შსს-ს მობილურ პატრულს ცხინვალის რეგიონის მხრიდან ესროლეს

შსს-ს მობილურ პატრულს ცხინვალის რეგიონის მხრიდან ესროლეს

შსს–ს მობილური პატრულის ეკიპაჟის მიმართულებით ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მხრიდან უცნობმა შეიარაღებულმა პირებმა გასროლა განახორციელეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს, რომელსაც "ინტერპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ:

"10 აგვისტოს, 10:45 საათზე, გორის რაიონის სოფ. ქვეშში, ოკუპაციის ხაზის მიმდებარედ საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მოძრავი შსს–ს მობილური პატრულის ეკიპაჟის მიმართულებით ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მხრიდან უცნობმა შეიარაღებულმა პირებმა ერთი გასროლა განახორციელეს. ინციდენტის დროს ადგილზე იმყოფებოდნენ ევროკავშირის მონიტორინგის წარმომადგენლები, რომელთა შუამავლობით ამოქმედებული ე.წ. "ცხელი ხაზის" მეშვეობით დროულად მოხერხდა სიტუაციის დარეგულირება.

ინციდენტის დროს არავინ დაშავებულა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო მკაცრად გმობს აღნიშნულ პროვოკაციულ ქმედებას და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრებში ჩართულ ყველა მხარეს მოუწოდებს ინციდენტის სიღრმისეული გამოძიებისკენ," – აღნიშნულია განცხადებაში.

"ინტერპრესნიუსი"