მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

2

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:46-ზე, მთვარე სასწორშია – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. კარგი დღეა მარხვისთვის. საკვები უნდა იყოს მარტივი და მსუბუქი. არ მიირთვათ ხელოვნური პროდუქტები, ნამცხვრები, სოკო და ხორცი. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება. პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება. ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. ეს დღე ყველაზე არახელსაყრელია ქორწინებისა და საქორწილო ღონისძიებებისთვის.
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"უახლოესი მომავალი დაადასტურებს, რომ "ჩემი ცოლის დაქალების" რეიტინგი ჟუჟუს არ ჩაჰყვება"
"უახლოესი მომავალი დაადასტურებს, რომ "ჩემი ცოლის დაქალების" რეიტინგი ჟუჟუს არ ჩაჰყვება"

მიშა მშვილ­და­ძე "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბის" რამ­დე­ნი­მე სე­რი­ა­ში გა­მოჩ­ნდა. სე­რი­ალ­შიც პრო­დი­უ­სე­რის როლი აქვს. ცდი­ლობს, ჯგუფ "გა­მო­უ­ვა­ლი მდგო­მა­რე­ო­ბის" პრო­დი­უ­სე­რი გახ­დეს. სე­ზო­ნი ისე დამ­თავ­რდა, რომ რამ­დე­ნი­მე ინ­ტრი­გა დარ­ჩა და მა­ყუ­რე­ბე­ლი ახა­ლი სე­ზო­ნის და­წყე­ბას მო­უთ­მენ­ლად ელის.

- სე­რი­ა­ლი "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბი" სამი წე­ლია, ეთერ­შია და რე­ი­ტინგს არ კარ­გავს. ელო­დით სე­რი­ა­ლის ასეთ პო­პუ­ლა­რო­ბას?

- თუ სე­რი­ა­ლი გა­დის შა­ბათ-კვი­რას სა­ღა­მოს 10 სა­ათ­ზე, ასე­თი რე­ი­ტინ­გუ­ლი უნდა იყოს. სხვა­ნა­ი­რად არც შე­იძ­ლე­ბა.

- მა­ყუ­რებ­ლის­გან კრი­ტი­კა­საც იღებთ, მაგ­რამ გი­ყუ­რე­ბენ. ყვე­ლა­ზე მწვა­ვე კრი­ტი­კა რა მო­გის­მე­ნი­ათ, რო­მელ­მაც სე­რი­ო­ზუ­ლად ჩა­გა­ფიქ­რათ და გული გატ­კი­ნათ?

- კრი­ტი­კამ გული რა­ტომ უნდა გატ­კი­ნოს? კრი­ტი­კა სა­ინ­ტე­რე­სოა და რა­ღაც ახალს და­გა­ნახ­ვებს. გა­საბ­რა­ზე­ბე­ლი და გა­სა­ღი­ზი­ა­ნე­ბე­ლი კრი­ტი­კა­ში არა­ფე­რია.

- სე­რი­ალ­ზე გა­მოთ­ქმუ­ლი რო­მე­ლი­მე მო­საზ­რე­ბა გაგკვირ­ვე­ბი­ათ? გით­ქვამთ, 21-ე სა­უ­კუ­ნე­ში ასეთ რე­აქ­ცი­ას არ ვე­ლო­დი­თო...

- 21-ე სა­უ­კუ­ნე­ში, შე­იძ­ლე­ბა, რა­ღაც გა­გიკ­ვირ­დეს, მაგ­რამ ამ ორ სი­ტყვას სა­ქარ­თვე­ლო­ში რომ ვა­მა­ტებთ, აღა­რა­ფე­რი გვაკ­ვირ­ვებს. ჩვენს ახლო წარ­სულ­ში იმ­დე­ნი რამ გვი­ნა­ხავს, ძნე­ლია ჩვე­ნი გაკ­ვირ­ვე­ბა. ძა­ლი­ან კარ­გად ვიც­ნობთ ქვე­ყა­ნას, სა­დაც ვცხოვ­რობთ. ჩვენ­თან არა­ფე­რი ისე­თი არ ხდე­ბა, რაც გვაკ­ვირ­ვებს და გვა­ო­ცებს. ად­ვი­ლად პროგ­ნო­ზი­რე­ბა­დია თუნ­დაც ყვე­ლა­ზე უც­ნა­უ­რი კრი­ტი­კა, რა­საც სე­რი­ალ­ზე ვკი­თხუ­ლობთ. ასე­თი ქვე­ყა­ნა ვართ, ყვე­ლა­ნა­ი­რი გე­მოვ­ნე­ბის ხალ­ხი არ­სე­ბობს. მთა­ვა­რია, სე­რი­ალს რე­ი­ტინ­გი ჰქონ­დეს და მას­ში გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბი სა­ლა­პა­რა­კო თემა გახ­დეს.

- "ფორ­მუ­ლა კრე­ა­ტივ­ზე" ხში­რად ამ­ბო­ბენ, რომ ცდი­ლობთ, ქა­რთუ­ლი სტე­რე­ო­ტი­პე­ბი და­ამ­სხვრი­ოთ.

- ეს ცოტა გა­და­მე­ტე­ბუ­ლი ნათ­ქვა­მია. ჩვენ ვცდი­ლობთ, სე­რი­ა­ლი სა­ინ­ტე­რე­სო სა­ყუ­რე­ბე­ლი იყოს. იმი­სათ­ვის რომ სე­რი­ა­ლი სა­ინ­ტე­რე­სო გავ­ხა­დოთ, მა­ყუ­რე­ბელს მუდ­მი­ვად სი­ახ­ლე უნდა შევ­თა­ვა­ზოთ, უნდა ვაჩ­ვე­ნოთ ისე­თი რამ, რაც ჯერ ტე­ლე­ვი­ზორ­ში არ უნა­ხავს. ეს თა­ვის­თა­ვად იმას გუ­ლის­ხმობს, რომ ისე­თი თე­მე­ბი მო­ძებ­ნო, ახალს მი­აგ­ნო და და­ა­ფიქ­რო მა­ყუ­რე­ბე­ლი. შე­იძ­ლე­ბა, ეს ყვე­ლა­ფე­რი ვი­ღა­ცის მიერ სტე­რე­ო­ტი­პე­ბის მსხვრე­ვად აღიქ­მე­ბო­დეს. იმის გან­ცხა­დე­ბა, რომ ტრა­დი­ცი­ე­ბის მსხვრე­ვა გინ­და, ისე­თი­ვე გუ­ლუბ­რყვი­ლოა, რო­გო­რიც ტრა­დი­ცი­ე­ბის სკრუ­პუ­ლო­ზუ­რი დაც­ვა.

- ერთ-ერთ ბოლო სე­რი­ა­ში იყო მი­ნიშ­ნე­ბა, რომ არ არის აუ­ცი­ლე­ბე­ლი, ქელეხ­ზე საჭ­მე­ლად მიხ­ვიდე.

- ამ შემ­თხვე­ვა­ში ტრა­დი­ცი­ის გა­შარ­ჟე­ბა იქ­ნე­ბო­და, ახა­ლი სი­ტყვა გლო­ვა­ში მარ­თლა ახა­ლი სი­ტყვა რომ ყო­ფი­ლი­ყო. არ­სე­ბობს ისე­თი შე­სის­ხლხორ­ცე­ბუ­ლი ტრა­დი­ცი­ე­ბი, რო­მელ­თა ხე­ლოვ­ნუ­რად დამ­სხვრე­ვა ისე­თი­ვე დიდი გუ­ლუბ­რყვი­ლო­ბაა, რო­გო­რიც ჩვე­ნი გმი­რე­ბის მოქ­მე­დე­ბა სე­რი­ალ­ში. შენს საქ­მეს თუ კარ­გად აკე­თებ, მისი გვერ­დი­თი ეფექ­ტი შე­იძ­ლე­ბა ის იყოს, რომ ვი­ღა­ცას სტე­რე­ო­ტი­პი შე­მო­ემსხვრეს, ვი­ღა­ცას ცხოვ­რე­ბა­ში მი­ზა­ნი გა­უჩ­ნდეს, ვი­ღაც აღ­ფრთო­ვან­დეს და ვი­ღაც გა­ღი­ზი­ან­დეს. ეს ყვე­ლა­ფე­რი გვერ­დი­თი ეფექ­ტე­ბია.

- თქვენ მოგ­წონთ ქელე­ხის სუფ­რა?

- ქელე­ხის სუფ­რას აქვს ღრმა ის­ტო­რი­უ­ლი სა­ფუძ­ვე­ლი. ძვე­ლად დიდ მან­ძილ­ზე რომ მი­დი­ოდ­ნენ ჭი­რი­სუ­ფალ­თან მი­სა­სამ­ძიმ­რებ­ლად, ბუ­ნებ­რი­ვია, მათ საკ­ვებს სთა­ვა­ზობ­დნენ. მერე ამ ყვე­ლა­ფერ­მა მი­ი­ღო ქელე­ხის ფორ­მა. ადა­მი­ა­ნის სულს მო­იხ­სე­ნი­ე­ბენ და ცო­ტას სვა­მენ. ალ­კოჰო­ლი ეხ­მა­რე­ბა მძი­მე წუ­თე­ბის გა­და­ტა­ნა­ში ადა­მი­ანს. რა მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს, ვის მოს­წონს და ვის - არა. ეს ისე­თი­ვე რე­ა­ლუ­რია, რო­გო­რიც ლარი, ჰა­ე­რი, რომ­ლი­თაც ვსუნ­თქავთ. რა თქმა უნდა, მომ­წონს ქელე­ხის სუფ­რა. ყვე­ლა­ფე­რი, რაც მდგრა­დია დრო­სა და სივ­რცე­ში, მომ­წონს. ყვე­ლა­ფერს აქვს თა­ვი­სი ლო­გი­კუ­რი ახ­სნა და ფუნ­ქცია. დღეს­დღე­ო­ბით ქელეხს აქვს ფუნ­ქცია, ადა­მი­ანს მძი­მე წუ­თე­ბის გა­და­ტა­ნა­ში ეხ­მა­რე­ბა.

- წერ­დნენ, ჟუ­ჟუს­თან ერ­თად შე­იძ­ლე­ბა, სე­რი­ა­ლის რე­ი­ტინ­გი ჩაე­სვე­ნო­სო.

- არ ჩა­ეს­ვე­ნე­ბა, ეს ცალ­სა­ხად ნა­თე­ლია. უახ­ლო­ე­სი მო­მა­ვა­ლი და­ა­დას­ტუ­რებს, რომ სე­რი­ა­ლის რე­ი­ტინ­გი ჟუ­ჟუს არ ჩაჰ­ყვე­ბა.

- ცხელ ზა­ფხულ­ში დაკ­რძალ­ვის სცე­ნე­ბის გა­და­ღე­ბა რა­ტომ გა­და­წყვი­ტეთ?

- სა­ინ­ტე­რე­სო იდეა იყო, გან­სხვა­ვე­ბუ­ლი სე­რი­ე­ბი გა­მო­ვი­და და კარ­გი რე­ი­ტინ­გი ჰქონ­და. ადა­მი­ა­ნებ­მა ნა­ხეს ის, რა­საც არ ელო­დე­ბოდ­ნენ.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
თურქეთში ტყის ხანძარს ებრძვიან - ჰათაის პროვინციაში ხანძარი დასახლებულ პუნქტებს მიუახლოვდა, აღნიშნულის გამო კი მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა

"უახლოესი მომავალი დაადასტურებს, რომ "ჩემი ცოლის დაქალების" რეიტინგი ჟუჟუს არ ჩაჰყვება"

"უახლოესი მომავალი დაადასტურებს, რომ "ჩემი ცოლის დაქალების" რეიტინგი ჟუჟუს არ ჩაჰყვება"

მიშა მშვილდაძე "ჩემი ცოლის დაქალების" რამდენიმე სერიაში გამოჩნდა. სერიალშიც პროდიუსერის როლი აქვს. ცდილობს, ჯგუფ "გამოუვალი მდგომარეობის" პროდიუსერი გახდეს. სეზონი ისე დამთავრდა, რომ რამდენიმე ინტრიგა დარჩა და მაყურებელი ახალი სეზონის დაწყებას მოუთმენლად ელის.

- სერიალი "ჩემი ცოლის დაქალები" სამი წელია, ეთერშია და რეიტინგს არ კარგავს. ელოდით სერიალის ასეთ პოპულარობას?

- თუ სერიალი გადის შაბათ-კვირას საღამოს 10 საათზე, ასეთი რეიტინგული უნდა იყოს. სხვანაირად არც შეიძლება.

- მაყურებლისგან კრიტიკასაც იღებთ, მაგრამ გიყურებენ. ყველაზე მწვავე კრიტიკა რა მოგისმენიათ, რომელმაც სერიოზულად ჩაგაფიქრათ და გული გატკინათ?

- კრიტიკამ გული რატომ უნდა გატკინოს? კრიტიკა საინტერესოა და რაღაც ახალს დაგანახვებს. გასაბრაზებელი და გასაღიზიანებელი კრიტიკაში არაფერია.

- სერიალზე გამოთქმული რომელიმე მოსაზრება გაგკვირვებიათ? გითქვამთ, 21-ე საუკუნეში ასეთ რეაქციას არ ველოდითო...

- 21-ე საუკუნეში, შეიძლება, რაღაც გაგიკვირდეს, მაგრამ ამ ორ სიტყვას საქართველოში რომ ვამატებთ, აღარაფერი გვაკვირვებს. ჩვენს ახლო წარსულში იმდენი რამ გვინახავს, ძნელია ჩვენი გაკვირვება. ძალიან კარგად ვიცნობთ ქვეყანას, სადაც ვცხოვრობთ. ჩვენთან არაფერი ისეთი არ ხდება, რაც გვაკვირვებს და გვაოცებს. ადვილად პროგნოზირებადია თუნდაც ყველაზე უცნაური კრიტიკა, რასაც სერიალზე ვკითხულობთ. ასეთი ქვეყანა ვართ, ყველანაირი გემოვნების ხალხი არსებობს. მთავარია, სერიალს რეიტინგი ჰქონდეს და მასში განვითარებული მოვლენები სალაპარაკო თემა გახდეს.

- "ფორმულა კრეატივზე" ხში­რად ამბობენ, რომ ცდილობთ, ქა­რთული სტერეოტიპები დაამსხვრი­ოთ.

- ეს ცოტა გადამეტებული ნათქვამია. ჩვენ ვცდილობთ, სერიალი საინტერესო საყურებელი იყოს. იმისათვის რომ სერიალი საინტერესო გავხადოთ, მაყურებელს მუდმივად სიახლე უნდა შევთავაზოთ, უნდა ვაჩვენოთ ისეთი რამ, რაც ჯერ ტელევიზორში არ უნახავს. ეს თავისთავად იმას გულისხმობს, რომ ისეთი თემები მოძებნო, ახალს მიაგნო და დააფიქრო მაყურებელი. შეიძლება, ეს ყველაფერი ვიღაცის მიერ სტერეოტიპების მსხვრევად აღიქმებოდეს. იმის განცხადება, რომ ტრადიციების მსხვრევა გინდა, ისეთივე გულუბრყვილოა, როგორიც ტრადიციების სკრუპულოზური დაცვა.

- ერთ-ერთ ბოლო სერიაში იყო მინიშნება, რომ არ არის აუცილებელი, ქელეხზე საჭმელად მიხ­ვიდე.

- ამ შემთხვევაში ტრადიციის გაშარჟება იქნებოდა, ახალი სიტყვა გლოვაში მართლა ახალი სიტყვა რომ ყოფილიყო. არსებობს ისეთი შესისხლხორცებული ტრადიციები, რომელთა ხელოვნურად დამსხვრევა ისეთივე დიდი გულუბრყვილობაა, როგორიც ჩვენი გმირების მოქმედება სერიალში. შენს საქმეს თუ კარგად აკეთებ, მისი გვერდითი ეფექტი შეიძლება ის იყოს, რომ ვიღაცას სტერეოტიპი შემოემსხვრეს, ვიღაცას ცხოვრებაში მიზანი გაუჩნდეს, ვიღაც აღფრთოვანდეს და ვიღაც გაღიზიანდეს. ეს ყველაფერი გვერდითი ეფექტებია.

- თქვენ მოგწონთ ქელეხის სუფრა?

- ქელეხის სუფრას აქვს ღრმა ისტორიული საფუძველი. ძველად დიდ მანძილზე რომ მიდიოდნენ ჭირისუფალთან მისასამძიმრებლად, ბუნებრივია, მათ საკვებს სთავაზობდნენ. მერე ამ ყველაფერმა მიიღო ქელეხის ფორმა. ადამიანის სულს მოიხსენიებენ და ცოტას სვამენ. ალკოჰოლი ეხმარება მძიმე წუთების გადატანაში ადამიანს. რა მნიშვნელობა აქვს, ვის მოსწონს და ვის - არა. ეს ისეთივე რეალურია, როგორიც ლარი, ჰაერი, რომლითაც ვსუნთქავთ. რა თქმა უნდა, მომწონს ქელეხის სუფრა. ყველაფერი, რაც მდგრადია დროსა და სივრცეში, მომწონს. ყველაფერს აქვს თავისი ლოგიკური ახსნა და ფუნქცია. დღესდღეობით ქელეხს აქვს ფუნქცია, ადამიანს მძიმე წუთების გადატანაში ეხმარება.

- წერდნენ, ჟუჟუსთან ერთად შეიძლება, სერიალის რეიტინგი ჩაე­სვენოსო.

- არ ჩაესვენება, ეს ცალსახად ნათელია. უახლოესი მომავალი დაადასტურებს, რომ სერიალის რეიტინგი ჟუჟუს არ ჩაჰყვება.

- ცხელ ზაფხულში დაკრძალვის სცენების გადაღება რატომ გადაწყვიტეთ?

- საინტერესო იდეა იყო, განსხვავებული სერიები გამოვიდა და კარგი რეიტინგი ჰქონდა. ადამიანებმა ნახეს ის, რასაც არ ელოდებოდნენ.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება