პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 19:40-ზე, მთვარე მორიელშია – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, სწავლის დასაწყებად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოებისთვის. კარგია პურის გამოცხობა. არ არის რეკომენდებული სერიოზული საქმეების და ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით მარტო. ადრე დაწყებული პროექტების მიტოვება. სიზარმაცე. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, მივლინების ან მომლოცველებისთვის. აგრეთვე ოჯახის შესაქმნელად.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დიმიტრი ლორთქიფანიძე აგვისტოს ომის შემსწავლელი საპარლამენტო კომისიის საიდუმლო მასალების გასაჯაროებას ითხოვს
დიმიტრი ლორთქიფანიძე აგვისტოს ომის შემსწავლელი საპარლამენტო კომისიის საიდუმლო მასალების გასაჯაროებას ითხოვს

ყო­ფი­ლი პარ­ლა­მენ­ტა­რი დი­მიტ­რი ლორ­თქი­ფა­ნი­ძე 2008 წლის რუ­სეთ-სა­ქარ­თვე­ლოს ომ­თან და­კავ­ში­რე­ბით შექ­მნი­ლი სა­პარ­ლა­მენ­ტო კო­მი­სი­ის სა­ი­დუმ­ლო მა­სა­ლე­ბის გა­სა­ჯა­რო­ე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბას ხე­დავს. ლორ­თქი­ფა­ნი­ძე, რო­მე­ლიც რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის მხრი­დან სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის ხელ­ყო­ფის მიზ­ნით გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი სამ­ხედ­რო აგ­რე­სი­ი­სა და სხვა ქმე­დე­ბე­ბის შემ­სწავ­ლე­ლი დრო­ე­ბით სა­პარ­ლა­მენ­ტო კო­მი­სი­ის წევ­რი იყო, მი­იჩ­ნევს, რომ და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი პი­რე­ბის­თვის ხელ­მი­საწ­ვდო­მი უნდა გახ­დეს უმაღ­ლე­სი პო­ლი­ტი­კურ თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რებ­თა სა­უბ­რის ამ­სახ­ვე­ლი სტე­ნოგ­რა­მე­ბი და ვი­დე­ო­მა­სა­ლა. რო­გორც მან "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" გა­ნუ­ცხა­და, მას შემ­დეგ, რაც პრე­ზი­დენ­ტმა სა­ა­კაშ­ვილ­მა ომის და­წყე­ბის გა­რე­მო­ე­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბით მთე­ლი რიგი გან­ცხა­დე­ბე­ბი გა­ა­კე­თა, თავს ვალ­დე­ბუ­ლად თვლის, ახალ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას იმ სა­ი­დუმ­ლოდ ცნო­ბი­ლი მა­სა­ლე­ბის გა­სა­ჯა­რო­ე­ბა მოს­თხო­ვოს, რო­მე­ლიც კო­მი­სი­ის მუ­შა­ო­ბის შე­დე­გად შე­იქ­მნა.

"კო­მი­სი­ის სხდო­მა­ზე ძა­ლი­ან ბევ­რი კი­თხვა და­ის­ვა და გა­ე­ცა პა­სუ­ხი - ზო­გა­დი პა­სუ­ხე­ბი. ამის შემ­დეგ გარ­კვე­ულ კი­თხვებ­თან და­კავ­ში­რე­ბით ხდე­ბო­და სა­კი­თხის კონ­კრე­ტი­ზა­ცია და ამ კონ­კრე­ტი­ზა­ცი­ის შე­დე­გად ვი­ღებ­დით პა­სუ­ხებს, რო­მე­ლიც ხშირ შემ­თხვე­ვა­ში, გა­მო­სა­კი­თხი მხა­რი­სა და კო­მი­სი­ის უმ­რავ­ლე­სო­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, და­ხუ­რულ რე­ჟიმ­ში გა­და­დი­ო­და. კო­მი­სი­ის მუ­შა­ო­ბის ძა­ლი­ან დიდი ნა­წი­ლი - მისი 1/3 გა­სა­ი­დუმ­ლო­ე­ბუ­ლია. მათ შო­რის პი­რა­დად ჩემს მიერ სა­ა­კაშ­ვი­ლის, მე­რა­ბიშ­ვი­ლის, უგუ­ლა­ვას, კახა ლო­მა­ი­ას მი­მართ დას­მუ­ლი კი­თხვე­ბი სა­ი­დუმ­ლო რე­ჟიმ­შია გა­დაყ­ვა­ნი­ლი და უფ­ლე­ბა არ მაქვს მი­ღე­ბულ პა­სუ­ხებ­თან და­კავ­ში­რე­ბით მი­გა­ნიშ­ნოთ ან რა­ი­მე ინ­ფორ­მა­ცია მო­გა­წო­დოთ, მაგ­რამ თავს უფ­ლე­ბას მივ­ცემ და კი­თხვის ფორ­მი­დან გა­მომ­დი­ნა­რე გე­ტყვით, რომ ჩემ­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო კი­თხვა­ზე პა­სუ­ხი, თუ რა­ტომ იქნა მი­ტო­ვე­ბუ­ლი ქა­ლა­ქი გორი, რა­ტომ დარ­ჩა გორი და­უც­ვე­ლი, რა­ტომ აღი­მარ­თა ბოლო ზღუ­დე მცხე­თა­ში და არა - გორ­ში. ამ კი­თხვა­ზე პა­სუ­ხი გა­სა­ი­დუმ­ლო­ე­ბუ­ლია და თუკი ეს რე­ჟი­მი იქ­ნე­ბა ახ­სნი­ლი, თქვენ ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლის პა­სუხს მო­ის­მენთ. პარ­ლა­მენ­ტში ხდე­ბო­და კო­მი­სი­ის მთე­ლი სა­მუ­შაო პრო­ცე­სის სტე­ნოგ­რა­მი­რე­ბა - რო­გორც არა­სა­ი­დუმ­ლო, ასე­ვე სა­ი­დუმ­ლო ნა­წი­ლის. გარ­და იმი­სა, რომ სხდო­მე­ბი პირ­და­პირ ეთერ­ში ტრანსლირ­დე­ბო­და, პარ­ლა­მენ­ტის სა­ორ­გა­ნი­ზა­ციო დე­პარ­ტა­მენ­ტის ძა­ლე­ბით ხორ­ცი­ელ­დე­ბო­და ვი­დეო-ჩა­ნა­წე­რე­ბის გა­კე­თე­ბა. მთე­ლი ეს ინ­ფორ­მა­ცია, რო­მე­ლიც დე­ტა­ლუ­რად ასა­ხავს კო­მი­სი­ის მუ­შა­ო­ბას პრო­ცე­სებს, სა­ჯა­რო უნდა გახ­დეს" - გა­ნუ­ცხა­და "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" დი­მიტ­რი ლორ­თქი­ფა­ნი­ძემ.

გარ­და ამი­სა, ყო­ფი­ლი დე­პუ­ტა­ტი კო­მი­სი­ის მუ­შა­ო­ბის ამ­სახ­ველ არა­სა­ი­დუმ­ლო ნა­წილ­სა და მის მიერ მომ­ზა­დე­ბულ დას­კვნა­საც კი­თხუ­ლობს და რო­გორც აცხა­დებს, გა­უ­გე­ბა­რია, რა­ტომ აღარ არის ეს მა­სა­ლე­ბი პარ­ლა­მენ­ტის ოფი­ცი­ა­ლურ ვებგ­ვერ­დზე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი. შე­სა­ბა­მი­სი კი­თხვით ლორ­თქი­ფა­ნი­ძე პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რეს, და­ვით უსუ­ფაშ­ვილს მი­მარ­თავს.

"კო­მი­სი­ის დო­კუ­მენ­ტა­ცი­ის არა­სა­ი­დუმ­ლო ნა­წი­ლი კარ­გა ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში პარ­ლა­მენ­ტის ვებგ­ვერ­დზე იყო გან­თავ­სე­ბუ­ლი. დღეს აღ­ნიშ­ნულ სა­იტ­ზე მისი მო­ძი­ე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლია. მაქვს კი­თხვა ბა­ტონ და­ვით უსუ­ფაშ­ვილ­თან, რა არის მი­ზე­ზი იმი­სა, რომ პარ­ლა­მენ­ტის გა­ნახ­ლე­ბულ ვებგ­ვერ­დზე კო­მი­სი­ის მუ­შა­ო­ბის შე­დე­გე­ბი და ინ­ფორ­მა­ცია გან­თავ­სე­ბუ­ლი არ არის?" - აცხა­დებს ლორ­თქი­ფა­ნი­ძე.

ცნო­ბის­თვის, სა­პარ­ლა­მენ­ტო კო­მი­სი­ას, რო­მელ­საც პარ­ლა­მენ­ტის მა­შინ­დე­ლი ვიცე-სპი­კე­რი პა­ა­ტა და­ვი­თა­ია ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და, 22-მა მა­ღა­ლი სა­მო­ქა­ლა­ქო და სამ­ხედ­რო თა­ნამ­დე­ბო­ბის პირ­მა უპა­სუ­ხა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დიმიტრი ლორთქიფანიძე აგვისტოს ომის შემსწავლელი საპარლამენტო კომისიის საიდუმლო მასალების გასაჯაროებას ითხოვს

დიმიტრი ლორთქიფანიძე აგვისტოს ომის შემსწავლელი საპარლამენტო კომისიის საიდუმლო მასალების გასაჯაროებას ითხოვს

ყოფილი პარლამენტარი დიმიტრი ლორთქიფანიძე 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებით შექმნილი საპარლამენტო კომისიის საიდუმლო მასალების გასაჯაროების საჭიროებას ხედავს. ლორთქიფანიძე, რომელიც რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის მიზნით განხორციელებული სამხედრო აგრესიისა და სხვა ქმედებების შემსწავლელი დროებით საპარლამენტო კომისიის წევრი იყო, მიიჩნევს, რომ დაინტერესებული პირებისთვის ხელმისაწვდომი უნდა გახდეს უმაღლესი პოლიტიკურ თანამდებობის პირებთა საუბრის ამსახველი სტენოგრამები და ვიდეომასალა. როგორც მან "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა სააკაშვილმა ომის დაწყების გარემოებებთან დაკავშირებით მთელი რიგი განცხადებები გააკეთა, თავს ვალდებულად თვლის, ახალ ხელისუფლებას იმ საიდუმლოდ ცნობილი მასალების გასაჯაროება მოსთხოვოს, რომელიც კომისიის მუშაობის შედეგად შეიქმნა.

"კომისიის სხდომაზე ძალიან ბევრი კითხვა დაისვა და გაეცა პასუხი - ზოგადი პასუხები. ამის შემდეგ გარკვეულ კითხვებთან დაკავშირებით ხდებოდა საკითხის კონკრეტიზაცია და ამ კონკრეტიზაციის შედეგად ვიღებდით პასუხებს, რომელიც ხშირ შემთხვევაში, გამოსაკითხი მხარისა და კომისიის უმრავლესობის გადაწყვეტილებით, დახურულ რეჟიმში გადადიოდა. კომისიის მუშაობის ძალიან დიდი ნაწილი - მისი 1/3 გასაიდუმლოებულია. მათ შორის პირადად ჩემს მიერ სააკაშვილის, მერაბიშვილის, უგულავას, კახა ლომაიას მიმართ დასმული კითხვები საიდუმლო რეჟიმშია გადაყვანილი და უფლება არ მაქვს მიღებულ პასუხებთან დაკავშირებით მიგანიშნოთ ან რაიმე ინფორმაცია მოგაწოდოთ, მაგრამ თავს უფლებას მივცემ და კითხვის ფორმიდან გამომდინარე გეტყვით, რომ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო კითხვაზე პასუხი, თუ რატომ იქნა მიტოვებული ქალაქი გორი, რატომ დარჩა გორი დაუცველი, რატომ აღიმართა ბოლო ზღუდე მცხეთაში და არა - გორში. ამ კითხვაზე პასუხი გასაიდუმლოებულია და თუკი ეს რეჟიმი იქნება ახსნილი, თქვენ ვანო მერაბიშვილის პასუხს მოისმენთ. პარლამენტში ხდებოდა კომისიის მთელი სამუშაო პროცესის სტენოგრამირება - როგორც არასაიდუმლო, ასევე საიდუმლო ნაწილის. გარდა იმისა, რომ სხდომები პირდაპირ ეთერში ტრანსლირდებოდა, პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტის ძალებით ხორციელდებოდა ვიდეო-ჩანაწერების გაკეთება. მთელი ეს ინფორმაცია, რომელიც დეტალურად ასახავს კომისიის მუშაობას პროცესებს, საჯარო უნდა გახდეს" - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" დიმიტრი ლორთქიფანიძემ.

გარდა ამისა, ყოფილი დეპუტატი კომისიის მუშაობის ამსახველ არასაიდუმლო ნაწილსა და მის მიერ მომზადებულ დასკვნასაც კითხულობს და როგორც აცხადებს, გაუგებარია, რატომ აღარ არის ეს მასალები პარლამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული. შესაბამისი კითხვით ლორთქიფანიძე პარლამენტის თავმჯდომარეს, დავით უსუფაშვილს მიმართავს.

"კომისიის დოკუმენტაციის არასაიდუმლო ნაწილი კარგა ხნის განმავლობაში პარლამენტის ვებგვერდზე იყო განთავსებული. დღეს აღნიშნულ საიტზე მისი მოძიება შეუძლებელია. მაქვს კითხვა ბატონ დავით უსუფაშვილთან, რა არის მიზეზი იმისა, რომ პარლამენტის განახლებულ ვებგვერდზე კომისიის მუშაობის შედეგები და ინფორმაცია განთავსებული არ არის?" - აცხადებს ლორთქიფანიძე.

ცნობისთვის, საპარლამენტო კომისიას, რომელსაც პარლამენტის მაშინდელი ვიცე-სპიკერი პაატა დავითაია ხელმძღვანელობდა, 22-მა მაღალი სამოქალაქო და სამხედრო თანამდებობის პირმა უპასუხა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა