ნატალიამ თავისი ყოველწლიური საქველმოქმედო მეჯლისი ამჯერად მონაკოს პრინცთან ერთად დაგეგმა. მისი ფონდისთვის ''შიშველი გულები'' ყოველწლიურად ბევრი ცნობილი და გავლენიანი ადამიანი აგროვებს ფულს. წელს პირველად საღამოს დიასახლისთან ერთად სტუმრებს მისი ბოიფრენდიც იღებდა - ფრანგი მილიონერი ანტუან არნო.
ნატალიას საქმროს სახელმა და მისი ოჯახის სიმდიდრემ თავისი შედეგი გამოიღო: ვოდიანოვას მეჯლისი აქამდე არ ყოფილა ასეთი შთამბეჭდავად მდიდარი ვარსკვლავი სტუმრებით.