პარტნიორები:

    ზურაბ წერეთელმა მაცხოვრის გიგანტური ქანდაკება ჩამოასხა

    ზურაბ წერეთელმა მაცხოვრის გიგანტური ქანდაკება ჩამოასხა

    რუსეთში მოღვაწე ქართველმა მოქანდაკე ზურაბ წერეთელმა მაცხოვრის გიგანტური ქანდაკება ჩამოასხა. 33-მეტრიანი ძეგლი, რომლის სიმაღლეც ქრისტეს მიწაზე ცხოვრების წლების სიმბოლოა, 47-მეტრიან კვარცხლბეკზე აღიმართება. აღსანიშნავია, რომ მოსკოვში აღმართული პეტრე პირველის ძეგლი, რომლის ავტორი ასევე ზურაბ წერეთელია, უფრო მაღალია - მისი საერთო სიმაღლე 98 მეტრია.

    "მაცხოვრის ხელის გულები ხალხისკენ არის მიპყრობილი, ეს რელიგიის მასწავლებელი ქრისტეა", - ასე ხსნის საკუთარ ჩანაფიქრს ოსტატი.

    მონუმენტის შიგნით ტიტანის მტკიცე კარკასია დამონტაჟებული.

    ჯერჯერობით უცნობია, სად აღიმართება მონუმენტი, - წერეთელი ფიქრობს, რომ ის სოჭში უნდა განთავსდეს და მზადაა ზამთრის ოლიმპიადის დედაქალაქს საკუთარი ნამუშევარი უსასყიდლოდ გადასცეს. ქალაქის ხელისუფლება ამის შესახებ ჯერჯერობით ინფორმირებული არ არის.

    მომზადებულია eg.ru-ს მიხედვით.

    9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

    მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

    პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა