პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

30

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

30 მაისი, პარასკევი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:23-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 23:58-ზე – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების გაზრდა. არ არის შესაფერისი დღე მოგზაურობის დასაწყებად ან მივლინებაში წასასვლელად. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა. საუკეთესოა თმის შეჭრა და შეღებვა. გაიკეთეთ თმისა და სახის ნიღაბი. მოუფრთხილდით გულს, სისხლის მიმოქცევის სისტემას, არტერიებს, ზურგს, დიაფრაგმას.
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
საზოგადოება
Faceამბები
წიგნები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სპორტსმენი პოლიციელები ოლიმპიადიდან რეკორდული რაოდენობის მედლებით დაბრუნდნენ
სპორტსმენი პოლიციელები ოლიმპიადიდან რეკორდული რაოდენობის მედლებით დაბრუნდნენ

ქარ­თვე­ლი სპორ­ტსმე­ნი პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი ოლიმ­პი­ა­დი­დან რე­კორ­დუ­ლი რა­ო­დე­ნო­ბის მედ­ლე­ბით დაბ­რუნ­დნენ. შსს-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ირ­ლან­დი­ა­ში, ქა­ლაქ ბელ­ფას­ტში გა­მარ­თულ "მსოფ­ლიო პო­ლი­ცი­ის და სა­ხან­ძრო სამ­სა­ხუ­რის სპორ­ტულ ოლიმ­პი­ა­და­ზე" სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ნაკ­რებ­მა წელს, პირ­ვე­ლად იას­პა­რე­ზა და სპორ­ტის სხვა­დას­ხვა სა­ხე­ო­ბა­ში 12 ოქ­როს, 3 ვერ­ცხლის და 2 ბრინ­ჯა­ოს მე­და­ლი მო­ი­პო­ვა.

ოლიმ­პი­ა­და­ში, რო­მე­ლიც ორ წე­ლი­წად­ში ერთხელ ტარ­დე­ბა, მსოფ­ლი­ოს 80 ქვეყ­ნი­დან ათა­სო­ბით პო­ლი­ცი­ე­ლი სპორ­ტის 70-მდე სა­ხე­ო­ბა­ში ას­პა­რე­ზობ­და.

ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრ ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის ინი­ცი­ა­ტი­ვით, წელს მათ სა­ქარ­თვე­ლოს შსს-ს თა­ნამ­შრომ­ლე­ბიც შე­ურთდნენ.

ქარ­თუ­ლი დე­ლე­გა­ცია ოლიმ­პი­ა­და­ზე 16 სპორ­ტსმე­ნით წარ­სდგა, რომ­ლებ­საც წარ­მა­ტე­ბუ­ლი სპორ­ტუ­ლი კა­რი­ე­რა ჰქონ­დათ და დღემ­დე აქ­ტი­უ­რად არი­ან ჩარ­თუ­ლი სპორ­ტის სხვა­დას­ხვა სა­ხე­ო­ბა­ში.

ქარ­თვე­ლი პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი, სა­ქარ­თვე­ლოს სხვა­დას­ხვა რე­გი­ო­ნი­დან, სპორ­ტის 7 სა­ხე­ო­ბა­ში ას­პა­რე­ზობ­დნენ: ძი­უ­დო, თა­ვი­სუ­ფა­ლი ჭი­და­ო­ბა, ძა­ლოს­ნო­ბა, მკლავ­ჭი­დი, კრი­ვი, სრო­ლა, ცურ­ვა.

შს სა­მი­ნის­ტრო მო­მა­ვალ­ში "მსოფ­ლიო პო­ლი­ცი­ის და სა­ხან­ძრო სამ­სა­ხუ­რის სპორ­ტულ ოლიმ­პი­ა­და­ზე" სპორ­ტის უფრო მეტ სა­ხე­ო­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას გეგ­მავს.

წლე­ვან­დელ ას­პა­რე­ზო­ბა­ზე ოქ­როს მედ­ლე­ბი მო­ი­პო­ვეს ედუ­არდ იმერ­ლიშ­ვილ­მა (კრი­ვი) და ზვი­ად ჩინ­ჩა­ლა­ძემ (ძი­უ­დო), ნო­დარ მჭედ­ლიშ­ვილ­მა (ძი­უ­დო), ზაზა გუ­ლაშ­ვილ­მა (ძი­უ­დო), გი­ორ­გი ბო­ლო­თაშ­ვილ­მა (ძი­უ­დო), იო­სებ ხუ­ციშ­ვილ­მა (თა­ვი­სუ­ფა­ლი ჭი­და­ო­ბა), თენ­გიზ ედი­ლაშ­ვილ­მა (მკლავ­ჭი­დი (2 მე­და­ლი), ვლა­დი­მერ კო­ბა­ხი­ძემ (მკლავ­ჭი­დი (2 მე­და­ლი) და ლე­ვან სა­გი­ნაშ­ვილ­მა (მკლავ­ჭი­დი (2 მე­და­ლი);

ვერ­ცხლის მე­და­ლოს­ნე­ბი გახ­დნენ გი­ორ­გი ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლი (ცურ­ვა (კრო­ლი), უშან­გი კუ­ზა­ნაშ­ვი­ლი (ძი­უ­დო) და ვა­სილ მინ­დო­რაშ­ვი­ლი (ძა­ლოს­ნო­ბა);

ას­პა­რე­ზო­ბი­დან ბრინ­ჯა­ოს მედ­ლე­ბით დაბ­რუნ­დნენ ავთო მა­მა­ლა­ძე (ძა­ლოს­ნო­ბა) და გელა გე­ლაშ­ვი­ლი (მკლავ­ჭი­დი).

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

სპორტსმენი პოლიციელები ოლიმპიადიდან რეკორდული რაოდენობის მედლებით დაბრუნდნენ

სპორტსმენი პოლიციელები ოლიმპიადიდან რეკორდული რაოდენობის მედლებით დაბრუნდნენ

ქართველი სპორტსმენი პოლიციელები ოლიმპიადიდან რეკორდული რაოდენობის მედლებით დაბრუნდნენ. შსს-ს ინფორმაციით, ირლანდიაში, ქალაქ ბელფასტში გამართულ "მსოფლიო პოლიციის და სახანძრო სამსახურის სპორტულ ოლიმპიადაზე" საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ნაკრებმა წელს, პირველად იასპარეზა და სპორტის სხვადასხვა სახეობაში 12 ოქროს, 3 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ოლიმპიადაში, რომელიც ორ წელიწადში ერთხელ ტარდება, მსოფლიოს 80 ქვეყნიდან ათასობით პოლიციელი სპორტის 70-მდე სახეობაში ასპარეზობდა.

შინაგან საქმეთა მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, წელს მათ საქართველოს შსს-ს თანამშრომლებიც შეურთდნენ.

ქართული დელეგაცია ოლიმპიადაზე 16 სპორტსმენით წარსდგა, რომლებსაც წარმატებული სპორტული კარიერა ჰქონდათ და დღემდე აქტიურად არიან ჩართული სპორტის სხვადასხვა სახეობაში.

ქართველი პოლიციელები, საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან, სპორტის 7 სახეობაში ასპარეზობდნენ: ძიუდო, თავისუფალი ჭიდაობა, ძალოსნობა, მკლავჭიდი, კრივი, სროლა, ცურვა.

შს სამინისტრო მომავალში "მსოფლიო პოლიციის და სახანძრო სამსახურის სპორტულ ოლიმპიადაზე" სპორტის უფრო მეტ სახეობაში მონაწილეობას გეგმავს.

წლევანდელ ასპარეზობაზე ოქროს მედლები მოიპოვეს ედუარდ იმერლიშვილმა (კრივი) და ზვიად ჩინჩალაძემ (ძიუდო), ნოდარ მჭედლიშვილმა (ძიუდო), ზაზა გულაშვილმა (ძიუდო), გიორგი ბოლოთაშვილმა (ძიუდო), იოსებ ხუციშვილმა (თავისუფალი ჭიდაობა), თენგიზ ედილაშვილმა (მკლავჭიდი (2 მედალი), ვლადიმერ კობახიძემ (მკლავჭიდი (2 მედალი) და ლევან საგინაშვილმა (მკლავჭიდი (2 მედალი);

ვერცხლის მედალოსნები გახდნენ გიორგი ბერძენიშვილი (ცურვა (კროლი), უშანგი კუზანაშვილი (ძიუდო) და ვასილ მინდორაშვილი (ძალოსნობა);

ასპარეზობიდან ბრინჯაოს მედლებით დაბრუნდნენ ავთო მამალაძე (ძალოსნობა) და გელა გელაშვილი (მკლავჭიდი).

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ