პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სპორტი
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ გახდა ამერიკაში მცხოვრები თემურ ცაგურიასთვის ''ფეისბუქი'' საკონცერტო დარბაზი
როგორ გახდა ამერიკაში მცხოვრები თემურ ცაგურიასთვის ''ფეისბუქი'' საკონცერტო დარბაზი

არა­ერ­თი წე­ლია, რაც მომ­ღე­რა­ლი და ჟურ­ნა­ლის­ტი თე­მურ ცა­გუ­რია ამე­რი­კა­ში ცხოვ­რობს. მან ათი წელი გა­ა­ტა­რა "რე­რო­ში", თუმ­ცა მა­ნამ­დე იყო უნი­ვერ­სი­ტე­ტის თვით­შე­მოქ­მე­დე­ბა და პირ­ვე­ლი აპ­ლო­დის­მენ­ტე­ბი...

ის კვლავ აქ­ტი­ურ კონ­ტაქტს ინარ­ჩუ­ნებს სა­ქარ­თვე­ლო­ში მცხოვ­რებ მსმე­ნელ­თან, ოღონდ ამ­ჯე­რად ინ­ტერ­ნე­ტის სა­შუ­ა­ლე­ბით. ყო­ველ­დღი­უ­რი მი­მო­წე­რა აქვს ქარ­თველ მე­გობ­რებ­თან, თა­ვის გვერ­დზე ძველ და ახალ სიმ­ღე­რებ­საც აქ­ვეყ­ნებს, მო­საზ­რე­ბებს გა­მოთ­ქვამს ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სებ­ზე და ა.შ. ბა­ტონ თე­მურს "სკა­ი­პის" მეშ­ვე­ო­ბით გა­ვე­სა­უბ­რეთ და მისი დღე­ვან­დე­ლო­ბით და­ვინ­ტე­რეს­დით...

- თბი­ლის­ში და­ვი­ბა­დე. ცოტა ხან­ში დე­და­ჩე­მი სა­მუ­შა­ოდ ქო­ბუ­ლეთ­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, სა­დაც მე­ო­თხე სამ­მარ­თვე­ლოს სა­ნა­ტო­რი­უ­მის დი­რექ­ტო­რად და­ნიშ­ნეს. ზღვის ნა­პირ­ზე გა­ვი­ზარ­დე და იქ მა­ნამ დავ­ყა­ვით, სა­ნამ რვა წელი შე­მის­რულ­დე­ბო­და. სამი და მყავ­და, რო­მელ­თა­გან დღეს ცო­ცხა­ლი არც ერთი აღარ არის...

ზღვა ძა­ლი­ან მიყ­ვარს. ქო­ბუ­ლეთ­ში ვის­წავ­ლე ცურ­ვა და ბავ­შვო­ბა­ში გა­ტა­რე­ბუ­ლი ის დღე­ე­ბი კარ­გად მახ­სენ­დე­ბა. დი­ლის ექვს სა­ათ­ზე ვიღ­ვი­ძებ­დი, მარ­ტო დავ­ბო­რი­ა­ლებ­დი ფიჭვნარ­ში და სულ ასე ფე­ხით მაქვს შე­მოვ­ლი­ლი მთე­ლი ქო­ბუ­ლე­თი. ბუ­ნე­ბა ძა­ლი­ან მიყ­ვარს. ახალ­გაზ­რდო­ბა­ში ასე­თი ჰო­ბიც მქონ­და: და­ახ­ლო­ე­ბით სა­ღა­მოს 11 სა­ათ­ზე ზღვა­ში თვალ­და­ხუ­ჭუ­ლი შევ­ცუ­რავ­დი ხოლ­მე და მხო­ლოდ მა­შინ ვა­ღებ­დი თვა­ლებს, როცა მზის სხივს ვიგ­რძნობ­დი. ხან ზღვა­ში ნა­პი­რი­დან შორს აღ­მოვ­ჩნდე­ბო­დი, ხან შორს ნა­პი­რის გას­წვრივ, ხან კი წრეს და­ვარ­ტყამ­დი და ისევ იმ ად­გილ­ზე ვი­ყა­ვი, სა­დაც ცურ­ვას ვი­წყებ­დი. ერთხელ, თვა­ლე­ბი რომ გა­ვა­ხი­ლე, თეთ­რი ნის­ლის გარ­და ვე­რა­ფე­რი და­ვი­ნა­ხე. მზის ორი­ენ­ტა­ცი­ით გა­ვაგ­რძე­ლე ცურ­ვა და და­ახ­ლო­ე­ბით 2 სა­ა­თის შემ­დეგ ნის­ლი გა­ი­ფან­ტა და გაგ­რის მთე­ბი გა­მოჩ­ნდა... მას შემ­დეგ ეს ჰობი ცოტა შევ­ცვა­ლე - თვა­ლა­ხე­ლი­ლი ვცუ­რავ­დი.

პირ­ვე­ლი კლა­სი ქო­ბუ­ლეთ­ში დავ­ხუ­რე და მე­ო­რე კლას­ში სწავ­ლა უკვე თბი­ლი­სის 42-ე სა­შუ­ა­ლო სკო­ლა­ში გან­ვაგ­რძე. მეგ­რულ კულ­ტუ­რას­თან და­ახ­ლო­ე­ბის მიზ­ნით, მა­მას გა­და­წყვე-ტი­ლე­ბით, ერთხანს ზუგ­დიდ­შიც ვცხოვ­რობ­დით. იქ მა­მას სახ­ლი გვქონ­და, თუმ­ცა იქ მხო­ლოდ ნა­ხე­ვა­რი წელი გავ­ჩერ­დით. ზა­ფხუ­ლო­ბით, არ­და­დე­გებ­ზე კი ხში­რად ჩავ­დი­ო­დით ზუგ­დიდ­ში.

- ოჯახ­ში ვინ­მე მღე­რო­და?

- ეს ყვე­ლა­ფე­რი დე­და­ჩე­მის მად­ლია. მას ძა­ლი­ან ტკბი­ლი ხმა ჰქონ­და და გი­ტა­რა­ზეც უკ­რავ­და. სა­ო­ცა­რი იუ­მო­რის ქალი იყო. ორი წელი კონ­სერ­ვა­ტო­რი­ა­ში სწავ­ლობ­და, მაგ­რამ მა­მა­ჩე­მის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით მი­ა­ტო­ვა. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, მა­შინ რო­გო­რი გან­წყო­ბა იყო არ­ტის­ტე­ბის მი­მართ. მე­უღ­ლის ხათ­რის გამო დე­დამ სა­მე­დი­ცი­ნო გა­ნათ­ლე­ბა მი­ი­ღო და ექი­მი გახ­და. მე და დედა ყო­ველ­თვის ერ­თად ვმღე­რო­დით. ჩემი მე­გობ­რე­ბი მო­ჯა­დო­ე­ბუ­ლი იყ­ვნენ ჩვე­ნი დუ­ე­ტით.

- თქვენ პრო­ფე­სი­უ­ლი არ­ჩე­ვა­ნი უნი­ვერ­სი­ტე­ტის ჟურ­ნა­ლის­ტი­კის ფა­კულ­ტეტ­ზე შე­ა­ჩე­რეთ...

- დიახ. მა­თე­მა­ტი­კა მიყ­ვარ­და და უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სწავ­ლა ჯერ მე­ქა­ნი­კა-მა­თე­მა­ტი­კის ფა­კულ­ტეტ­ზე და­ვი­წყე, შემ­დეგ ფი­ლო­ლო­გი­ის ფა­კულ­ტეტ­ზე გა­და­ვი­ნაც­ვლე. მომ­ღე­რა­ლი ვი­ყა­ვი და ჯობ­და, ამ კუ­თხით მეს­წავ­ლა. მთე­ლი ჩემი მო­მა­ვა­ლი ცხოვ­რე­ბის გზა განვჭვრი­ტე და არ­ჩე­ვა­ნი ჟურ­ნა­ლის­ტი­კის ფა­კულ­ტეტ­ზე შე­ვა­ჩე­რე. მა­შინ ის ახალ­გახ­სნი­ლი და ძა­ლი­ან მო­დუ­რი იყო.

- ლექ­სებ­საც წერ­დით....

- დიახ, ლექ­სებს ბავ­შვო­ბი­დან ვწერ­დი. სამ­წუ­ხა­როდ, სკო­ლის­დრო­ინ­დე­ლი ლექ­სე­ბი არ შე­მომ­რჩა. პირ­ვე­ლი ჩემი სიმ­ღე­რა იყო "ჩი­ტუ­ნე­ბი" და სა­ერ­თოდ, არც ის და არც სხვა ბავ­შვო­ბის სიმ­ღე­რე­ბი არ მაქვს - და­ი­კარ­გა. მა­შინ ტექ­ნი­კუ­რად ძა­ლი­ან რთუ­ლი იყო ჩა­წე­რა. ამ საქ­მეს სულ მო­მავ­ლის­თვის ვდებ­დი და ისე მოხ­და, რომ გეგ­მა სის­რუ­ლე­ში ვერ მო­ვიყ­ვა­ნე... დღეს ჩემს რე­პერ­ტუ­არ­ში არ­სე­ბუ­ლი სიმ­ღე­რე­ბი 1967 და შემ­დეგ წლებ­შია და­წე­რი­ლი. მა­გა­ლი­თად "მუ­ხამ­ბა­ზი" , რო­მე­ლიც ნიკო ფი­როს­მა­ნაშ­ვილს მი­ვუ­ძღვე­ნი. იმა­ვე პე­რი­ოდ­ში ერთი გერ­მა­ნუ­ლი სიმ­ღე­რაც დავ­წე­რე, რო­მელ­საც "გერ­მა­ნუ­ლი ტვის­ტი" ერ­ქვა. გერ­მა­ნუ­ლი ენა ვი­ცო­დი, სკო­ლა­შიც ვსწავ­ლობ­დი, შემ­დეგ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში გაძ­ლი­ე­რე­ბულ ჯგუფ­ში ჩამ­რი­ცხეს. ეს სიმ­ღე­რა მა­შინ­დელ ახალ­გაზ­რდებ­ში ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლი იყო. "გერ­მა­ნულ ტვისტს" სტუ­დენ­ტო­ბი­სას უნი­ვერ­სი­ტე­ტის ბენდში რომ ვას­რუ­ლებ­დი, არ და­ი­ჯე­რებთ და სცე­ნა სულ სავ­სე იყო ყვა­ვი­ლე­ბით. ის ჩემი ყვე­ლა­ზე დიდი წარ­მა­ტე­ბის პე­რი­ო­დი იყო.

- შემ­დეგ ათი წელი გა­ა­ტა­რეთ "რე­რო­ში" ...

- უნი­ვერ­სი­ტე­ტი დამ­თავ­რე­ბუ­ლი არ მქონ­და, როცა "რე­რო­ში" სიმ­ღე­რა და­ვი­წყე. ცო­ტას თუ შე­ეძ­ლო იქ მოხ­ვედ­რა და სა­ბედ­ნი­ე­როდ, გა­მი­მარ­თლა. წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ის ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი სა­ესტრა­დო კო­ლექ­ტი­ვი იყო მთელ სსრკ-ში. იმ დროს სა­ესტრა­დო ხე­ლოვ­ნე­ბა ძა­ლი­ან შე­ზღუ­დუ­ლი იყო და ერ­თე­უ­ლებს შე­ეძ­ლოთ სა­ზღვარ­გა­რეთ გას­ვლა. ყვე­ლა ქა­ლაქ­ში "რე­როს" კონ­ცერ­ტე­ბი ანშლა­გე­ბით ტარ­დე­ბო­და და ასე­თი შე­მო­სა­ვა­ლი არც ერთ სხვა კო­ლექ­ტივს არ ჰქო­ნია. ერთხელ მოს­კოვ­ში, დარ­ბაზ­ში, სა­დაც 15000 მა­ყუ­რე­ბე­ლი ეტე­ვა, 21 კონ­ცერ­ტი ჩა­ვა­ტა­რეთ. 300000 მა­ყუ­რე­ბე­ლი დაგ­ვეს­წრო. "რე­როს" მთა­ვა­რი დი­რი­ჟო­რი და კომ­პო­ზი­ტო­რი კონ­სტან­ტინ პევზნე­რი ჩემი სა­ესტრა­დო ხე­ლოვ­ნე­ბის მთა­ვა­რი მას­წავ­ლე­ბე­ლი იყო. დიპ­ლო­მი რომ და­ვი­ცა­ვი, სა­ქარ­თვე­ლოს რა­დი­ო­ში უმ­ცროს რე­დაქ­ტო­რად და­ვი­წყე მუ­შა­ო­ბა. იმ დროს, კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროს თხოვ­ნით, მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ვი­ღე კონ­კურ­სში "ოქ­როს ქარ­ვა" . იურ­მა­ლამ­დე ეს სიმ­ღე­რის კონ­კურ­სი ლი­ე­პა­ე­ში იმარ­თე­ბო­და. 1968 წელს იქ გრან-პრი მო­ვი­პო­ვე. რა­ი­მონდ პა­ულსმა ხეზე ამოჭ­რი­ლი მომ­ღერ­ლის გა­მო­სა­ხუ­ლე­ბა და მას­ზე მიკ­რუ­ლი დიდი ქარ­ვის ქვე­ბი გად­მომ­ცა. კუ­ლი­სებ­ში ვი­ღაც ფუ­ლი­ა­ნე­ბი ამე­დევ­ნენ, დიდი ქარ­ვა იქვე 800 მა­ნე­თად გავ­ყი­დე და ის თან­ხა რეს­ტო­რან­ში და­ვამ­ღე­რე. პა­ტა­რა ქარ­ვა და პრი­ზი კი ჩემ­თვის და­ვი­ტო­ვე. სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­ხა­რე­ბუ­ლი გა­მოვფრინ­დი. სამ­სა­ხურ­ში, ანუ სა­ქარ­თვე­ლოს რა­დი­ო­ში რომ მი­ვე­დი, გან­ცხა­დე­ბე­ბის და­ფა­ზე ჩემი გვა­რი ამო­ვი­კი­თხე: "თე­მურ ცა­გუ­რი­ას გა­მო­ე­ცხა­დოს საყ­ვე­დუ­რი პი­რად საქ­მე­ში შე­ტა­ნით... ტყუ­ი­ლის­თვის" გა­მახ­სენ­და, რომ ლიტ­ვა­ში გაფ­რე­ნის წინ თავ­მოყ­ვა­რე­ო­ბის გამო იქ­ნებ, ვერ გა­ვი­მარ­ჯვო და შევ­რცხვე-მეთ­ქი, რა­დი­ოს ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას­თან ავად­მყო­ფო­ბა მი­ვი­მი­ზე­ზე. საყ­ვე­დუ­რი 6 თვის შემ­დეგ მო­მიხ­სნეს, მაგ­რამ კონ­კურ­სებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის სურ­ვი­ლი სა­მუ­და­მოდ მო­მის­პეს.

- ბა­ტო­ნო თე­მურ, რამ­დე­ნი წე­ლია, რაც ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში იმ­ყო­ფე­ბით?

- 1991 წლი­დან. 1993 წელს კი ოჯა­ხიც წა­ვიყ­ვა­ნე.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

როგორ გახდა ამერიკაში მცხოვრები თემურ ცაგურიასთვის ''ფეისბუქი'' საკონცერტო დარბაზი

როგორ გახდა ამერიკაში მცხოვრები თემურ ცაგურიასთვის ''ფეისბუქი'' საკონცერტო დარბაზი

არაერთი წელია, რაც მომღერალი და ჟურნალისტი თემურ ცაგურია ამერიკაში ცხოვრობს. მან ათი წელი გაატარა ''რეროში'', თუმცა მანამდე იყო უნივერსიტეტის თვითშემოქმედება და პირველი აპლოდისმენტები...

ის კვლავ აქტიურ კონტაქტს ინარჩუნებს საქართველოში მცხოვრებ მსმენელთან, ოღონდ ამჯერად ინტერნეტის საშუალებით. ყოველდღიური მიმოწერა აქვს ქართველ მეგობრებთან, თავის გვერდზე ძველ და ახალ სიმღერებსაც აქვეყნებს, მოსაზრებებს გამოთქვამს ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე და ა.შ. ბატონ თემურს ''სკაიპის'' მეშვეობით გავესაუბრეთ და მისი დღევანდელობით დავინტერესდით...

- თბილისში დავიბადე. ცოტა ხანში დედაჩემი სამუშაოდ ქობულეთში გადაიყვანეს, სადაც მეოთხე სამმართველოს სანატორიუმის დირექტორად დანიშნეს. ზღვის ნაპირზე გავიზარდე და იქ მანამ დავყავით, სანამ რვა წელი შემისრულდებოდა. სამი და მყავდა, რომელთაგან დღეს ცოცხალი არც ერთი აღარ არის...

ზღვა ძალიან მიყვარს. ქობულეთში ვისწავლე ცურვა და ბავშვობაში გატარებული ის დღეები კარგად მახსენდება. დილის ექვს საათზე ვიღვიძებდი, მარტო დავბორიალებდი ფიჭვნარში და სულ ასე ფეხით მაქვს შემოვლილი მთელი ქობულეთი. ბუნება ძალიან მიყვარს. ახალგაზრდობაში ასეთი ჰობიც მქონდა: დაახლოებით საღამოს 11 საათზე ზღვაში თვალდახუჭული შევცურავდი ხოლმე და მხოლოდ მაშინ ვაღებდი თვალებს, როცა მზის სხივს ვიგრძნობდი. ხან ზღვაში ნაპირიდან შორს აღმოვჩნდებოდი, ხან შორს ნაპირის გასწვრივ, ხან კი წრეს დავარტყამდი და ისევ იმ ადგილზე ვიყავი, სადაც ცურვას ვიწყებდი. ერთხელ, თვალები რომ გავახილე, თეთრი ნისლის გარდა ვერაფერი დავინახე. მზის ორიენტაციით გავაგრძელე ცურვა და დაახლოებით 2 საათის შემდეგ ნისლი გაიფანტა და გაგრის მთები გამოჩნდა... მას შემდეგ ეს ჰობი ცოტა შევცვალე - თვალახელილი ვცურავდი.

პირველი კლასი ქობულეთში დავხურე და მეორე კლასში სწავლა უკვე თბილისის 42-ე საშუალო სკოლაში განვაგრძე. მეგრულ კულტურასთან დაახლოების მიზნით, მამას გადაწყვე-ტილებით, ერთხანს ზუგდიდშიც ვცხოვრობდით. იქ მამას სახლი გვქონდა, თუმცა იქ მხოლოდ ნახევარი წელი გავჩერდით. ზაფხულობით, არდადეგებზე კი ხშირად ჩავდიოდით ზუგდიდში.

- ოჯახში ვინმე მღეროდა?

- ეს ყველაფერი დედაჩემის მადლია. მას ძალიან ტკბილი ხმა ჰქონდა და გიტარაზეც უკრავდა. საოცარი იუმორის ქალი იყო. ორი წელი კონსერვატორიაში სწავლობდა, მაგრამ მამაჩემის გადაწყვეტილებით მიატოვა. მოგეხსენებათ, მაშინ როგორი განწყობა იყო არტისტების მიმართ. მეუღლის ხათრის გამო დედამ სამედიცინო განათლება მიიღო და ექიმი გახდა. მე და დედა ყოველთვის ერთად ვმღეროდით. ჩემი მეგობრები მოჯადოებული იყვნენ ჩვენი დუეტით.

- თქვენ პროფესიული არჩევანი უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე შეაჩერეთ...

- დიახ. მათემატიკა მიყვარდა და უნივერსიტეტში სწავლა ჯერ მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე დავიწყე, შემდეგ ფილოლოგიის ფაკულტეტზე გადავინაცვლე. მომღერალი ვიყავი და ჯობდა, ამ კუთხით მესწავლა. მთელი ჩემი მომავალი ცხოვრების გზა განვჭვრიტე და არჩევანი ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე შევაჩერე. მაშინ ის ახალგახსნილი და ძალიან მოდური იყო.

- ლექსებსაც წერდით....

- დიახ, ლექსებს ბავშვობიდან ვწერდი. სამწუხაროდ, სკოლისდროინდელი ლექსები არ შემომრჩა. პირველი ჩემი სიმღერა იყო ''ჩიტუნები'' და საერთოდ, არც ის და არც სხვა ბავშვობის სიმღერები არ მაქვს - დაიკარგა. მაშინ ტექნიკურად ძალიან რთული იყო ჩაწერა. ამ საქმეს სულ მომავლისთვის ვდებდი და ისე მოხდა, რომ გეგმა სისრულეში ვერ მოვიყვანე... დღეს ჩემს რეპერტუარში არსებული სიმღერები 1967 და შემდეგ წლებშია დაწერილი. მაგალითად ''მუხამბაზი'' , რომელიც ნიკო ფიროსმანაშვილს მივუძღვენი. იმავე პერიოდში ერთი გერმანული სიმღერაც დავწერე, რომელსაც ''გერმანული ტვისტი'' ერქვა. გერმანული ენა ვიცოდი, სკოლაშიც ვსწავლობდი, შემდეგ უნივერსიტეტში გაძლიერებულ ჯგუფში ჩამრიცხეს. ეს სიმღერა მაშინდელ ახალგაზრდებში ძალიან პოპულარული იყო. ''გერმანულ ტვისტს'' სტუდენტობისას უნივერსიტეტის ბენდში რომ ვასრულებდი, არ დაიჯერებთ და სცენა სულ სავსე იყო ყვავილებით. ის ჩემი ყველაზე დიდი წარმატების პერიოდი იყო.

- შემდეგ ათი წელი გაატარეთ ''რეროში'' ...

- უნივერსიტეტი დამთავრებული არ მქონდა, როცა ''რეროში'' სიმღერა დავიწყე. ცოტას თუ შეეძლო იქ მოხვედრა და საბედნიეროდ, გამიმართლა. წლების განმავლობაში ის ყველაზე პოპულარული საესტრადო კოლექტივი იყო მთელ სსრკ-ში. იმ დროს საესტრადო ხელოვნება ძალიან შეზღუდული იყო და ერთეულებს შეეძლოთ საზღვარგარეთ გასვლა. ყველა ქალაქში ''რეროს'' კონცერტები ანშლაგებით ტარდებოდა და ასეთი შემოსავალი არც ერთ სხვა კოლექტივს არ ჰქონია. ერთხელ მოსკოვში, დარბაზში, სადაც 15000 მაყურებელი ეტევა, 21 კონცერტი ჩავატარეთ. 300000 მაყურებელი დაგვესწრო. ''რეროს'' მთავარი დირიჟორი და კომპოზიტორი კონსტანტინ პევზნერი ჩემი საესტრადო ხელოვნების მთავარი მასწავლებელი იყო. დიპლომი რომ დავიცავი, საქართველოს რადიოში უმცროს რედაქტორად დავიწყე მუშაობა. იმ დროს, კულტურის სამინისტროს თხოვნით, მონაწილეობა მივიღე კონკურსში ''ოქროს ქარვა'' . იურმალამდე ეს სიმღერის კონკურსი ლიეპაეში იმართებოდა. 1968 წელს იქ გრან-პრი მოვიპოვე. რაიმონდ პაულსმა ხეზე ამოჭრილი მომღერლის გამოსახულება და მასზე მიკრული დიდი ქარვის ქვები გადმომცა. კულისებში ვიღაც ფულიანები ამედევნენ, დიდი ქარვა იქვე 800 მანეთად გავყიდე და ის თანხა რესტორანში დავამღერე. პატარა ქარვა და პრიზი კი ჩემთვის დავიტოვე. საქართველოში გახარებული გამოვფრინდი. სამსახურში, ანუ საქართველოს რადიოში რომ მივედი, განცხადებების დაფაზე ჩემი გვარი ამოვიკითხე: ''თემურ ცაგურიას გამოეცხადოს საყვედური პირად საქმეში შეტანით... ტყუილისთვის'' გამახსენდა, რომ ლიტვაში გაფრენის წინ თავმოყვარეობის გამო იქნებ, ვერ გავიმარჯვო და შევრცხვე-მეთქი, რადიოს ხელმძღვანელობასთან ავადმყოფობა მივიმიზეზე. საყვედური 6 თვის შემდეგ მომიხსნეს, მაგრამ კონკურსებში მონაწილეობის სურვილი სამუდამოდ მომისპეს.

- ბატონო თემურ, რამდენი წელია, რაც ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფებით?

- 1991 წლიდან. 1993 წელს კი ოჯახიც წავიყვანე.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება