მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

22

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 04:51-ზე, მთვარე მშვილდოსანშია კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ ხორციან კერძებს. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
საზოგადოება
Faceამბები
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სტეფანე - "ამ სიმღერისთვის შეიძლებოდა, რუსეთში ჩასულიყავი და ვიღაცას მოეკალი... ჩემი ქვეყნის გამო ეს მე მიღირდა"
სტეფანე - "ამ სიმღერისთვის შეიძლებოდა, რუსეთში ჩასულიყავი და ვიღაცას მოეკალი... ჩემი ქვეყნის გამო ეს მე მიღირდა"

მომ­ღე­რა­ლი სტე­ფა­ნე მღებ­რიშ­ვი­ლი თა­ვის "ფე­ის­ბუ­ქის" გვერ­დზე აგ­ვის­ტოს ომის მე­ხუ­თე წლის­თავს გა­მო­ეხ­მა­უ­რა. "სტე­ფა­ნე და 3G", ჯგუ­ფი, რო­მელ­შიც მის გარ­და "3 გოგო" - ნინი ბა­დუ­რაშ­ვი­ლი, ქრის­ტი­ნე იმე­და­ძე და თაკო გა­ჩე­ჩი­ლა­ძე მღე­როდ­ნენ, საკ­მა­ოდ ცნო­ბი­ლი გახ­და სიმ­ღე­რით We Don't Wanna Put In. ჯგუფს ეს სიმ­ღე­რა მოს­კოვ­ში, ევ­რო­ვი­ზი­ა­ზე უნდა წა­რედ­გი­ნა, მაგ­რამ პო­ლი­ტი­კუ­რი გზავ­ნი­ლის გამო სიმ­ღე­რა და­იბ­ლო­კა.

სტე­ფა­ნეს 5 წლის წი­ნან­დე­ლი აგ­ვის­ტოს ომზე და ჯგუ­ფის წარ­მა­ტე­ბა­ზე ვე­სა­უბ­რეთ.

- როცა ომის და­წყე­ბის ამ­ბა­ვი გა­ვი­გე, თბი­ლის­ში, ჩემს სახ­ლში, ოჯახ­თან ერ­თად ვი­ყა­ვი. ამის გახ­სე­ნე­ბა ჩემ­თვის ძა­ლი­ან რთუ­ლია, რად­გან ჩემი შვი­ლი მა­შინ 2 თვის იყო. ამ­ბობ­დნენ, რომ ავ­ლაბ­რის რე­ზი­დენ­ცია უნდა და­ე­ბომ­ბათ. ამის გახ­სე­ნე­ბაც არ მინ­და, იმ­დე­ნად მძი­მე იყო, რომ თავი ფილმში მე­გო­ნა. სა­ქარ­თვე­ლო­დან და თბი­ლი­სი­დან გას­ვლა არც მი­ფიქ­რია. ერთი დღით ჩემს სი­დედრთან, თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­ე­დან­ზე წა­ვე­დით, ვი­თომ უფრო უსაფრ­თხოდ ვიქ­ნე­ბო­დით. სხვა წა­სას­ვლე­ლი არ გვქონ­და, თბი­ლი­სი­დან გას­ვლა კი თავ­შიც არ მომ­სვლია. სად უნდა წავ­სუ­ლი­ყა­ვი?

- იმ წელს ევ­რო­ვი­ზი­ა­ზე სიმ­ღე­რის We Don't Wanna Put In წარ­დგე­ნას აპი­რებ­დით. ჯგუ­ფის "სტე­ფა­ნე და 3G" შექ­მნას და ამ პო­პუ­ლა­რუ­ლი სიმ­ღე­რის ჩა­წე­რას რო­გორ გა­იხ­სე­ნებთ?

- ეს ძა­ლი­ან სა­სი­ა­მოვ­ნოდ მახ­სენ­დე­ბა. ასე­თი სიმ­ღე­რის წარ­დგე­ნა ამ პრო­ექ­ტზე იმი­ტომ გა­დავ­წყვი­ტეთ, რომ მიგ­ვაჩ­ნდა, იმ წელს სა­ქარ­თვე­ლოს წარ­მო­მად­გე­ნე­ლი მოს­კოვ­ში არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში არ უნდა წა­სუ­ლი­ყო. ქას­თინ­გი გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი იყო და ნერ­ვე­ბი გვეშ­ლე­ბო­და იმა­ზე, რომ ვი­ღა­ცას, შე­იძ­ლე­ბა, ლა­მა­ზი სიმ­ღე­რა წა­ე­ღო და სცე­ნა­ზე ემ­ღე­რა. ახლა სხვა დროა, მაგ­რამ ჩემ­თვის იმ­ჟა­მინ­დე­ლი ემო­ცია გა­ნე­ლე­ბუ­ლი არ არის და ახ­ლაც მეშ­ლე­ბა ნერ­ვე­ბი, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ დიდი დრო გა­ვი­და.

- ე.ი. მზად იყა­ვით, რომ სიმ­ღე­რას დაბ­ლო­კავ­დნენ?

- თუ არ დაბ­ლო­კავ­დნენ, ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, ალ­ბათ, ძა­ლი­ან ხმა­მაღ­ლა ჟღერს, მაგ­რამ შე­იძ­ლე­ბო­და, რუ­სეთ­ში ჩა­სუ­ლი­ყა­ვი და ვი­ღა­ცას მო­ე­კა­ლი. იქ რომ და­ცუ­ლად ვერ ვიქ­ნე­ბო­დით, ეს ფაქ­ტია. ვინ დაგ­ვი­ცავ­და, ისე­თებს კლა­ვენ, დაც­ვა­ში 100 კაცი რომ ჰყავთ. რის­კის ფაქ­ტო­რი ძა­ლი­ან მა­ღა­ლი იყო და სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბის ნა­ხე­ვა­რი იძახ­და, რომ არ უნდა წავ­სუ­ლი­ყა­ვით. შე­იძ­ლე­ბა, ევ­რო­ვი­ზი­ამ სიმ­ღე­რა ამი­ტო­მაც დაბ­ლო­კა, ამ უაზ­რო­ბის გამო. იქ ისე­თი დიქ­ტა­ტუ­რა, პი­რა­დად ჩემ­თვის იმ­დე­ნად წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი და მი­უ­ღე­ბე­ლი პო­ლი­ტი­კაა, რომ ვი­ღა­ცას შე­იძ­ლე­ბო­და, მი­ნი­მუმ, ვე­ცე­მეთ. ეს მე მა­ინც მა­წყობ­და, რად­გან რა­ღაც მო­მენ­ტში, ჩემი ქვეყ­ნის გამო ეს მი­ღირ­და. დაბ­ლოკ­ვის შემ­დეგ სიმ­ღე­რა ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლი გახ­და, მერე ჯგუ­ფი და­ი­შა­ლა, თო­რემ დიდი პერ­სპექ­ტი­ვე­ბი გვქონ­და. სა­უ­კე­თე­სო გა­და­ცე­მებ­ში გვიწ­ვევ­დნენ: ტე­ლე­კომ­პა­ნია "BBC", "CNN", "Euronews".

- იტა­ლი­ა­შიც, ძა­ლი­ან ცნო­ბილ გა­და­ცე­მა­ში, "Chiambretti Night"-ში მი­გიწ­ვი­ეს. დიდი წარ­მა­ტე­ბა და კარ­გი პი­ა­რი გქონ­დათ, რა­ტომ და­ი­შა­ლა ჯგუ­ფი?

- ჯგუ­ფი იმი­ტომ და­ი­შა­ლა, რომ მე და გო­გო­ებ­მა ერ­თმა­ნეთს ვე­ღარ გა­ვუ­გეთ, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ყვე­ლა ძა­ლი­ან მიყ­ვარს. ზუს­ტად დღეს, ქუ­ჩა­ში, სრუ­ლი­ად შემ­თხვე­ვით თაკო გა­ჩე­ჩი­ლა­ძე შემ­ხვდა, რო­მე­ლიც ჩემი უსაყ­ვარ­ლე­სი მე­გო­ბა­რია. ასე­ვე, ძა­ლი­ან მიყ­ვარს ნინი ბა­დუ­რაშ­ვი­ლი და ქრის­ტი­ნე იმე­და­ძე. მაგ­რამ იმ პე­რი­ოდ­ში ურ­თი­ერ­თო­ბა ძა­ლი­ან დაგ­ვე­ძა­ბა.

იხი­ლეთ ინ­ტერ­ვი­უს სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს

სტეფანე - "ამ სიმღერისთვის შეიძლებოდა, რუსეთში ჩასულიყავი და ვიღაცას მოეკალი... ჩემი ქვეყნის გამო ეს მე მიღირდა"

სტეფანე - "ამ სიმღერისთვის შეიძლებოდა, რუსეთში ჩასულიყავი და ვიღაცას მოეკალი... ჩემი ქვეყნის გამო ეს მე მიღირდა"

მომღერალი სტეფანე მღებრიშვილი თავის "ფეისბუქის" გვერდზე აგვისტოს ომის მეხუთე წლისთავს გამოეხმაურა. "სტეფანე და 3G", ჯგუფი, რომელშიც მის გარდა "3 გოგო" - ნინი ბადურაშვილი, ქრისტინე იმედაძე და თაკო გაჩეჩილაძე მღეროდნენ, საკმაოდ ცნობილი გახდა სიმღერით We Don't Wanna Put In. ჯგუფს ეს სიმღერა მოსკოვში, ევროვიზიაზე უნდა წარედგინა, მაგრამ პოლიტიკური გზავნილის გამო სიმღერა დაიბლოკა.

სტეფანეს 5 წლის წინანდელი აგვისტოს ომზე და ჯგუფის წარმატებაზე ვესაუბრეთ.

- როცა ომის დაწყების ამბავი გავიგე, თბილისში, ჩემს სახლში, ოჯახთან ერთად ვიყავი. ამის გახსენება ჩემთვის ძალიან რთულია, რადგან ჩემი შვილი მაშინ 2 თვის იყო. ამბობდნენ, რომ ავლაბრის რეზიდენცია უნდა დაებომბათ. ამის გახსენებაც არ მინდა, იმდენად მძიმე იყო, რომ თავი ფილმში მეგონა. საქართველოდან და თბილისიდან გასვლა არც მიფიქრია. ერთი დღით ჩემს სიდედრთან, თავისუფლების მოედანზე წავედით, ვითომ უფრო უსაფრთხოდ ვიქნებოდით. სხვა წასასვლელი არ გვქონდა, თბილისიდან გასვლა კი თავშიც არ მომსვლია. სად უნდა წავსულიყავი?

- იმ წელს ევროვიზიაზე სიმღერის We Don't Wanna Put In წარდგენას აპირებდით. ჯგუფის "სტეფანე და 3G" შექმნას და ამ პოპულარული სიმღერის ჩაწერას როგორ გაიხსენებთ?

- ეს ძალიან სასიამოვნოდ მახსენდება. ასეთი სიმღერის წარდგენა ამ პროექტზე იმიტომ გადავწყვიტეთ, რომ მიგვაჩნდა, იმ წელს საქართველოს წარმომადგენელი მოსკოვში არავითარ შემთხვევაში არ უნდა წასულიყო. ქასთინგი გამოცხადებული იყო და ნერვები გვეშლებოდა იმაზე, რომ ვიღაცას, შეიძლება, ლამაზი სიმღერა წაეღო და სცენაზე ემღერა. ახლა სხვა დროა, მაგრამ ჩემთვის იმჟამინდელი ემოცია განელებული არ არის და ახლაც მეშლება ნერვები, მიუხედავად იმისა, რომ დიდი დრო გავიდა.

- ე.ი. მზად იყავით, რომ სიმღერას დაბლოკავდნენ?

- თუ არ დაბლოკავდნენ, ყოველ შემთხვევაში, ალბათ, ძალიან ხმამაღლა ჟღერს, მაგრამ შეიძლებოდა, რუსეთში ჩასულიყავი და ვიღაცას მოეკალი. იქ რომ დაცულად ვერ ვიქნებოდით, ეს ფაქტია. ვინ დაგვიცავდა, ისეთებს კლავენ, დაცვაში 100 კაცი რომ ჰყავთ. რისკის ფაქტორი ძალიან მაღალი იყო და საქართველოს მოსახლეობის ნახევარი იძახდა, რომ არ უნდა წავსულიყავით. შეიძლება, ევროვიზიამ სიმღერა ამიტომაც დაბლოკა, ამ უაზრობის გამო. იქ ისეთი დიქტატურა, პირადად ჩემთვის იმდენად წარმოუდგენელი და მიუღებელი პოლიტიკაა, რომ ვიღაცას შეიძლებოდა, მინიმუმ, ვეცემეთ. ეს მე მაინც მაწყობდა, რადგან რაღაც მომენტში, ჩემი ქვეყნის გამო ეს მიღირდა. დაბლოკვის შემდეგ სიმღერა ძალიან პოპულარული გახდა, მერე ჯგუფი დაიშალა, თორემ დიდი პერსპექტივები გვქონდა. საუკეთესო გადაცემებში გვიწვევდნენ: ტელეკომპანია "BBC", "CNN", "Euronews”.

- იტალიაშიც, ძალიან ცნობილ გადაცემაში, "Chiambretti Night"-ში მიგიწვიეს. დიდი წარმატება და კარგი პიარი გქონდათ, რატომ დაიშალა ჯგუფი?

- ჯგუფი იმიტომ დაიშალა, რომ მე და გოგოებმა ერთმანეთს ვეღარ გავუგეთ, მიუხედავად იმისა, რომ ყველა ძალიან მიყვარს. ზუსტად დღეს, ქუჩაში, სრულიად შემთხვევით თაკო გაჩეჩილაძე შემხვდა, რომელიც ჩემი უსაყვარლესი მეგობარია. ასევე, ძალიან მიყვარს ნინი ბადურაშვილი და ქრისტინე იმედაძე. მაგრამ იმ პერიოდში ურთიერთობა ძალიან დაგვეძაბა.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება