მთავარ პროკურატურასთან, მთავრი პროკურორის არჩილ კბილაშვილის გადადგომის მოთხოვნით მიმდინარე საპროტესტო აქციაზე მცირე ინციდენტი მოხდა. ინციდენტი მას შემდეგ დაიწყო, რაც აქციაზე ბუტა რობაქიძის მამა, სოსო რობაქიძე გამოჩნდა, რომელმაც დღევანდელი აქცია გააპროტესტა.
სოსო რობაქიძე ამბობდა, რომ აქცია დღეს არა მთავარ პროკურატურასთან უნდა იმართებოდეს, არამედ კუბლაშვილთან. ამას მოყვა აქციის მონაწილეთა ნაწილის გაღიზიანება. მათი თქმით, ისინი დღეს აქციაზე იყვნენ მისი შვილის გამო. ამის შემდეგ კი მოხდა აქციის რამოდენიმე მონაწილის და სოსო რობაქიძეს შორის შელაპარაკება, თუმცა რობაქიძემ მთავარი პროკურატურის შენობის მიმდებარე ტერიტორია უმალვე დატოვა, თუმცა მანამდე აღნიშნა, რომ მას არ მიაჩნია, რომ დღეს აქცია უნდა იმართებოდეს მთავარ პროკურატურასთან. რობაქიძის აზრით, დღევანდელი აქცია არის შეკვეთილი და ამ აქციას სწორედ ამის გამო არ უერთდება.
აქცია მთავარ პროკურატურასთან ამ წუთებშიც მიმდინარეობს. აქციის ორგანიზატორები სიტყვით მიმართავენ შეკრებილებს. ისინი ითხოვენ სამართლიანობის აღდგენას და წინა ხელისუფლების წარმომადგენლების დასჯას.