მიხეილ სააკაშვილი - ბატონო ბიძინა, იმედი მაქვს თქვენ არ ხართ შეკრული მტერთან

მიხეილ სააკაშვილი - ბატონო ბიძინა, იმედი მაქვს თქვენ არ ხართ შეკრული მტერთან

იმედი მაქვს, თქვენ არ ხართ შეკრული საქართველოს მტერთან, - ასე მიმართა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო საზღვაო ძალების ხომალდზე სიტყვით გამოსვლისას.

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ "ჩვენ სიმშვიდით ვხდებით იმას, რომ მავთულხლართები რამდენიმე ადგილას გადმოიწია".

"რა თქმა უნდა, იმ ხალხისთვის, ვისაც წაართვეს წყალი, საძოვარი, მიწა, ვენახი, ძნელია მათთვის, ამას მშვიდად შეხვდნენ და მე მათი მშვენივრად მესმის. მე ვიყავი განმუხურში, ამ წარმოუდგენლად ლამაზ, სამოთხის კუთხეში, სადაც ბოლო წლებში ასობით მილიონი ლარი დაიხარჯა ტურისტული ინფასტრუქტურის განვითარებაზე. რუსულ რუკაზე ეს საოცარი ადგილი მონიშნულია, როგორც აფხაზეთის ე.წ. დამოუკიდებელი რესპუბლიკის ტერიტორია. თუ რუსები შემდეგ ნაბიჯად გადმოწევენ, მავთულხლართებში მოიქცევენ ამ აყვავებულ განმუხურს, მე, როგორც საქართველოს პრეზიდენტი და მოქალაქე, ამას მშვიდად ვერ შევხედავ. რა თქმა უნდა, მე არავის არ მოვუწოდებ ომისკენ, მითუმეტეს რუსეთთან ომისკენ, მაგრამ ჩვენ ბევრად ნაკლები დრო უნდა ვხარჯოთ საერთაშორისო არენაზე ერთმანეთთან დასაპირისპირებლად. ყველამ ერთად ხელები უნდა ჩავკიდოთ ერთმანეთს იმისათვის, რომ მავთულხლართები მეტი აღარ იბმებოდეს ჩვენს ტერიტორიაზე",-განაცხადა პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, მან მოისმინა პრემიერისგან, რომ რუსეთი აგრესორია და, როგორც პრეზიდენტი აცხადებს, ეს მისასალმებელია და სწორი თეზისია.

"მაგრამ, იმავე დროს გაიჟღერა, რომ ქართულ მხარეს ეკისრება პასუხიმგებლობა იმ ომზე. მინდა ვთქვა ორიოდ სიტყვა პასუხისმგებლობაზე. რა თქმა უნდა, მე მეკისრება პასუხისმგებლობა და ყველა ჩვენგანს ეკისრება პასუხისმგებლობა. პასუხისმგებლობა ჩვენი არის ის პასუხისმგებლობა, რომელიც ჰქონდა და აქვს რომელაშვილების ოჯახს, რომელსაც მე ვესტუმრე გლდანში, მისმა ოჯახმა მითხრა, რომ გრძნობენ პასუხიმგებლობას თავის დაღუპულ შვილზე და ისინი პასუხისმგებლობით განაგრძობენ საქართველოს სამასახურს. მე ვნახე გიორგი ანწუხელიძის დედა ქვემო ალვანში. მე ძალიან კარგად ვიცი, რომ როგორი ქალბატონია და როგორ პასუხისმგებლობას გრძნობს. ამაყად მომიყვა თავისი ოჯახის წევრებზე და ერთხელ არ დაუკვნესია. მე კატეგორიულად უარვყოფ, რომ საქართველოს რაიმე პასუხისმგებლობა აქვს 2008 წლის ომზე. სრული პასუხიმგებლობით მინდა გითხრათ ბატონო ბიძინა, იმედია თქვენ დაუფიქრდებით ამ საკითხს, იმიტომ, რომ ვინც ამას ამბობს, ან არ უყვარს საქართველო, ან აქვს სხვა სახის პრობლემები, ან არის შეკრული საქართველოს მტერთან. მე იმედი მაქვს, რომ თქვენ არ ხართ შეკრული საქართველოს მტერთან, იმედი მაქვს თქვენ აცნობიერებთ თქვენ პასუხისმგებლობას საქართველოს მომავალზე",-განაცხადა სააკაშვილმა.

ივანიშვილის და ნორლანდის რეაქციები სააკაშვილის სიტყვით გამოსვლის დროს

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა