პოლიტიკა
კონფლიქტები

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სპორტი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მარგველაშვილი - იმისთვის, რომ ვიყოთ უფრო ძლიერები, უნდა ვიცოდეთ სიმართლე საკუთარი შეცდომების შესახებ
მარგველაშვილი - იმისთვის, რომ ვიყოთ უფრო ძლიერები, უნდა ვიცოდეთ სიმართლე საკუთარი შეცდომების შესახებ

იმის­თვის, რომ ვი­ყოთ უფრო ძლი­ე­რე­ბი, ჩვენ უნდა ვი­ცო­დეთ სი­მარ­თლე სა­კუ­თა­რი შეც­დო­მე­ბის შე­სა­ხებ, - ამის შე­სა­ხებ კო­ა­ლი­ცია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" საპ­რე­ზი­დენ­ტო კან­დი­დატ­მა, გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებს დღეს შინ­დის­ში გა­ნუ­ცხა­და.

კი­თხვა­ზე, რო­მე­ლიც აგ­ვის­ტოს ომის შემ­სწავ­ლე­ლი კო­მი­სი­ის შექ­მნას შე­ე­ხე­ბო­და, მაგ­ვე­ლაშ­ვილ­მა უპა­სუ­ხა, რომ იმის ცოდ­ნა, თუ სად რა შეც­დო­მა იყო დაშ­ვე­ბუ­ლი, აუ­ცი­ლე­ბე­ლია.

"ჩემი პო­ზი­ცი­ით, იმი­სათ­ვის, რომ ვი­ყოთ უფრო ეფექ­ტუ­რე­ბი, ჩვენს თავ­დაც­ვა­ში, სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი სიძ­ლი­ე­რის დაც­ვა­ში, ჩვენ უნდა ვი­ცო­დეთ სად რა შეც­დო­მა იქნა დაშ­ვე­ბუ­ლი. ამას ჩვენ უნდა ვა­კე­თებ­დეთ ყო­ველ­გვა­რი სა­კუ­თარ თავ­თან სი­მარ­თლის და­მალ­ვის გა­რე­შე. ჩვენ გვქონ­და სა­ერ­თო ძა­ლი­ან დიდი ტკი­ვი­ლი, ძა­ლი­ან დიდი ტრა­გე­დია, დიდი დარ­ტყმა მი­ა­ყე­ნა ჩვენს ქვე­ყა­ნას და ყო­ფას რუ­სეთ­მა, მა­გა­რამ იმი­სათ­ვის, რომ ვი­ყოთ უფრო ძლი­ე­რე­ბი, ჩვენ უნდა ვი­ცო­დეთ სი­მარ­თლე სა­კუ­თა­რი შეც­დო­მე­ბის შე­სა­ხებ. ამ შეც­დო­მე­ბის და­მალ­ვა არის ქვი­შა­ში თა­ვის ჩა­ყო­ფა და ამას ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა არც აკე­თებ­და და არც გა­ა­კე­თებს", - გა­ნა­ცხა­და მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა.

გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი სო­ფელ ქვეშ­ში გუ­შინ მომ­ხდარ ინ­ცი­დენ­ტსაც გა­მო­ეხ­მა­უ­რა, რო­დე­საც ქარ­თულ სა­პატ­რუ­ლო ეკი­პაჟს ცხინ­ვა­ლის მხრი­დან ეს­რო­ლეს.

"ჩვენ არა­ერ­თი მიმ­დი­ნა­რე გა­მა­ღი­ზი­ა­ნე­ბე­ლი პრობ­ლე­მა გვაქვს, აქე­დან ექვს კი­ლო­მეტრში, სა­დაც ახლა ჩვენ ვიმ­ყო­ფე­ბით არის სა­დე­მარ­კა­ციო ხაზი, ჩვენ ეს პრობ­ლე­მე­ბი გვაქვს, მაგ­რამ ქარ­თველ ხალ­ხთან ერ­თად ჩვენ ამ პრო­ვო­კა­ცი­ებს, ამ სირ­თუ­ლე­ებს გა­დავ­ლა­ხავთ უფრო მა­ღა­ლი მიზ­ნის­თვის ქვეყ­ნის ერ­თი­ა­ნო­ბის­თვის", – გა­ნა­ცხა­და მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

sponsored by ContentRoom

მარგველაშვილი - იმისთვის, რომ ვიყოთ უფრო ძლიერები, უნდა ვიცოდეთ სიმართლე საკუთარი შეცდომების შესახებ

მარგველაშვილი - იმისთვის, რომ ვიყოთ უფრო ძლიერები, უნდა ვიცოდეთ სიმართლე საკუთარი შეცდომების შესახებ

იმისთვის, რომ ვიყოთ უფრო ძლიერები, ჩვენ უნდა ვიცოდეთ სიმართლე საკუთარი შეცდომების შესახებ, - ამის შესახებ კოალიცია "ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატმა, გიორგი მარგველაშვილმა ჟურნალისტებს დღეს შინდისში განუცხადა.

კითხვაზე, რომელიც აგვისტოს ომის შემსწავლელი კომისიის შექმნას შეეხებოდა, მაგველაშვილმა უპასუხა, რომ იმის ცოდნა, თუ სად რა შეცდომა იყო დაშვებული, აუცილებელია.

"ჩემი პოზიციით, იმისათვის, რომ ვიყოთ უფრო ეფექტურები, ჩვენს თავდაცვაში, სახელმწიფოებრივი სიძლიერის დაცვაში, ჩვენ უნდა ვიცოდეთ სად რა შეცდომა იქნა დაშვებული. ამას ჩვენ უნდა ვაკეთებდეთ ყოველგვარი საკუთარ თავთან სიმართლის დამალვის გარეშე. ჩვენ გვქონდა საერთო ძალიან დიდი ტკივილი, ძალიან დიდი ტრაგედია, დიდი დარტყმა მიაყენა ჩვენს ქვეყანას და ყოფას რუსეთმა, მაგარამ იმისათვის, რომ ვიყოთ უფრო ძლიერები, ჩვენ უნდა ვიცოდეთ სიმართლე საკუთარი შეცდომების შესახებ. ამ შეცდომების დამალვა არის ქვიშაში თავის ჩაყოფა და ამას ახალი ხელისუფლება არც აკეთებდა და არც გააკეთებს", - განაცხადა მარგველაშვილმა.

გიორგი მარგველაშვილი სოფელ ქვეშში გუშინ მომხდარ ინციდენტსაც გამოეხმაურა, როდესაც ქართულ საპატრულო ეკიპაჟს ცხინვალის მხრიდან ესროლეს.

"ჩვენ არაერთი მიმდინარე გამაღიზიანებელი პრობლემა გვაქვს, აქედან ექვს კილომეტრში, სადაც ახლა ჩვენ ვიმყოფებით არის სადემარკაციო ხაზი, ჩვენ ეს პრობლემები გვაქვს, მაგრამ ქართველ ხალხთან ერთად ჩვენ ამ პროვოკაციებს, ამ სირთულეებს გადავლახავთ უფრო მაღალი მიზნისთვის ქვეყნის ერთიანობისთვის", – განაცხადა მარგველაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა