საზოგადოება
სპორტი
პოლიტიკა

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ქვეყნის მთავარსარდალმა ერთადერთხელ გაილაშქრა წარმატებით და ისიც ტობავარჩხლზე"
"ქვეყნის მთავარსარდალმა ერთადერთხელ გაილაშქრა წარმატებით და ისიც ტობავარჩხლზე"

ბლო­გე­რი ბექა ადა­მაშ­ვი­ლი "ფე­ის­ბუ­ქის" სა­კუ­თარ გვერ­დზე ხე­ლი­სუფ­ლე­ბის შეც­ვლის შემ­დეგ ქვე­ყა­ნა­ში შექ­მნი­ლი ვი­თა­რე­ბის სა­ტი­რულ ანა­ლიზს აქ­ვეყ­ნებს.

"იდე­ა­ლურ დრო­ში ვცხოვ­რობთ -

ქვეყ­ნის მთა­ვარ­სარ­დალ­მა ერ­თა­დერ­თხელ გა­ი­ლაშ­ქრა წარ­მა­ტე­ბით და ისიც ტო­ბა­ვარჩხლზე.

ქვეყ­ნის პრე­მი­ე­რი თა­ვის იუ­მორს მა­ინ­ცდა­მა­ინც წა­რუ­მა­ტე­ბე­ლი გა­ლაშ­ქრე­ბის სიმ­ბო­ლო­ზე ლე­სავს.

ქვეყ­ნის მო­მა­ვა­ლი პრე­ზი­დენ­ტი - ღმერ­თმა დაგ­ვი­ფა­როს და - მარ­გვე­ლაშ­ვი­ლია.

უა­რე­სი.

ქვეყ­ნის მო­მა­ვა­ლი პრე­ზი­დენ­ტო­ბის ერთ კან­დი­დატს ჰგო­ნია, რომ ღმერ­თის გა­მოგ­ზავ­ნი­ლია და მე­ო­რეს გო­ნია, რომ თა­ვად არის ღმერ­თი.

ქვეყ­ნის მთავ­რო­ბა სუქ­დე­ბა (უღ­მერ­თოდ).

კუ­კა­ვაც.

და­ვით აღ­მა­შე­ნე­ბელს ისევ ცენ­ტრის­კენ მო­ა­ჭე­ნე­ბენ. ალ­ბათ, ვე­ლო­სი­პედ­ზე უნდა გა­დას­ვან.

ბენ­ზი­ნის ფასს არა­ფე­რი და­აკ­ლდა. მაქ­სი­მუმ ბენ­ზი­ნი და­გაკ­ლონ სად­გუ­რებ­ზე.

მთავ­რო­ბა არა­თუ ფა­რუ­ლად, ღი­ა­დაც აღარ გვის­მენს.

და­პი­რე­ბა დარ­ჩა და­პი­რე­ბად და ისე­თი პირი უჩანს (თა­ნამ­დე­ბო­ბის) - ასე­ვე დარ­ჩე­ბა.

შსს-მ, რო­მელ­მაც დი­ო­გე­ნეს გარ­და ლა­მის ყვე­ლა­ფე­რი აღ­მო­ა­ჩი­ნა ათას­გან და­მა­ლულ კას­რებ­ში, ერთი ვი­დე­ოს ამ­ტვირ­თა­ვი ვერ და­ად­გი­ნა.

ბედ­ნი­ე­რე­ბამ გვი­თხრა, ნუ მე­ძებ­თო.

და მა­გის მთქმე­ლი კაცი კი­დეც ჩვენ არ გვინ­და.

ერთი ოც­ნე­ბა მა­ინც შეგ­ვეძ­ლო ხოლ­მე ქარ­თვე­ლებს და ეგ ნი­შაც და­ი­კა­ვეს (თან, აი, კარგ დო­მენს რომ აი­ღებს ხოლ­მე ადა­მი­ა­ნი, მერე სა­ი­ტის გა­კე­თე­ბა და­ე­ზა­რე­ბა და მი­აგ­დებს, ისე).

ყვე­ლა­ზე და­სა­მახ­სოვ­რე­ბე­ლი კა­ნონპ­რო­ექ­ტი ამ ერთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში პრე­ზერ­ვა­ტი­ვებს ეხე­ბო­და.

და ნა­ცარს კი­დევ.

CV-ში ჩა­ე­მა­ტა გრა­ფა: "ნა­თე­სა­ვი (ვისი მხრი­დან)".

სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის ნაც­ვლად ლა­მის ბაჩო ახა­ლა­ი­ას იმი­ჯი აღ­დგეს.

ყვე­ლა კმა­ყო­ფი­ლი და ბედ­ნი­ე­რია... ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში.

ამ ყვე­ლაფ­რის მერე ერ­თა­დერთ ალ­ტერ­ნა­ტი­ვად ისევ ის ჩანს, ვინც ერთი წლის წინ კინ­წის­კვრით გა­ვაგ­დეთ ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­დან.

ჭირი აქა, ქატო აქა.

ვაიც აქა. ვუიც აქა.

ღა­მის პირ­ვე­ლი სა­ა­თია და ყვე­ლა­ფე­რი კარ­გა­დაა", - წერს ბლო­გე­რი.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

"ქვეყნის მთავარსარდალმა ერთადერთხელ გაილაშქრა წარმატებით და ისიც ტობავარჩხლზე"

"ქვეყნის მთავარსარდალმა ერთადერთხელ გაილაშქრა წარმატებით და ისიც ტობავარჩხლზე"

ბლოგერი ბექა ადამაშვილი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ქვეყანაში შექმნილი ვითარების სატირულ ანალიზს აქვეყნებს.

"იდეალურ დროში ვცხოვრობთ -

ქვეყნის მთავარსარდალმა ერთადერთხელ გაილაშქრა წარმატებით და ისიც ტობავარჩხლზე.

ქვეყნის პრემიერი თავის იუმორს მაინცდამაინც წარუმატებელი გალაშქრების სიმბოლოზე ლესავს.

ქვეყნის მომავალი პრეზიდენტი - ღმერთმა დაგვიფაროს და - მარგველაშვილია.

უარესი.

ქვეყნის მომავალი პრეზიდენტობის ერთ კანდიდატს ჰგონია, რომ ღმერთის გამოგზავნილია და მეორეს გონია, რომ თავად არის ღმერთი.

ქვეყნის მთავრობა სუქდება (უღმერთოდ).

კუკავაც.

დავით აღმაშენებელს ისევ ცენტრისკენ მოაჭენებენ. ალბათ, ველოსიპედზე უნდა გადასვან.

ბენზინის ფასს არაფერი დააკლდა. მაქსიმუმ ბენზინი დაგაკლონ სადგურებზე.

მთავრობა არათუ ფარულად, ღიადაც აღარ გვისმენს.

დაპირება დარჩა დაპირებად და ისეთი პირი უჩანს (თანამდებობის) - ასევე დარჩება.

შსს-მ, რომელმაც დიოგენეს გარდა ლამის ყველაფერი აღმოაჩინა ათასგან დამალულ კასრებში, ერთი ვიდეოს ამტვირთავი ვერ დაადგინა.

ბედნიერებამ გვითხრა, ნუ მეძებთო.

და მაგის მთქმელი კაცი კიდეც ჩვენ არ გვინდა.

ერთი ოცნება მაინც შეგვეძლო ხოლმე ქართველებს და ეგ ნიშაც დაიკავეს (თან, აი, კარგ დომენს რომ აიღებს ხოლმე ადამიანი, მერე საიტის გაკეთება დაეზარება და მიაგდებს, ისე).

ყველაზე დასამახსოვრებელი კანონპროექტი ამ ერთი წლის განმავლობაში პრეზერვატივებს ეხებოდა.

და ნაცარს კიდევ.

CV-ში ჩაემატა გრაფა: "ნათესავი (ვისი მხრიდან)".

სამართლიანობის ნაცვლად ლამის ბაჩო ახალაიას იმიჯი აღდგეს.

ყველა კმაყოფილი და ბედნიერია... ხელისუფლებაში.

ამ ყველაფრის მერე ერთადერთ ალტერნატივად ისევ ის ჩანს, ვინც ერთი წლის წინ კინწისკვრით გავაგდეთ ხელისუფლებიდან.

ჭირი აქა, ქატო აქა.

ვაიც აქა. ვუიც აქა.

ღამის პირველი საათია და ყველაფერი კარგადაა", - წერს ბლოგერი.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს