სამართალი
სამხედრო
მსოფლიო

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ლელო ჩქარეული - "ცეკვისა და მოძრაობის გარეშე ცხოვრება არ შემიძლია"
ლელო ჩქარეული - "ცეკვისა და მოძრაობის გარეშე ცხოვრება არ შემიძლია"

მო­ცეკ­ვა­ვე ლელო ჩქა­რე­უ­ლის ფო­ტო­ალ­ბო­მის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბი­სას ნე­ბის­მი­ე­რი ადა­მი­ა­ნი მიხ­ვდე­ბა, რომ მას ბავ­შვო­ბა­ში სუ­რა­თე­ბის გა­და­ღე­ბა ძა­ლი­ან უყ­ვარ­და. ლე­ლომ ჩვენ­თან ერ­თად გა­და­ხე­და სა­კუ­თარ ფო­ტო­ალ­ბომს და იმ ცვლი­ლე­ბებ­ზე ისა­უბ­რა, რაც მის გა­რეგ­ნო­ბა­ში ბავ­შვო­ბი­დან დღემ­დე მოხ­და. ეს მომ­ხიბ­ლა­ვი ქალ­ბა­ტო­ნი კარ­გი რეს­პონ­დენ­ტიც აღ­მოჩ­ნდა, მაგ­რამ რო­გორც კი კი­თხვა პი­რად ცხოვ­რე­ბა­ზე და­ვუს­ვი, მო­უ­ლოდ­ნე­ლად შე­იც­ვა­ლა. მან კი­თხვას: გყავთ თუ არა რჩე­უ­ლი? არც და­დე­ბი­თად უპა­სუ­ხა და არც - უარ­ყო­ფი­თად.

- დე­დი­სერ­თა ვარ და მშობ­ლებს ძა­ლი­ან გა­თა­მა­მე­ბუ­ლი, გა­ნე­ბივ­რე­ბუ­ლი ვყავ­დი. თუმ­ცა, ჩემი სი­ცელ­ქით მათ­თვის პრობ­ლე­მა არას­დროს შე­მიქ­მნია; ზო­მი­ე­რად ვცელ­ქობ­დი (იცი­ნის). რაც შე­ე­ხე­ბა ცეკ­ვას, ეს პა­ტა­რა­ო­ბი­დან­ვე მიყ­ვარს. რო­გორც კი მუ­სი­კის ხმას გა­ვი­გო­ნებ­დი, თურ­მე ეგ­რე­ვე ცეკ­ვას ვი­წყებ­დი.

- ბავ­შვო­ბის დრო­ინ­დე­ლი ბევ­რი ფოტო გაქვს...

- სუ­რა­თე­ბის გა­და­ღე­ბა ყო­ველ­თვის მიყ­ვარ­და. მა­მას სახ­ლში ცნო­ბი­ლი ფო­ტოგ­რა­ფი, იური კიპ­შენბ­ლა­ტი მოჰ­ყავ­და და მეც, რო­გორც კი ფო­ტო­ა­პა­რატს და­ვი­ნა­ხავ­დი, მა­შინ­ვე მის წინ პო­ზი­რე­ბას ვი­წყებ­დი. მოკ­ლედ, დიდ ფო­ტო­სე­სი­ას ვა­წყობ­დი ხოლ­მე, რომ­ლის დრო­საც ტან­საც­მელ­სა და ვარ­ცხნი­ლო­ბას რამ­დენ­ჯერ­მე ვიც­ვლი­დი. ბავ­შვო­ბის დრო­ინ­დე­ლი ყვე­ლა ფოტო მიყ­ვარს, მაგ­რამ გან­სა­კუთ­რე­ბით ეს სუ­რა­თი მომ­წონს, სა­დაც ჩემს საყ­ვა­რელ კურ­დღელ­თან ერ­თად ვარ. ბევ­რი სა­თა­მა­შო მქონ­და, მაგ­რამ რა­ტომ­ღაც, ეს ამო­ვი­ჩე­მე და არას­დროს ვი­ცი­ლებ­დი, ყველ­გან თან და­ვა­ტა­რებ­დი.

- გე­ტყო­ბა, რომ პრან­ჭია იყა­ვი...

- კი, ძა­ლი­ან პრან­ჭი­კე­ლა ვი­ყა­ვი. დედა შე­წუ­ხე­ბუ­ლი მყავ­და, რად­გან თმას ათას­ნა­ი­რად ვა­კე­თე­ბი­ნებ­დი. სა­მა­გი­ე­როდ, რო­გორც გო­გო­ნე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბას სჩ­ვე­ვია, დე­დის კოს­მე­ტი­კის წას­მა არ მიყ­ვარ­და. უფრო მე­ტად, მის სამ­კა­უ­ლებ­სა და მა­ღალ­ქუს­ლი­ან ფეხ­საც­მე­ლებს ვემ­ტე­რე­ბო­დი.

- ბი­ჭებს პირ­ვე­ლად, რა ასაკ­ში გა­ეპ­რან­ჭე?

- ყო­ველ­თვის ისე ვი­ყა­ვი და­კა­ვე­ბუ­ლი ცეკ­ვით და სწავ­ლით, რომ კეკ­ლუ­ცო­ბის­თვის დრო არ მრჩე­ბო­და. მაგ­რამ ადრე თუ გვი­ან, გო­გოს­თვის ასე­თი პე­რი­ო­დი მა­ინც დგე­ბა და პი­რა­დად მე, 15-16 წლის ვი­ყა­ვი, როცა სა­კუ­თარ გა­რეგ­ნო­ბა­ზე ზრუნ­ვა ზედ­მე­ტად და­ვი­წყე (იღი­მის).

- ეს ფოტო მშობ­ლებ­თან ერ­თად გაქვს გა­და­ღე­ბუ­ლი, არა?

- დიახ. ჩვენ ბა­თუმ­ში ხში­რად ვის­ვე­ნებ­დით და ეს ფოტო სწო­რედ ამ ქა­ლაქ­შია გა­და­ღე­ბუ­ლი,M მშობ­ლებ­თან ერ­თად, მას­ზე ბი­ძა­ჩე­მიც არის აღ­ბეჭ­დი­ლი. დედ-მამა საკ­მა­ოდ ადრე, 22 წლის ასაკ­ში და­ქორ­წინ­და და აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ჩვენ შო­რის ასა­კობ­რი­ვი სხვა­ო­ბაც პა­ტა­რაა. დედა რუ­სუ­ლი ენის სპე­ცი­ა­ლის­ტია, მამა - იუ­რის­ტი გახ­ლავთ. ფო­ტო­ე­ბი­და­ნაც ჩანს, რომ გა­რეგ­ნუ­ლად დე­დას უფრო ვგა­ვარ.

- ბავ­შვო­ბის ამ ფო­ტო­ზე ვის­თან ერ­თად ხარ?

- ეს მა­მი­და­ჩე­მი თა­მარ ყუ­რაშ­ვი­ლია. ის მწე­რა­ლი და ფი­ლო­ლო­გი გახ­ლავთ. მას ჩემ­ზე ძა­ლი­ან დიდი ამა­გი აქვს. მშობ­ლებ­თან მე­გობ­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა მაქვს, მაგ­რამ არის სა­კი­თხე­ბი, რა­საც მშო­ბელს ვერ ეტყვი, მა­მი­და კი ის ადა­მი­ა­ნია, ვი­საც ყვე­ლა ჩემს დარ­დსა თუ სი­ხა­რულს ვუ­ზი­ა­რებ. ჩემ­თვის ეს ადა­მი­ა­ნი მე­გო­ბა­რი, ცხოვ­რე­ბის თა­ნამ­გზავ­რია.

- აქ სკო­ლის მე­გობ­რებ­თან ერ­თად ხარ, არა?

- ეს ფოტო რუ­სეთ­ში ყოფ­ნის დროს არის გა­და­ღე­ბუ­ლი. ესე­ნი ჩემი მოს­კო­ვე­ლი და­ქა­ლე­ბი არი­ან. იქ და­ვამ­თავ­რე 4 კლა­სი. სხვა­თა შო­რის, რამ­დე­ნი­მე სკო­ლა მაქვს გა­მოც­ვლი­ლი. აი, ეს ფო­ტოც, სა­დაც პი­ა­ნი­ნოს­თან ვზი­ვარ, მოს­კოვ­ში ყოფ­ნის დრო­საა გა­და­ღე­ბუ­ლი. და­ბა­დე­ბის დღე მქონ­და და კლა­სე­ლე­ბი დავ­პა­ტი­ჟე. რუს გო­გო­ნებს ისე მო­ე­წო­ნათ ქარ­თუ­ლი მას­პინ­ძლო­ბა, რომ სახ­ლში წას­ვლა აღარ უნ­დო­დათ.

- ცეკ­ვა­ზე სი­ა­რუ­ლი რო­დის და­ი­წყე?

- მოს­კოვ­ში ცხოვ­რე­ბის პე­რი­ოდ­ში ტე­ლე­ვი­ზორ­ში ვნა­ხე თა­ნა­მედ­რო­ვე ევ­რო­პუ­ლი ცეკ­ვე­ბი, რა­მაც ჩემ­ზე ძა­ლი­ან დიდი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა მო­ახ­დი­ნა. ცეკ­ვის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ დე­დას ვუ­თხა­რი: მინ­და, ასე­თი ცეკ­ვა ვის­წავ­ლო-მეთ­ქი. თბი­ლის­ში ჩა­მოს­ვლის შემ­დეგ არ­ჩე­ვა­ნის წი­ნა­შე და­მა­ყე­ნეს: "სუ­ხიშ­ვი­ლებ­ში"ან ევ­რო­პულ ცეკ­ვებ­ზე უნდა მევ­ლო. დე­დას ვუ­თხა­რი: მოს­კოვ­ში რომ გი­თხა­რი, აი, ისე­თი ცეკ­ვის სწავ­ლა მინ­და-მეთ­ქი. თა­ვი­დან ეს ყვე­ლა­ფე­რი უბ­რა­ლოდ გა­ტა­ცე­ბა იყო, მაგ­რამ დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში ისე მოხ­და, რომ თა­ნა­მედ­რო­ვე ევ­რო­პუ­ლი ცეკ­ვე­ბი მთე­ლი ჩემი ცხოვ­რე­ბის სტი­ლი და საქ­მი­ა­ნო­ბა გახ­და.

- შენი პირ­ვე­ლი მე­წყვი­ლე გიგი გა­ჩე­ჩი­ლა­ძე იყო, არა?

- კი. აი, ეს ფო­ტო­სუ­რა­თი "მე­ტეხ­შია"გა­და­და­ღე­ბუ­ლი. აქ პირ­ვე­ლად დავ­დე­ქით წყვილ­ში ერ­თად. "კავ­კა­სი­ის თა­სის"ტურ­ნი­რი ტარ­დე­ბო­და... ეს ფოტო კი ამე­რი­კა­ში, მა­ი­ა­მი-ბიჩ­ზე გა­და­ვი­ღეთ. აქ დონი ბი­ორნსთან ერ­თად ვართ. ეს შოტ­ლან­დი­ე­ლი მო­ცეკ­ვა­ვეა, რომ­ლის სა­ხე­ლი, მის მე­წყვი­ლეს­თან ერ­თად, გი­ნე­სის რე­კორ­დე­ბის წიგნ­შია შე­სუ­ლი - ევ­რო­პულ ცეკ­ვებ­ში მსოფ­ლი­ოს ჩემ­პი­ო­ნე­ბი 14-ჯერ გახ­დნენ. ჰოდა, ხომ წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ, ჩემ­თვის და გი­გის­თვის ასეთ ადა­მი­ან­თან სუ­რა­თის გა­და­ღე­ბა რა ბედ­ნი­ე­რე­ბა იქ­ნე­ბო­და?!

- გი­გის შემ­დეგ შენი მე­წყვი­ლე ვინ იყო?

- ერთი პე­რი­ო­დი სტუ­დია "ელე­გი­ა­ში"ვცეკ­ვავ­დი, სა­დაც ჩემი მე­წყვი­ლე გი­ორ­გი ორ­ვე­ლაშ­ვი­ლი გახ­ლდათ. გი­ორ­გი ჩემი ბოლო პარტნი­ო­რი იყო. ის სა­უ­კე­თე­სო მო­ცეკ­ვა­ვეა, მაგ­რამ ახლა უკ­რა­ი­ნა­ში ცხოვ­რობს. მე და გი­ორ­გის ბევ­რი წარ­მა­ტე­ბა გვაქვს ერ­თად მო­პო­ვე­ბუ­ლი. აი, ეს სუ­რა­თი, სა­დაც თასი მი­ჭი­რავს, იმ პე­რი­ოდ­შია გა­და­ღე­ბუ­ლი, როცა მე და გი­ორ­გიმ პირ­ვე­ლი ად­გი­ლი და­ვი­კა­ვეთ ლა­თი­ნურ-ამე­რი­კულ ცეკ­ვებ­ში.

- ამ სუ­რათ­ში რამ­დე­ნი წლის ხარ?

- აქ 14 წლის ვარ. ბა­თუმ­ში და­სას­ვე­ნებ­ლად ოჯახ­თან ერ­თად ვი­ყა­ვი და ნა­ხეთ, რო­გო­რი ნამ­ზე­უ­რი მაქვს. აი, ასე გა­მო­ვი­ყუ­რე­ბო­დი თი­ნე­ი­ჯე­რო­ბის დროს.

- ზღვა­ზე დას­ვე­ნე­ბა გიყ­ვარს?

- წყა­ლი ძა­ლი­ან მიყ­ვარს და და­სას­ვე­ნებ­ლად სულ ზღვა­ზე დავ­დი­ვარ. დას­ვე­ნე­ბის მიზ­ნით, მთა­ში არას­დროს ვყო­ფილ­ვარ. მიყ­ვარს ნამ­ზე­უ­რი და "ზა­გარს"ყვე­ლა­ზე კარ­გად, ზღვა­ზე ყოფ­ნი­სას ვი­ღებ. სო­ლა­რი­უმ­ში სი­ა­რუ­ლი არ მხიბ­ლავს.

- ლელო, ცეკ­ვის გარ­და, რა პრო­ფე­სია გაქვს?

- ტუ­რიზ­მის აკა­დე­მია მაქვს დამ­თავ­რე­ბუ­ლი. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ცეკ­ვა ძა­ლი­ან მიყ­ვარ­და, სწავ­ლა­საც ყო­ველ­თვის დიდ მნიშ­ვნე­ლო­ბას ვა­ნი­ჭებ­დი. ერთი პე­რი­ო­დი, პრო­ფე­სი­ით ვმუ­შა­ობ­დი კი­დეც, მაგ­რამ მერე მივ­ხვდი, რომ ეს საქ­მე ჩემი არ იყო და თავი და­ვა­ნე­ბე. მე ცეკ­ვი­სა და მოძ­რა­ო­ბის გა­რე­შე ცხოვ­რე­ბა არ შე­მიძ­ლია.

- ბუ­ნებ­რი­ვად რა ფე­რის თმა გაქვს?

- ვფიქ­რობ, თმა ქა­ლის­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი რამ არის. აი, ამ სუ­რათ­ში, სა­დაც მე­გობ­რებ­თან ერ­თად ვარ, ბუ­ნებ­რი­ვი თმის ფერი - ღია წაბ­ლის­ფე­რი მაქვს, მაგ­რამ სა­ლონ­ში და­მიხ­ვი­ეს. მო­ცეკ­ვა­ვე­ე­ბი მა­კი­ა­ჟის გა­კე­თე­ბა­სა და თმის შე­ღებ­ვას ძა­ლი­ან ად­რე­ულ ასაკ­ში ვი­წყებთ. თა­ვი­დან მე­ლი­რე­ბა გა­ვი­კე­თე, რად­გან იმ პე­რი­ოდ­ში მო­და­ში იყო, შემ­დეგ თმა ქე­რად შე­ვი­ღე­ბე. მომ­წონს ქერა თმა და მიხ­დე­ბა კი­დეც, მაგ­რამ მალე მომ­ბეზ­რდა. სა­ერ­თოდ, ამ მხრივ ექ­სპე­რი­მენ­ტებს არ ვე­რი­დე­ბი. რა ვქნა, ცვლი­ლე­ბე­ბი მიყ­ვარს.

- პა­ტა­რა­ო­ბი­სას სამ­კა­უ­ლე­ბი მიყ­ვარ­დაო, - მი­თხა­რი...

- აქ­სე­სუ­ა­რე­ბი ახ­ლაც ძა­ლი­ან მიყ­ვარს. ჩემ­თვის არა აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა, სამ­კა­უ­ლი ოქ­რო­სია თუ უბ­რა­ლო ლი­თო­ნის­გან დამ­ზა­დე­ბუ­ლი, მთა­ვა­რია, გე­მოვ­ნე­ბი­ა­ნი ნა­კე­თო­ბა იყოს.

- მა­კი­აჟს ყო­ველ­დღი­ურ ცხოვ­რე­ბა­ში თუ იკე­თებ?

- მსუ­ბუ­ქი მა­კი­ა­ჟის გა­რე­შე სახ­ლი­დან არას­დროს გავ­დი­ვარ. ეს ისე­თი­ვე აუ­ცი­ლე­ბე­ლია ჩემ­თვის, რო­გორც სა­მო­სის ჩაც­მა.

- სა­ხის კანს რა­ი­მე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ნიღ­ბე­ბით ხომ არ უვლი?

- მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სას­ცე­ნო მა­კი­ა­ჟის გა­კე­თე­ბა მი­წევს ხოლ­მე, ჯერ­ჯე­რო­ბით, ჩემი სა­ხის კანი გან­სა­კუთ­რე­ბულ მოვ­ლას არ სა­ჭი­რო­ებს. არ მაქვს პრობ­ლე­მუ­რი კანი. ყვე­ლა ჩვე­ნი ოჯა­ხის ქალს კარ­გი სა­ხის კანი აქვს. რუსი ბე­ბია მყავ­და და ალ­ბათ, ეს ყვე­ლა­ფე­რი გე­ნე­ტი­კუ­რია.

- ჩაც­მის რო­გორ სტილს ანი­ჭებ უპი­რა­ტე­სო­ბას?

- სა­მოსს ყო­ველ­თვის იმის მი­ხედ­ვით ვიც­ვამ, თუ სად მივ­დი­ვარ, მაგ­რამ ძი­რი­თა­დად, კლა­სი­კუ­რი სტი­ლის სა­მოსს ვა­ნი­ჭებ უპი­რა­ტე­სო­ბას.

- მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვებ­ში"ცოტა ხანი იყა­ვით, შენი და ბა­ტო­ნი გი­ვის წყვი­ლი და­სა­მახ­სოვ­რე­ბე­ლი იყო...

- დიდი მად­ლო­ბა. რო­დე­საც მი­თხრეს, რომ ბა­ტონ გი­ვის­თან ერ­თად უნდა მე­ცეკ­ვა, გა­მი­ხარ­და; ძა­ლი­ან მა­ინ­ტე­რე­სებ­და, რის გა­კე­თე­ბას შევ­ძლებ­დით, რო­გო­რი ტან­დე­მი გა­მოგ­ვი­ვი­დო­და. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ცოტა ხანი მოგ­ვი­წია პრო­ექ­ტში ყოფ­ნამ, მა­ინც და­სა­მახ­სოვ­რე­ბე­ლი ცეკ­ვე­ბი დავ­დგით. ბა­ტონ გი­ვის­თან მუ­შა­ო­ბა ად­ვი­ლი იყო. ის მო­ცეკ­ვა­ვეა და მოძ­რა­ო­ბებს, ილე­თებს სწრა­ფად ით­ვი­სებ­და. ჩვე­ნი ცეკ­ვე­ბი­დან "პა­სა­დობ­ლის"და "ოსურს"გა­მოვ­ყოფ­დი.

- ბექა ელ­ბა­ქი­ძეს­თან ერ­თად გა­და­ღე­ბუ­ლი ბევ­რი ფოტო გაქვს...

- ბექა პრო­ექ­ტში გა­ვი­ცა­ნი და დავ­მე­გობ­რდით. მერე მას იტა­ლი­ა­ში წა­სას­ვლე­ლად პორ­ტფო­ლიო დას­ჭირ­და, და­მი­რე­კა და ამ საქ­მე­ში დახ­მა­რე­ბა მთხო­ვა. მას­თან ერ­თად ფო­ტო­ე­ბის გა­და­ღე­ბას სი­ა­მოვ­ნე­ბით დავ­თან­ხმდი. გა­და­ღე­ბე­ბის პრო­ცე­სი ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო და მე­გობ­რუ­ლი იყო. რაც მთა­ვა­რია, ჩვე­ნი ნა­მუ­შევ­რე­ბი იტა­ლი­ე­ლებს მო­ე­წო­ნათ.

- ლელო, შენს პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში რა ხდე­ბა?

- არ მიყ­ვარს პი­რად ცხოვ­რე­ბა­ზე ლა­პა­რა­კი და ამ კი­თხვა­ზე პა­სუ­ხის გა­ცე­მის­გან ახ­ლაც თავს შე­ვი­კა­ვებ.

- მა­შინ ის მა­ინც გაგ­ვიმ­ხი­ლე, რო­გო­რია შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ლელო?

- სიყ­ვა­რუ­ლი ძა­ლი­ან მა­გა­რი რამ არის. ამ დროს მთლი­ა­ნად ვიც­ვლე­ბი. ვფიქ­რობ, სიყ­ვა­რუ­ლი პირ­ველ რიგ­ში, ორი ადა­მი­ა­ნის ურ­თი­ერ­თპა­ტი­ვის­ცე­მა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი.

- ეს შენი ძაღ­ლია?

- ცხო­ვე­ლე­ბი ძა­ლი­ან მიყ­ვარს, გან­სა­კუთ­რე­ბით - კა­ტებ­სა და ძაღ­ლებ­ზე ვგიჟ­დე­ბი. ამ ფო­ტო­ზე მე, დედა და რიკი ვართ აღ­ბეჭ­დი­ლი. რიკი ია­პო­ნუ­რი ჯი­შის ძაღ­ლი და ჩვე­ნი ოჯა­ხის სრულ­ფა­სო­ვა­ნი წევ­რი იყო, მაგ­რამ ერთხე­ლაც სახ­ლი­დან გაგ­ვე­პა­რა. ძა­ლი­ან გან­ვი­ცა­დეთ და ვი­ნერ­ვი­უ­ლეთ რი­კის და­კარ­გვის გამო. ჰოდა, მას შემ­დეგ სახ­ლში სხვა ცხო­ველს ვერ ვე­გუ­ე­ბით.

- პლას­ტი­კურ­მა ქი­რურ­გებ­მა თა­ვი­ან­თი მომ­სა­ხუ­რე­ბა სრუ­ლი­ად უფა­სოდ რომ შე­მოგ­თა­ვა­ზონ, სა­კუ­თარ გა­რეგ­ნო­ბა­ში რას შეც­ვლი­დი?

- არა­ფერს არ შევ­ცვლი­დი. სრუ­ლი­ად მაკ­მა­ყო­ფი­ლებს ჩემი გა­რეგ­ნო­ბა. წლე­ბის მა­ტე­ბას­თან ერ­თად კი არ ვიცი, რა მოხ­დე­ბა და შე­იძ­ლე­ბა, მეც დამ­ჭირ­დეს რა­ღა­ცის შეც­ვლა... ვფიქ­რობ, ყვე­ლა ქალ­ში არის სი­ლა­მა­ზე, მაგ­რამ თუ ადა­მი­ა­ნი გა­მუდ­მე­ბით ცუდ ხა­სი­ათ­ზეა, მის ამ სი­ლა­მა­ზეს ვე­რას­დროს ვე­რა­ვინ აღიქ­ვამს.

- და­ბო­ლოს, ახლა რას საქ­მი­ა­ნობ?

- ახლა, რო­გორც ქო­რე­ოგ­რა­ფი, ისე ვმუ­შა­ობ და მაქვს მოყ­ვა­რუ­ლე­ბის წრე. ასე­ვე, ვმუ­შა­ობ ერთ-ერთ სა­მო­დე­ლო სტუ­დი­ა­ში, სა­დაც ტა­ნის პლას­ტი­კას ვას­წავ­ლი. ზოგ­ჯერ ამა თუ იმ კონ­კურ­სზე, წამ­ყვა­ნის ამ­პლუ­ის მორ­გე­ბაც მი­წევს. აი, ამ ფო­ტო­ზე მსა­ჯის როლ­ში ვარ. მა­შინ "კავ­კა­სი­ის თასი"ტარ­დე­ბო­და და სხვა­თა შო­რის, ამ ტურ­ნირ­ზე არა მარ­ტო მსა­ჯი, არა­მედ თა­ნა­წამ­ყვა­ნიც ვი­ყა­ვი...

მა­რეხ ჭო­ნიშ­ვი­ლი

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა

ლელო ჩქარეული - "ცეკვისა და მოძრაობის გარეშე ცხოვრება არ შემიძლია"

ლელო ჩქარეული - "ცეკვისა და მოძრაობის გარეშე ცხოვრება არ შემიძლია"

მოცეკვავე ლელო ჩქარეულის ფოტოალბომის დათვალიერებისას ნებისმიერი ადამიანი მიხვდება, რომ მას ბავშვობაში სურათების გადაღება ძალიან უყვარდა. ლელომ ჩვენთან ერთად გადახედა საკუთარ ფოტოალბომს და იმ ცვლილებებზე ისაუბრა, რაც მის გარეგნობაში ბავშვობიდან დღემდე მოხდა. ეს მომხიბლავი ქალბატონი კარგი რესპონდენტიც აღმოჩნდა, მაგრამ როგორც კი კითხვა პირად ცხოვრებაზე დავუსვი, მოულოდნელად შეიცვალა. მან კითხვას: გყავთ თუ არა რჩეული? არც დადებითად უპასუხა და არც - უარყოფითად.

- დედისერთა ვარ და მშობლებს ძალიან გათამამებული, განებივრებული ვყავდი. თუმცა, ჩემი სიცელქით მათთვის პრობლემა არასდროს შემიქმნია; ზომიერად ვცელქობდი (იცინის). რაც შეეხება ცეკვას, ეს პატარაობიდანვე მიყვარს. როგორც კი მუსიკის ხმას გავიგონებდი, თურმე ეგრევე ცეკვას ვიწყებდი.

- ბავშვობის დროინდელი ბევრი ფოტო გაქვს...

- სურათების გადაღება ყოველთვის მიყვარდა. მამას სახლში ცნობილი ფოტოგრაფი, იური კიპშენბლატი მოჰყავდა და მეც, როგორც კი ფოტოაპარატს დავინახავდი, მაშინვე მის წინ პოზირებას ვიწყებდი. მოკლედ, დიდ ფოტოსესიას ვაწყობდი ხოლმე, რომლის დროსაც ტანსაცმელსა და ვარცხნილობას რამდენჯერმე ვიცვლიდი. ბავშვობის დროინდელი ყველა ფოტო მიყვარს, მაგრამ განსაკუთრებით ეს სურათი მომწონს, სადაც ჩემს საყვარელ კურდღელთან ერთად ვარ. ბევრი სათამაშო მქონდა, მაგრამ რატომღაც, ეს ამოვიჩემე და არასდროს ვიცილებდი, ყველგან თან დავატარებდი.

- გეტყობა, რომ პრანჭია იყავი...

- კი, ძალიან პრანჭიკელა ვიყავი. დედა შეწუხებული მყავდა, რადგან თმას ათასნაირად ვაკეთებინებდი. სამაგიეროდ, როგორც გოგონების უმრავლესობას სჩვევია, დედის კოსმეტიკის წასმა არ მიყვარდა. უფრო მეტად, მის სამკაულებსა და მაღალქუსლიან ფეხსაცმელებს ვემტერებოდი.

- ბიჭებს პირველად, რა ასაკში გაეპრანჭე?

- ყოველთვის ისე ვიყავი დაკავებული ცეკვით და სწავლით, რომ კეკლუცობისთვის დრო არ მრჩებოდა. მაგრამ ადრე თუ გვიან, გოგოსთვის ასეთი პერიოდი მაინც დგება და პირადად მე, 15-16 წლის ვიყავი, როცა საკუთარ გარეგნობაზე ზრუნვა ზედმეტად დავიწყე (იღიმის).

- ეს ფოტო მშობლებთან ერთად გაქვს გადაღებული, არა?

- დიახ. ჩვენ ბათუმში ხშირად ვისვენებდით და ეს ფოტო სწორედ ამ ქალაქშია გადაღებული,M მშობლებთან ერთად, მასზე ბიძაჩემიც არის აღბეჭდილი. დედ-მამა საკმაოდ ადრე, 22 წლის ასაკში დაქორწინდა და აქედან გამომდინარე, ჩვენ შორის ასაკობრივი სხვაობაც პატარაა. დედა რუსული ენის სპეციალისტია, მამა - იურისტი გახლავთ. ფოტოებიდანაც ჩანს, რომ გარეგნულად დედას უფრო ვგავარ.

- ბავშვობის ამ ფოტოზე ვისთან ერთად ხარ?

- ეს მამიდაჩემი თამარ ყურაშვილია. ის მწერალი და ფილოლოგი გახლავთ. მას ჩემზე ძალიან დიდი ამაგი აქვს. მშობლებთან მეგობრული ურთიერთობა მაქვს, მაგრამ არის საკითხები, რასაც მშობელს ვერ ეტყვი, მამიდა კი ის ადამიანია, ვისაც ყველა ჩემს დარდსა თუ სიხარულს ვუზიარებ. ჩემთვის ეს ადამიანი მეგობარი, ცხოვრების თანამგზავრია.

- აქ სკოლის მეგობრებთან ერთად ხარ, არა?

- ეს ფოტო რუსეთში ყოფნის დროს არის გადაღებული. ესენი ჩემი მოსკოველი დაქალები არიან. იქ დავამთავრე 4 კლასი. სხვათა შორის, რამდენიმე სკოლა მაქვს გამოცვლილი. აი, ეს ფოტოც, სადაც პიანინოსთან ვზივარ, მოსკოვში ყოფნის დროსაა გადაღებული. დაბადების დღე მქონდა და კლასელები დავპატიჟე. რუს გოგონებს ისე მოეწონათ ქართული მასპინძლობა, რომ სახლში წასვლა აღარ უნდოდათ.

- ცეკვაზე სიარული როდის დაიწყე?

- მოსკოვში ცხოვრების პერიოდში ტელევიზორში ვნახე თანამედროვე ევროპული ცეკვები, რამაც ჩემზე ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ცეკვის დამთავრების შემდეგ დედას ვუთხარი: მინდა, ასეთი ცეკვა ვისწავლო-მეთქი. თბილისში ჩამოსვლის შემდეგ არჩევანის წინაშე დამაყენეს: "სუხიშვილებში"ან ევროპულ ცეკვებზე უნდა მევლო. დედას ვუთხარი: მოსკოვში რომ გითხარი, აი, ისეთი ცეკვის სწავლა მინდა-მეთქი. თავიდან ეს ყველაფერი უბრალოდ გატაცება იყო, მაგრამ დროთა განმავლობაში ისე მოხდა, რომ თანამედროვე ევროპული ცეკვები მთელი ჩემი ცხოვრების სტილი და საქმიანობა გახდა.

- შენი პირველი მეწყვილე გიგი გაჩეჩილაძე იყო, არა?

- კი. აი, ეს ფოტოსურათი "მეტეხშია"გადადაღებული. აქ პირველად დავდექით წყვილში ერთად. "კავკასიის თასის"ტურნირი ტარდებოდა... ეს ფოტო კი ამერიკაში, მაიამი-ბიჩზე გადავიღეთ. აქ დონი ბიორნსთან ერთად ვართ. ეს შოტლანდიელი მოცეკვავეა, რომლის სახელი, მის მეწყვილესთან ერთად, გინესის რეკორდების წიგნშია შესული - ევროპულ ცეკვებში მსოფლიოს ჩემპიონები 14-ჯერ გახდნენ. ჰოდა, ხომ წარმოგიდგენიათ, ჩემთვის და გიგისთვის ასეთ ადამიანთან სურათის გადაღება რა ბედნიერება იქნებოდა?!

- გიგის შემდეგ შენი მეწყვილე ვინ იყო?

- ერთი პერიოდი სტუდია "ელეგიაში"ვცეკვავდი, სადაც ჩემი მეწყვილე გიორგი ორველაშვილი გახლდათ. გიორგი ჩემი ბოლო პარტნიორი იყო. ის საუკეთესო მოცეკვავეა, მაგრამ ახლა უკრაინაში ცხოვრობს. მე და გიორგის ბევრი წარმატება გვაქვს ერთად მოპოვებული. აი, ეს სურათი, სადაც თასი მიჭირავს, იმ პერიოდშია გადაღებული, როცა მე და გიორგიმ პირველი ადგილი დავიკავეთ ლათინურ-ამერიკულ ცეკვებში.

- ამ სურათში რამდენი წლის ხარ?

- აქ 14 წლის ვარ. ბათუმში დასასვენებლად ოჯახთან ერთად ვიყავი და ნახეთ, როგორი ნამზეური მაქვს. აი, ასე გამოვიყურებოდი თინეიჯერობის დროს.

- ზღვაზე დასვენება გიყვარს?

- წყალი ძალიან მიყვარს და დასასვენებლად სულ ზღვაზე დავდივარ. დასვენების მიზნით, მთაში არასდროს ვყოფილვარ. მიყვარს ნამზეური და "ზაგარს"ყველაზე კარგად, ზღვაზე ყოფნისას ვიღებ. სოლარიუმში სიარული არ მხიბლავს.

- ლელო, ცეკვის გარდა, რა პროფესია გაქვს?

- ტურიზმის აკადემია მაქვს დამთავრებული. მიუხედავად იმისა, რომ ცეკვა ძალიან მიყვარდა, სწავლასაც ყოველთვის დიდ მნიშვნელობას ვანიჭებდი. ერთი პერიოდი, პროფესიით ვმუშაობდი კიდეც, მაგრამ მერე მივხვდი, რომ ეს საქმე ჩემი არ იყო და თავი დავანებე. მე ცეკვისა და მოძრაობის გარეშე ცხოვრება არ შემიძლია.

- ბუნებრივად რა ფერის თმა გაქვს?

- ვფიქრობ, თმა ქალისთვის ძალიან მნიშვნელოვანი რამ არის. აი, ამ სურათში, სადაც მეგობრებთან ერთად ვარ, ბუნებრივი თმის ფერი - ღია წაბლისფერი მაქვს, მაგრამ სალონში დამიხვიეს. მოცეკვავეები მაკიაჟის გაკეთებასა და თმის შეღებვას ძალიან ადრეულ ასაკში ვიწყებთ. თავიდან მელირება გავიკეთე, რადგან იმ პერიოდში მოდაში იყო, შემდეგ თმა ქერად შევიღებე. მომწონს ქერა თმა და მიხდება კიდეც, მაგრამ მალე მომბეზრდა. საერთოდ, ამ მხრივ ექსპერიმენტებს არ ვერიდები. რა ვქნა, ცვლილებები მიყვარს.

- პატარაობისას სამკაულები მიყვარდაო, - მითხარი...

- აქსესუარები ახლაც ძალიან მიყვარს. ჩემთვის არა აქვს მნიშვნელობა, სამკაული ოქროსია თუ უბრალო ლითონისგან დამზადებული, მთავარია, გემოვნებიანი ნაკეთობა იყოს.

- მაკიაჟს ყოველდღიურ ცხოვრებაში თუ იკეთებ?

- მსუბუქი მაკიაჟის გარეშე სახლიდან არასდროს გავდივარ. ეს ისეთივე აუცილებელია ჩემთვის, როგორც სამოსის ჩაცმა.

- სახის კანს რაიმე განსაკუთრებული ნიღბებით ხომ არ უვლი?

- მიუხედავად იმისა, რომ სასცენო მაკიაჟის გაკეთება მიწევს ხოლმე, ჯერჯერობით, ჩემი სახის კანი განსაკუთრებულ მოვლას არ საჭიროებს. არ მაქვს პრობლემური კანი. ყველა ჩვენი ოჯახის ქალს კარგი სახის კანი აქვს. რუსი ბებია მყავდა და ალბათ, ეს ყველაფერი გენეტიკურია.

- ჩაცმის როგორ სტილს ანიჭებ უპირატესობას?

- სამოსს ყოველთვის იმის მიხედვით ვიცვამ, თუ სად მივდივარ, მაგრამ ძირითადად, კლასიკური სტილის სამოსს ვანიჭებ უპირატესობას.

- მიუხედავად იმისა, რომ "ცეკვავენ ვარსკვლავებში"ცოტა ხანი იყავით, შენი და ბატონი გივის წყვილი დასამახსოვრებელი იყო...

- დიდი მადლობა. როდესაც მითხრეს, რომ ბატონ გივისთან ერთად უნდა მეცეკვა, გამიხარდა; ძალიან მაინტერესებდა, რის გაკეთებას შევძლებდით, როგორი ტანდემი გამოგვივიდოდა. მიუხედავად იმისა, რომ ცოტა ხანი მოგვიწია პროექტში ყოფნამ, მაინც დასამახსოვრებელი ცეკვები დავდგით. ბატონ გივისთან მუშაობა ადვილი იყო. ის მოცეკვავეა და მოძრაობებს, ილეთებს სწრაფად ითვისებდა. ჩვენი ცეკვებიდან "პასადობლის"და "ოსურს"გამოვყოფდი.

- ბექა ელბაქიძესთან ერთად გადაღებული ბევრი ფოტო გაქვს...

- ბექა პროექტში გავიცანი და დავმეგობრდით. მერე მას იტალიაში წასასვლელად პორტფოლიო დასჭირდა, დამირეკა და ამ საქმეში დახმარება მთხოვა. მასთან ერთად ფოტოების გადაღებას სიამოვნებით დავთანხმდი. გადაღებების პროცესი ძალიან საინტერესო და მეგობრული იყო. რაც მთავარია, ჩვენი ნამუშევრები იტალიელებს მოეწონათ.

- ლელო, შენს პირად ცხოვრებაში რა ხდება?

- არ მიყვარს პირად ცხოვრებაზე ლაპარაკი და ამ კითხვაზე პასუხის გაცემისგან ახლაც თავს შევიკავებ.

- მაშინ ის მაინც გაგვიმხილე, როგორია შეყვარებული ლელო?

- სიყვარული ძალიან მაგარი რამ არის. ამ დროს მთლიანად ვიცვლები. ვფიქრობ, სიყვარული პირველ რიგში, ორი ადამიანის ურთიერთპატივისცემაზეა დამოკიდებული.

- ეს შენი ძაღლია?

- ცხოველები ძალიან მიყვარს, განსაკუთრებით - კატებსა და ძაღლებზე ვგიჟდები. ამ ფოტოზე მე, დედა და რიკი ვართ აღბეჭდილი. რიკი იაპონური ჯიშის ძაღლი და ჩვენი ოჯახის სრულფასოვანი წევრი იყო, მაგრამ ერთხელაც სახლიდან გაგვეპარა. ძალიან განვიცადეთ და ვინერვიულეთ რიკის დაკარგვის გამო. ჰოდა, მას შემდეგ სახლში სხვა ცხოველს ვერ ვეგუებით.

- პლასტიკურმა ქირურგებმა თავიანთი მომსახურება სრულიად უფასოდ რომ შემოგთავაზონ, საკუთარ გარეგნობაში რას შეცვლიდი?

- არაფერს არ შევცვლიდი. სრულიად მაკმაყოფილებს ჩემი გარეგნობა. წლების მატებასთან ერთად კი არ ვიცი, რა მოხდება და შეიძლება, მეც დამჭირდეს რაღაცის შეცვლა... ვფიქრობ, ყველა ქალში არის სილამაზე, მაგრამ თუ ადამიანი გამუდმებით ცუდ ხასიათზეა, მის ამ სილამაზეს ვერასდროს ვერავინ აღიქვამს.

- დაბოლოს, ახლა რას საქმიანობ?

- ახლა, როგორც ქორეოგრაფი, ისე ვმუშაობ და მაქვს მოყვარულების წრე. ასევე, ვმუშაობ ერთ-ერთ სამოდელო სტუდიაში, სადაც ტანის პლასტიკას ვასწავლი. ზოგჯერ ამა თუ იმ კონკურსზე, წამყვანის ამპლუის მორგებაც მიწევს. აი, ამ ფოტოზე მსაჯის როლში ვარ. მაშინ "კავკასიის თასი"ტარდებოდა და სხვათა შორის, ამ ტურნირზე არა მარტო მსაჯი, არამედ თანაწამყვანიც ვიყავი...

მარეხ ჭონიშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება