Faceამბები
საზოგადოება

25

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე კუროშია – დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გიორგი შერმადინმა და ანი ამაშუკელმა მეორე "თაფლობის თვე" მოიწყვეს
გიორგი შერმადინმა და ანი ამაშუკელმა მეორე "თაფლობის თვე" მოიწყვეს

სა­ქარ­თვე­ლოს სა­კა­ლათ­ბურ­თო ნაკ­რე­ბის წევ­რმა, პო­პუ­ლა­რულ­მა სპორ­ტსმენ­მა გი­ორ­გი შერ­მა­დინ­მა და ანი ამა­შუ­კელ­მა რამ­დე­ნი­მე წე­ლი­წა­დია, რაც იქორ­წი­ნეს. ჰყავთ ორი პა­ტა­რა, ორი წლის ნუცა და 8 თვის ნი­კო­ლო­ზი. პა­ტა­რებ­თან ერ­თად დედა ამ­ჟა­მად ნა­ტახ­ტარ­ში, გი­ორ­გის მშობ­ლებ­თან ერ­თად ის­ვე­ნებს, გი­ორ­გი კი ნაკ­რებ­თან ერ­თად ავ­სტრი­ა­შია ერ­თთვი­ან შეკ­რე­ბა­ზე. მა­ნამ­დე წყვილ­მა ერ­თკვი­რი­ა­ნი დას­ვე­ნე­ბა მო­ი­წყო და ისე მოხ­და, რომ მე­ო­რე თაფ­ლო­ბის თვეც გა­მო­უ­ვი­დათ. რო­მან­ტი­კუ­ლი ვახ­შა­მი, რო­გორც ანიმ გვი­თხრა, ია­პო­ნურ რეს­ტო­რან­ში გა­ა­ტა­რეს. ასე­ვე მო­ი­წყვეს მხი­ა­რუ­ლი ფო­ტო­სე­სი­აც ზღვას­თან, შე­სა­ბა­მი­სი ფო­ტო­ე­ბი ანიმ "ფე­ის­ბუ­ქის" სა­კუ­თარ გვერ­დზე გა­მო­ფი­ნა.

- ამ­ჟა­მად ნა­ტახ­ტარ­ში ვარ ბავ­შვებ­თან ერ­თად. ცოტა ხნით მე და გი­ორ­გი თურ­ქეთ­ში, კერ­ძოდ ბე­ლეკ­ში გახ­ლდით. ჯერ გი­ორ­გის საქ­მე­ე­ბი ჰქონ­და სხვა­გან, შემ­დეგ კი თურ­ქეთ­ში გა­ვემ­გზავ­რეთ. ბავ­შვე­ბი არ წაგ­ვიყ­ვა­ნია, მხო­ლოდ მე და გი­ორ­გი ვი­ყა­ვით. ე.წ. "თაფ­ლო­ბის თვე" გვქონ­და. ბავ­შვებ­თან ერ­თად ეს არ გა­მო­ვი­დო­და, ამი­ტო­მაც პა­ტა­რე­ბი თბი­ლის­ში დავ­ტო­ვეთ.

მე სა­ერ­თოდ სხვა ქვე­ყა­ნა­ში მინ­დო­და წას­ვლა, კონ­კრე­ტუ­ლად კი, საფ­რან­გეთ­ში, პა­რი­ზი-ნი­ცა­ში და და­ჯავ­შნი­ლიც კი მქონ­და ბი­ლე­თე­ბი, მაგ­რამ რო­გორც კი გი­ორ­გიმ გა­ი­გო, რომ ბევ­რი გა­დაჯ­დო­მა უნდა გვქო­ნო­და, კა­ტე­გო­რი­უ­ლი უარი მი­თხრა. ძა­ლი­ან გა­დაღ­ლი­ლი ვარ და ფრე­ნი­სა და გა­დაჯ­დო­მის თავი არ მაქვს, მირ­ჩევ­ნია, პირ­და­პირ ჩავფრინ­დე და კარ­გად და­ვის­ვე­ნოო. ახ­ლო­ბელ­მა ტუ­რის­ტულ­მა სა­ა­გენ­ტომ შე­მოგ­ვთა­ვა­ზა ბე­ლეკ­ში გაფ­რე­ნა და სი­ა­მოვ­ნე­ბით დავ­თან­ხმდით.

- კომ­ფორ­ტუ­ლი პი­რო­ბე­ბი გქონ­დათ?

- ძა­ლი­ან დიდი კომ­ფორ­ტი იყო. პა­რიზ­სა და ნი­ცა­ში, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ღირ­სშე­სა­ნიშ­ნა­ო­ბე­ბის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბაა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და სულ სხვა რამ არის იქ გამ­გზავ­რე­ბა, მაგ­რამ არ ვიცი, ასე კარ­გად სხვა­გან რო­გორ უნდა დაგ­ვეს­ვე­ნა, რო­გორც ეს ბე­ლეკ­ში შევ­ძე­ლით. მომ­სა­ხუ­რე­ბა ძა­ლი­ან მა­ღალ დო­ნე­ზეა. მე და გი­ორ­გიმ იქ ერთი კვი­რა გა­ვა­ტა­რეთ.

- ბავ­შვებ­მა რო­გორ გაძ­ლეს უთ­ქვე­ნოდ?

- უფ­რო­სი ორი წლი­საა, პა­ტა­რა - 8 თვის. ანი-ანი და მამა-მა­მას კი გა­ი­ძა­ხო­და უფ­რო­სი, ნუცა, მაგ­რამ ოჯა­ხის წევ­რებ­თან სრულ იდი­ლი­ა­სა და სიყ­ვა­რუ­ლის გა­რე­მოც­ვა­ში იყ­ვნენ, დე­და­ჩე­მის, გი­ორ­გის დედ-მა­მი­სა და ასე­ვე ძი­ძის მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის ქვეშ. ერთი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში ტე­ლე­ფო­ნით ხში­რად ვე­კონ­ტაქ­ტე­ბო­დით და სულ ვკი­თხუ­ლობ­დით, რას შვრე­ბოდ­ნენ, რო­მელ­მა რა ჭამა, რო­გორ ეძი­ნათ და ა.შ. ძა­ლი­ან გა­მი­ჭირ­და მათ გა­რე­შე ყოფ­ნა. ამ­დე­ნი ხნით ბავ­შვე­ბი პირ­ვე­ლად დავ­ტო­ვე. ძა­ლი­ან გან­ვიც­დი­დი. რთუ­ლი იყო, როცა ვიღ­ვი­ძებ­დი და მათი წრი­პი­ნი არ მეს­მო­და. აი, მა­გა­ლი­თად, პა­ტა­რა ისე­თი ყა­ჩა­ღი და ბან­დი­ტია, რომ ორი წუ­თით არ ის­ვე­ნებს (იღი­მის). სულ უნდა, რომ მთე­ლი ყუ­რა­დღე­ბა მას ჰქონ­დეს, არ უნდა და­წო­ლა, დაჯ­დო­მა და ხელ­ში აყ­ვა­ნას ითხოვს.

- ვიცი, რომ ნა­ტახ­ტარ­ში ყო­ველ ზა­ფხულს ჩა­დი­ხარ.

- გი­ორ­გის მშობ­ლე­ბი აქ ცხოვ­რო­ბენ. ზა­ფხულ­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში რომ ჩა­მოვ­დი­ვართ ხოლ­მე, აქეთ მო­ვე­შუ­რე­ბით. ძა­ლი­ან კარ­გი პი­რო­ბე­ბია, გარ­და ამი­სა, ამინ­დიც ყო­ველ­თვის გვი­წყობს ხელს, ორი-სამი გრა­დუ­სით ნაკ­ლე­ბია, ვიდ­რე თბი­ლის­ში.

- გი­ორ­გი შეკ­რე­ბა­ზე რო­გორ გა­ა­ცი­ლეთ?

- სლო­ვე­ნი­ა­ში გა­ემ­გზავ­რა. გა­აზ­რე­ბუ­ლად გა­ვა­ცი­ლეთ, ვი­ცით, რომ აუ­ცი­ლე­ბე­ლია. ეს შეკ­რე­ბა ნაკ­რე­ბის­თვის არ­სე­ბი­თად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. პა­ტა­რებ­მა ვერ გა­ა­ცი­ლეს, რად­გან გამ­თე­ნი­ი­სას გაფ­რინ­და და ეძი­ნათ.

იხი­ლეთ ინ­ტერ­ვი­უს სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

გიორგი შერმადინმა და ანი ამაშუკელმა მეორე "თაფლობის თვე" მოიწყვეს

გიორგი შერმადინმა და ანი ამაშუკელმა მეორე "თაფლობის თვე" მოიწყვეს

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების წევრმა, პოპულარულმა სპორტსმენმა გიორგი შერმადინმა და ანი ამაშუკელმა რამდენიმე წელიწადია, რაც იქორწინეს. ჰყავთ ორი პატარა, ორი წლის ნუცა და 8 თვის ნიკოლოზი. პატარებთან ერთად დედა ამჟამად ნატახტარში, გიორგის მშობლებთან ერთად ისვენებს, გიორგი კი ნაკრებთან ერთად ავსტრიაშია ერთთვიან შეკრებაზე. მანამდე წყვილმა ერთკვირიანი დასვენება მოიწყო და ისე მოხდა, რომ მეორე თაფლობის თვეც გამოუვიდათ. რომანტიკული ვახშამი, როგორც ანიმ გვითხრა, იაპონურ რესტორანში გაატარეს. ასევე მოიწყვეს მხიარული ფოტოსესიაც ზღვასთან, შესაბამისი ფოტოები ანიმ "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე გამოფინა.

- ამჟამად ნატახტარში ვარ ბავშვებთან ერთად. ცოტა ხნით მე და გიორგი თურქეთში, კერძოდ ბელეკში გახლდით. ჯერ გიორგის საქმეები ჰქონდა სხვაგან, შემდეგ კი თურქეთში გავემგზავრეთ. ბავშვები არ წაგვიყვანია, მხოლოდ მე და გიორგი ვიყავით. ე.წ. "თაფლობის თვე" გვქონდა. ბავშვებთან ერთად ეს არ გამოვიდოდა, ამიტომაც პატარები თბილისში დავტოვეთ.

მე საერთოდ სხვა ქვეყანაში მინდოდა წასვლა, კონკრეტულად კი, საფრანგეთში, პარიზი-ნიცაში და დაჯავშნილიც კი მქონდა ბილეთები, მაგრამ როგორც კი გიორგიმ გაიგო, რომ ბევრი გადაჯდომა უნდა გვქონოდა, კატეგორიული უარი მითხრა. ძალიან გადაღლილი ვარ და ფრენისა და გადაჯდომის თავი არ მაქვს, მირჩევნია, პირდაპირ ჩავფრინდე და კარგად დავისვენოო. ახლობელმა ტურისტულმა სააგენტომ შემოგვთავაზა ბელეკში გაფრენა და სიამოვნებით დავთანხმდით.

- კომფორტული პირობები გქონდათ?

- ძალიან დიდი კომფორტი იყო. პარიზსა და ნიცაში, რასაკვირველია, ღირსშესანიშნაობების დათვალიერებაა მნიშვნელოვანი და სულ სხვა რამ არის იქ გამგზავრება, მაგრამ არ ვიცი, ასე კარგად სხვაგან როგორ უნდა დაგვესვენა, როგორც ეს ბელეკში შევძელით. მომსახურება ძალიან მაღალ დონეზეა. მე და გიორგიმ იქ ერთი კვირა გავატარეთ.

- ბავშვებმა როგორ გაძლეს უთქვენოდ?

- უფროსი ორი წლისაა, პატარა - 8 თვის. ანი-ანი და მამა-მამას კი გაიძახოდა უფროსი, ნუცა, მაგრამ ოჯახის წევრებთან სრულ იდილიასა და სიყვარულის გარემოცვაში იყვნენ, დედაჩემის, გიორგის დედ-მამისა და ასევე ძიძის მეთვალყურეობის ქვეშ. ერთი კვირის განმავლობაში ტელეფონით ხშირად ვეკონტაქტებოდით და სულ ვკითხულობდით, რას შვრებოდნენ, რომელმა რა ჭამა, როგორ ეძინათ და ა.შ. ძალიან გამიჭირდა მათ გარეშე ყოფნა. ამდენი ხნით ბავშვები პირველად დავტოვე. ძალიან განვიცდიდი. რთული იყო, როცა ვიღვიძებდი და მათი წრიპინი არ მესმოდა. აი, მაგალითად, პატარა ისეთი ყაჩაღი და ბანდიტია, რომ ორი წუთით არ ისვენებს (იღიმის). სულ უნდა, რომ მთელი ყურადღება მას ჰქონდეს, არ უნდა დაწოლა, დაჯდომა და ხელში აყვანას ითხოვს.

- ვიცი, რომ ნატახტარში ყოველ ზაფხულს ჩადიხარ.

- გიორგის მშობლები აქ ცხოვრობენ. ზაფხულში საქართველოში რომ ჩამოვდივართ ხოლმე, აქეთ მოვეშურებით. ძალიან კარგი პირობებია, გარდა ამისა, ამინდიც ყოველთვის გვიწყობს ხელს, ორი-სამი გრადუსით ნაკლებია, ვიდრე თბილისში.

- გიორგი შეკრებაზე როგორ გააცილეთ?

- სლოვენიაში გაემგზავრა. გააზრებულად გავაცილეთ, ვიცით, რომ აუცილებელია. ეს შეკრება ნაკრებისთვის არსებითად მნიშვნელოვანია. პატარებმა ვერ გააცილეს, რადგან გამთენიისას გაფრინდა და ეძინათ.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია