მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

13

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 23:31-ზე, მთვარე მერწყულშია – ფრთხილად იყავით სიტყვებთან და ქმედებებთან, იოლია კონფლიქტური სიტუაციის პროვოცირება. დღე მშვიდად გაატარე, მაგრამ არა მარტოობაში. ყურადღებით შეამოწმეთ ყველა ინფორმაცია. სერიოზული საქმეები გადადე. გაასუფთავეთ თქვენი სამუშაო ადგილი არასაჭირო ნივთებისგან. თანამშრომლებს ნაკლები შეხება უნდა ჰქონდეთ უფროსთან, მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგების მიმართ. არ არის რეკომენდებული შეხვედრების დანიშვნა. ხელშეკრულებების გაფორმება. ახალ სამსახურში გადასვლა. დაუფიქრებლად მოქმედება. ნუ აჰყვებით პროვოკაციებს და ნუ მოახდინეთ სხვების პროვოცირება. მოერიდეთ მთვრალ ადამიანებთან ურთიერთობა. უცნობ ადამიანებთან კონტაქტი.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საინტერესო ფაქტები უფლისწულების დაბადებისა და აღზრდის შესახებ
საინტერესო ფაქტები უფლისწულების დაბადებისა და აღზრდის შესახებ

ვინ აღარ მი­უ­ლო­ცა ბედ­ნი­ერ მშობ­ლებს, კე­იტ­სა და უი­ლი­ამს, შვი­ლის და­ბა­დე­ბა, რა ეპი­თე­ტე­ბით აღარ შე­ამ­კეს წყვი­ლი და მათი ჩვი­ლი. იმა­ზეც ბევ­რი ილა­პა­რა­კეს, რომ კე­ი­ტი ძა­ლი­ან ჰგავ­და ახალ­ნამ­შო­ბი­ა­რებ ლედი დის და კა­ბაც კი მსგავ­სი ეცვა - ცის­ფე­რი, თეთ­რი კოპ­ლე­ბით. ამ­ჯე­რად გა­ვიხ­სე­ნოთ ბრი­ტა­ნე­თის სა­მე­ფო ოჯა­ხის ზო­გი­ერ­თი ტრა­დი­ცია, რო­მელ­თა­გან ზო­გი­ერ­თი აღარ არის აქ­ტუ­ა­ლუ­რი.

თა­ნა­მედ­რო­ვე პე­რი­ო­დის­თვის გო­გო­ნა, რო­მე­ლიც სა­ა­ვად­მყო­ფო­ში არ აჩენს - იშ­ვი­ა­თო­ბაა. არა­და, სულ ცოტა ხნის წინ მო­ნარ­ქი­უ­ლი ოჯა­ხის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი კლი­ნი­კებ­სა და ჰოს­პიტ­ლებ­ში სუ­ლაც არ მშო­ბი­ა­რობ­დნენ. მა­გა­ლი­თად, ელი­სა­ბედ II ლონ­დონ­ში ჩვე­უ­ლებ­რივ სახ­ლში გაჩ­ნდა: ბრი­უ­ტონ-სტრიტ­ზე, 17 ნო­მერ­ში. თვი­თონ ელი­სა­ბედ­მა ძვე­ლე­ბურ ტრა­დი­ცი­ას მის­დია და მისი სა­მი­ვე ვაჟი ბუ­კინ­გე­მის სა­სახ­ლე­ში გა­ა­ჩი­ნა, ერ­თა­დერ­თი ქა­ლიშ­ვი­ლი, პრინ­ცე­სა ანა, კი კლა­რენს-ჰა­უს­ში გაჩ­ნდა, ბრი­ტა­ნე­თის სა­მე­ფო ოჯა­ხის ვეს­ტმინ­სტე­რულ რე­ზი­დენ­ცი­ა­ში. ტრა­დი­ცია გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის 1980-იან წლებ­ში და­ი­კარ­გა, როცა პრინცმა უი­ლი­ამ­მა და პრინცმა ჰა­რიმ პირ­ვე­ლად დღის სი­ნათ­ლე პა­დინგტონ­ში, წმინ­და მა­რი­ას კერ­ძო კლი­ნი­კა­ში იხი­ლეს. სწო­რედ იქ მო­ევ­ლი­ნა ქვე­ყა­ნას კე­ი­ტი­სა და უი­ლი­ა­მის ვაჟი.

დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში უფ­ლის­წუ­ლე­ბი შინ იღებ­დნენ გა­ნათ­ლე­ბას. ელი­სა­ბედ II-ს მა­მა­მი­სი, აღ­მზრდე­ლე­ბი და გუ­ვერ­ნან­ტე­ბი ას­წავ­ლიდ­ნენ. ჩარლ­ზი სა­მე­ფო ოჯა­ხის პირ­ვე­ლი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი იყო, რო­მელ­მაც სკო­ლა და­ამ­თავ­რა. არც კე­ი­ტი და უი­ლი­ა­მი და­უშ­ლი­ან შვილს სკო­ლა­ში სი­ა­რულს, თუნ­დაც იმი­ტომ, რომ თა­ვად სენტ-ენ­დრი­უ­სის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში გა­იც­ნეს ერ­თმა­ნე­თი.

ჯერ კი­დევ მშო­ბი­ა­რო­ბამ­დე უი­ლი­ამ­მა გა­მო­ა­ცხა­და, რომ კე­ი­ტის მხარ­და­ჭე­რას აპი­რებ­და ყვე­ლა­ზე სა­პა­სუ­ხის­მგებ­ლო მო­მენ­ტში. მან სი­ტყვა შე­ას­რუ­ლა. ამ­გვა­რად მა­მის, პრინ­ცი ჩარლ­ზის კვალს გაჰ­ყვა. "მი­ხა­რია, რომ ამ მო­მენ­ტში შევ­ძე­ლი დი­ა­ნას გვერ­დით ყოფ­ნა. დღის ბო­ლოს სრუ­ლი­ად სხვა­ნა­ი­რად და­ვი­წყე ბავ­შვის და­ბა­დე­ბის აღ­ქმა და შეგ­რძნე­ბა", - აღი­ა­რა ჩარლზ­მა უი­ლი­ა­მის და­ბა­დე­ბის შემ­დეგ. თუმ­ცა ყო­ველ­თვის ასე როდი იყო. რო­გორც ჰყვე­ბი­ან, ედინ­ბურ­გის ჰერ­ცო­გი ფი­ლი­პი სკვოშს თა­მა­შობ­და სა­სახ­ლე­ში, როცა მისი ცოლი დე­დო­ფა­ლი ელი­სა­ბედ II თა­ვის პირ­მ­შოს - ჩარლზს აჩენ­და.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი - "ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა"

საინტერესო ფაქტები უფლისწულების დაბადებისა და აღზრდის შესახებ

საინტერესო ფაქტები უფლისწულების დაბადებისა და აღზრდის შესახებ

ვინ აღარ მიულოცა ბედნიერ მშობლებს, კეიტსა და უილიამს, შვილის დაბადება, რა ეპითეტებით აღარ შეამკეს წყვილი და მათი ჩვილი. იმაზეც ბევრი ილაპარაკეს, რომ კეიტი ძალიან ჰგავდა ახალნამშობიარებ ლედი დის და კაბაც კი მსგავსი ეცვა - ცისფერი, თეთრი კოპლებით. ამჯერად გავიხსენოთ ბრიტანეთის სამეფო ოჯახის ზოგიერთი ტრადიცია, რომელთაგან ზოგიერთი აღარ არის აქტუალური.

თანამედროვე პერიოდისთვის გოგონა, რომელიც საავადმყოფოში არ აჩენს - იშვიათობაა. არადა, სულ ცოტა ხნის წინ მონარქიული ოჯახის წარმომადგენლები კლინიკებსა და ჰოსპიტლებში სულაც არ მშობიარობდნენ. მაგალითად, ელისაბედ II ლონდონში ჩვეულებრივ სახლში გაჩნდა: ბრიუტონ-სტრიტზე, 17 ნომერში. თვითონ ელისაბედმა ძველებურ ტრადიციას მისდია და მისი სამივე ვაჟი ბუკინგემის სასახლეში გააჩინა, ერთადერთი ქალიშვილი, პრინცესა ანა, კი კლარენს-ჰაუსში გაჩნდა, ბრიტანეთის სამეფო ოჯახის ვესტმინსტერულ რეზიდენციაში. ტრადიცია გასული საუკუნის 1980-იან წლებში დაიკარგა, როცა პრინცმა უილიამმა და პრინცმა ჰარიმ პირველად დღის სინათლე პადინგტონში, წმინდა მარიას კერძო კლინიკაში იხილეს. სწორედ იქ მოევლინა ქვეყანას კეიტისა და უილიამის ვაჟი.

დიდი ხნის განმავლობაში უფლისწულები შინ იღებდნენ განათლებას. ელისაბედ II-ს მამამისი, აღმზრდელები და გუვერნანტები ასწავლიდნენ. ჩარლზი სამეფო ოჯახის პირველი წარმომადგენელი იყო, რომელმაც სკოლა დაამთავრა. არც კეიტი და უილიამი დაუშლიან შვილს სკოლაში სიარულს, თუნდაც იმიტომ, რომ თავად სენტ-ენდრიუსის უნივერსიტეტში გაიცნეს ერთმანეთი.

ჯერ კიდევ მშობიარობამდე უილიამმა გამოაცხადა, რომ კეიტის მხარდაჭერას აპირებდა ყველაზე საპასუხისმგებლო მომენტში. მან სიტყვა შეასრულა. ამგვარად მამის, პრინცი ჩარლზის კვალს გაჰყვა. "მიხარია, რომ ამ მომენტში შევძელი დიანას გვერდით ყოფნა. დღის ბოლოს სრულიად სხვანაირად დავიწყე ბავშვის დაბადების აღქმა და შეგრძნება", - აღიარა ჩარლზმა უილიამის დაბადების შემდეგ. თუმცა ყოველთვის ასე როდი იყო. როგორც ჰყვებიან, ედინბურგის ჰერცოგი ფილიპი სკვოშს თამაშობდა სასახლეში, როცა მისი ცოლი დედოფალი ელისაბედ II თავის პირმშოს - ჩარლზს აჩენდა.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა