Faceამბები
საზოგადოება

25

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 03:56-ზე, მთვარე 21:22-დან ტყუპში იქნება – საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. ამ დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. ძილის წინ მიიღეთ გამწმენდი შხაპი. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვიქტორ ჰიუგოს სასიყვარულო ბარათები და ქალი, რომელიც მის მუზად იქცა
ვიქტორ ჰიუგოს სასიყვარულო ბარათები და ქალი, რომელიც მის მუზად იქცა

გა­მო­ჩე­ნი­ლი ფრან­გი მწე­რა­ლი - ვიქ­ტორ ჰი­უ­გო საყ­ვა­რე­ლი ქა­ლი­სად­მი მი­წე­რილ ერთ-ერთ წე­რილ­ში ირ­წმუ­ნე­ბო­და: "ამ­ქვეყ­ნად ყვე­ლა­ფერ­ზე უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, ქა­ლიშ­ვილ­სა და ღმერ­თზე უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი - შენი სიყ­ვა­რუ­ლია". ამ დროს ჰი­უ­გო უკვე 43 წლის იყო და მას არა მარ­ტო საფ­რან­გეთ­ში, არა­მედ მთელ მსოფ­ლი­ო­ში იც­ნობ­დნენ. მისი რო­მა­ნი - "პა­რი­ზის ღვთის­მშობ­ლის ტა­ძა­რი" წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი ტი­რა­ჟით იყი­დე­ბო­და, პი­ე­სე­ბი: "ერ­ნა­ნი", "რუი ბლა­ზი" და "მეფე ერ­თო­ბა" კი თე­ატ­რა­ლუ­რი სცე­ნე­ბი­დან არ ჩა­მო­დი­ო­და. ამა­ვე დროს, მწე­რალს მი­აჩ­ნდა, რომ მისი პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა უფრო წა­რუ­მა­ტე­ბე­ლი იყო, ვიდ­რე ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი კა­რი­ე­რა...

მწე­რა­ლი ადელ ჰი­უ­გო­ზე ახალ­გაზ­რდო­ბა­ში და­ქორ­წინ­და. ცოლ-ქმარს ხუთი ქა­ლიშ­ვი­ლი შე­ე­ძი­ნა, რო­მელ­თა­გან ვიქ­ტორ ჰი­უ­გოს ყვე­ლა­ზე მე­ტად, ლე­ო­პოლ­დი­ნა უყ­ვარ­და. მაგ­რამ მოგ­ვი­ა­ნე­ბით, მწერ­ლის ოც­ნე­ბე­ბი და ლტოლ­ვა მთლი­ა­ნად მის მუ­ზა­სა და სატ­რფოს, ჟუ­ლი­ეტ დრუ­ეს უკავ­შირ­დე­ბო­და. სწო­რედ ჟუ­ლი­ე­ტი­სად­მი სიყ­ვა­რუ­ლი გახ­ლდათ მის­თვის ღმერ­თი­სა და ლე­ო­პოლ­დი­ნას სიყ­ვა­რულ­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი.

ჰი­უ­გომ ჟუ­ლი­ეტ დრუე 1833 წელს, პი­ე­სის - "ლუკ­რე­ცია ბორ­ჯია" რე­პე­ტი­ცი­ებ­ზე გა­იც­ნო, სა­დაც ჟუ­ლი­ე­ტი პრინ­ცე­სა ნეგ­რო­ნის პა­ტა­რა როლს თა­მა­შობ­და.

ჟუ­ლი­ე­ტი და ვიქ­ტო­რი

26 წლის ჟუ­ლი­ე­ტი მწვე­ლი სი­ლა­მა­ზით გა­მო­ირ­ჩე­ო­და. მა­მა­კა­ცებს მისი ვნე­ბი­ა­ნი ტემ­პე­რა­მენ­ტი და და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი აზ­როვ­ნე­ბა იზი­დავ­და.

ახალ­გაზ­რდა მსა­ხი­ო­ბის საყ­ვა­რე­ლი გა­მოთ­ქმა იყო: "ქალი, რო­მელ­საც მხო­ლოდ ერთი საყ­ვა­რე­ლი ჰყავს - ან­გე­ლო­ზია, რო­მელ­საც ორი საყ­ვა­რე­ლი ჰყავს - ურჩხუ­ლია, ხოლო ქალი, რო­მელ­საც სამი საყ­ვა­რე­ლი ჰყავს, ჭეშ­მა­რი­ტი ქა­ლია", - ჟუ­ლი­ე­ტის ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი გზის შე­სა­ხებ ზო­გა­დი წარ­მოდ­გე­ნის შექ­მნა ამ სი­ტყვე­ბი­თაც შე­იძ­ლე­ბა. ჯერ კი­დევ სრუ­ლი­ად ახალ­გაზ­რდა, პა­რიზ­ში ცნო­ბი­ლი კურ­ტი­ზა­ნი ქალი იყო და მდი­და­რი საყ­ვარ­ლე­ბის ხარ­ჯზე ცხოვ­რობ­და. ის რეს­ტორ­ნებ­სა და თე­ატ­რებ­ში დაჰ­ყავ­დათ, მის­თვის დი­დე­ბულ მე­ჯლი­სებს აწყობ­დნენ. ძალ­ზე ცოტა ქალს თუ შე­ეძ­ლო, ჟუ­ლი­ე­ტის მსგავ­სად დახ­ვე­წი­ლად, გე­მოვ­ნე­ბით ჩაც­მა. ის ფულს ხარ­ჯავ­და და ვა­ლებს იღებ­და. მდა­ბიო წარ­მო­შო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, იუ­მო­რის გრძნო­ბით, ელე­გან­ტუ­რო­ბი­თა და არის­ტოკ­რა­ტიზ­მით გა­მო­ირ­ჩე­ო­და. იგი ბევ­რს უყ­ვარ­და და ამით სარ­გებ­ლობ­და. მუ­დამ მო­ი­ძებ­ნე­ბო­და ვინ­მე, ვინც მომ­ხიბ­ვლე­ლი ჟუ­ლი­ე­ტის ვა­ლებს სი­ა­მოვ­ნე­ბით და­ფა­რავ­და.

ამ ქალ­მა გა­მოც­დი­ლე­ბა ად­რე­ულ ასაკ­ში შე­ი­ძი­ნა და დაბ­რძენ­და. რო­დე­საც მო­ი­სურ­ვებ­და, ერთ წამ­ში საყ­ვა­რელ, გუ­ლუბ­რყვი­ლო ბავ­შვად შე­ეძ­ლო გა­დაქ­ცე­ვა და ამით თაყ­ვა­ნის­მცემ­ლებს, რო­მელ­თა შო­რის ცნო­ბი­ლი პა­რი­ზე­ლი მო­ქან­და­კე პრა­დი­ეც იყო, უფრო მე­ტად ხიბ­ლავ­და.

ჟუ­ლი­ეტ დრუ­ემ და პრა­დი­ემ ერ­თად საკ­მა­ოდ დიდ­ხანს იცხოვ­რეს და ბავ­შვიც შე­ე­ძი­ნათ. მო­ქან­და­კე საყ­ვარ­ლი­სად­მი გაგ­ზავ­ნილ ბა­რა­თებს ხელს მუ­დამ ასე აწერ­და: "შენი მე­გო­ბა­რი, შენი საყ­ვა­რე­ლი, შენი მამა". იგი, რა თქმა უნდა, პირ­ველ რიგ­ში, საყ­ვა­რე­ლი იყო, რად­გან ჟუ­ლი­ე­ტის სხე­უ­ლი უზო­მოდ უყ­ვარ­და, მაგ­რამ ერთი გა­ღი­მე­ბაც კი ქალს იმ პა­ტა­რა გო­გო­ნად გა­და­აქ­ცევ­და, რო­მელ­საც ალერ­სი და მა­მობ­რი­ვი ზრუნ­ვა ესა­ჭი­რო­ე­ბო­და. სწო­რედ ღი­მი­ლი სძენ­და მის სა­ხეს სიწ­მინ­დე­სა და გუ­ლუბ­რყვი­ლო გა­მო­მე­ტყვე­ლე­ბას. ამას­თან, ჟუ­ლი­ე­ტის ღი­მი­ლი ყალ­ბი კეკ­ლუ­ცო­ბა ან სპე­ცი­ა­ლუ­რი ფან­დი როდი იყო, მისი გულ­წრფე­ლი ღი­მი­ლი უბე­დუ­რი ბავ­შვო­ბის მო­გო­ნე­ბა და წუ­ხი­ლი გახ­ლდათ.

ჟუ­ლი­ე­ტი ადრე და­ობ­ლდა, მშობ­ლე­ბი თით­ქმის არ ახ­სოვ­და. თავ­და­პირ­ვე­ლად ბი­ძას­თან ცხოვ­რობ­და, რო­მელ­მაც გო­გო­ნა კა­თო­ლი­კურ პან­სი­ო­ნატ­ში მი­ა­ბა­რა. იქ კარ­გი გა­ნათ­ლე­ბა მი­ი­ღო. წიგ­ნებ­მა ბევ­რი რამ შეს­ძი­ნა, იმ თვალ­საზ­რი­სით, რომ ლი­ტე­რა­ტუ­რულ ნა­წარ­მო­ე­ბებს მა­მა­კა­ცებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სა­ხელ­მძღვა­ნე­ლოდ მი­იჩ­ნევ­და.

რო­დე­საც პან­სი­ონ­ში სწავ­ლა და­ას­რუ­ლა, ჟუ­ლი­ეტ­მა გა­და­წყვი­ტა, მსა­ხი­ო­ბი გამ­ხდა­რი­ყო. XIX სა­უ­კუ­ნე­ში ეს პრო­ფე­სია ცხოვ­რე­ბის გარ­კვე­უ­ლი სტი­ლი უფრო იყო. მარ­თა­ლია, მსგავ­სი ცხოვ­რე­ბა ქალს მა­ნამ­დე შე­ე­ფე­რე­ბო­და, ვიდ­რე ახალ­გაზ­რდა და ლა­მა­ზი იყო, მაგ­რამ ასე დიდ­ხანს ვერ გაგ­რძელ­დე­ბო­და და გო­ნი­ერ ჟუ­ლი­ეტს ეს კარ­გად ეს­მო­და. ალ­ბათ ამ აზ­რე­ბის გამო იყო, რომ მშვე­ნი­ე­რი ქა­ლის ღი­მილ­ში მუ­დამ მსუ­ბუ­ქი ნაღ­ვე­ლი გა­მოსჭვი­ო­და და ცნო­ბი­ლი მწერ­ლის, ვიქ­ტორ ჰი­უ­გოს გუ­ლიც ამით და­ი­პყრო.

ვიქ­ტორ ჰი­უ­გომ ჟუ­ლი­ე­ტი მა­შინ გა­იც­ნო, რო­დე­საც უდი­დე­სი სუ­ლი­ე­რი ტრავ­მა მი­ი­ღო. სწო­რედ იმ პე­რი­ოდ­ში შე­ი­ტყო, რომ მე­უღ­ლე მის მე­გო­ბარ­თან და თა­ნა­მო­აზ­რეს­თან, სენტ-ბევ­თან ღა­ლა­ტობ­და. მწე­რალ­მა შექ­მნი­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა მუ­ხა­ნა­თო­ბად აღიქ­ვა, რად­გან ბუ­ნე­ბით რო­მან­ტი­კო­სი იყო (ანდა ცო­ლი­სა და მე­გობ­რის ერ­თდრო­უ­ლად და­კარ­გვის შემ­დეგ სიმ­შვი­დეს ვინ შე­ი­ნარ­ჩუ­ნებ­და?!). ჰი­უ­გო შვე­ბას მხო­ლოდ მუ­შა­ო­ბა­ში პო­უ­ლობ­და და აი, "ლუკ­რე­ცია ბორ­ჯი­ას" დად­გმი­სას იპო­ვა ჭეშ­მა­რი­ტი სიყ­ვა­რუ­ლი.

"მე ორი და­ბა­დე­ბის დღე მაქვს და ორი­ვე თე­ბერ­ვალ­ში. პირ­ვე­ლად, რო­დე­საც 1802 წლის 28 თე­ბერ­ვალს მო­ვევ­ლი­ნე ქვეყ­ნი­ე­რე­ბას, დე­დის მკლა­ვებ­ში ვი­ყა­ვი, ხოლო მე­ო­რედ, 1833 წლის 16 თე­ბერ­ვალს, შენს მკლა­ვებ­ში, შენი სიყ­ვა­რუ­ლის წყა­ლო­ბით აღვსდე­ქი. პირ­ვე­ლად და­ბა­დე­ბამ სი­ცო­ცხლე მა­ჩუ­ქა, მე­ო­რედ და­ბა­დე­ბამ - ვნე­ბა", - წერ­და ჰი­უ­გო რამ­დე­ნი­მე წლის შემ­დეგ და მარ­თა­ლიც იყო. ჟუ­ლი­ეტ­თან შეხ­ვედ­რის შემ­დეგ მწერ­ლის სტი­ლი სხვაგ­ვა­რი გახ­და, ცხოვ­რე­ბი­სად­მი მისი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა შე­იც­ვა­ლა, წარ­სუ­ლი­დან ("პა­რი­ზის ღვთის­მშობ­ლის ტა­ძა­რი") რე­ა­ლურ ცხოვ­რე­ბა­ში დაბ­რუ­ნე­ბა პირ­ვე­ლად მო­უნ­და.

მწე­რა­ლი ხე­დავ­და, რომ ჟუ­ლი­ე­ტი დიდი მსა­ხი­ო­ბი არა, მაგ­რამ შე­სა­ნიშ­ნა­ვი საყ­ვა­რე­ლი და ამას­თან, გუ­ლი­თა­დი მე­გო­ბა­რი იყო. გან­ქორ­წი­ნე­ბის შე­სა­ხებ არას­დროს ელა­პა­რა­კე­ბო­და. ჟუ­ლი­ე­ტი ჰი­უ­გოს შთა­ა­გო­ნებ­და და ამით კმა­ყო­ფილ­დე­ბო­და. საყ­ვარ­ლებს შო­რის აქ­ტი­უ­რი მი­მო­წე­რა ეპის­ტო­ლა­რუ­ლი ჟან­რის კლა­სი­კად იქცა. მათ ერ­თმა­ნე­თის­თვის 15 ათა­სი ვნე­ბი­ა­ნი და ამა­ვე დროს, ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი წე­რი­ლი აქვთ გაგ­ზავ­ნი­ლი.

ჰი­უ­გომ საყ­ვარ­ლის გვერ­დით სუ­ლი­ე­რი სიმ­შვი­დე პოვა, ჟუ­ლი­ეტ­მა კი თა­ვის მხრივ, სამ­სა­ხი­ო­ბო კა­რი­ე­რის გაგ­რძე­ლე­ბა­ზე უარი თქვა, მა­ღა­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის შეკ­რე­ბებს აღარ ეს­წრე­ბო­და, ური­ცხვი თაყ­ვა­ნის­მცემ­ლე­ბი უა­რით გა­ის­ტუმ­რა და ფრან­გუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის კლა­სი­კო­სის ერ­თგვარ აჩ­რდი­ლად გა­და­იქ­ცა. ისი­ნი ერ­თმა­ნეთს იშ­ვი­ა­თად ხვდე­ბოდ­ნენ, გან­შო­რე­ბა ნაღ­ვე­ლით აღ­სავ­სე იყო, მათი მთე­ლი ცხოვ­რე­ბა კი, ამ იშ­ვი­ათ შეხ­ვედ­რებს შო­რის თავ­მოყ­რი­ლი.

1834 წელს ვიქ­ტორ ჰი­უ­გო მოჩ­ვე­ნე­ბით ოჯა­ხურ კე­თილ­დღე­ო­ბას ინარ­ჩუ­ნებ­და. ზა­ფხულს ჩვე­უ­ლე­ბი­სა­მებრ, ოჯახ­თან ერ­თად, პრო­ვინ­ცი­ა­ში ატა­რებ­და, მაგ­რამ ერთი წა­მი­თაც არ ავი­წყდე­ბო­და, რომ მისი სიყ­ვა­რუ­ლი სულ ახ­ლოს, რამ­დე­ნი­მე კი­ლო­მეტ­რის მო­შო­რე­ბით იყო. ჟუ­ლი­ე­ტი და ჰი­უ­გო სა­ი­დუმ­ლო შეხ­ვედ­რე­ბით ცო­ცხლობ­დნენ, ტყე­ში ერთ-ერთ წაბ­ლის ხეს სა­ფოს­ტო ყუ­თად იყე­ნებ­დნენ. ბე­ბე­რი ხე სევ­დი­ა­ნი სი­ნა­ზით აღ­სავ­სე წე­რი­ლებს ინა­ხავ­და: "დიახ, შენ გწერ, რო­გორ შე­მიძ­ლია არ მოგ­წე­რო?.. და რა მო­მი­ვა ღა­მით, თუ ამ სა­ღა­მოს წე­რილს არ მოგ­წერ?.. ჩემო ჟუ­ლი­ეტ, მიყ­ვარ­ხარ. მხო­ლოდ შენ ერთს შე­გიძ­ლია ჩემი სიკ­ვდილ-სი­ცო­ცხლის, ჩემი ბე­დის გან­სა­ზღვრა. შე­მიყ­ვა­რე, შენი გუ­ლი­დან ამო­შა­ლე ყვე­ლა­ფე­რი, რაც სიყ­ვა­რულს არ უკავ­შირ­დე­ბა, რათა შენი სიყ­ვა­რუ­ლი ჩემ­სას და­ემ­სგავ­სოს. არას­დროს მყვა­რე­ბი­ხარ ისე, რო­გორც გუ­შინ, ეს სი­მარ­თლეა... მო­მი­ტე­ვე. სა­ზი­ზღა­რი გიჟი ვი­ყა­ვი, რო­მელ­მაც ეჭ­ვი­ა­ნო­ბი­სა და სიყ­ვა­რუ­ლის­გან თავი და­კარ­გა. არ ვიცი, რას ჩავ­დი­ო­დი, მაგ­რამ ვიცი, რომ შენ მიყ­ვარ­დი".

ამ ვნე­ბი­ან და ნაზ წე­რილს ჟუ­ლი­ე­ტი ასე პა­სუ­ხობს: "მიყ­ვარ­ხარ, მიყ­ვარ­ხარ, ჩემო ვიქ­ტორ, არ შე­მიძ­ლია, ეს სი­ტყვე­ბი კვლავ და კვლავ არ ვი­მე­ო­რო. რო­გორ მი­ჭირს იმის ახ­სნა, თუ რას ვგრძნობ. ჩემ გარ­შე­მო არ­სე­ბულ ყვე­ლა მშვე­ნი­ე­რე­ბა­ში შენ გხე­დავ, მაგ­რამ შენ კი­დევ უფრო სრულ­ყო­ფი­ლი ხარ... შენ უბ­რა­ლოდ შვიდსხი­ვი­ა­ნი მზის სპექტრი არ ხარ, შენ თა­ვად მზე ხარ, რო­მე­ლიც ანა­თებს, ათ­ბობს და სი­ცო­ცხლეს აღორ­ძი­ნებს. ეს ყვე­ლა­ფე­რი შენ ხარ, მე კი მორ­ჩი­ლი ქალი ვარ, რო­მე­ლიც გაღ­მერ­თებს".

ამ­რი­გად, ცოლ-ქმარ­მა ჰი­უ­გო­ებ­მა სა­კუ­თა­რი არ­ჩე­ვა­ნი გა­ა­კე­თეს. დიდი სურ­ვი­ლის მი­უ­ხე­და­ვად, ადელ ჰი­უ­გო ერ­თგუ­ლი ცო­ლის ნი­მუ­შად ვერ დარ­ჩე­ბო­და; სენტ-ბე­ვით გა­ტა­ცე­ბა მის გრძნო­ბებს ღრმად არ შე­ხე­ბია, მაგ­რამ მე­უღ­ლი­სა და ჟუ­ლი­ე­ტის ურ­თი­ერ­თო­ბა სწო­რედ იმი­ტომ აშ­ფო­თებ­და, რომ მათი კავ­ში­რი ძალ­ზე სე­რი­ო­ზუ­ლი იყო. მა­დამ ჰი­უ­გო ქორ­წი­ნე­ბა­ზე უა­რის თქმას არ აპი­რებ­და და ფორ­მა­ლურ ურ­თი­ერ­თო­ბა­ზეც თა­ნახ­მა იყო.

იმ დრო­ის­თვის ჟუ­ლი­ეტ­მა სცე­ნა მთლი­ა­ნად მი­ა­ტო­ვა და გან­დე­გი­ლი­ვით ცხოვ­რობ­და. მისი ერ­თა­დერ­თი საქ­მი­ა­ნო­ბა, რო­მელ­საც მთელ თა­ვი­სუ­ფალ დროს უთ­მობ­და, ღვთა­ებ­რი­ვი ვიქ­ტო­რის ხელ­ნა­წერ­თა გა­და­წე­რა იყო. ნე­ტა­რე­ბას გა­ნიც­დი­და, რად­გან სა­შუ­ა­ლე­ბა ჰქონ­და, პირ­ვე­ლი გას­ცნო­ბო­და მის შე­დევ­რებს, ნა­წარ­მო­ე­ბებს, რო­მელ­თაც მო­მა­ვალ­ში მსოფ­ლიო აღი­ა­რე­ბა ელო­დათ.

ზა­ფხუ­ლო­ბით საყ­ვარ­ლე­ბი ერ­თად მოგ­ზა­უ­რობ­დნენ. ვიქ­ტო­რის გამო ჟუ­ლი­ე­ტი სახ­ლს ტო­ვებ­და და სატ­რფოს­თან ერ­თად საფ­რან­გე­თის სხვა­დას­ხვა კუ­თხე­ში, შვე­ი­ცა­რი­ა­სა და ბელ­გი­ა­ში, ჰო­ლან­დი­ა­ში, ეს­პა­ნეთ­სა და გერ­მა­ნი­ა­ში მოგ­ზა­უ­რობ­და. სწო­რედ ამ მოგ­ზა­უ­რო­ბე­ბის დროს შექ­მნა მწე­რალ­მა ფი­ლო­სო­ფი­უ­რი და ამა­ვე დროს ლი­რი­კუ­ლი, შე­უ­და­რე­ბე­ლი პო­ე­ტუ­რი კრე­ბუ­ლე­ბი: "სხი­ვე­ბი და ჩრდი­ლე­ბი", "ბინ­დბუნ­დის სიმ­ღე­რე­ბი", "შე­მოდ­გო­მის ფოთ­ლე­ბი" და "ში­ნა­გა­ნი ხმე­ბი".

თი­თო­ე­უ­ლი ლექ­სი საყ­ვა­რე­ლი ჟუ­ლი­ე­ტი­სად­მი პო­ე­ტის ვნე­ბი­ან გრძნო­ბას ასა­ხავს. იგი პირ­ვე­ლად ალა­პა­რაკ­და თა­ნა­ცხოვ­რე­ბის ისეთ უბ­რა­ლო, მაგ­რამ შე­სა­ნიშ­ნავ, ბედ­ნი­ე­რე­ბის მომ­ნი­ჭე­ბელ დე­ტა­ლებ­ზე, რო­გო­რიც არის: ოჯა­ხი, ბავ­შვე­ბის ყო­ლის სურ­ვი­ლი, ბუ­ნე­ბის წი­აღ­ში ერ­თად დას­ვე­ნე­ბა... ცნო­ბი­ლია, რომ ადრე, მწერ­ლის შთა­გო­ნე­ბის წყა­როს მხო­ლოდ შუა სა­უ­კუ­ნე­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი თე­მე­ბი, და­უ­ჯე­რე­ბე­ლი და დამ­ღუპ­ვე­ლი ვნე­ბე­ბი, სას­ტი­კი ში­ნა­ო­მე­ბი წარ­მო­ად­გენ­და.

ჰი­უ­გო სო­ცი­ა­ლურ კი­ბე­ზე სა­ო­ცა­რი სის­წრა­ფით მი­ი­წევ­და. ის 1841 წელს აკა­დე­მი­კო­სი გახ­და, რა­მაც პო­ლი­ტი­კურ სარ­ბი­ელ­ზე მის მოღ­ვა­წე­ო­ბას და­უ­დო და­სა­ბა­მი; ოთხი წლის შემ­დეგ ძალ­ზე სა­პა­ტიო - საფ­რან­გე­თის პე­რის ტი­ტუ­ლი მი­ა­ნი­ჭეს, მომ­დევ­ნო ორი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში კი პა­რი­ზის დე­პუ­ტა­ტად აირ­ჩი­ეს.

ვიქ­ტორ ჰი­უ­გომ პო­ლი­ტი­კურ ას­პა­რეზ­ზე დიპ­ლო­მა­ტი­ის უბად­ლო ნიჭი გა­მო­ამ­ჟღავ­ნა; სა­ერ­თო ენის გა­მო­ნახ­ვას მო­ნარ­ქის­ტებ­თა­ნაც ახერ­ხებ­და და რეს­პუბ­ლი­კე­ლებ­თა­ნაც. რო­დე­საც საქ­მე მე­ფის არ­ჩე­ვა­ზე მიდ­გა, რო­მე­ლიც თით­ქოს­და, ხალ­ხის მხარ­და­ჭე­რით სარ­გებ­ლობ­და, ჰი­უ­გომ ნა­პო­ლე­ო­ნის ნა­თე­სა­ვის, ლუი ბო­ნა­პარტ ნა­პო­ლე­ონ III-ის­თვის ხმის მი­ცე­მა­ზე სას­ტი­კი უარი გა­ნა­ცხა­და. იმის ნაც­ვლად, რომ მმარ­თველ ძა­ლას და­მორ­ჩი­ლე­ბო­და, ჰი­უ­გო სა­არ­ჩევ­ნო ფარსს პამ­ფლე­ტით - "ნა­პო­ლე­ონ-მცი­რე" გა­მო­ეხ­მა­უ­რა.

ამ ყვე­ლაფ­რის გამო, ჰი­უ­გო 20 წლით გა­ა­ძე­ვეს ქვეყ­ნი­დან. რო­დე­საც 1851 წელს, საფ­რან­გეთ­ში მომ­ხდა­რი სა­ხელ­მწი­ფო გა­დატ­რი­ა­ლე­ბის შემ­დეგ მწე­რა­ლი სამ­შობ­ლოს ტო­ვებ­და, მის გვერ­დით მხო­ლოდ ერ­თგუ­ლი მე­გო­ბა­რი - ჟუ­ლი­ე­ტი იყო, რო­მელ­მაც საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნის ცოტა ხნის წი­ნან­დე­ლი ღა­ლა­ტი დიდსუ­ლოვ­ნად და­ი­ვი­წყა.

ჟუ­ლი­ე­ტის მე­ტო­ქე ლა­მა­ზი, ახალ­გაზ­რდა ლე­ო­ნი დ"ონე თავ­და­პირ­ვე­ლად ჰი­უ­გოს მისი ნი­ჭის მხურ­ვა­ლე თაყ­ვა­ნის­მცემ­ლის როლ­ში ხვდე­ბო­და, მაგ­რამ თან­და­თან მას­თან სა­სიყ­ვა­რუ­ლი კავ­ში­რის გაბ­მა მო­ა­ხერ­ხა. ვიქ­ტო­რი წე­რი­ლებს ლე­ო­ნი დ"ონე­საც სწერ­და. შუ­რი­ან ქალს არ მო­ე­რი­და და ეს წე­რი­ლე­ბი ჟუ­ლი­ეტს გა­უგ­ზავ­ნა. ამავდრო­უ­ლად, ჰი­უ­გოს გამო სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მდგო­მა­რე­ო­ბი­სა და კე­თილ­დღე­ო­ბის რის­კის ქვეშ და­ყე­ნე­ბა არც ადელ ჰი­უ­გოს სურ­და, არც - ლე­ო­ნის და ისე მოხ­და, რომ დევ­ნი­ლო­ბა­ში მხო­ლოდ ჟუ­ლი­ეტ­თან ერ­თად გა­ემ­გზავ­რა, ვის­თვი­საც იგი ცხოვ­რე­ბის ერ­თა­დერთ არსს წარ­მო­ად­გენ­და.

ქა­ლის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ბა არ ჰქონ­და, ჰი­უ­გო წარ­მა­ტე­ბუ­ლი იყო თუ შე­რის­ხუ­ლი, ჟუ­ლი­ე­ტი პო­ლი­ტი­კას, მე­ტო­ქე­ებ­სა და ჭო­რებს არად აგ­დებ­და. მის გა­რე­შე ვიქ­ტო­რი ქვეყ­ნის სწრა­ფად და­ტო­ვე­ბას ვერც მო­ა­ხერ­ხებ­და - ქალ­მა აქ­ტი­უ­რი საქ­მი­ა­ნო­ბა გა­ა­ჩა­ღა, საყ­ვა­რელს გამ­გზავ­რე­ბის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლი დო­კუ­მენ­ტე­ბი შე­უგ­რო­ვა და მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ქვე­ყა­ნა თა­ვა­დაც სა­ი­დუმ­ლოდ და­ტო­ვა - ვიქ­ტორს ბელ­გი­ა­ში შე­უ­ერ­თდა, სა­ი­და­ნაც ინ­გლის­ში ერ­თად გა­ემ­გზავრნენ.

ასე იქცა სამ­შობ­ლო­დან გა­დახ­ვე­წი­ლი ვიქ­ტორ ჰი­უ­გო საფ­რან­გე­თის ახა­ლი მმარ­თვე­ლის, ნა­პო­ლე­ონ III-ის დიქ­ტა­ტუ­რის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლის სიმ­ბო­ლოდ.

ჟუ­ლი­ე­ტი ჰი­უ­გოს გვერ­დი­დან არ შორ­დე­ბო­და და მის­თვის არა მხო­ლოდ საყ­ვა­რე­ლი, არა­მედ უახ­ლო­ე­სი მე­გო­ბა­რი, თა­ნა­მო­აზ­რე გახ­და. ის მწერ­ლის საქ­მე­ებს აწარ­მო­ებ­და, ხელ­ნა­წე­რებს, დო­კუ­მენ­ტებს და არ­ქი­ვებს აწეს­რი­გებ­და. მათ კავ­შირს ჰი­უ­გოს ცო­ლიც შე­ე­გუა და ჟუ­ლი­ე­ტი ოჯა­ხის მე­გობ­რე­ბის წრე­ში მი­ი­ღო. ადელ ჰი­უ­გომ მე­ტო­ქის სიყ­ვა­რუ­ლის ძა­ლის და­ფა­სე­ბა შეძ­ლო და რო­დე­საც სიკ­ვდი­ლის მო­ახ­ლო­ე­ბა იგ­რძნო, მე­უღ­ლე­სა და ჟუ­ლი­ეტს ოდეს­ღაც მი­ყე­ნე­ბუ­ლი უსი­ა­მოვ­ნე­ბე­ბის გამო პა­ტი­ე­ბა სთხო­ვა. ადელ ჰი­უ­გო 1868 წელს გარ­და­იც­ვა­ლა.

სამი წლის შემ­დეგ ჰი­უ­გო ჟუ­ლი­ეტ­თან ერ­თად საფ­რან­გეთ­ში დაბ­რუნ­და. მას, რო­გორც ეროვ­ნულ გმირს, ისე შეხ­ვდნენ, ჟუ­ლი­ეტს კი მწერ­ლის კა­ნო­ნი­ე­რი მე­უღ­ლის შე­სა­ფე­რი­სი პა­ტი­ვი მი­ა­გეს, მაგ­რამ და­ქორ­წი­ნე­ბა­ზე ფიქ­რი უკვე დაგ­ვი­ა­ნე­ბუ­ლი იყო: იმ პე­რი­ოდ­ში ჟუ­ლი­ე­ტი უკვე 75 წლის გახ­ლდათ. წყვი­ლი ერ­თმა­ნეთს პრაქ­ტი­კუ­ლად, არ შორ­დე­ბო­და. ერ­თმა­ნე­თის­თვის ბა­რა­თე­ბის გაგ­ზავ­ნა ძვე­ლე­ბუ­რად უყ­ვარ­დათ. "ჩემო ღვთა­ე­ბავ, არ ვიცი, მო­მა­ვა­ლი წლის ამ დღეს სად ვიქ­ნე­ბი, მაგ­რამ ბედ­ნი­ე­რი და ამა­ყი ვარ, რად­გან შენ­და­მი მად­ლი­ე­რე­ბა მხო­ლოდ ამ სი­ტყვე­ბით შე­მიძ­ლია გა­მოვ­ხა­ტო: მე შენ მიყ­ვარ­ხარ", - წერ­და ჟუ­ლი­ე­ტი 1883 წელს გაგ­ზავ­ნილ ახა­ლი წლის მი­სა­ლოც ბა­რათ­ში. იგი თით­ქოს მო­ახ­ლო­ე­ბულ სიკ­ვდილს გრძნობ­და და ცდი­ლობ­და, ჰი­უ­გოს­თვის და­ე­ნახ­ვე­ბი­ნა, რომ სა­ი­ქი­ო­შიც ეყ­ვა­რე­ბო­და. ჟუ­ლი­ე­ტი 1883 წლის მა­ი­სის და­სა­წყის­ში გარ­და­იც­ვა­ლა. ჰი­უ­გოს უერ­თგუ­ლე­სი მე­გობ­რის დაკ­რძალ­ვა­ზე მი­სას­ვლე­ლად ძალა არ ეყო - მის­თვის სი­ცო­ცხლე მა­შინ დას­რულ­და, რო­დე­საც ჟუ­ლი­ე­ტის გული გა­ჩერ­და და ბუ­ნებ­რივ და­სას­რულს შვე­ბა­სა­ვით ელო­და. წერა უკვე აღარ შე­ეძ­ლო და საყ­ვა­რე­ლი ქა­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ კა­ლა­მი ხელ­ში აღარ აუ­ღია. სა­ხელ­გან­თქმუ­ლი მწერ­ლის უბის წიგ­ნაკ­ში მცი­რე­რი­ცხო­ვან ჩა­ნა­წე­რებს შო­რის ერთი ასე­თი ჩა­ნა­წე­რია: "მალე ჰო­რი­ზონტს აღარ დავჩრდი­ლავ". მომ­დევ­ნო ორი წელი ჰი­უ­გომ თით­ქოს, ძილ-ბუ­რან­ში გან­ვლო და 1885 წლის 15 მა­ისს, ჟუ­ლი­ე­ტის გარ­დაც­ვა­ლე­ბის დღეს და­ლია სული.

ნატო მან­ჯა­ვი­ძე

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

ვიქტორ ჰიუგოს სასიყვარულო ბარათები და ქალი, რომელიც მის მუზად იქცა

ვიქტორ ჰიუგოს სასიყვარულო ბარათები და ქალი, რომელიც მის მუზად იქცა

გამოჩენილი ფრანგი მწერალი - ვიქტორ ჰიუგო საყვარელი ქალისადმი მიწერილ ერთ-ერთ წერილში ირწმუნებოდა: "ამქვეყნად ყველაფერზე უფრო მნიშვნელოვანი, ქალიშვილსა და ღმერთზე უფრო მნიშვნელოვანი - შენი სიყვარულია". ამ დროს ჰიუგო უკვე 43 წლის იყო და მას არა მარტო საფრანგეთში, არამედ მთელ მსოფლიოში იცნობდნენ. მისი რომანი - "პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი" წარმოუდგენელი ტირაჟით იყიდებოდა, პიესები: "ერნანი", "რუი ბლაზი" და "მეფე ერთობა" კი თეატრალური სცენებიდან არ ჩამოდიოდა. ამავე დროს, მწერალს მიაჩნდა, რომ მისი პირადი ცხოვრება უფრო წარუმატებელი იყო, ვიდრე ლიტერატურული კარიერა...

მწერალი ადელ ჰიუგოზე ახალგაზრდობაში დაქორწინდა. ცოლ-ქმარს ხუთი ქალიშვილი შეეძინა, რომელთაგან ვიქტორ ჰიუგოს ყველაზე მეტად, ლეოპოლდინა უყვარდა. მაგრამ მოგვიანებით, მწერლის ოცნებები და ლტოლვა მთლიანად მის მუზასა და სატრფოს, ჟულიეტ დრუეს უკავშირდებოდა. სწორედ ჟულიეტისადმი სიყვარული გახლდათ მისთვის ღმერთისა და ლეოპოლდინას სიყვარულზე მნიშვნელოვანი.

ჰიუგომ ჟულიეტ დრუე 1833 წელს, პიესის - "ლუკრეცია ბორჯია" რეპეტიციებზე გაიცნო, სადაც ჟულიეტი პრინცესა ნეგრონის პატარა როლს თამაშობდა.

ჟულიეტი და ვიქტორი

26 წლის ჟულიეტი მწველი სილამაზით გამოირჩეოდა. მამაკაცებს მისი ვნებიანი ტემპერამენტი და დამოუკიდებელი აზროვნება იზიდავდა.

ახალგაზრდა მსახიობის საყვარელი გამოთქმა იყო: "ქალი, რომელსაც მხოლოდ ერთი საყვარელი ჰყავს - ანგელოზია, რომელსაც ორი საყვარელი ჰყავს - ურჩხულია, ხოლო ქალი, რომელსაც სამი საყვარელი ჰყავს, ჭეშმარიტი ქალია", - ჟულიეტის ცხოვრებისეული გზის შესახებ ზოგადი წარმოდგენის შექმნა ამ სიტყვებითაც შეიძლება. ჯერ კიდევ სრულიად ახალგაზრდა, პარიზში ცნობილი კურტიზანი ქალი იყო და მდიდარი საყვარლების ხარჯზე ცხოვრობდა. ის რესტორნებსა და თეატრებში დაჰყავდათ, მისთვის დიდებულ მეჯლისებს აწყობდნენ. ძალზე ცოტა ქალს თუ შეეძლო, ჟულიეტის მსგავსად დახვეწილად, გემოვნებით ჩაცმა. ის ფულს ხარჯავდა და ვალებს იღებდა. მდაბიო წარმოშობის მიუხედავად, იუმორის გრძნობით, ელეგანტურობითა და არისტოკრატიზმით გამოირჩეოდა. იგი ბევრს უყვარდა და ამით სარგებლობდა. მუდამ მოიძებნებოდა ვინმე, ვინც მომხიბვლელი ჟულიეტის ვალებს სიამოვნებით დაფარავდა.

ამ ქალმა გამოცდილება ადრეულ ასაკში შეიძინა და დაბრძენდა. როდესაც მოისურვებდა, ერთ წამში საყვარელ, გულუბრყვილო ბავშვად შეეძლო გადაქცევა და ამით თაყვანისმცემლებს, რომელთა შორის ცნობილი პარიზელი მოქანდაკე პრადიეც იყო, უფრო მეტად ხიბლავდა.

ჟულიეტ დრუემ და პრადიემ ერთად საკმაოდ დიდხანს იცხოვრეს და ბავშვიც შეეძინათ. მოქანდაკე საყვარლისადმი გაგზავნილ ბარათებს ხელს მუდამ ასე აწერდა: "შენი მეგობარი, შენი საყვარელი, შენი მამა". იგი, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, საყვარელი იყო, რადგან ჟულიეტის სხეული უზომოდ უყვარდა, მაგრამ ერთი გაღიმებაც კი ქალს იმ პატარა გოგონად გადააქცევდა, რომელსაც ალერსი და მამობრივი ზრუნვა ესაჭიროებოდა. სწორედ ღიმილი სძენდა მის სახეს სიწმინდესა და გულუბრყვილო გამომეტყველებას. ამასთან, ჟულიეტის ღიმილი ყალბი კეკლუცობა ან სპეციალური ფანდი როდი იყო, მისი გულწრფელი ღიმილი უბედური ბავშვობის მოგონება და წუხილი გახლდათ.

ჟულიეტი ადრე დაობლდა, მშობლები თითქმის არ ახსოვდა. თავდაპირველად ბიძასთან ცხოვრობდა, რომელმაც გოგონა კათოლიკურ პანსიონატში მიაბარა. იქ კარგი განათლება მიიღო. წიგნებმა ბევრი რამ შესძინა, იმ თვალსაზრისით, რომ ლიტერატურულ ნაწარმოებებს მამაკაცებთან ურთიერთობის სახელმძღვანელოდ მიიჩნევდა.

როდესაც პანსიონში სწავლა დაასრულა, ჟულიეტმა გადაწყვიტა, მსახიობი გამხდარიყო. XIX საუკუნეში ეს პროფესია ცხოვრების გარკვეული სტილი უფრო იყო. მართალია, მსგავსი ცხოვრება ქალს მანამდე შეეფერებოდა, ვიდრე ახალგაზრდა და ლამაზი იყო, მაგრამ ასე დიდხანს ვერ გაგრძელდებოდა და გონიერ ჟულიეტს ეს კარგად ესმოდა. ალბათ ამ აზრების გამო იყო, რომ მშვენიერი ქალის ღიმილში მუდამ მსუბუქი ნაღველი გამოსჭვიოდა და ცნობილი მწერლის, ვიქტორ ჰიუგოს გულიც ამით დაიპყრო.

ვიქტორ ჰიუგომ ჟულიეტი მაშინ გაიცნო, როდესაც უდიდესი სულიერი ტრავმა მიიღო. სწორედ იმ პერიოდში შეიტყო, რომ მეუღლე მის მეგობართან და თანამოაზრესთან, სენტ-ბევთან ღალატობდა. მწერალმა შექმნილი მდგომარეობა მუხანათობად აღიქვა, რადგან ბუნებით რომანტიკოსი იყო (ანდა ცოლისა და მეგობრის ერთდროულად დაკარგვის შემდეგ სიმშვიდეს ვინ შეინარჩუნებდა?!). ჰიუგო შვებას მხოლოდ მუშაობაში პოულობდა და აი, "ლუკრეცია ბორჯიას" დადგმისას იპოვა ჭეშმარიტი სიყვარული.

"მე ორი დაბადების დღე მაქვს და ორივე თებერვალში. პირველად, როდესაც 1802 წლის 28 თებერვალს მოვევლინე ქვეყნიერებას, დედის მკლავებში ვიყავი, ხოლო მეორედ, 1833 წლის 16 თებერვალს, შენს მკლავებში, შენი სიყვარულის წყალობით აღვსდექი. პირველად დაბადებამ სიცოცხლე მაჩუქა, მეორედ დაბადებამ - ვნება", - წერდა ჰიუგო რამდენიმე წლის შემდეგ და მართალიც იყო. ჟულიეტთან შეხვედრის შემდეგ მწერლის სტილი სხვაგვარი გახდა, ცხოვრებისადმი მისი დამოკიდებულება შეიცვალა, წარსულიდან ("პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი") რეალურ ცხოვრებაში დაბრუნება პირველად მოუნდა.

მწერალი ხედავდა, რომ ჟულიეტი დიდი მსახიობი არა, მაგრამ შესანიშნავი საყვარელი და ამასთან, გულითადი მეგობარი იყო. განქორწინების შესახებ არასდროს ელაპარაკებოდა. ჟულიეტი ჰიუგოს შთააგონებდა და ამით კმაყოფილდებოდა. საყვარლებს შორის აქტიური მიმოწერა ეპისტოლარული ჟანრის კლასიკად იქცა. მათ ერთმანეთისთვის 15 ათასი ვნებიანი და ამავე დროს, ინტელექტუალური წერილი აქვთ გაგზავნილი.

ჰიუგომ საყვარლის გვერდით სულიერი სიმშვიდე პოვა, ჟულიეტმა კი თავის მხრივ, სამსახიობო კარიერის გაგრძელებაზე უარი თქვა, მაღალი საზოგადოების შეკრებებს აღარ ესწრებოდა, ურიცხვი თაყვანისმცემლები უარით გაისტუმრა და ფრანგული ლიტერატურის კლასიკოსის ერთგვარ აჩრდილად გადაიქცა. ისინი ერთმანეთს იშვიათად ხვდებოდნენ, განშორება ნაღველით აღსავსე იყო, მათი მთელი ცხოვრება კი, ამ იშვიათ შეხვედრებს შორის თავმოყრილი.

1834 წელს ვიქტორ ჰიუგო მოჩვენებით ოჯახურ კეთილდღეობას ინარჩუნებდა. ზაფხულს ჩვეულებისამებრ, ოჯახთან ერთად, პროვინციაში ატარებდა, მაგრამ ერთი წამითაც არ ავიწყდებოდა, რომ მისი სიყვარული სულ ახლოს, რამდენიმე კილომეტრის მოშორებით იყო. ჟულიეტი და ჰიუგო საიდუმლო შეხვედრებით ცოცხლობდნენ, ტყეში ერთ-ერთ წაბლის ხეს საფოსტო ყუთად იყენებდნენ. ბებერი ხე სევდიანი სინაზით აღსავსე წერილებს ინახავდა: "დიახ, შენ გწერ, როგორ შემიძლია არ მოგწერო?.. და რა მომივა ღამით, თუ ამ საღამოს წერილს არ მოგწერ?.. ჩემო ჟულიეტ, მიყვარხარ. მხოლოდ შენ ერთს შეგიძლია ჩემი სიკვდილ-სიცოცხლის, ჩემი ბედის განსაზღვრა. შემიყვარე, შენი გულიდან ამოშალე ყველაფერი, რაც სიყვარულს არ უკავშირდება, რათა შენი სიყვარული ჩემსას დაემსგავსოს. არასდროს მყვარებიხარ ისე, როგორც გუშინ, ეს სიმართლეა... მომიტევე. საზიზღარი გიჟი ვიყავი, რომელმაც ეჭვიანობისა და სიყვარულისგან თავი დაკარგა. არ ვიცი, რას ჩავდიოდი, მაგრამ ვიცი, რომ შენ მიყვარდი".

ამ ვნებიან და ნაზ წერილს ჟულიეტი ასე პასუხობს: "მიყვარხარ, მიყვარხარ, ჩემო ვიქტორ, არ შემიძლია, ეს სიტყვები კვლავ და კვლავ არ ვიმეორო. როგორ მიჭირს იმის ახსნა, თუ რას ვგრძნობ. ჩემ გარშემო არსებულ ყველა მშვენიერებაში შენ გხედავ, მაგრამ შენ კიდევ უფრო სრულყოფილი ხარ... შენ უბრალოდ შვიდსხივიანი მზის სპექტრი არ ხარ, შენ თავად მზე ხარ, რომელიც ანათებს, ათბობს და სიცოცხლეს აღორძინებს. ეს ყველაფერი შენ ხარ, მე კი მორჩილი ქალი ვარ, რომელიც გაღმერთებს".

ამრიგად, ცოლ-ქმარმა ჰიუგოებმა საკუთარი არჩევანი გააკეთეს. დიდი სურვილის მიუხედავად, ადელ ჰიუგო ერთგული ცოლის ნიმუშად ვერ დარჩებოდა; სენტ-ბევით გატაცება მის გრძნობებს ღრმად არ შეხებია, მაგრამ მეუღლისა და ჟულიეტის ურთიერთობა სწორედ იმიტომ აშფოთებდა, რომ მათი კავშირი ძალზე სერიოზული იყო. მადამ ჰიუგო ქორწინებაზე უარის თქმას არ აპირებდა და ფორმალურ ურთიერთობაზეც თანახმა იყო.

იმ დროისთვის ჟულიეტმა სცენა მთლიანად მიატოვა და განდეგილივით ცხოვრობდა. მისი ერთადერთი საქმიანობა, რომელსაც მთელ თავისუფალ დროს უთმობდა, ღვთაებრივი ვიქტორის ხელნაწერთა გადაწერა იყო. ნეტარებას განიცდიდა, რადგან საშუალება ჰქონდა, პირველი გასცნობოდა მის შედევრებს, ნაწარმოებებს, რომელთაც მომავალში მსოფლიო აღიარება ელოდათ.

ზაფხულობით საყვარლები ერთად მოგზაურობდნენ. ვიქტორის გამო ჟულიეტი სახლს ტოვებდა და სატრფოსთან ერთად საფრანგეთის სხვადასხვა კუთხეში, შვეიცარიასა და ბელგიაში, ჰოლანდიაში, ესპანეთსა და გერმანიაში მოგზაურობდა. სწორედ ამ მოგზაურობების დროს შექმნა მწერალმა ფილოსოფიური და ამავე დროს ლირიკული, შეუდარებელი პოეტური კრებულები: "სხივები და ჩრდილები", "ბინდბუნდის სიმღერები", "შემოდგომის ფოთლები" და "შინაგანი ხმები".

თითოეული ლექსი საყვარელი ჟულიეტისადმი პოეტის ვნებიან გრძნობას ასახავს. იგი პირველად ალაპარაკდა თანაცხოვრების ისეთ უბრალო, მაგრამ შესანიშნავ, ბედნიერების მომნიჭებელ დეტალებზე, როგორიც არის: ოჯახი, ბავშვების ყოლის სურვილი, ბუნების წიაღში ერთად დასვენება... ცნობილია, რომ ადრე, მწერლის შთაგონების წყაროს მხოლოდ შუა საუკუნეებთან დაკავშირებული თემები, დაუჯერებელი და დამღუპველი ვნებები, სასტიკი შინაომები წარმოადგენდა.

ჰიუგო სოციალურ კიბეზე საოცარი სისწრაფით მიიწევდა. ის 1841 წელს აკადემიკოსი გახდა, რამაც პოლიტიკურ სარბიელზე მის მოღვაწეობას დაუდო დასაბამი; ოთხი წლის შემდეგ ძალზე საპატიო - საფრანგეთის პერის ტიტული მიანიჭეს, მომდევნო ორი წლის განმავლობაში კი პარიზის დეპუტატად აირჩიეს.

ვიქტორ ჰიუგომ პოლიტიკურ ასპარეზზე დიპლომატიის უბადლო ნიჭი გამოამჟღავნა; საერთო ენის გამონახვას მონარქისტებთანაც ახერხებდა და რესპუბლიკელებთანაც. როდესაც საქმე მეფის არჩევაზე მიდგა, რომელიც თითქოსდა, ხალხის მხარდაჭერით სარგებლობდა, ჰიუგომ ნაპოლეონის ნათესავის, ლუი ბონაპარტ ნაპოლეონ III-ისთვის ხმის მიცემაზე სასტიკი უარი განაცხადა. იმის ნაცვლად, რომ მმართველ ძალას დამორჩილებოდა, ჰიუგო საარჩევნო ფარსს პამფლეტით - "ნაპოლეონ-მცირე" გამოეხმაურა.

ამ ყველაფრის გამო, ჰიუგო 20 წლით გააძევეს ქვეყნიდან. როდესაც 1851 წელს, საფრანგეთში მომხდარი სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ მწერალი სამშობლოს ტოვებდა, მის გვერდით მხოლოდ ერთგული მეგობარი - ჟულიეტი იყო, რომელმაც საყვარელი ადამიანის ცოტა ხნის წინანდელი ღალატი დიდსულოვნად დაივიწყა.

ჟულიეტის მეტოქე ლამაზი, ახალგაზრდა ლეონი დ"ონე თავდაპირველად ჰიუგოს მისი ნიჭის მხურვალე თაყვანისმცემლის როლში ხვდებოდა, მაგრამ თანდათან მასთან სასიყვარული კავშირის გაბმა მოახერხა. ვიქტორი წერილებს ლეონი დ"ონესაც სწერდა. შურიან ქალს არ მოერიდა და ეს წერილები ჟულიეტს გაუგზავნა. ამავდროულად, ჰიუგოს გამო საზოგადოებრივი მდგომარეობისა და კეთილდღეობის რისკის ქვეშ დაყენება არც ადელ ჰიუგოს სურდა, არც - ლეონის და ისე მოხდა, რომ დევნილობაში მხოლოდ ჟულიეტთან ერთად გაემგზავრა, ვისთვისაც იგი ცხოვრების ერთადერთ არსს წარმოადგენდა.

ქალისთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა, ჰიუგო წარმატებული იყო თუ შერისხული, ჟულიეტი პოლიტიკას, მეტოქეებსა და ჭორებს არად აგდებდა. მის გარეშე ვიქტორი ქვეყნის სწრაფად დატოვებას ვერც მოახერხებდა - ქალმა აქტიური საქმიანობა გააჩაღა, საყვარელს გამგზავრებისთვის აუცილებელი დოკუმენტები შეუგროვა და მოგვიანებით, ქვეყანა თავადაც საიდუმლოდ დატოვა - ვიქტორს ბელგიაში შეუერთდა, საიდანაც ინგლისში ერთად გაემგზავრნენ.

ასე იქცა სამშობლოდან გადახვეწილი ვიქტორ ჰიუგო საფრანგეთის ახალი მმართველის, ნაპოლეონ III-ის დიქტატურის წინააღმდეგ ბრძოლის სიმბოლოდ.

ჟულიეტი ჰიუგოს გვერდიდან არ შორდებოდა და მისთვის არა მხოლოდ საყვარელი, არამედ უახლოესი მეგობარი, თანამოაზრე გახდა. ის მწერლის საქმეებს აწარმოებდა, ხელნაწერებს, დოკუმენტებს და არქივებს აწესრიგებდა. მათ კავშირს ჰიუგოს ცოლიც შეეგუა და ჟულიეტი ოჯახის მეგობრების წრეში მიიღო. ადელ ჰიუგომ მეტოქის სიყვარულის ძალის დაფასება შეძლო და როდესაც სიკვდილის მოახლოება იგრძნო, მეუღლესა და ჟულიეტს ოდესღაც მიყენებული უსიამოვნებების გამო პატიება სთხოვა. ადელ ჰიუგო 1868 წელს გარდაიცვალა.

სამი წლის შემდეგ ჰიუგო ჟულიეტთან ერთად საფრანგეთში დაბრუნდა. მას, როგორც ეროვნულ გმირს, ისე შეხვდნენ, ჟულიეტს კი მწერლის კანონიერი მეუღლის შესაფერისი პატივი მიაგეს, მაგრამ დაქორწინებაზე ფიქრი უკვე დაგვიანებული იყო: იმ პერიოდში ჟულიეტი უკვე 75 წლის გახლდათ. წყვილი ერთმანეთს პრაქტიკულად, არ შორდებოდა. ერთმანეთისთვის ბარათების გაგზავნა ძველებურად უყვარდათ. "ჩემო ღვთაებავ, არ ვიცი, მომავალი წლის ამ დღეს სად ვიქნები, მაგრამ ბედნიერი და ამაყი ვარ, რადგან შენდამი მადლიერება მხოლოდ ამ სიტყვებით შემიძლია გამოვხატო: მე შენ მიყვარხარ", - წერდა ჟულიეტი 1883 წელს გაგზავნილ ახალი წლის მისალოც ბარათში. იგი თითქოს მოახლოებულ სიკვდილს გრძნობდა და ცდილობდა, ჰიუგოსთვის დაენახვებინა, რომ საიქიოშიც ეყვარებოდა. ჟულიეტი 1883 წლის მაისის დასაწყისში გარდაიცვალა. ჰიუგოს უერთგულესი მეგობრის დაკრძალვაზე მისასვლელად ძალა არ ეყო - მისთვის სიცოცხლე მაშინ დასრულდა, როდესაც ჟულიეტის გული გაჩერდა და ბუნებრივ დასასრულს შვებასავით ელოდა. წერა უკვე აღარ შეეძლო და საყვარელი ქალის გარდაცვალების შემდეგ კალამი ხელში აღარ აუღია. სახელგანთქმული მწერლის უბის წიგნაკში მცირერიცხოვან ჩანაწერებს შორის ერთი ასეთი ჩანაწერია: "მალე ჰორიზონტს აღარ დავჩრდილავ". მომდევნო ორი წელი ჰიუგომ თითქოს, ძილ-ბურანში განვლო და 1885 წლის 15 მაისს, ჟულიეტის გარდაცვალების დღეს დალია სული.

ნატო მანჯავიძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს