თბილისში "სამსუნგის" ოფიციალური ფილიალი და სმარტ სკოლა გაიხსნება. "ამ მაღაზიაში აქცენტი გაკეთდება არა რაოდენობაზე, არამედ ხარისხზე. მომხმარებლებს მოემსახურებიან SAMSUNG-ის კონსულტანტები, ე.წ. "ელჩები", რომლებიც დაწვრილებით გააცნობენ და აუხსნიან პროდუქციის უპირატესობებსა და ფუნქციებს. ამ მაღაზიით ჩვენ წარმოვადგენთ ახალ ხედვას, თუ როგორი უნდა იყოს პრემიუმ-კლასის მაღაზია და მომსახურება", - აცხადებს SAMSUNG-ის პრეზიდენტი, ბი ქეი იუნი.
კომპანიის მენეჯმენტში აცხადებენ, რომ სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, ეს არის პირველი პროექტი, რომელიც SAMSUNG-მა საქართველოში განახორციელა. სმარტ სკოლა წარმოადგენს სასწავლო აუდიტორიას, რომელიც აღჭურვილია SAMSUNG-ის მაღალი ტექნოლოგიის "თაჩ სქრინით" და ქსელურად მასზე მიბმული პლანშეტებით. სექტემბრისთვის ანალოგიურ კლასს SAMSUNG-ი GIPA-შიც გახსნის. მსგავსი კლასების მოწყობა პირველ საჯარო სკოლაში და პროფესიულ სასწავლებლებშიც იგეგმება.
"მოხარული ვარ საქართველოში სტუმრობით. სოციალური პასუხიმგებლობის პლატფორმის ფარგლებში სმარტ სკოლა არის ჩვენი პირველი პროექტი, რომელსაც ძალზედ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ და უფრო მასშტაბურს გავხდით. ვაპირებთ ასევე დავაწესოთ SAMSUNG-ის სტიპენდია წარმატებული სტუდენტებისთვის და ხელი შევუწყოთ განათლების დონის ამაღლებას," - აცხადებს გენერალური დირექტორი, ბი ქეი იუნი.
კომპანია SAMSUNG-ი 1938 წელს შეიქმნა და ამ დროისთვის ელექტროტექნიკის მწარმოებელ უდიდეს კომპანიას წარმოადგენს.
რა? სად? რა ფასად?
გაიგეთ "რადიო მარკეტში"
ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე
რადიო "პალიტრის" ეთერში - FM 103.9