სამხედრო
მსოფლიო
პოლიტიკა

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გააგრძელებს თუ არა დუეტი "ჯორჯია" კარიერას რუსეთში - "სამი შემოთავაზება უკვე გვაქვს!"
გააგრძელებს თუ არა დუეტი "ჯორჯია" კარიერას რუსეთში - "სამი შემოთავაზება უკვე გვაქვს!"

დუ­ეტ­მა "ჯორ­ჯი­ამ", შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, იურ­მა­ლის კონ­კურ­სის მა­ყუ­რე­ბე­ლი ხელ­მე­ო­რედ მო­ა­ჯა­დო­ვა და ქარ­თვე­ლებ­საც სი­ა­მა­ყის გრძნო­ბა დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლად გაგ­ვი­ჩი­ნა. მაკა ზამ­ბა­ხი­ძე და რატი დურ­გლიშ­ვი­ლი სცე­ნა­ზე სა­უ­კე­თე­სო­ე­ბი იყ­ვნენ, სა­ლო­მე ქა­თა­მა­ძე­საც ღირ­სე­უ­ლად და­უმ­შვე­ნეს გვერ­დი და ლე­ო­ნიდ აგუ­ტი­ნის შე­მოქ­მე­დე­ბით სა­ღა­მო­ზე, სა­მარ­თლი­ა­ნო­ბა მო­ი­თხოვს აღი­ნიშ­ნოს, რომ ყვე­ლა­ზე კარ­გე­ბი იყ­ვნენ. იურ­მა­ლი­დან დაბ­რუ­ნე­ბუ­ლებს მათ მე­ო­რე დღეს­ვე შევ­ხვდით და შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბიც გაგ­ვი­ზი­ა­რეს კონ­კურ­სის კუ­ლუ­ა­რე­ბის შე­სა­ხებ.

- მი­ი­ღეთ კომ­პლი­მენ­ტე­ბი თქვენს გა­მოს­ვლებ­თან და­კავ­ში­რე­ბით იურ­მა­ლა­ში.

რატი:

- (იღი­მე­ბი­ან) ძა­ლი­ან დიდი მად­ლო­ბა. იმით და­ვი­წყოთ, რო­დის მი­ვი­ღეთ მიწ­ვე­ვა. თით­ქმის ყო­ველ წელს დუეტ "ჯორ­ჯი­ას" აქვს მოწ­ვე­ვა, ასე ვთქვათ, თა­ვი­სი სახ­ლი­დან. იქ რომ ჩავ­დი­ვართ, შვი­ლე­ბი­ვით გვე­პყრო­ბი­ან. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, დუ­ე­ტი "ჯორ­ჯია" სა­ქარ­თვე­ლო­მაც და სხვა ქვეყ­ნებ­მაც სწო­რედ "ახა­ლი ტალ­ღის" მეშ­ვე­ო­ბით გა­იც­ნეს. კას­ტინ­გამ­დე უკვე ვი­ცო­დით, რომ კონ­კურ­სზე უნდა გვემ­ღე­რა, აგუ­ტი­ნის სა­ღა­მო­ზე. სიმ­ღე­რაც უკვე გა­მოგ­ზავ­ნი­ლი ჰქონ­დათ. ცოტა შოკ­ში ჩავ­ვარ­დით, რად­გან არც ერთ მო­ნა­წი­ლეს არ მი­ე­ცა სა­შუ­ა­ლე­ბა, რომ ვარ­სკვლა­ვის სა­ი­უ­ბი­ლეო სა­ღა­მო­ზე ემ­ღე­რა. ჩვენ შემ­თხვე­ვა­ში და­უშ­ვეს ძა­ლი­ან დიდი გა­მო­ნაკ­ლი­სი და "ა" კა­ტე­გო­რი­ა­ში გაგ­ვიყ­ვა­ნეს.

მაკა:

- თან, იცი, რა იყო ყვე­ლა­ზე სა­ინ­ტე­რე­სო დე­ტა­ლი? 2008 წელს, რო­დე­საც ჩვენ ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დით კონ­კურ­სში, სა­მი­ვე დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ლე­ო­ნიდ აგუ­ტი­ნი ათი­ა­ნებს გვი­წერ­და. გაგ­ვიკ­ვირ­და, რომ პა­ტი­ვი გვხვდა, მის სა­ღა­მო­ზე შეგ­ვეს­რუ­ლე­ბი­ნა სიმ­ღე­რა. მის ათი­ა­ნებს არა­ფერს მი­ვა­წერთ. ეს პი­რა­დი აზრი იყო და არ ნიშ­ნავს იმას, რომ არ მოვ­წონ­დით. ზო­გა­დად, მკაც­რი შემ­ფა­სე­ბე­ლია და ფიქ­რობს, რომ მისი მაქ­სი­მუ­მი ქულა შე­იძ­ლე­ბა იყოს ათი­ა­ნი.

რატი:

- ახ­ლაც რე­პე­ტი­ცი­ებ­ზე თი­თო­ე­ულ ფრა­ზა­ზე გვა­ჩე­რებ­და და გვე­უბ­ნე­ბო­და, რო­გორ უნ­დო­და გვემ­ღე­რა.

მაკა:

- მახ­სოვს, ერთ-ერთ რე­პე­ტი­ცი­ა­ზე ვი­ფიქ­რე, ერთ მო­მენტს სხვა­ნა­ი­რად შე­ვას­რუ­ლებ და თუ მიხ­ვდე­ბა-მეთ­ქი. წარ­მო­იდ­გი­ნე, სამი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში 31 ნო­მერს რე­პე­ტი­ცი­ობ­და და ყვე­ლას სა­გულ­და­გუ­ლოდ უს­მენ­და. ზუს­ტად იმ ად­გი­ლას გაგ­ვა­ჩე­რა და გვკი­თხა, ჩვენ ხომ ამას სხვა­ნა­ი­რად ვა­კე­თებ­დი­თო?!.

- მო­სამ­ზა­დებ­ლად რამ­დე­ნი ხნით ადრე ჩახ­ვე­დით?

- ათი დღე დავ­ყა­ვით იურ­მა­ლა­ში. სამი რე­პე­ტი­ცია გვქონ­და და ვერ გე­ტყვი, რომ სიმ­ღე­რის "და­ღეჭ­ვის" სა­შუ­ა­ლე­ბა გვქონ­და.

რატი:

- თა­ვი­დან ჩვე­ნე­ბუ­რად შე­ვას­რუ­ლეთ, მაგ­რამ არ მო­ე­წო­ნათ, რად­გან მაკა მღე­რო­და პირ­ველ ხმას და აგუ­ტინ­მა გვი­თხრა, მე­ლო­დია გვე­კარ­გე­ბაო. ვი­ფიქ­რეთ, რა გა­ვა­კე­თო­თო და ერთი ტო­ნით შევ­ცვა­ლეთ, მაგ­რამ მე და­ვი­წყე ჯუ­ჯღუ­ნი, რად­გან ძა­ლი­ან და­ბა­ლი იყო ჩემ­თვის. ამ დროს მო­ვი­და ვა­ლე­რია და გა­ო­ცე­ბუ­ლი გვი­ყუ­რებ­და, ესე­ნი რას მღე­რი­ა­ნო (იცი­ნი­ან). თავს არ ვი­მარ­თლებ, მაგ­რამ ვი­ნა­ი­დან ძა­ლი­ან და­ბა­ლი იყო, რომ გა­მო­ვე­დი, პირ­ვე­ლი ორი ნოტი ვერ გა­ვარ­ტყი. თა­ნაც, როცა ემო­ცია ჭარ­ბად არის...

მაკა:

- არა­და, რა­ტის დაბ­ლებ­ზე იქ გიჟ­დე­ბოდ­ნენ, ეს კი თავს კომ­ფორ­ტუ­ლად ვერ გრძნობს.

- ნერ­ვი­უ­ლობ­დით?

- ზო­გა­დად - არა, იმა­ზე ვნერ­ვი­უ­ლობ­დით, რომ აგუ­ტი­ნის იმე­დე­ბი არ გაგ­ვეც­რუ­ე­ბი­ნა. კაც­მა ამ­ხე­ლა რამ გა­ა­კე­თა ჩვე­ნი გუ­ლის­თვის. მის­თვის ეს არა­ფერს ნიშ­ნავ­და ალ­ბათ, ჩვენ­თვის დიდ ნა­ბიჯს ნიშ­ნავ­და. ეს გა­მოს­ვლა ჩვენ­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო. სწო­რედ იმი­ტომ ვღე­ლავ­დით, აგუ­ტინს არ ეთ­ქვა, კონ­ცერ­ტში სულ ტყუ­ი­ლად ჩავ­სვიო. რე­პე­ტი­ცი­ებ­ზე სულ ვე­კი­თხე­ბო­დით, რო­გო­რი­აო და გვპა­სუ­ხობ­და, ბავ­შვე­ბო, რა­ტომ ნერ­ვი­უ­ლობთ, ფან­ტას­ტი­კუ­რი­აო. შემ­დეგ მისი თა­ნა­შემ­წე­ე­ბი მო­ვიდ­ნენ და გვთხო­ვეს, ისე მოს­წონ­ხართ, ძა­ლი­ან გთხოვთ, ნუ გა­დას­დებთ თქვენს ნერ­ვი­უ­ლო­ბა­სო. ძა­ლი­ან მშვი­დად არის და თქვენ გამო ნერ­ვი­უ­ლობ­სო.

რატი:

- არ ვიცი, რო­გორ გა­მოვ­თქვა, მა­ნამ­დე რო­გორ გვექ­ცე­ო­და. მა­კას სა­დაც და­ი­ნა­ხავ­და, ეხუ­ტე­ბო­და და დიდ სით­ბოს გა­მო­ხა­ტავ­და. იგორ კრუ­ტოი არის ჩვენ­თვის კი­დევ ასე­თი ადა­მი­ა­ნი, სა­ო­ცა­რი პი­როვ­ნე­ბაა და აგუ­ტინ­მაც დიდი სით­ბო გა­მო­ხა­ტა. წელს ყვე­ლა ვარ­სკვლავ­თან უკვე სხვა ტი­პის ურ­თი­ერ­თო­ბა და­ვი­წყეთ. მა­შინ კონ­კურ­სან­ტე­ბი ვი­ყა­ვით, ახლა უკვე სხვა სტა­ტუ­სით ჩა­ვე­დით.

- ვიცი, რომ კრუ­ტო­იმ ძა­ლი­ან გა­ქოთ ტე­ლე­კა­მე­რის წინ და ეს ეთერ­ში ვერ მოხ­ვდა.

მაკა:

- "იმედ­მა" იგორ კრუ­ტო­ის ჩა­მო­არ­თვა ინ­ტერ­ვიუ სა­ლო­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით. გვერ­დით შვი­ლი ედგა და იმა­ნაც აღ­ნიშ­ნა, რომ სა­ლო­მე სა­უ­კე­თე­სო იყო. უც­ბად კრუ­ტო­იმ და­მი­ნა­ხა და ხელი და­მიქ­ნია, აქ მო­დიო. არა­და, ის არა­ვის­თან მი­დის, პი­რი­ქით ხდე­ბა სულ. ინ­ტერ­ვიუ დამ­თავ­რე­ბუ­ლი არ ჰქონ­და და აქ­ცენ­ტი ჩემ­ზე გად­მო­ი­ტა­ნა, ჩა­მე­ხუ­ტა. რატი იმ დროს იქ არ იყო. არ მიყ­ვარს სა­კუ­თარ თავ­ზე ლა­პა­რა­კი, მაგ­რამ მი­უბ­რუნ­და ჩარ­თულ კა­მე­რას და თქვა, მაკა ჩემი საყ­ვა­რე­ლი მომ­ღე­რა­ლი­აო (იღი­მის).

რატი:

- ასე­ვე ეთერ­ში არ მოხ­ვდა აგუ­ტი­ნის ინ­ტერ­ვიუ, სა­დაც ჩვენ­ზე ლა­პა­რა­კობ­და. სულ დუეტ "ჯორ­ჯი­ას" ახ­სე­ნებ­და. აგუ­ტინ­მა კონ­ცერ­ტის შემ­დეგ გვი­თხრა, ათი თა­ვით მაღ­ლა იდე­ქით კონ­ცერ­ტზეო. რე­პე­ტი­ცი­ა­ზე რა­ღა­ცე­ბი გვეშ­ლე­ბო­და და კონ­ცერ­ტის მერე გვი­თხრა, თქვენ ნამ­დვი­ლი არ­ტის­ტე­ბი ხარ­თო.

მაკა:

- მან ამ სიმ­ღე­რის შეს­რუ­ლე­ბის უფ­ლე­ბა მოგ­ვცა. გვი­თხრა, ბედ­ნი­ე­რი ვიქ­ნე­ბი, თუ ჩემს სიმ­ღე­რას ჩა­წერ­თო. ვა­პი­რებთ, ჩავ­წე­როთ და გა­ვუგ­ზავ­ნოთ. აუ­ცი­ლებ­ლად იმა­ვე სტილ­ში უნდა ჩავ­წე­როთ. მომ­ღერ­ლებს თა­ვი­ანთ რე­პერ­ტუ­არ­ში ჰი­ტე­ბი არ უყ­ვართ, "პრაშ­ჩაი" არ არის ჰიტი, მაგ­რამ, რო­გორც ჩანს, ეს არის, მისი აზ­რით, სა­უ­კე­თე­სო სიმ­ღე­რა.

რატი:

- რაც ჩვენ გვამ­ღე­რა, ის ყო­ფი­ლა მისი ყვე­ლა­ზე საყ­ვა­რე­ლი სიმ­ღე­რა. სხვე­ბის გა­და­კე­თე­ბის უფ­ლე­ბა მის­ცა და ამის - არა.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

გააგრძელებს თუ არა დუეტი "ჯორჯია" კარიერას რუსეთში - "სამი შემოთავაზება უკვე გვაქვს!"

გააგრძელებს თუ არა დუეტი "ჯორჯია" კარიერას რუსეთში - "სამი შემოთავაზება უკვე გვაქვს!"

დუეტმა "ჯორჯიამ", შეიძლება ითქვას, იურმალის კონკურსის მაყურებელი ხელმეორედ მოაჯადოვა და ქართველებსაც სიამაყის გრძნობა დამსახურებულად გაგვიჩინა. მაკა ზამბახიძე და რატი დურგლიშვილი სცენაზე საუკეთესოები იყვნენ, სალომე ქათამაძესაც ღირსეულად დაუმშვენეს გვერდი და ლეონიდ აგუტინის შემოქმედებით საღამოზე, სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ ყველაზე კარგები იყვნენ. იურმალიდან დაბრუნებულებს მათ მეორე დღესვე შევხვდით და შთაბეჭდილებებიც გაგვიზიარეს კონკურსის კულუარების შესახებ.

- მიიღეთ კომპლიმენტები თქვენს გამოსვლებთან დაკავშირებით იურმალაში.

რატი:

- (იღიმებიან) ძალიან დიდი მადლობა. იმით დავიწყოთ, როდის მივიღეთ მიწვევა. თითქმის ყოველ წელს დუეტ "ჯორჯიას" აქვს მოწვევა, ასე ვთქვათ, თავისი სახლიდან. იქ რომ ჩავდივართ, შვილებივით გვეპყრობიან. მოგეხსენებათ, დუეტი "ჯორჯია" საქართველომაც და სხვა ქვეყნებმაც სწორედ "ახალი ტალღის" მეშვეობით გაიცნეს. კასტინგამდე უკვე ვიცოდით, რომ კონკურსზე უნდა გვემღერა, აგუტინის საღამოზე. სიმღერაც უკვე გამოგზავნილი ჰქონდათ. ცოტა შოკში ჩავვარდით, რადგან არც ერთ მონაწილეს არ მიეცა საშუალება, რომ ვარსკვლავის საიუბილეო საღამოზე ემღერა. ჩვენ შემთხვევაში დაუშვეს ძალიან დიდი გამონაკლისი და "ა" კატეგორიაში გაგვიყვანეს.

მაკა:

- თან, იცი, რა იყო ყველაზე საინტერესო დეტალი? 2008 წელს, როდესაც ჩვენ ვმონაწილეობდით კონკურსში, სამივე დღის განმავლობაში ლეონიდ აგუტინი ათიანებს გვიწერდა. გაგვიკვირდა, რომ პატივი გვხვდა, მის საღამოზე შეგვესრულებინა სიმღერა. მის ათიანებს არაფერს მივაწერთ. ეს პირადი აზრი იყო და არ ნიშნავს იმას, რომ არ მოვწონდით. ზოგადად, მკაცრი შემფასებელია და ფიქრობს, რომ მისი მაქსიმუმი ქულა შეიძლება იყოს ათიანი.

რატი:

- ახლაც რეპეტიციებზე თითოეულ ფრაზაზე გვაჩერებდა და გვეუბნებოდა, როგორ უნდოდა გვემღერა.

მაკა:

- მახსოვს, ერთ-ერთ რეპეტიციაზე ვიფიქრე, ერთ მომენტს სხვანაირად შევასრულებ და თუ მიხვდება-მეთქი. წარმოიდგინე, სამი დღის განმავლობაში 31 ნომერს რეპეტიციობდა და ყველას საგულდაგულოდ უსმენდა. ზუსტად იმ ადგილას გაგვაჩერა და გვკითხა, ჩვენ ხომ ამას სხვანაირად ვაკეთებდითო?!.

- მოსამზადებლად რამდენი ხნით ადრე ჩახვედით?

- ათი დღე დავყავით იურმალაში. სამი რეპეტიცია გვქონდა და ვერ გეტყვი, რომ სიმღერის "დაღეჭვის" საშუალება გვქონდა.

რატი:

- თავიდან ჩვენებურად შევასრულეთ, მაგრამ არ მოეწონათ, რადგან მაკა მღეროდა პირველ ხმას და აგუტინმა გვითხრა, მელოდია გვეკარგებაო. ვიფიქრეთ, რა გავაკეთოთო და ერთი ტონით შევცვალეთ, მაგრამ მე დავიწყე ჯუჯღუნი, რადგან ძალიან დაბალი იყო ჩემთვის. ამ დროს მოვიდა ვალერია და გაოცებული გვიყურებდა, ესენი რას მღერიანო (იცინიან). თავს არ ვიმართლებ, მაგრამ ვინაიდან ძალიან დაბალი იყო, რომ გამოვედი, პირველი ორი ნოტი ვერ გავარტყი. თანაც, როცა ემოცია ჭარბად არის...

მაკა:

- არადა, რატის დაბლებზე იქ გიჟდებოდნენ, ეს კი თავს კომფორტულად ვერ გრძნობს.

- ნერვიულობდით?

- ზოგადად - არა, იმაზე ვნერვიულობდით, რომ აგუტინის იმედები არ გაგვეცრუებინა. კაცმა ამხელა რამ გააკეთა ჩვენი გულისთვის. მისთვის ეს არაფერს ნიშნავდა ალბათ, ჩვენთვის დიდ ნაბიჯს ნიშნავდა. ეს გამოსვლა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. სწორედ იმიტომ ვღელავდით, აგუტინს არ ეთქვა, კონცერტში სულ ტყუილად ჩავსვიო. რეპეტიციებზე სულ ვეკითხებოდით, როგორიაო და გვპასუხობდა, ბავშვებო, რატომ ნერვიულობთ, ფანტასტიკურიაო. შემდეგ მისი თანაშემწეები მოვიდნენ და გვთხოვეს, ისე მოსწონხართ, ძალიან გთხოვთ, ნუ გადასდებთ თქვენს ნერვიულობასო. ძალიან მშვიდად არის და თქვენ გამო ნერვიულობსო.

რატი:

- არ ვიცი, როგორ გამოვთქვა, მანამდე როგორ გვექცეოდა. მაკას სადაც დაინახავდა, ეხუტებოდა და დიდ სითბოს გამოხატავდა. იგორ კრუტოი არის ჩვენთვის კიდევ ასეთი ადამიანი, საოცარი პიროვნებაა და აგუტინმაც დიდი სითბო გამოხატა. წელს ყველა ვარსკვლავთან უკვე სხვა ტიპის ურთიერთობა დავიწყეთ. მაშინ კონკურსანტები ვიყავით, ახლა უკვე სხვა სტატუსით ჩავედით.

- ვიცი, რომ კრუტოიმ ძალიან გაქოთ ტელეკამერის წინ და ეს ეთერში ვერ მოხვდა.

მაკა:

- "იმედმა" იგორ კრუტოის ჩამოართვა ინტერვიუ სალომესთან დაკავშირებით. გვერდით შვილი ედგა და იმანაც აღნიშნა, რომ სალომე საუკეთესო იყო. უცბად კრუტოიმ დამინახა და ხელი დამიქნია, აქ მოდიო. არადა, ის არავისთან მიდის, პირიქით ხდება სულ. ინტერვიუ დამთავრებული არ ჰქონდა და აქცენტი ჩემზე გადმოიტანა, ჩამეხუტა. რატი იმ დროს იქ არ იყო. არ მიყვარს საკუთარ თავზე ლაპარაკი, მაგრამ მიუბრუნდა ჩართულ კამერას და თქვა, მაკა ჩემი საყვარელი მომღერალიაო (იღიმის).

რატი:

- ასევე ეთერში არ მოხვდა აგუტინის ინტერვიუ, სადაც ჩვენზე ლაპარაკობდა. სულ დუეტ "ჯორჯიას" ახსენებდა. აგუტინმა კონცერტის შემდეგ გვითხრა, ათი თავით მაღლა იდექით კონცერტზეო. რეპეტიციაზე რაღაცები გვეშლებოდა და კონცერტის მერე გვითხრა, თქვენ ნამდვილი არტისტები ხართო.

მაკა:

- მან ამ სიმღერის შესრულების უფლება მოგვცა. გვითხრა, ბედნიერი ვიქნები, თუ ჩემს სიმღერას ჩაწერთო. ვაპირებთ, ჩავწეროთ და გავუგზავნოთ. აუცილებლად იმავე სტილში უნდა ჩავწეროთ. მომღერლებს თავიანთ რეპერტუარში ჰიტები არ უყვართ, "პრაშჩაი" არ არის ჰიტი, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს არის, მისი აზრით, საუკეთესო სიმღერა.

რატი:

- რაც ჩვენ გვამღერა, ის ყოფილა მისი ყველაზე საყვარელი სიმღერა. სხვების გადაკეთების უფლება მისცა და ამის - არა.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება