოლო 2013 წლის სექ­ტემ­ბერ­ში და­გეგ­მი­ლია ობი­ექ­ტის ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ა­ში გაშ­ვე­ბა.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია mehrnews.com-ის მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

მოსკოვი და თეირანი ახალი ატომური ელექტროსადგურს აშენებას გეგმავენ

მოსკოვი და თეირანი ახალი ატომური ელექტროსადგურს აშენებას გეგმავენ

თეირანი და მოსკოვი უახლოეს მომავალში ხელს მოაწერენ შეთანხმებას ირანში ახალი ატომური ელექტროსადგურის მშენებლობის შესახებ. ამის შესახებ ჟურნალისტებს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ალი აკბარ სალეჰმა განუცხადა. დოკუმენტის შინაარსზე და ხელმოწერის სავარაუდო თარიღზე ინფორმაცია არ ვრცელდება. ამ საკითხზე, რუსული მხარე ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებს.

რუსეთის სახელმწიფო დუმის სპიკერმა, სერგეი ნარიშკინმა განაცხადა, რომ რუსეთი დაინტერესებულია ირანთან სამომავლო ბირთვული თანამშრომლობით. ნარიშკინის თქმით, ბუშერის ატომური სადგურის ექსპლუატაციაში გაშვების შემდეგ, ეს თანამშრომლობა არ დასრულდება.

ბუშერის ატომური ელექტროსადგურის მშენებლობა 1975 წელს დასავლეთ გერმანელმა სპეციალისტებმა დაიწყეს. თუმცა, 4 წლის შემდეგ სადგურის მშენებლობა ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ დაწესებული აშშ-ის სანქციების გამო შეწყდა. ატომურ სადგურზე მუშაობა 1995 წელს განახლდა. ამასთან, გერმანელების ნაცვლად მის მშენებლობაში რუსები ჩაერთვნენ.

სამუშაოების ძირითადი ნაწილი 2010 წელს დასრულდა, ხოლო 2013 წლის სექტემბერში დაგეგმილია ობიექტის ექსპლუატაციაში გაშვება.

მომზადებულია mehrnews.com-ის მიხედვით.

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ