პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სპორტი
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ადვოკატი - ასლან აბაშიძეს საქართველოს საზღვრის გადმოკვეთის შემთხვევაში დააპატიმრებენ
ადვოკატი - ასლან აბაშიძეს საქართველოს საზღვრის გადმოკვეთის შემთხვევაში დააპატიმრებენ

ას­ლან აბა­ში­ძეს სა­ქარ­თვე­ლოს სა­ზღვრის გად­მოკ­ვე­თის შემ­თხვე­ვა­ში და­ა­პა­ტიმ­რე­ბენ, - ამის შე­სა­ხებ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" ას­ლან აბა­ძის ად­ვო­კატ­მა ლე­ვან სა­მუ­ში­ამ გა­ნუ­ცხა­და. მისი თქმით, აბა­ში­ძეს ერთ საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით პა­ტიმ­რო­ბა უკვე შე­ფარ­დე­ბუ­ლი აქვს, ხოლო მე­ო­რე საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით, რო­მე­ლიც რამ­დე­ნი­მე ეპი­ზოდს მო­ი­ცავს, სა­სა­მარ­თლო გან­ხილ­ვა გრძელ­დე­ბა.

"მის მი­მართ საქ­მე ბა­თუ­მის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს წარ­მო­ე­ბა­შია. რამ­დე­ნი­მე ბრალ­დე­ბის ეპი­ზო­დია. პირ­ველ რიგ­ში უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ ეს ბრალ­დე­ბე­ბი არის სრუ­ლი­ად უსა­ფუძ­ვლო და ეს დამ­ტკიც­და ათე­უ­ლო­ბით მოწ­მის და­კი­თხვი­სას. ანუ, ბრალ­დე­ბას იმ ეპი­ზო­დებ­ში, სა­დაც ვი­ცავ ას­ლან აბა­ში­ძეს, არა­ნა­ი­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი, მოწ­მის ჩვე­ნე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც ჩემი დაც­ვის ქვეშ მყო­ფის ბრა­ლე­უ­ლო­ბა­ზე სა­უბ­რო­ბენ, არ არ­სე­ბობს. რაც შე­ე­ხე­ბა სხვა ეპი­ზო­დებს, მე სა­ნამ მის დაც­ვას და­ვი­წყებ­დი, იქამ­დე მის მი­მართ გა­მო­ტა­ნი­ლი არის გა­მამ­ტყუ­ნე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნი. რო­გორც ვიცი, იმ ბრალ­დე­ბებ­შიც ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი და­უ­სა­ბუ­თებ­ლო­ბის ვა­რი­ან­ტე­ბია. რამ­დე­ნა­დაც მაქვს ინ­ფორ­მა­ცია, ეს საქ­მე ევ­რო­პულ სა­სა­მარ­თლო­შია გაგ­ზავ­ნი­ლი. შე­სა­ბა­მი­სად, მას სა­ქარ­თვე­ლოს სა­ზღვრის გად­მოკ­ვე­თის შემ­თხვე­ვა­ში და­ა­კა­ვე­ბენ", - გა­ნა­ცხა­და სა­მუ­ში­ამ.

მი­სი­ვე თქმით, საქ­მე, რო­მელ­საც ბა­თუ­მის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო იხი­ლავს, მო­ი­ცავს მათ შო­რის ქა­ქუ­თი­სა და ჩო­ლო­ქის ხი­დე­ბის აფეთ­ქე­ბი­სა და უკა­ნო­ნო შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ფორ­მი­რე­ბის შექ­მნის ეპი­ზო­დებს.

15 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა კი აბა­ში­ძეს თა­ნამ­დე­ბო­ბის ბო­რო­ტად გა­მო­ყე­ნე­ბის, სა­ხელ­მწი­ფო ქო­ნე­ბის გაფ­ლან­გვის და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ქო­ნე­ბის გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი რა­ო­დე­ნო­ბით გა­ტა­ცე­ბა-გაფ­ლან­გვის ბრალ­დე­ბით მი­ე­სა­ჯა. მას­ვე აჭა­რის ფი­ნანსთა და ეკო­ნო­მი­კის სა­მი­ნის­ტრო­ე­ბის სა­სარ­გებ­ლოდ 98 229 530 ლა­რის გა­დახ­და და­ე­კის­რა.

გა­ზეთ "კვი­რის პა­ლიტ­რის­თვის" მი­ცე­მულ ექ­სკლუ­ზი­ურ ინ­ტერ­ვი­უ­ში ას­ლან აბა­ში­ძის შვი­ლი, გი­ორ­გი აბა­ში­ძე აცხა­დებს, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მო­სას­ვლე­ლად ემ­ზა­დე­ბი­ან.

"ჯერ მე მოვ­დი­ვარ, მოგ­ვი­ა­ნე­ბით მა­მაც ჩა­მო­ვა, - აღ­ნიშ­ნა გი­ორ­გი აბა­ში­ძემ.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

ადვოკატი - ასლან აბაშიძეს საქართველოს საზღვრის გადმოკვეთის შემთხვევაში დააპატიმრებენ

ადვოკატი - ასლან აბაშიძეს საქართველოს საზღვრის გადმოკვეთის შემთხვევაში დააპატიმრებენ

ასლან აბაშიძეს საქართველოს საზღვრის გადმოკვეთის შემთხვევაში დააპატიმრებენ, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ასლან აბაძის ადვოკატმა ლევან სამუშიამ განუცხადა. მისი თქმით, აბაშიძეს ერთ საქმესთან დაკავშირებით პატიმრობა უკვე შეფარდებული აქვს, ხოლო მეორე საქმესთან დაკავშირებით, რომელიც რამდენიმე ეპიზოდს მოიცავს, სასამართლო განხილვა გრძელდება.

"მის მიმართ საქმე ბათუმის საქალაქო სასამართლოს წარმოებაშია. რამდენიმე ბრალდების ეპიზოდია. პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ ეს ბრალდებები არის სრულიად უსაფუძვლო და ეს დამტკიცდა ათეულობით მოწმის დაკითხვისას. ანუ, ბრალდებას იმ ეპიზოდებში, სადაც ვიცავ ასლან აბაშიძეს, არანაირი მტკიცებულებები, მოწმის ჩვენებები, რომლებიც ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის ბრალეულობაზე საუბრობენ, არ არსებობს. რაც შეეხება სხვა ეპიზოდებს, მე სანამ მის დაცვას დავიწყებდი, იქამდე მის მიმართ გამოტანილი არის გამამტყუნებელი განაჩენი. როგორც ვიცი, იმ ბრალდებებშიც ძალიან სერიოზული დაუსაბუთებლობის ვარიანტებია. რამდენადაც მაქვს ინფორმაცია, ეს საქმე ევროპულ სასამართლოშია გაგზავნილი. შესაბამისად, მას საქართველოს საზღვრის გადმოკვეთის შემთხვევაში დააკავებენ", - განაცხადა სამუშიამ.

მისივე თქმით, საქმე, რომელსაც ბათუმის საქალაქო სასამართლო იხილავს, მოიცავს მათ შორის ქაქუთისა და ჩოლოქის ხიდების აფეთქებისა და უკანონო შეიარაღებული ფორმირების შექმნის ეპიზოდებს.

15 წლით თავისუფლების აღკვეთა კი აბაშიძეს თანამდებობის ბოროტად გამოყენების, სახელმწიფო ქონების გაფლანგვის და საზოგადოებრივი ქონების განსაკუთრებით დიდი რაოდენობით გატაცება-გაფლანგვის ბრალდებით მიესაჯა. მასვე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროების სასარგებლოდ 98 229 530 ლარის გადახდა დაეკისრა.

გაზეთ "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში ასლან აბაშიძის შვილი, გიორგი აბაშიძე აცხადებს, რომ საქართველოში ჩამოსასვლელად ემზადებიან.

"ჯერ მე მოვდივარ, მოგვიანებით მამაც ჩამოვა, - აღნიშნა გიორგი აბაშიძემ.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა