სამართალი
სამხედრო

22

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
C ჰე­პა­ტი­ტის რის­კჯგუ­ფე­ბი - "C ჰე­პა­ტი­ტის მი­ზე­ზი შე­იძ­ლე­ბა იყოს კბი­ლის ჯაგ­რი­სი, მაკ­რა­ტე­ლი, სა­პარ­სი"
C ჰე­პა­ტი­ტის რის­კჯგუ­ფე­ბი - "C ჰე­პა­ტი­ტის მი­ზე­ზი შე­იძ­ლე­ბა იყოს კბი­ლის ჯაგ­რი­სი, მაკ­რა­ტე­ლი, სა­პარ­სი"

C ჰე­პა­ტი­ტი სე­რი­ო­ზულ პრობ­ლე­მას წარ­მო­ად­გენს, პა­ცი­ენ­ტე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბას მე­დი­კა­მენ­ტე­ბის მა­ღა­ლი ფა­სის გა­მო მკურ­ნა­ლო­ბა­ზე ხე­ლი არ მი­უწ­ვდე­ბა. ამ­ჟა­მად პლა­ნე­ტის მო­სახ­ლე­ო­ბის 3% C ჰე­პა­ტი­ტით არის და­ა­ვა­დე­ბუ­ლი, სა­ქარ­თვე­ლო­ში კი უკ­ვე 200 ათას­ზე მე­ტი შემ­თხვე­ვაა რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი. გვე­სა­უბ­რე­ბა ინ­ფექ­ცი­ო­ნის­ტი ეკა გორ­გო­ში­ძე:

- C ჰე­პა­ტი­ტი ვი­რუ­სუ­ლი და­ა­ვა­დე­ბა­ა, სიყ­ვით­ლის გა­რე­შე მიმ­დი­ნა­რე­ობს, მწვა­ვე და ქრო­ნი­კუ­ლი ფორ­მით. რთულ­დე­ბა ცი­რო­ზი­თა და ღვიძ­ლის პირ­ვე­ლა­დი კი­ბო­თი. სამ­წუ­ხა­როდ, C ჰე­პა­ტი­ტით ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში უკ­ვე 200 ათა­ზე მე­ტი ადა­მი­ა­ნია ავად. ინ­ფექ­ცი­ის წყა­როს წარ­მო­ად­გენს C ჰე­პა­ტი­ტით ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი, ანუ ამ და­ა­ვა­დე­ბით დას­ნე­ბოვ­ნე­ბუ­ლის სის­ხლი ან ქსო­ვი­ლო­ვა­ნი სი­თხე ჯან­მრთე­ლი ადა­მი­ა­ნის ორ­გა­ნიზ­მში უნ­და მოხ­ვდეს. არის შემ­თხვე­ვე­ბი, რო­დე­საც ადა­მი­ა­ნი ვერ იხ­სე­ნებს ან ვერ ხვდე­ბა, რო­დის ან სად და­ინ­ფი­ცირ­და C ჰე­პა­ტი­ტით.

- ვინ შე­დის ამ და­ა­ვა­დე­ბის რის­კჯგუ­ფებ­ში?

- პირ­ველ რიგ­ში, ნარ­კო­ტი­კე­ბის მომ­ხმა­რებ­ლე­ბი, ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ხში­რად იც­ვლი­ან სქე­სობ­რივ პარ­ტნი­ო­რებს, ასე­ვე ისი­ნი, ვინც იკე­თებს ტა­ტუ­ი­რე­ბას. C ჰე­პა­ტი­ტის მი­ზე­ზი შე­იძ­ლე­ბა პი­რა­დი ჰი­გი­ე­ნის ნივ­თე­ბიც იყოს - კბი­ლის ჯაგ­რი­სი, მაკ­რა­ტე­ლი (ფრჩხი­ლე­ბის), სა­პარ­სი. სამ­წუ­ხა­რო­ა, მაგ­რამ რის­კჯგუ­ფებ­ში შე­დი­ან მე­დი­ცი­ნის მუ­შა­კე­ბიც, რომ­ლებ­საც უშუ­ა­ლო შე­ხე­ბა აქვთ და­ა­ვა­დე­ბუ­ლის სის­ხლთან.

- რო­გო­რია ამ და­ა­ვა­დე­ბის კლი­ნი­კა?

- C ჰე­პა­ტი­ტის ინ­კუ­ბა­ცი­უ­რი პე­რი­ო­დი 5-დან 15 კვი­რამ­დე მერ­ყე­ობს. სიყ­ვით­ლე მხო­ლოდ ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა 25-30%-ს აღე­ნიშ­ნე­ბა, ამი­ტომ C ჰე­პა­ტი­ტის დი­აგ­ნოს­ტი­კა გარ­თუ­ლე­ბუ­ლი­ა. ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი კარ­გა ხანს შე­საძ­ლოა ვერც გრძნობ­დეს ვე­რა­ნა­ირ სიმ­პტო­მებს. რო­ცა სიმ­პტო­მე­ბი თავს იჩენს, ღვიძ­ლის ფუნ­ქცი­უ­რი მოშ­ლის ხა­რის­ხი უკ­ვე საკ­მა­ოდ მა­ღა­ლია და და­ა­ვა­დე­ბის გარ­თუ­ლე­ბულ ფორ­მას­თან გვაქვს საქ­მე. ამ და­ა­ვა­დე­ბის სიმ­პტო­მე­ბი წა­ა­გავს ვი­რუ­სულ ინ­ფექ­ცი­ას, მსუ­ბუქ მო­წამ­ვლას, გა­დაღ­ლას. მა­გა­ლი­თად, უმა­დო­ბა, მუც­ლის ტკი­ვი­ლი, სიყ­ვით­ლე, დაღ­ლი­ლო­ბის შეგ­რძნე­ბა, მუ­ქი შარ­დი. თუმ­ცა მუ­ქი შარ­დი და სიყ­ვი­თ­ლე უკ­ვე და­ა­ვა­დე­ბის გვი­ან სტა­დი­ა­ზე მი­უ­თი­თებს. C ჰე­პა­ტი­ტის პროგ­ნო­ზი სა­ყუ­რადღ­ე­ბოა იმ მხრივ, რომ საკ­მა­ოდ ხში­რია ქრო­ნი­კუ­ლი ფორ­მე­ბი. მწვა­ვე ფორ­მე­ბის დროს გა­მო­სა­ვა­ლი კე­თილ­სა­ი­მე­დო­ა. მწვა­ვე ფორ­მა და­ახ­ლო­ე­ბით 6 თვეს გრძელ­დე­ბა, ქრო­ნი­კუ­ლი კი დუ­ნედ მიმ­დი­ნა­რე­ობს და 10-40 წლის გან­მავ­ლო­ბა­შიც შე­იძ­ლე­ბა პროგ­რე­სი­რებ­დეს. რო­გორც ზე­მოთ აღ­ვნიშ­ნე, ზოგ­ჯერ ქრო­ნი­კუ­ლი C ჰე­პა­ტი­ტით ინ­ფი­ცი­რე­ბულ­ნი თავს კარ­გად გრძნო­ბენ და ამი­ტომ და­ა­ვა­დე­ბას ყუ­რადღ­ე­ბის მიღ­მა ტო­ვე­ბენ, C ვი­რუ­სი კი ორ­გა­ნიზ­მში გამ­რავ­ლე­ბას იწყ­ებს და ღვიძ­ლის უჯ­რე­დებს აზი­ა­ნებს, და­ზი­ა­ნე­ბა კი თან­და­თან ღრმავ­დე­ბა და ღვიძ­ლის ცი­რო­ზი ვი­თარ­დე­ბა.

- C ჰე­პა­ტი­ტის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნა თუ არ­სე­ბობს?

- სამ­წუ­ხა­როდ, C ჰე­პა­ტი­ტის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნა არ არ­სე­ბობს. თუ ადა­მი­ა­ნი ეჭ­ვობს, რომ ამ ვი­რუ­სით არის და­ა­ვა­დე­ბუ­ლი, და­უ­ყოვ­ნებ­ლივ უნ­და მი­მარ­თოს ექიმს და სა­ჭი­რო გა­მოკ­ვლე­ვე­ბი ჩა­ი­ტა­როს. უნ­და გვახ­სოვ­დეს, რომ C ვი­რუ­სი დას­ნე­ბოვ­ნე­ბი­დან ორი კვი­რის შემ­დეგ უკ­ვე გა­დამ­დე­ბი­ა, ამი­ტომ, პირ­ველ რიგ­ში, ეს მათ უნ­და გა­ით­ვა­ლის­წო­ნონ, ვინც ზე­მოთ ჩა­მოთ­ვლილ რის­კჯგუ­ფებ­ში შე­დის. სა­გან­გა­შო არა­ფე­რი­ა, სა­ბედ­ნი­ე­როდ, თა­ნა­მედ­რო­ვე მე­დი­ცი­ნა­ში არ­სე­ბობს მკურ­ნა­ლო­ბის ის ეფექ­ტუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც და­ა­ვა­დე­ბის პროგ­რე­სი­რე­ბას შე­ა­ჩე­რე­ბენ. დღეს ყვე­ლა­ზე ეფექ­ტურ მკურ­ნა­ლო­ბად მი­იჩ­ნე­ვა კომ­ბი­ნი­რე­ბუ­ლი თე­რა­პია ალ­ფა­-ინ­ტერ­ფე­რო­ნით და რი­ბა­ვი­რო­ნით. ბო­ლო ხანს მკურ­ნა­ლო­ბის ეს მე­თო­დი საგ­რძნობ­ლად და­იხ­ვე­წა.

- იქ­ნებ ამ მე­თო­დი­სა და აღ­ნიშ­ნუ­ლი პრე­პა­რა­ტე­ბის და­ნიშ­ნუ­ლე­ბა გან­გვი­მარ­ტოთ.

- პირ­ველ რიგ­ში, მინ­და გა­ნგი­მარ­ტოთ, მკურ­ნა­ლო­ბის ძი­რი­თა­დი არ­სი ორ­გა­ნიზ­მის ვი­რუ­სის­გან გაწ­მენ­და­ა. მთა­ვა­რი­ა, ამ ვი­რუ­სის გა­ნად­გუ­რე­ბა ან მი­სი გამ­რავ­ლე­ბის დათ­რგუნ­ვა, რაც და­ა­ვა­დე­ბის შემ­დგომ პროგ­რე­სი­რე­ბას შე­ა­ჩე­რებს. რაც შე­ე­ხე­ბა ალ­ფა­-ინ­ტერ­ფე­რო­ნით მკურ­ნა­ლო­ბის მე­თოდს, თა­ვად ინ­ტერ­ფე­რო­ნი ცი­ლა­ა. მას ადა­მი­ა­ნის ორ­გა­ნიზ­მი გა­მო­ი­მუ­შა­ვებს, მაგ­რამ მი­სი სინ­თე­ზი ხე­ლოვ­ნუ­რა­დაც შე­საძ­ლე­ბე­ლი­ა. ინ­ტერ­ფე­რო­ნი შეჰ­ყავთ ორ­გა­ნიზ­მში და მის კონ­ცენ­ტრა­ცი­ას ზრდი­ან. ინ­ტერ­ფე­რო­ნი ორ­გა­ნიზ­მის იმუ­ნურ სის­ტე­მას ვი­რუ­სის გამ­რავ­ლე­ბის დათ­რგუნ­ვა­ში ეხ­მა­რე­ბა, ხო­ლო რაც შე­ე­ხე­ბა რი­ბა­ვი­რონს, ეს ან­ტი­ვი­რუ­სუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა­ა, რო­მელ­საც მხო­ლოდ ინ­ტერ­ფე­რონ­თან, კომ­ბი­ნი­რე­ბუ­ლად ნიშ­ნა­ვენ. მკურ­ნა­ლო­ბის კურ­სი 24-48 კვი­რა­ა. და­ა­ვა­დე­ბის გამ­წვა­ვე­ბის დროს კი სა­ჭი­როა ავად­მყო­ფის ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცი­ა. აქ­ვე მინ­და და­ვა­მა­ტო, რომ ამ და­ა­ვა­დე­ბით დას­ნე­ბოვ­ნე­ბა არც სა­მარ­ცხვი­ნოა და არც სა­გან­გა­შო, მთა­ვა­რი დრო­უ­ლი გა­მოკ­ვლე­ვე­ბი და მკურ­ნა­ლო­ბა­ა, მაგ­რამ პა­ცი­ენ­ტე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბას ხე­ლი არ მი­უწ­ვდე­ბა მკურ­ნა­ლო­ბა­ზე მე­დი­კა­მენ­ტე­ბი­სა და ზო­გა­დად მკურ­ნა­ლო­ბის მა­ღა­ლი ფა­სის გა­მო და ეს პრობ­ლე­მა და­უ­ყოვ­ნებ­ლივ უნ­და მოგ­ვარ­დეს.

ლიკა კე­რა­ტიშ­ვი­ლი

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

C ჰე­პა­ტი­ტის რის­კჯგუ­ფე­ბი - "C ჰე­პა­ტი­ტის მი­ზე­ზი შე­იძ­ლე­ბა იყოს კბი­ლის ჯაგ­რი­სი, მაკ­რა­ტე­ლი, სა­პარ­სი"

C ჰე­პა­ტი­ტის რის­კჯგუ­ფე­ბი - "C ჰე­პა­ტი­ტის მი­ზე­ზი შე­იძ­ლე­ბა იყოს კბი­ლის ჯაგ­რი­სი, მაკ­რა­ტე­ლი, სა­პარ­სი"

C ჰე­პა­ტი­ტი სე­რი­ო­ზულ პრობ­ლე­მას წარ­მო­ად­გენს, პა­ცი­ენ­ტე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბას მე­დი­კა­მენ­ტე­ბის მა­ღა­ლი ფა­სის გა­მო მკურ­ნა­ლო­ბა­ზე ხე­ლი არ მი­უწ­ვდე­ბა. ამ­ჟა­მად პლა­ნე­ტის მო­სახ­ლე­ო­ბის 3% C ჰე­პა­ტი­ტით არის და­ა­ვა­დე­ბუ­ლი, სა­ქარ­თვე­ლო­ში კი უკ­ვე 200 ათას­ზე მე­ტი შემ­თხვე­ვაა რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი. გვე­სა­უბ­რე­ბა ინ­ფექ­ცი­ო­ნის­ტი ეკა გორ­გო­ში­ძე:

- C ჰე­პა­ტი­ტი ვი­რუ­სუ­ლი და­ა­ვა­დე­ბა­ა, სიყ­ვით­ლის გა­რე­შე მიმ­დი­ნა­რე­ობს, მწვა­ვე და ქრო­ნი­კუ­ლი ფორ­მით. რთულ­დე­ბა ცი­რო­ზი­თა და ღვიძ­ლის პირ­ვე­ლა­დი კი­ბო­თი. სამ­წუ­ხა­როდ, C ჰე­პა­ტი­ტით ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში უკ­ვე 200 ათა­ზე მე­ტი ადა­მი­ა­ნია ავად. ინ­ფექ­ცი­ის წყა­როს წარ­მო­ად­გენს C ჰე­პა­ტი­ტით ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი, ანუ ამ და­ა­ვა­დე­ბით დას­ნე­ბოვ­ნე­ბუ­ლის სის­ხლი ან ქსო­ვი­ლო­ვა­ნი სითხე ჯან­მრთე­ლი ადა­მი­ა­ნის ორ­გა­ნიზ­მში უნ­და მოხ­ვდეს. არის შემ­თხვე­ვე­ბი, რო­დე­საც ადა­მი­ა­ნი ვერ იხ­სე­ნებს ან ვერ ხვდე­ბა, რო­დის ან სად და­ინ­ფი­ცირ­და C ჰე­პა­ტი­ტით.

- ვინ შე­დის ამ და­ა­ვა­დე­ბის რის­კჯგუ­ფებ­ში?

- პირ­ველ რიგ­ში, ნარ­კო­ტი­კე­ბის მომ­ხმა­რებ­ლე­ბი, ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ხში­რად იც­ვლი­ან სქე­სობ­რივ პარ­ტნი­ო­რებს, ასე­ვე ისი­ნი, ვინც იკე­თებს ტა­ტუ­ი­რე­ბას. C ჰე­პა­ტი­ტის მი­ზე­ზი შე­იძ­ლე­ბა პი­რა­დი ჰი­გი­ე­ნის ნივ­თე­ბიც იყოს - კბი­ლის ჯაგ­რი­სი, მაკ­რა­ტე­ლი (ფრჩხი­ლე­ბის), სა­პარ­სი. სამ­წუ­ხა­რო­ა, მაგ­რამ რის­კჯგუ­ფებ­ში შე­დი­ან მე­დი­ცი­ნის მუ­შა­კე­ბიც, რომ­ლებ­საც უშუ­ა­ლო შე­ხე­ბა აქვთ და­ა­ვა­დე­ბუ­ლის სის­ხლთან.

- რო­გო­რია ამ და­ა­ვა­დე­ბის კლი­ნი­კა?

- C ჰე­პა­ტი­ტის ინ­კუ­ბა­ცი­უ­რი პე­რი­ო­დი 5-დან 15 კვი­რამ­დე მერ­ყე­ობს. სიყ­ვით­ლე მხო­ლოდ ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა 25-30%-ს აღე­ნიშ­ნე­ბა, ამი­ტომ C ჰე­პა­ტი­ტის დი­აგ­ნოს­ტი­კა გარ­თუ­ლე­ბუ­ლი­ა. ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი კარ­გა ხანს შე­საძ­ლოა ვერც გრძნობ­დეს ვე­რა­ნა­ირ სიმ­პტო­მებს. რო­ცა სიმ­პტო­მე­ბი თავს იჩენს, ღვიძ­ლის ფუნ­ქცი­უ­რი მოშ­ლის ხა­რის­ხი უკ­ვე საკ­მა­ოდ მა­ღა­ლია და და­ა­ვა­დე­ბის გარ­თუ­ლე­ბულ ფორ­მას­თან გვაქვს საქ­მე. ამ და­ა­ვა­დე­ბის სიმ­პტო­მე­ბი წა­ა­გავს ვი­რუ­სულ ინ­ფექ­ცი­ას, მსუ­ბუქ მო­წამ­ვლას, გა­დაღ­ლას. მა­გა­ლი­თად, უმა­დო­ბა, მუც­ლის ტკი­ვი­ლი, სიყ­ვით­ლე, დაღ­ლი­ლო­ბის შეგ­რძნე­ბა, მუ­ქი შარ­დი. თუმ­ცა მუ­ქი შარ­დი და სიყ­ვი­თ­ლე უკ­ვე და­ა­ვა­დე­ბის გვი­ან სტა­დი­ა­ზე მი­უ­თი­თებს. C ჰე­პა­ტი­ტის პროგ­ნო­ზი სა­ყუ­რადღ­ე­ბოა იმ მხრივ, რომ საკ­მა­ოდ ხში­რია ქრო­ნი­კუ­ლი ფორ­მე­ბი. მწვა­ვე ფორ­მე­ბის დროს გა­მო­სა­ვა­ლი კე­თილ­სა­ი­მე­დო­ა. მწვა­ვე ფორმა და­ახ­ლო­ე­ბით 6 თვეს გრძელ­დე­ბა, ქრო­ნი­კუ­ლი კი დუ­ნედ მიმ­დი­ნა­რე­ობს და 10-40 წლის გან­მავ­ლო­ბა­შიც შე­იძ­ლე­ბა პროგ­რე­სი­რებ­დეს. რო­გორც ზე­მოთ აღ­ვნიშ­ნე, ზოგ­ჯერ ქრო­ნი­კუ­ლი C ჰე­პა­ტი­ტით ინ­ფი­ცი­რე­ბულ­ნი თავს კარ­გად გრძნო­ბენ და ამი­ტომ და­ა­ვა­დე­ბას ყუ­რადღ­ე­ბის მიღ­მა ტო­ვე­ბენ, C ვი­რუ­სი კი ორ­გა­ნიზ­მში გამ­რავ­ლე­ბას იწყ­ებს და ღვიძ­ლის უჯ­რე­დებს აზი­ა­ნებს, და­ზი­ა­ნე­ბა კი თან­და­თან ღრმავ­დე­ბა და ღვიძ­ლის ცი­რო­ზი ვი­თარ­დე­ბა.

- C ჰე­პა­ტი­ტის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნა თუ არ­სე­ბობს?

- სამ­წუ­ხა­როდ, C ჰე­პა­ტი­ტის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნა არ არ­სე­ბობს. თუ ადა­მი­ა­ნი ეჭ­ვობს, რომ ამ ვი­რუ­სით არის და­ა­ვა­დე­ბუ­ლი, და­უ­ყოვ­ნებ­ლივ უნ­და მი­მარ­თოს ექიმს და სა­ჭი­რო გა­მოკ­ვლე­ვე­ბი ჩა­ი­ტა­როს. უნ­და გვახ­სოვ­დეს, რომ C ვი­რუ­სი დას­ნე­ბოვ­ნე­ბი­დან ორი კვი­რის შემ­დეგ უკ­ვე გა­დამ­დე­ბი­ა, ამი­ტომ, პირ­ველ რიგ­ში, ეს მათ უნ­და გა­ით­ვა­ლის­წო­ნონ, ვინც ზე­მოთ ჩა­მოთ­ვლილ რის­კჯგუ­ფებ­ში შე­დის. სა­გან­გა­შო არა­ფე­რი­ა, სა­ბედ­ნი­ე­როდ, თა­ნა­მედ­რო­ვე მე­დი­ცი­ნა­ში არ­სე­ბობს მკურ­ნა­ლო­ბის ის ეფექ­ტუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც და­ა­ვა­დე­ბის პროგ­რე­სი­რე­ბას შე­ა­ჩე­რე­ბენ. დღეს ყვე­ლა­ზე ეფექ­ტურ მკურ­ნა­ლო­ბად მი­იჩ­ნე­ვა კომ­ბი­ნი­რე­ბუ­ლი თე­რა­პია ალ­ფა­-ინ­ტერ­ფე­რო­ნით და რი­ბა­ვი­რო­ნით. ბო­ლო ხანს მკურ­ნა­ლო­ბის ეს მე­თო­დი საგ­რძნობ­ლად და­იხ­ვე­წა.

- იქ­ნებ ამ მე­თო­დი­სა და აღ­ნიშ­ნუ­ლი პრე­პა­რა­ტე­ბის და­ნიშ­ნუ­ლე­ბა გან­გვი­მარ­ტოთ.

- პირ­ველ რიგ­ში, მინ­და გა­ნგი­მარ­ტოთ, მკურ­ნა­ლო­ბის ძი­რი­თა­დი არ­სი ორ­გა­ნიზ­მის ვი­რუ­სის­გან გაწ­მენ­და­ა. მთა­ვა­რი­ა, ამ ვი­რუ­სის გა­ნად­გუ­რე­ბა ან მი­სი გამ­რავ­ლე­ბის დათ­რგუნ­ვა, რაც და­ა­ვა­დე­ბის შემ­დგომ პროგ­რე­სი­რე­ბას შე­ა­ჩე­რებს. რაც შე­ე­ხე­ბა ალ­ფა­-ინ­ტერ­ფე­რო­ნით მკურ­ნა­ლო­ბის მე­თოდს, თა­ვად ინ­ტერ­ფე­რო­ნი ცი­ლა­ა. მას ადა­მი­ა­ნის ორ­გა­ნიზ­მი გა­მო­ი­მუ­შა­ვებს, მაგ­რამ მი­სი სინ­თე­ზი ხე­ლოვ­ნუ­რადაც შე­საძ­ლე­ბე­ლი­ა. ინ­ტერ­ფე­რო­ნი შეჰ­ყავთ ორ­გა­ნიზ­მში და მის კონ­ცენ­ტრა­ცი­ას ზრდი­ან. ინ­ტერ­ფე­რო­ნი ორ­გა­ნიზ­მის იმუ­ნურ სის­ტე­მას ვი­რუ­სის გამ­რავ­ლე­ბის დათ­რგუნ­ვა­ში ეხ­მა­რე­ბა, ხო­ლო რაც შე­ე­ხე­ბა რი­ბა­ვი­რონს, ეს ან­ტი­ვი­რუ­სუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა­ა, რო­მელ­საც მხო­ლოდ ინ­ტერ­ფე­რონ­თან, კომ­ბი­ნი­რე­ბუ­ლად ნიშ­ნა­ვენ. მკურ­ნა­ლო­ბის კურ­სი 24-48 კვი­რა­ა. და­ა­ვა­დე­ბის გამ­წვა­ვე­ბის დროს კი სა­ჭი­როა ავად­მყო­ფის ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცი­ა. აქ­ვე მინ­და და­ვა­მა­ტო, რომ ამ და­ა­ვა­დე­ბით დას­ნე­ბოვ­ნე­ბა არც სა­მარ­ცხვი­ნოა და არც სა­გან­გა­შო, მთა­ვა­რი დრო­უ­ლი გა­მოკ­ვლე­ვე­ბი და მკურ­ნა­ლო­ბა­ა, მაგ­რამ პა­ცი­ენ­ტე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბას ხე­ლი არ მი­უწ­ვდე­ბა მკურ­ნა­ლო­ბა­ზე მე­დი­კა­მენ­ტე­ბი­სა და ზო­გა­დად მკურ­ნა­ლო­ბის მა­ღა­ლი ფა­სის გა­მო და ეს პრობ­ლე­მა და­უ­ყოვ­ნებ­ლივ უნ­და მოგ­ვარ­დეს.

ლიკა კერატიშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია